ზოგიერთზე შეიძლება თქმა, რასაც ნიშნავს. მაგალითად:
ქუმსვა - ხარბად ჭამა;
ტოგონი - ოთხკუთხად გათლილი ხის დიდი მორი;
მიგრი - გაბრაზებული, განრისხებული;
ქევხა - მამასახლისი;
ხიმში - ფილტვების ზიანი;
ჩოჩი - ვირი;
კომახი - ქუსლზემოთ აქეთ-იქეთ ამოშვერილი ძვალი;
ჭირაქი - ანეული;
ჯუღელი - ღვარძლიანი (ადამიანი), ღრძო;
ბალარჯი - საფუარი; ცუდად გამომცხვარი პური (ქერის);
გუჯაბი - სატენი ქადის, კუპატის ა.შ.;
კვინიხი - თხემი;
კოტორი - პურის მონატეხი;
კუკური - მსხვილი წვეთი;
ლაფერა - ხის ბრტყელი კოვზი ღომისთვის;
მერები - მტავარი მერუე;
სუთი - ღომის სასმელი ჯოხი; გავის ქონი;
შამანი - სუსტი ღვინო ან არაყი; შავი, ჩირქიანი სასხლი;
შეთე - დამთხვეული, ჭკუანაკლები;
ვადაგი - წარმოშობა;
კობერი - სიმინდის გაფშვნილი ტარო;
ლებანი - ნიგვზის ნახევარი;
მუჯირა - რკინაწამოცმული ხე მთაში სასიარულოდ;
ვარსამი - დალაქი;
ინანი - სამკური სულნელი;
მუჯირი - ხორბლის მნე;
სადუნი - მრავალ ენაზე მოლაპარაკე (პოლიგლოტი, რაღა);
ქაშაგი - მოზრდილი ტყვე;
ყოლბი - წრე, რკალი (კაცნი გარს შემორიგებულნი);
შანი - მცველი;
ჩადუნა - გვიმრა;
აბაში - არაბი;
გუზანი - მძიმე ტვირთი;
კოპალი - მოსართავი ღილები;
ყიფი - ამაყი;
მარგი - კვალი ბოსტანში;
მითელი - ლეიბის, საპნის შიგნითა პირი.
თამაში ნამდვილი მარგალიტებით This post has been edited by griankali on 1 Apr 2017, 22:38
რუსეთი უნდა დაინგრეს.