ildamusaე.ი. თქვენ მომხრე ხართ ქართველების სრული ავტოქტონობის მთელ ტერიტორიაზე მონადირე კრომანიონების დონემდე?
მე ვერ გავიზიარებდი მაგ ოპტიმიზს
ვერც დასავლეთი და მითუმეტეს ვერც აღმოსავლეთი საქართველო ქართველების წინარე სამშობლო ვერ იქნებოდა
რადგან მთელს დასავლეთ კავკასიაში ადრე ბრინჯაოს ხანაში ბატონობდა მაიკოპის კულტურა, რომელიც პროტო ადიღ-აფხ-ხათურ ბუდედ მიმაჩნია

ხოლო აღმოსავლეთ და სამხრეთ კავკასიაში მტკვარ-არაქსის კულტურა, რომელიც ნახ-დაღ-ხურიტულ ერთობას წარმოადგენდა

პროტოქართველები კავკასიაში მოვიდნენ არაუადრეს გვიანი ბრინჯაოს ხანისა, მაგრამ არაუგვიანეს მეორე ათასწლეულის პირველი ნახევრისა. რაც აისახა კოლხური კულტურის გამოჩენით
მაგრამ საიდან მოვიდნენ? ეს არის მთავარი საკითხი
მე ვემხრობოდი თეორიას რომ ანატოლიიდან და ჭოროხის ხეობის პირველ კავკასიურ სამშობლოდ ჩათვლას
G2a აპლოჯგუფის შემოტანით კავკასიაში, რომელიც საოცრად ემთხვევა კოლხური და ყობანური კულტურის გავრცელების არეალს
მაგრამ დავუშვი იუზერ ბუტკუჯის ვარიანტიც - დასავლეთი საქართველო პირველი კავკასიური სამშობლო
მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ ჩრდილო დასავლეთ კავკასიიდან მოსვლა, ეგრეთ წოდებული დოლმენების კულტურიდან
რაც კარგად ემთხვევა აფხაზების გადმოცემას აცანების შესახებ, რომ მათ მოსვლამდე იმ ადგილებში აცანები ცხოვრობდნენ და დოლმენებიც მათი აშენებულია. თუ მოვაშორებთ აფხაზურ თავკიდურ ა-ს დარჩება -ცანები, რაც ძალიან ახლოს დგას პროტოქართველების ჰიპოთეტურ საერთო სახელ წანებთან
This post has been edited by Guantanamo on 3 Nov 2016, 02:12