სპილენძს დაბალი ქიმიური აქტივობა აქვს, ამიტომ მისი მადნიდან გამოყოფა შესაძლებელია ნახშირბადთან გაცხელებით.
მაგრამ ამ გზით გამოყოფილი სპილენძი შეიცავს ბევრ მინარევებს და არ გამოდგება ელექტროსადენების დასამზადებლად დაბალი გამტარობის გამო და მისწრებაა შამფურების დასამზადებლად!
საერთოდ, დაბინძურებულ სპილენძს ასუფთავებენ ელექტროლიზით.
დადებითად დამუხტული ელექტროდი დამზადებულია მინარევებიანი სპილენძით და უარყოფითად დამუხტული ელექტოდი კი - სუფთა სპილენძის თხელი ნაჭრით.
როდესაც ელექტრული დენი გაივლის სპილენძის სულფატის ხსნარში, დაბინძურებულ სპილენძში შემავალი სპილენძის ატომები გასცემენ ელექტრონებს და წარმოქმნიან სპილენძის იონებს, რომლებიც გადაადგილდებიან სუფთა სპილენძისგან დამზადებულ უარყოფითად დამუხტულ ელექტროდთან, სადაც იერთებენ ელექტრონებს და ხელახლა წარმოქმნიან ატომებს.
ეს ელექტროდი თანდათან იზრდება, ხოლო დადებითად დამუხტული ელექტროდი მცირდება.
მინარევები ეცემა ძირზე.
აქედან გამომდინარე ჯერ დასადგენია რა ხარისხის სპილენძია, ხარისხის თანაფარდობით დროსთან და კუთრ წონასთან მივიღებთ რომელ წელშია დამზადებული ნივთი, ხოლო ხარისხის და თარიღის მიხედვით ადვილად დავადგენთ გასაყიდ ფასს... ასე რომ არ დანებდე ძმა, ადვილად შეადგენ ფორმულას და გამოთვლი მაგ შამფურების ასაკსაც და გასაყიდ ფასსაც! ამ ფორუმზე კიდევ შემოვრჩით ხალხი ვინც ვზრუნავთ ერთმანეთზე! წარმატებები ძმააა...
This post has been edited by sis tema on 13 Apr 2017, 01:58
აქ რომ ახსნიან, ეგრე გუგლი ვერ იზამს. © ASIMO