butkuj1.რა შუაშია საეპისკოპოსო კათედრა? არის X_XI ს.ს. ქართული ეკლესია რომელსაც აზერები ასაღებენ როგორც ალბანურს, თუმცა ცხადია მასში არაფერია ალბანური და არც შეიძლება იყოს.
2.ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მემკვიდრეობა რომაა და აზერები ტყუილად ითვისებენ, მაგაზეა აქ ლაპარაკი მეტი კი არაფერი.
3.მანახე აბა ალბანური მემკვიდრეობა. სადაა ის? რომ არსებობდეს როგორ ფიქრობ ასე ქართული და სომხური ძეგლების "გაალბანურებაზე" იქნებოდნენ გადასული?
4.ალბანეთი არსებობდა, არავის უთქვამს არ არსებობდაო.
5.ჰერები რამდენიმე საუკუნე იმ გაერთიანების ნაწილი იყვნენ რომლებიც ქმნიდნენ ალბანეთის სამეფოს. არც ამას უარყოფს ვინმე.
თუმცა თავად ალბანეთი რომ მრავალეროვანი და მრავალენოვანი კონგლომერატი იყო ამაზე პირდაპირი წყარო გვაქვს იმ დროინდელი როცა ალბანეთი არსებობდა, განსხვავებით XX საუკუნეში ვიღაცის ჰიპოთეზების და პოლიტ.მეცნიერების ნაცოდვილარისგან. შესაბამისად არც ერთიანი ალბანური ენა არსებობდა და ალბანეთის მოსახლეობაც მრავალეროვანი იყო, ცხადია მისი ქართული ნაწილით. თუ ეს ასე არაა, მაშინ რატომ დუმს ყველა წყარო?
6.ჩვენები საერთოდ არ ეჯიბრებიან აზერებს, პირიქით ყველაფერზე თვალს ხუჭავენ, დუმან, არაფერს იძახიან, როცა გიშს,ქურმუხს და დავით-გარეჯს ალბანურად აცხადებენ, ქართულ გაზეთებში თუ წამოიკნავლებენ 1-2 ინტერვიუს.
7.სასაცილო ისაა რომ გაუთავებლად ლაპარაკობენ "ალბანურ მემკვიდრეობაზე" და ამ მემკვიდრეობისგან პრაქტიკულად არაფერი არსებობს. აგერ ქვემო ქართლი სავსეა V,VI,VII,VIII საუკუნეების ძეგლებით, იმის მიუხედავად რომ ეგ მხარე არაერთხელ გაოხრდა შემოსევებით და არაქართული მოსახლეობაც ბლომად ცხოვრობს ბოლო საუკუნეებია იქ.
ამასობაში V-VIII საუკუნეებში ალბანეთი ჯერ კიდევ არსებობს ამა თუ იმ ფორმით, სადაა მათი მემკვიდრეობა, მათი ეკლესია-მონასტრების ნაშთები ვთქვათ განჯის,ბარდის ან კაბალის მიდამოებში? და რამდენია ისინი?
საქმე ისაა რომ ისინი რათქმაუნდა იყვნენ ქრისტიანები, მაგრამ ყველაზე განუვითარებელი ქრისტიანები სამხრეთ კავკასიაში, ისინი მუდმივად ან სომხეთის ან ქართლის ფარვატერში იყვნენ რელიგიური კუთხით, საეპისკოპოსო კათედრები ბევრად ცოტა ქონდათ, ხოლო რაიმე ღირებული ძეგლის შექმნა როგორც ჩანს ვერც კი მოახერხეს არადა საამისოდ 4 საუკუნე ქონდათ.
ეს სწორედ იმ გარემოებით აიხსნება რაც ასე ძალიან არ მოგწონს, კერძოდ იმით რომ ალბანეთი არ იყო მონოეთნიკური გაერთიანება, შესაბამისად იყო უფრო ჭრელი და მყიფე, განვითარების მხრივ კი სამხ.კავკასიის ყველაზე მარგინალური ნაწილი(ჩემი ტერმინი არაა რომ იცოდე

) ამიტომ ვერც რაიმე ხელშესახები მემკვიდრეობა დატოვეს და მალევე გაქრნენ კიდეც. სხვა ლოგიკური ახსნა არ არსებობს. თუ შენ გაქვს ვერსია დაწერე.
8.საიდან მოიტანე რომ გიშის ეკლესია ქართული ეკლესიის მფლობელობაშია? ვინ მიუშვებს მანდ ჩვენ ეკლესიას, ეგ "ალბანური ძეგლია" რა უნდათ მანდ ქართველებს ისე როგორც ქურმუხში და სხვაგანაც. აი ამ ისტორიის ქურდობაზე უნდა გაეცეთ პასუხი და შესაბამისი პროპაგანდაც გაიწოს, ამ მხრივ სომხები ბევრად გვჯობიან.
9.საინგილოში(ბელაქანი,ზაქათალა,კახი), დღევანდელი აზერები ძალიან გვიან გამოჩნდნენ(საკმაოდ სპეციფიური მოდგმის არიან ეგ აზერები მანდ), ცხადია ქართველებთან შედარებაც არაა, დაღესტნელებზე ბევრად გვიანაც კი, ეს XVIII-XX საუკუნეების ამბავია. და აი ეს ხალხი არის თურმე ალბანელების მემკვიდრე ანეგდოტია ფაქტობრივად.