BRUTHA
hotz

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2762
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09
|
#62441720 · 20 Jan 2026, 16:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მნაცაკანა
| QUOTE | | ანუ თემი გამოდის ორჭა, როგორც დუთხე. რამე გამორჩეული თქმაც ხომ არ აქვთ? თავისებური მეტყველება რა, როგორც დუთხელებს ან მხიგელებს. |
ორჭის სოფლებიდან მხოლოდ კამპარნაში ვყოფილვარ. რამე განსაკუთრებული არ შემიმჩნევია და, მართალი გითხრა, არც ასეთი დეტალების დრო მქონია, გარდა იმისა, რომ თუ სხვაგან არქაბში ივენ-ს ("იქნება"), ივეტუ-ს ("იქნებოდა") ვხვდებოდი, აქ მეგრულში ზოგან დამოწმებული ივაფუ, იუაფუ, იჸუაფუ / ივაფუდუ, იუაფუდუ, იჸუაფუდუ-ს მსგავსი ივაფუნ და ივაფუტუ შემხვდა. ზემოთ რაც მოკლე დიალოგია, ეგეც ორჭელთანაა - სუხულეთელთან. მის სხვა ნაწერებშიც არ შემიმჩნევია რამე განსაკუთრებული.
ამაზე გამახსენდა - ხოფელი, გვარად პაპილა, მეგრულის მსგავსად, ვორდი-ს ("ვიყავი"), დუ-ს ("იყო") ამბობდა და არა ჭანურ ვორტი-სა და ტუ-ს.
| QUOTE | | სად დადასტურდა "მერგელი". მეგრელებთან ცინცხალი კონტაქტის გავლენა ხომ არ არის? |
რამდენიმეგან შემხვდა. ვერ ვიხსენებ კონკრეტულ ადგილებს. ანუ, "მეგრელი" > "მერგელი"? იქვე "მეგრულის" აღსანიშნად მერგელური-ც.
| QUOTE | | ისე, რა მაგარია, რომ ქართლის ზანური სახელი ლაზურის საკმაოდ დაზიანებულმა კილომ შემოინახა, არტაშენულმა. კიდევ სადმე ხომ არ შეგხვედრია, ავთენტურად? |
ეგ არა და ქორთოლონა "საქართველო" კი შემხვდა არტაშენში. არ ვიცი, ავთენტურია თუ თანამედროვედ და სახელდახელოდ გამოგონილი. იგივენაირად ლაზეფუნა "ლაზეთი".
| QUOTE | -ვ არის ნაშთი თვისების და წარმოშობის აღმნიშვნელი ქართ-ზანური -ვ' სუფიქსისა, რომლის ვარიანტებიცაა -ევ', -ივ' (ესენი ცალკეც დასტურდება და რთულ სუფიქსებშიც: -ი-ერ <*-ივ-ერ, -ი-ან <*-ივ-ან, -ე-ან < *-ევ-ან). ქართ- ძირიდან, არქაული წარმოებით, მივიღეთ ტოპონიმი ქართ-ლ-ი და ეთნონიმი ქართ-ვ'-ელ-ი (ორმაგი სუფიქსაციით. -ვ' აღნიშნავს w თანხმოვანს). შდრ. ძაღ-ლ-ი > ძაღ-უ-ერ-ი (ძვ.ქართ. "ძაღლის თვისებისა, ბილწი, მრუში, ცოდვილი, სულელი"). წარმომავლობის საწარმოებლად ორმაგი სუფიქსაცია ნაშთად შემოგვრჩა რაჭულში (იხ. რაჭა > რაჭ-ვ-ელ-ი, ბარი > ბარ-ვ-ელ-ი, ღარ-ი > ღარ-ვ-ელ-ი, გლოლა > *გლოლ-ვ-ელ-ი > გლო-ვ-ელ-ი და მისთ.). ბასიანი89-მ სწორად მოიხმო მაგალითები. |
ქორთვეფე ("ქართველები") გამიგია, ოსმან კუიუმჯუ რომაა, საფრანგეთში რომ ცხოვრობს და მეცნიერობს, მისგან. შდრ.: ქორთულეფე, ქორთუეფე-სა და ქორთუფე-ს გვერდიგვერდ. პ.ს. ადიღეველი, ქალდეველი-ც ალბათ ამ ორმაგი სუფიქსაციის წრეში იქნება.
| QUOTE | | ჭანური ჩაჩხადიდი (ჩაჩხადჷლ/ჩჷჩხადჷლ (აბჟ./ბზიფ.) "დიდი ხუთშაბათი") როდის უნდა ესესხებინათ აფხაზებს? მე-19 ს-ის ნასესხობა საეჭვოა. სხვა ჭანიზმებიც ხომ არაა აფხაზურში? |
მე-19-ის ნასესხობა მართლა საეჭვოა, მაგრამ ნამდვილად ჭანიზმია? მეგრული "ცაშხადიდი" როგორ გააფხაზურდება? მაინც მგონია, ამათი წყარო მეგრულია. ჭარაიას "აფხაზურად ცაშხადიდ, ანუ, უფრო ხშირად ჩაშხადჷდ" უწერია.
Kakha.G
| QUOTE | | ეს ბარმიშავები ლაზები არიან? |
ვერაფეს გეტყვი. ბარმიში სოფელია გუდაუთაში და მასთან თუ ექნება კავშირი. თვითონ ამ სოფლის სახელის ეტიმოლოგია არ ვიცი.
--------------------
ჰე, ღმერთო ერთო
hazerik badituzte zilhoak eta zeruko hegastonek, gizonaren semeak ez du ordean non etzan burua!
|