butkujგამოცემულია დიდი ხანია, დამუშავებულია გრამატიკულად და პრაქტიკულად სრული შთაბეჭდილებაა შექმნილი იმდროინდელ ქართულ ენაზე მაგ საფუძველზე.
თანამედროვე ქართველისთვის გასაგებია.
ინახება საქართველოში და უცხოეთშიც, დეტალური განხილვა ბევრ ქართველ ავტორს აქვს ამის შესახებ, იყიდე ეგ წიგნები ან ბიბლიოთეკებში მიდი და ნახავ მაგ ტექსტებს.
ამდენი ტექსტი/სიტყვაა/წინადადება/ენის სტრუქტურაა მაგ პერიოდის ხოდა რაზეა საერთოდ საუბარი?
ინტერნეტში ახლა იწყებენ შეტანას სამწუხაროდ უმეტესი უძველესი ქართული ტექსტების, ამ მხრივ უკან ვართ

აჰა პატარა მოანკვეთი რაც უცებ ამოაგდო გუგლმა, VII საუკუნე.....
"ნელებისაგ>ან მისისა
შეძრწოჳნდეს მც\ველნი იგი,
და ხიქმნ\ნეს ვ{ითარც}ა მკოჳდარნი
მიხოჳგო, ანგელოზ\მან
მან, და ხრქოჳა
დედათა მათ ნოჳ
გეშინინ თქ{ოჳე}ნ, ვიცი
რ{ამეთოჳ} ი{ესო}ჳს ჯოჳარსცოჳ\მოჳლსა
ხეძიებთ"გასაგებია თანამედროვე ქართველისთვის, ქარაგმები პრაქტიკულად არაა.
..................
რაც შეეხება ინგლისურს, ზევით რომ ვიდეო დავდე უსმინე(ინგლისური თუ იცი რათქმაუნდა), XIV-XV საუკუნეების ინგლისური დღევანდელი ინგლისელისთვის გაუგებარია.
ამის მიზეზი ის კი არაა რომ ფრანგული ბევრი სიტყვა შევიდა, ამ მხრივ XIV და XXI საუკუნეებს შორის სხვაობა არაა, ეს ფრანგული სიტყვები უკვე შესული იყო დიდი ხნის, ჩოსერის და ვიკლიფის დროს(შუა ინგლისური ენა).
არამედ ვერ გაიგებს იმიტომ რომ უამრავი სიტყვა ამოვარდა და ისინი უცხოა დღევანდელი ინგლისელისთვის+ჟღერადობა/გამოთქმა(pronounce) რომელიც რადიკალურად შეიცვალა.
რაც შეეხება სიტყვების პროცენტს, არც ეგაა პრობლემა, 26% კი არის მაგრამ ძირითადი და გამოყენებადი სიტყვების(შედგენილი და შემდეგ ტექნოლოგიური განვითარების პროცესში შემოტანილი სიტყვები არ იგულისხმება) აბსოლიტური უმრავლესობა არის გერმანიკული, ამდენად რომანული სიტყვების ჩააცვლება ადვილად შეიძლება იმავე გერმანიკული სიტყვებით, მაგას "ანგლიშს" ეძახიან.
აგერ უსმინე:
This post has been edited by ingfari on 28 Dec 2017, 16:08