მაგრამ ყველაფერს თავისი წინაისტორია აქვს
როგორ დაეცა სკვითების სამეფო
ეს ამბავი როსტომმა მომიყვა
როსტომს ბესლაკომ
ბესლაკოს კანბოლატმა
კანბოლატს იდარმა
იდარს სალბიმ
სალბის ალბათ ამ ამბის გმირმა
ერთ დროს დიდი ხალხი ვიყავით მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა დონში და იდილში
ერთხელ ერთ სარმატს ცხენი დაეკარგა ნაკვალევმა დონის ნაპირას მიიყვანა დონს გადავიდა ლაქაშებიდან კაი ხანი გამოსული იყო რომ მხედარი დაინახა
არ შეიძლება დამეწევა
ნელი ნაბიჯით აი ისე ბალახში სიარულს მიჩვეული კაცი რომ მიდის მხედარს მიუახლოვდა
ბაირაი სკოლოტ
ბაირაი აესაგ რამ მოგიყვანა ჩვენ მიწაზე?
ცხენი დავკარგე
დამღა თქვი
სამკუთხედი და ნახევარმთვარე
ჩემთანაა შენი ცხენი
??????????????????
გამომყევი გაგატან
კარგად გაგიმრავლებით საქონელი სკოლოტ
ტრაბახით არ გეტყვი აესაგ ჩვენ მიწაზე უფრო მდიდარ ქვეყანას ვერ ნახავ,არც თქვე გეყოლებათ ნაკლები
არაა ზამთარში ყინვა გვიხოცავს ზაფხულში გვალვა, იდილში თევზს ვიჭერთ და ბოსფორში ვყიდით ეგ გვეხმარება რა კაცის საქმეა თევზის ჭერა
აი შენი ცხენი
ჩემი საულა მოუთათუნა გავაზე ხელი
შემოდი იურტაში მამაპაპურად რონგი დავლიოთ
არ გეტყვი უარს
იურტაში მასპინძელს ცხენის ოფლის და შარდის სუნი ეცა ამათ მემგონი მართლა ცხენებთან ძინავთ იფიქრა
სტუმარმა თვალი მოავლო ხალიჩას რომელზეც იჯდა სპილენძის ჭურჭელს ვერცხლით გაწყობილ იარაღს ოქროს საყურეებს და მზერა მასპინძლის აბრეშუმის წითელ პერანგზე გააჩერა,გაახსენდა ტანაისელი ბერძენი ქალი სიცოცხლის შენარჩუნებას რომ ევედრებოდა,ჩიზგა გაახსენდა სახეში რომ ესროლა გასისხლიანებული პერანგი ეს დედაშენს აჩუქეო.
ალდარივით ცხოვრობ ალდარიც იქნები გფარავდეს უასთირჯი მასპინძელო
სტირ ხუიცაუი ხორზაეხ ნაე უედ სტუმარო
ჯაჭვის პერანგი რატომ არგაცვია?
კაცს გული უნდა ქონდეს რკინის
ეგეც მართალია მაგრამ მე ჯაჭვი ბოლოს როდის გავიხადე არ მახსოვს ტყუილად ხომ არ გვეძახიან სარმატებს
რა ხდება დონის გაღმა აესაგ?
გაჭირდა ცხოვრება ძმაო მონებით ვაჭრობა დღეს ადვილი აღარაა ქაშაკები ვინც ყუბანის ველებზე ცხოვრობდა ყველანი დავყიდეთ ბოსფორში გადარჩენილები ჭაობებში და მთებში გვემალებიან ღომიჭამიები,ამ დროს ქაშაკის ისრის მიერ დაჭრილ მხარში ტკივილი გაახსენდა.
სტუმარმა მოხარშული საქონლის ხორცი აიღო პურისთვის ხელი არ უხლია
საღამოს ორი მხედარი დონისკენ მიდიოდა
და კუტა რასტ სკოლოტ კიდე გესტუმრებით ძმებთან ბიძაშვილებთან შვილებთან ერთად
სტუმარმა დიდი დამტვრეული კბილები გამოაჩინა იმ დღეს პირველად გადაკრა კამჩა საულას და დონში შეაგდო
საარაკოდ გაგიმასპინძლდებით ,რონგმა დაათრო იფიქრა მასპინძელმა
მიმაგრებული სურათი