Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(27)
« პირველი
...
14
15
[16]
17
18
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
დაღესტანი
, ენები, ეთნოსები, კულტურა.
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ალევარი
Super Member
ჯგუფი: Registered
ალევარი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 658
წევრი No.: 256465
რეგისტრ.: 26-April 20
#57425016
· 20 Jan 2021, 14:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
....................
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
roko-toko
Crazy Member
ჯგუფი: Members
roko-toko
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4820
წევრი No.: 84793
რეგისტრ.: 17-February 09
#57427897
· 21 Jan 2021, 02:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნუ ფანტაზიას, რომ გასაქანი არა აქვს ამ სურათიდანაც ჩანს, მშვენივრად მოუხაზით საზღვრები,
იყო პერიოდი წლების წინ , როცა დაღესტნელებს, ვაინახებს, მეც ცოტა ზერელედ ვუყურებდი, თუმცა დამერწმუნეთ მომიწია შეხება სხვადასხვა კუთხით და დამიჯერეთ საკმაოდ ჭკვიანი სათავისოდ და ხიტრი ნაროდია
ეხლა სადღაც აულში თუ ავალთ, შეიძლება საოცრებები ვნახოთ, კი ზოგადად ხალხი, მასა საკმაოდ გაუთლელია, თუმცა გარკვეული წრე, ელიტა საკმაოდ აზრზე მოსულია.
რაც შეეხება ყაბარდოს იგივე ალანის, მასალების სიმცირის თუ დაკარგულია, ჩვენემდე არ მოვიდა არ ვიცი კონკრეტულად , რა მიზეზით შეიძლება აიხსნას, რაიმე სერიოზული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი მაქ ვერ აღმოვაჩინე.
რაც შეეხება დაღესტენელებს იგივე სარირის სახით, ქონდათ ძირითად ხალხებს ხუნძებს, ლეზგინებს, ლაკებს, კუმიკებს, საერთო სახელმწიფოებრივი ტრადიცია, თუ გამოცდილების მეხსიერება, მიუხედავად ყველაფრისა.
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%...%83%A0%E1%83%98
ხოლო რაც შეეხება 17 საუკუნის ბოლო პერიოდსა და 18 საუკუნის პირველ ნახევარს ეს იყო მათი კავკასიაში , რაღაც კუთხით ზენიტის პერიოდი, სახელმწიფოს ვერ დავარქმევთ, თუმცა ქონდათ რამოდენიმე სახანო, ანუ მაგათ ენაზე საშამხლო, რომელსაც მაგ პერიოდში რეგულარულად შეეძლო 25- 30 000 ათას კაციანი არმიის გამოყვანა, რომლის ბევრი მაგალითია.
მაგალითისათვის 1721 წელს სურხაი ხანმა მოაწყო სერიოზული ლაშქრობა, აიღო შემახა, განჯა, გაბალა, ხოლო ხაჯი დავუდმა ლეზგინთა მეთაურმა ჩრდილო ირანამდე ჩავიდა და არდებილი აიღო, ყველანი მოქმედებდნენ ერთმანეთში შეთანხმებულად.
რაც შეეხება ირანთან ურთიერთობას, ისე იყვნენ გათამამებული არბევდნენ და აოხრებდნენ ირანის ჩრდილო ნაწილს, პლუს ირან-ოსმალეთის ომისას, 1723-1727 წლებში ოსმალეთზე მხარდაჭერის გამო, ნადირ შახის სერიოზული მცდელობების მიუხედავად , რამოდენიმეჯერ ილაშქრა სხვადასხვა წლებში, მათ შორის პირადადაც ვერაფერი მოუხერხეს, მაგალითისათვის 1738 წელს ნადირ შახის ძმას იბრაგიმ ხანს ქონდა მცდელობა ჭარ ბელაქანის განთავისუფლების, ჭარელებს დაეხმარნენ ლეზგინები , თაბასარანელები, სხვადასხვა სახანო და იბრახიმ ხანის არმია სოფელ ჯინიხთან ალყაში მოაქციეს, სადაც 20 000 ათას კაცამდე დაკარგეს სპარსელებმა.
რაც შეეხება უშუალოდ ნადირ შახის ლაშქრობას 1741 წელს დაღესტანში 100 000 ათასიანი არმიით , რომელიც წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა და ჯამში 1743 წლის ჩათვლით 6 ლაშქრობა მოეწყო დაღესტნის სხვადასხვა სახანოზე, საიდანაც უკან მოუწია გამობუნძულება და არმიის ნახევარზე მეტი იქ ჩატოვა, სერიოზული სამხედრო კამპანია იყო, ბევრი ბრძოლით და სისხლისღვრით, ორივე მხარეს ძალიან დიდი მსხვერპლით და ზარალით, თუმცა სერიოზული სტიმულის მომცემი გახდა დაღესტნელებისათვის და დარტყმა ირანისთვის, სხვათა შორის ნადირის ლაშქრობამდე დაღესტნელებმა ქართველებს გვთხოვეს დახმარება საერთო ბრძოლაში და რაღაცეებსაც შეგვპირდნენ სანაცვლოდ, მარა აქედან უარი ვტკიცეთ და შემდგომში, ჩვენი უარი კარგად ახსოვდათ გველის ნაკბენივით
რაც შეეხება მაგ ბრძოლებში თავგამოჩენილ ახმედ ხან მეხთულინს, ღეისათვის უკვე დაღესტნელების ეროვნულ გმირს, სულთანმა მურად პირველმა ოსმალეთის იმპერიის საპატიო გენერლის ტიტული მისცა და 20 ტომარა ფული
რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი მიწა მაგათ არ დაუკავებიათ, სწორედ გადამწყვეტი ფაქტორი, რომ ჭარ-ბელაქანი, იგივე ჰერეთი ვერ დავიბრუნეთ მაგათი დამსახურებაა, ჭარი იყო დაღესტნელი ფეოდალების მიერ შექმნილი პოლიტიკური ერთეული, ძირითადად ავარების და მაგათი განაყოფ ჭახურების დასახმარებლად, ტერიტორიაზე ჩვენი კონტროლი ვერ აღვადგინეთ და ხალხი ვერ მოვაშენეთ, ნუ თავისთავად ირანის ფაქტორის გამოც, თუმცა შემდგომ ნაკლებად. ბაზალეთის ბრძოლა, რომ არ მომხდარიყო და მაგ საქმეზე ეფიქრათ სავარაუდოდ შევინარჩუნებდით მარა გვიანია
მაგ ტერიტორიაზე სერიოზული თავდასხმა, დასაკავებლად და გასაწმენდად ნიშნავდა მთელი დაღესტნის გადმოსვლას, რასაც ვერ ვუქაჩავდით, მრავალგზის ცდის მიუხედავად დიდი თუ პატარა.
აი 1755 წლის ყვარლის ბრძოლაში ერეკლეს, რომ არ ევარგა ავარიის ხანი ნურსალ ბეგი, ყაზიყუმუხის ხანი ყვარელს აიღებდა და ალაზნის გაღმა მხარესაც დაიკავებდა, რაც უკვე ძალიან სერიოზული სიგნალი იქნებოდა მთელი კახეთისათვის და მაგათი მაქედან გაყრა ძაან გაჭირდებოდა, მითუმეტეს ზალიან სერიოზული ძალებით 20-25 ათასი კაცით იყვნენ გადმოსული.
შესაბამისად ამ ყველაფრიდან გამომდინარე , კიდევ შეიძლება დამატება უპირატყესობას დაღესტნელებს მივცემდი, მიუხედავად ყველაფრისა გადამწყვეტ მომენტში შეუძლიათ ერთმანეთის გვერდში დგომა
This post has been edited by
roko-toko
on 21 Jan 2021, 02:54
--------------------
“Время единственная валюта, которой вы платите за жизнь”.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aprilsilver
Crazy Member
ჯგუფი: Members
aprilsilver
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4633
წევრი No.: 210910
რეგისტრ.: 2-December 15
#57428009
· 21 Jan 2021, 03:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
roko-toko
თქვენ ან არაქართულენოვანი ხართ ან საიდანმე ნათარგმნია ნაწილი ან მე ვერ გავიაზრე ზოგადად ტექსტი კარგად
რაღაცნაირად ვერ გავიგე, რაში აძლევთ დაღესტნელებს უპირატესობას? სახელმწიფოს შექმნის ყველაზე დიდი რესურსი აქვთ ფიქრობთ?
QUOTE
დაღესტნელებმა ქართველებს გვთხოვეს დახმარება საერთო ბრძოლაში და რაღაცეებსაც შეგვპირდნენ სანაცვლოდ, მარა აქედან უარი ვტკიცეთ და შემდგომში, ჩვენი უარი კარგად ახსოვდათ გველის ნაკბენივით
კიდევ რაღაც შამილთან დაკავშირებულს გვაყვედრიან, შეპყრობაში დაეხმარნენ ქართველებიო და მაგიტომ იყვნენ აფხაზეთში დაღესტნელები, სამაგიერო გადაუხადესო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13783
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#57428050
· 21 Jan 2021, 04:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი მიწა მაგათ არ დაუკავებიათ, სწორედ გადამწყვეტი ფაქტორი, რომ ჭარ-ბელაქანი, იგივე ჰერეთი ვერ დავიბრუნეთ მაგათი დამსახურება
ჭარ-ბელაქანი ვერ დავიბრუნეთ უპირველესად იმიტომ, რომ იქ ქართული მოსახლეობა აღარ იყო. დღევანდელი ბელაქანის რაიონში არცერთი ქართული დასახლება აღარ შემორჩა (ითითალა შემდეგ გაშენდა). დღევანდელ ზაქათალა-კახის რაიონებში "ღრმა ზურგში" ჩარჩა რამდენიმე სოფელი (ამათ უახლოეს ქართულ სოფლამდე +/- 50 კმ აშორებდათ), ყველაში ერთად სულ რამდენიმე ასეული კომლი თუ იქნებოდა ---> ცხადია გაბატონება არ გაჭირვებიათ. არ დაივიწყოთ, რომ დღევანდელი ლაგოდეხის რაიონიც გაუდაბურდა შაჰ-აბასის შემოსევების შემდეგ. წარმოიდგინეთ დღევანდელ აჭარაზე დიდი, თანაც დაბლობი და ნაყოფიერი ტერიტორია, რომელიც სრულად გაპარტახებულია, აქა-იქ რამდენიმე ასეული გადარჩენილი ქართული ოჯახია. ამ დროს მეზობლად მთიანი და ჭარბად დასახლებული მხარეა. სხვა რა უნდა მომხდარიყო? შაჰ-აბასის "მემკვიდრეობაა" ეს ყველაფერი, მაგათ შეიძლება არც იციან ვინ იყო ეს, მაგრამ მაგას კი უმადლოდნენ ყველაფერს.
QUOTE
ხალხი ვერ მოვაშენეთ
ვერ მოვაშენებდით, არ იყო საამისო რესურსი მაშინდელ აღმოსავლეთ საქართველოში. ზემოთ დღევანდელი ლაგოდეხის რაიონი ვახსენე - შევინარჩუნეთ, მაგრამ არც ქართველები დასახლებულან XX საუკუნემდე. ასევე მთელი რიგი სხვა ადგილები გაუკაცრიელდა კახეთში შაჰ-აბასის ლაშქრობების მერე, ზოგიერთი ნელ-ნელა შეივსო, ზოგიერთი ასეც დარჩა ბოლომდე. ქართველი მთიელები სახლდებოდნენ კახეთის ჩრდილოეთში (ივრის ფშავი, ერწო, ალაზნის ზემო წელი), მაგრამ ამას დიდი დრო უნდოდა, თანაც ჩვენი მთიელები ბევრიც არ იყვნენ, რომ ამხელა სიცარიელეები შეევსოთ..... ამათ ცხვირწინ ედოთ ამხელა ტერიტორია, გადმოაბიჯეს, აითვისეს. კიდევ ყოჩაღ ჩვენებს ცარიელი ლაგოდეხი რომ დაიჭირეს. მერე დაახლოებით იგივე მოხდა კოდორი-ენგურის მონაკვეთში.
დემოგრაფია საშინელი რამეა. შენზე მეტია, შენზე მიუვალ ადგილზე ცხოვრობს, რამდენჯერაც გინდა დაამარცხე, ძალიან ძნელია შუა საუკუნეების რეალობაში იქიდან აყარო, სადაც შენიანი თითქმის აღარავინაა დარჩენილი.
* * *
QUOTE
(roko-toko @ 21 Jan 2021, 02:52 )
აი 1755 წლის ყვარლის ბრძოლაში ერეკლეს, რომ არ ევარგა ავარიის ხანი ნურსალ ბეგი
მაგ კამპანიის მოგებას ორი მიზეზი ჰქონდა, ქართველების მხრიდან ყვარლის თავგანწირული დაცვა და მეორე..... რამდენიც არ იყვნენ, მაინც ბანდა იყვნენ 1800 წლის ამბის არ იყოს. ელემენტალური დისციპლინა და ორგანიზების უნარი არ აღმოაჩნდათ მითუმეტეს უცხო ქვეყანაში. ეს იცოდა ერეკლემ და ამით დაამარცხა მცირე დანაკარგებით ეგენი.
ისე კი საინტერესოა, მაგრამ სწორედ გაღმა მხარის და ქიზიყის სოფლებთან ბრძოლა უჭირდათ ყველაზე მეტად ლეკებს - ესენი მიჩვეული იყვნენ ამათი ცხოვრების წესს, იქითაც ესხმოდნენ თავს და მთლიანობაში ძვრა ვერ უყვეს მაქაობას. ამიტომაც გადმოვიდნენ დიდი ჯარით 1755-ში, მაგრამ მასშტაბური სამხედრო კამპანია მაგათი სუსტი მხარე იყო ყოველთვის. ამ მხრივ ძალიან საინტერესო ცნობები დატოვა გიულდენშტედტმა, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა და ეგ მხარეებიც პირადად მოინახულა 1770-იან წლებში.
* * *
QUOTE
(aprilsilver @ 21 Jan 2021, 03:30 )
შამილთან დაკავშირებულს გვაყვედრიან
მაგიტომ იყვნენ აფხაზეთში დაღესტნელები, სამაგიერო გადაუხადესო.
შამილი აქეთ ესხმოდა თავს საქართველოს და ამათ რა უნდა ექნათ? ბარემ ოსებმაც დაგვაყვედრონ გორიდან რომ აყარა გიორგი ბრწყინვალემ ეგენი მე-14 საუკუნეში და კიდევ ვამეყ დადიანმა ჯიქები, რომ დალაშქრა იმავე საუკუნეში.
აფხაზეთში სულ რამდენიმე დაღესტნელი იყო. ხელის თითები, რომ გვეყოფა დაახლოებით მაგდენზეა საუბარი. უმეტესობა არც მაშინ, მგონი არც ახლა გაგებაში არაა აფხაზეთში რა ხდება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ereklebarv
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
ereklebarv
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 25238
წევრი No.: 48407
რეგისტრ.: 3-December 07
#57428602
· 21 Jan 2021, 13:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ingfari)
ბარემ ოსებმაც დაგვაყვედრონ გორიდან რომ აყარა გიორგი ბრწყინვალემ ეგენი მე-14 საუკუნეში
გვაყვედრიან კიდეც. ერთი ერთია იმ 30 გენოციდიდან(თუ რამდენსაც ამბობენ, არ მახსოვს ზუსტად) რომელიც ვითომდა მაგათ მოვუწყვეთ.
--------------------
No Mercy, No Mercy for invaders
Condemn their spirits to everlasting fire
Overwhelming infernal desire
Crucify their vanity which they so much admire
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aprilsilver
Crazy Member
ჯგუფი: Members
aprilsilver
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4633
წევრი No.: 210910
რეგისტრ.: 2-December 15
#57428699
· 21 Jan 2021, 13:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ალევარი @ 20 Jan 2021, 14:48 )
....................
რა ნახამატია
არსებობს ბუნებაში ეს სიტყვა?
* * *
QUOTE
ბარემ ოსებმაც დაგვაყვედრონ გორიდან რომ აყარა გიორგი ბრწყინვალემ ეგენი მე-14 საუკუნეში
არ გვაყვედრიან?
ხელის თითები არ ეყოფათ იმდენ გენოციდს ითვლიან, ერთი ჭკვიანი არ გამოჩნდა რომ კითხოს პირველად, მეორედ , მესამედ, მეოთხედ, მეხუთედ , მეექვსედ ა... მემილიონედ რომ მოგიწყვეს გენოციდი მიანც იმ ქვეყანაში რატომ დარჩით საცხოვრებლადო და კიდე რაღატო დაემატეთ ჩრდილოეთიდანო . ებრაეელები რომ ჰიტლერის გერმანიაში საცხოვრელად მიდიოდნენ ეგთემაა.
მაგრამ არავინ სცემს ამათ პასუხს , ერთმანეთის ჭამაშია გართული საზოგადოება.
ჩრდილოეთ კავკასიელები და სომხები რომ დასვა ერთმანეთს დაცოხავენ საქართველოს მიწის და ისტორიის გაყოფისას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
roko-toko
Crazy Member
ჯგუფი: Members
roko-toko
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4820
წევრი No.: 84793
რეგისტრ.: 17-February 09
#57429228
· 21 Jan 2021, 15:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არა ქართულობის რა გითხრა, მაგრამ მაშინდელის მსგავსად ეხლაც მობიდან ვპოსტავ და ამას დავაბრალოთ, თანაც მახაჩკალიდან
* * *
ამ ყველაფრიდან გამომდინარე ქონდათ სახელმწიფო სარირი მეფით და სხვა ატრიბუტიკით, კავშირები და ურთიერთობა არაბებთან, სპარსეთთან, ხაზარეთში ლაშქრობდნენ , შირვანს დარუბანდი წაართვეს და ქონდათ პოლიტიკური გავლენა, ასევე რაც წინა პოსტში დავწერე, ვაძლევ უპირატესობას დაღესტნელებს და დღევანდელ დღესაც , ეს ყველაფრიდან ჩანს.
აი ბოლო 5 საუკუნე , რომ ავიღოთ არც ოსებზე და არც მთლიანად ადიღეელებზე მსგავსი არაფერია, პირიქით ოსეთი ყაბარდოს ემორჩილებოდა
ხუმრობა ხომ არაა დაღესტნის სახანოებმა, ერთმანეთის გვერდში დგომით ნადირ შახი დაამარცხეს და გააგდეს კაცი, რომელმაც ერთი ამოსუნთქვით დაიკავა და ხელახლა დახარკა ქართლ-კახეთი, შირვანი, ავღანეთი, ბელუჯისტანი, ბუხარია სახანო და დაასრულა მოგოლთა იმპერია, დელი აიღო გადაწვა და გაძარცვა, ხელახლა გააერთიანა ფეხზე დააყენა ავღანელებისგან დაქცეული ქვეყანა, ფაქტობრივად ჩვენ რა როლიც შევასრულეთ შაჰ აბასის დროს იგივე უქნეს, თუ მეტი არა.
არ გააკეთებინეს რუსებს ის დაღესტანში , რაც ადიღეებს გადასახლებების ცალკე რესპუბლიკებად დაჩეხვის სახით, ადიღე, ყაბაედო, ჩერქეზეთს ვგულისხმობ
ამიტომ თუნდაც სახელმწიფოს შექმნის ყველაზე დიდი რესურსი აქვთ , მილიონზე მეტი არიან ხუნძები და იგივენაირად ლეზგინებიც, საერთო ჯამში რომ დავთვალოთ ჩვენ გვითანაბრდებიან.
ingfari
დემოგრაფიასთან დაკავშირებით გეთანხმები უსაშინლესი ფაქტორია და შენი ხალხი, რომ არ გიმაგრებს ზურგს ძალიან ძნელია მოწინააღმდეგესთან ბრძოლა, თუ ძალიან დიდი რესურსი არ გაქვს, სამხედრო და ეკონომიური, რაც არ გვქონდა.
მე ვგულისხომ პერიოდს, როცა შაჰმა ეგ ტერიტორია ჰერეთის აღმოსავლეთ ნაწილი კაკი კახეთის მეფეს საჩუქრის სახით გამოსტყუა ანუ ჩამოართვა 1604 წელს და უწყალობა დაღესტნელებს ძირირადში ხუნძებს და წახურებს და იქ შემდგომში შეიქმნა მაგათი სასულთნოები, ხოლო ნაწილზე ადგილზევე დატოვა გამაჰმადიანებული ვახვახიშვილები მმართველად, თუმცა აქ მთავარი ფაქტორია ის, რომ ადგილზე შაჰ აბასის შემდეგაც დაახლოებით 50-70 წლიანი ვაკუუმი იყო, როცა არც დემოგრაფია და არც სახელმწიფო მოწყობა მოშლილი არ იყო მოურავობის ინსტიტუტი, რომელიც შემდგომში ბეგებმა შეცვალეს.
მაგიტომ ვახსენე ბაზალეთის ბრძოლა, რომ არ მომხდარიყო და ერთმანეთს არ დავრეოდით, ძალიან დიდი შანსი იყო უკან დაბრუნების და იყო იმ დროს მაგის მოთხოვნაც განსაკუთრებით კახელები აქტიურობდნენ , გალაშქრებას გეგმავდნენ მარა რათ გინდა.
აი შემდგომ შაჰის მიერ მათრახის და თაფლაკვერის პოლიტიკის გამო, ჰერეთი კი არა კახეთი კინაღამ დავკარგეთ, რომ არა ბახტრიონის აჯანყება ამიტომ ვერავინ მოიცლიდა.
ბოლო შანსი ქონდა ვახტანგ 6 , მარა შაჰის ბრძანება შეასრულა და უკან დაბრუნდა, მარა ახლა გავანებოთ ამას თავი.
მხედველობაში მაქვს ფაქტობრივად 18 საუკუნის 1 მეოთხედამდე ადგილზე, რაიმე ადმინისტრაციული ერთეული დაღესტნელების მიერ ჯერ არ იყო შექმნილი, ბოლო 30-40 წელი იყვნენ მარბიელი ლაშქრობებით გართული, ხალხის გატაცებით , გაყიდვით და ასშ.
უკვე 18 საუკუნის 1 ნახევარში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ე.წ უბატონო თემები , სადაც დაიმორჩილეს ადგილობრივი გლეხობა და ნელნელა გაამუსულმანეს , ადგილზე წახურებმა შექმნეს, წახურის, ელისუს, ყარადულაკის და სუვალაგის თემები , ხოლო ხუნძებმა ჭარის, ბელაქნის, კატეხის, თალის, მუხახის და ჯინიხის . უბატონო თემები თავის მხრივ იყოფოდა თავისუფალ სოფლებად და დამორჩილებულ ჰერების და მუღეების სოფლებად, იხდიდნენ გადასახადს — ქეშქელს, თავადაზნაურობა ჩაანაცვლა ჯამაათმა , შემდგომ პერიოდში კი ეს თემები შეიქმნა , გარდაიქმნა ელისუს სასულთნოდ.
რაც შეეხება მათ არაორგანიზებულობას, კავკასიაში არსებულ ქართლ-კახეთის სამეფოს და სხვა სახანოებს მათ შორის ირანს ყოფნიდა, ეხლა რუსეთს და მის პროფესიულ არმიას არტილერიით და ასშ გამოჩნდა 1800 წელს კაკაბეთთან ნიახურას ბრძოლაში რაც მოუვიდათ, ომარ ხანს და მის არმიას , დარწმუნებული ვარ დაახლოებით ჩვენც იგივე ბედი გველოდა, იმიტომ თხოვდა ერეკლე რუსებს თუნდაც 2 ათას კაცს და არტილერიას.
იგივე ომარხანმა აკლებული ქონდა კავკასიის სახანოები და ჩრდილო ირანი 1785 წელს 20 000 ათასიანი კაციანი ლაშქრობით ერეკლემ ვერ გაუბედა ბრძოლა და მიყვებოდა იმხელა ზარალი მოგვაყენა , ახტალამდე ჩავიდა საბადოებოც კი დაანგრია, მიზანმიმართულად ცდილობდა ინფრასტრუქტურის განადგურებას, შემდეგ ახალციხეში გადავიდა და იქედან იმერერში და ისე მოაოხრა, დაანგრია იქაურობა, ერეკლე ამ ზიანს შაჰ აბასის მიერ მოყენებულ ზარალს ადარებდა.
არ დაგვავიწყდეს ამის მერე ერეკლე ომარ ხანს ხარკს უხდიდა კიდევ არ შემოსეოდა ქართლ კახეთს, ანალოგიურად შაქის, შირვანის ბაქოს ხანებიც.
აი ეს ბმული არის იქაური ქართველების მიერ შექმნილი, მათ შორის ერთი ჩემი მეგობარია და ძალიან ბევრი რამე ვიცი მისგან, სუფრაზე როცა ვყოფილვართ ნამყოფი ვარ ქურმუხობაზე რამოდენიმეჯერ, იმ გაშვებულ შანსებს და ჩვენს უთავბოლობას რომ ისმენ, გული არ გაგისკდეს ძნელია.
http://www.ingilosebi.narod.ru/
This post has been edited by
roko-toko
on 21 Jan 2021, 15:59
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aprilsilver
Crazy Member
ჯგუფი: Members
aprilsilver
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4633
წევრი No.: 210910
რეგისტრ.: 2-December 15
#57429664
· 21 Jan 2021, 16:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
თანაც მახაჩკალიდან
უიი დაღესტნიდან დაღესტანზე
როგორი დამოკიდებულება აქვთ ქართველების მიმართ? შემხვედრია სამსახურში დაღესტნელები მაგრამ ესე დიდხნიანი კონტაქტით- არა.
QUOTE
არ გააკეთებინეს რუსებს ის დაღესტანში ,
ვინ არ გააკეთებინა? რუსებს დაღესტნელები საშიშად რომ მიეჩნია ადიღეებივით დააქუცმაცებდა ასე მგონია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მამა
აბრამის ბატკანი
ჯგუფი: Members
მამა
აბრამის ბატკანი
ჯგუფი: Members
წერილები: 2191
წევრი No.: 234354
რეგისტრ.: 4-August 17
#57429675
· 21 Jan 2021, 17:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჭარ-ბელაქანის ტერიტორიაზე სავარაუდოდ არც იყო ქართული მოსახლეობის სიმეტე. ჰერეთი ალბანეთის ნარჩენი იყო, რომელიც პოლიტიკურად საქართველოს დავითას დროს შემოუერთდა და მერე რელიგიურად ქართულ მართლმადიდებლობას დაექვემდებარა. ხალხი რა დონეზე იყო გაქართველებული, მაგაზე არაა ბევრი მონაცემი. შედარებისთვის, ლაზები დიდი ხანია რაც პოლიტიკურადაც და რელიგიურადაც თურქების გავლენის ქვეშ არიან და თავს თურქებად აღიქვამენ, ამასთანავე თურქული მოსახლეობის ექსპანსიაც განიცადეს, არანაირი წინააღმდეგობა არ აქვთ ენის გამონაკლისი დამცველების გარდა. ჰერეთშიც ზუსტად ეგეთი მდგომარეობა იყო ჩემი აზრით, მაგრამ მასშტაბის შეფასებისთვის მონაცემები არ კმარა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრებ დაღესტნურ ენებზე მოლაპარაკე ხალხებს თუ გავითვალისწინებთ, ალბანელები დაღესტნელების მონათესავეები იყვნენ. კახეთი იორს იქით, ქვედა წელზე ძირითადად დაღესტნელებით იყო დასახლებული სულ მცირე ქართლის ცხოვრების დაწერისას. კახეთი უფრო იორის ზედა წელზე მდებარეობდა.
This post has been edited by
მამა
on 21 Jan 2021, 17:04
--------------------
უფლისა მიმართ ვილოცოთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
brdzolisunariani
პავა
ჯგუფი: Members
brdzolisunariani
პავა
ჯგუფი: Members
წერილები: 4853
წევრი No.: 154517
რეგისტრ.: 27-September 12
#57429945
· 21 Jan 2021, 17:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
1.ეს რომ მართლა მოეხერხებინათ და არა ეფემერულად, ნუთუ ხუნძახი ისე უკვალოდ გაქრებოდა, როგორც გაქრა?
ნუ, ''რომი'' არ აუშენებიათ .
QUOTE
2.კაკაბეთის ბრძოლას გულისხმობ? ხორცსაკეპი იყო. ამ ბრძოლამ დაადასტურა, რომ მრავალრიცხოვანი და სახიფათო, მაგრამ მაინც უწესრიგო ბანდა იყვნენ, რომელიც პრაქტიკულად უდანაკარგოდ გაანადგურეს რუსმა რეგულარებმა და ქართველმა მხედრებმა. კაკაბეთთან დასრულდა რეალურად ხუნძახი. ზოგადად, რუსების გარეშეც წარმატების არცერთი შანსი არ ჰქონდათ, თუ მართლა ნახევარი საქართველო მათ მხარეს არ გადავიდოდა.
რუსებს თავისი საკუთარი ისტორია აქვთ დაღესტანში ომისა . რუსეთის იმპერია იმ პერიოდში ტოპ სახელმწიფო იყო , რა თქმა უნდა ბევრად წინ იდგა ხუნძახის ლეკებზე . მათ ძალებს არც ვადარებ. ფაქტი ისაა რომ რუსების დასაცავი გავხდით . იმ კონტექსტში , როცა ყაბარდოსა და დაღესტნის სახელმწიფოს წარმონაქმნების ძალებს ვადარებთ , მნიშვნელოვანი მომენტია .
თორემ რუსეთის იმპერიას , ვერც ბრიტების, ვერც ფრანცებისა და ვერც ოსმალოს იმპერიებთან ვერ მივა დაღესტანი კი არა მთელი კავკასია ...
QUOTE
4.გეთანხმები, ასეთ რამეს არც იფიქრებდა, მაგრამ აქ ხუნძახი არაფერ შუაშია. ასეთ რეიდს ისევ გეოგრაფია ართულებდა, რომც მოეწყო მისი შედეგი რა უნდა ყოფილიყო? საძარცვავი მანდ ბევრი არაფერი იყო, ხოლო პრობლემას არ გადაგვიჭრიდა.
როგორ, იგივე გზას ხუნძები გადიოდნენ და გეოგრაფია დამხმარე მომენტი იყო , ხოლო ჩვენ რომ გაგვევლო იგივე გზა შემაფერხებელი იქნებოდა ? ;დ
ვერც ბარის ბუდე დავუნგრიეთ და ვერც მთისა .
ნადირ შაჰს როგორ გაუჭირდა იქ ლაშქრობა და რუსეთი რამდენი წელი დასდევდა სოფელსოფელ ... ჩვენ რა უნდა გვექნა ?!
შედეგი და მიზეზი უნდა ყოფილიყო ის რომ დაესუსტებინა იქაური ფეოდალიები, იმის თავი რომ აღარ ჰქონოდათ რასაც გვიკეთებდნენ ამდენი საუკუნის მანძილზე .
QUOTE
5.ინდივიდუალურ დონეზე რა თქმა უნდა ბრძოლისუნარიანები იყვნენ, პიროვნულ სიმამაცეს არ ვუკარგავ. ამის და გეოგრაფიის ხარჯზე ახერხებდნენ ქართლ-კახეთის დაბლობის დარბევას. მათ შეეძლოთ თავის მთებში ხანგრძლივად ომი - ეს დაადასტურეს. არ შეეძლოთ დაბლობზე ომი - ესეც დაადასტურეს, ყველა მეტ-ნაკლებად მასშტაბურ ბრძოლაში ვამარცხებდით. ამიტომაც 1 კვ.კმ. ქართველებით დასახლებული ტერიტორიაც კი ვერ წაიღეს XVIII-ში (ჭარ-ბელაქანში პრაქტიკულად მოისპო ქართული მოსახლეობა XVII-ში, ის მათ უბრალოდ შეავსეს მოსახლეობით. მხოლოდ რამდენიმე სოფელი შემორჩა ღრმა ზურგში, რომელთაც უახლოესი ქართული სოფლებიდან ათობით კილომეტრი აშორებდათ - "მადლობა" შაჰ-აბასს).
ლეკიანობა არანაკლები პრობლემა გახდა ისტორიის გარკვეულ ეტაპზე , ვიდრე ოსმალეთის იმპერია და ირანის თათარი დინასტიები იყვნენ .
ჩვენ ამას ვერ ვაგვარებდით და არც იმის იმედი ჩანდა რომ მოვაგვარებდით საკუთარი ძალებით .
QUOTE
6.ერთი შეხედვით პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ომარ-ხანის გამოლაშქრება თავისი მრავალრიცხოვანი ბანდით დიდ საფრთხეს არ გვიქმნიდა, ერთჯერადი ან რამდენიმეჯერადი აქტი იქნებოდა - უდიდესი დამპყრობლების შემოსევები გვინახავს, რა სახსენებელია ეგ და მაგის "სახანო" იმათთან. მითუმეტეს რამდენჯერაც მეტ-ნაკლებად ორგანიზებულად წამოვიდნენ, იმდენჯერ წამოიხიეს ჩვენმა მეფეებმა.
კაი რა ...
მეტი რაღა საფრთხე უნდა შეექმნა? რუსეთის იმპერიაში რომ შევედით ერთ-ერთი მიზეზი ისაა რომ ლეკები დათარეშობდნენ... კიდევ ომარა ხანთან ბრძოლაში რუსები რომ არ დაგვხმარებოდნენ დიდი შანსია ტფილისი აეღოთ და მეორე კრწანისისთვის მოექყო ...
კიდევ 1ხელ... მე არ ვამბობ რომ ჩვენ დამპყრობლებს , თემურ ლენგის იმპერიას , ან მონღოლებს აღემატებოდნენ ეს დაღესტანის ლეკები .
ჩვენ ვადარებდით სხვა ჩრდ.კავკასიელებს ეს იყო კონტექსტი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13783
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#57430131
· 21 Jan 2021, 18:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
შაჰ აბასის შემდეგაც დაახლოებით 50-70 წლიანი ვაკუუმი იყო, როცა არც დემოგრაფია და არც სახელმწიფო მოწყობა მოშლილი არ იყო მოურავობის ინსტიტუტი, რომელიც შემდგომში ბეგებმა შეცვალეს.
სამწუხაროდ პირიქითაა, სწორედ ეგ იყო ყველაზე რთული და "აშლილი" დრო. XVII-ის ბოლოსკენ და XVIII-ში კახეთი შედარებით მოშენდა და მოსახლეობამაც მოიმატა. XVII-ის პირველ ნახევარში ნანგრევებად იყო ქცეული მთელი სამეფო. არის რუსეთის ელჩების საინტერესო ცნობები, რომლებიც თეიმურაზ I-ის მეფობის ბოლო პერიოდში კახეთში იმყოფებოდნენ - უმძიმეს მდგომარეობა იყო შაჰ-აბასის ლაშქრობების შემდეგ. მითუმეტეს ამ პერიოდში ხშირად ხანები განაგებდნენ კახეთს, თურქმანები შიდა კახეთში შემოდიოდნენ. აი ამ შუალედში დამკვიდრდნენ ცარიელ ტერიტორიებზე დაღესტნელები. დანარჩენი დროის და ტექნიკის ამბავი იყო.
QUOTE
მუღეების სოფლებად
მუღალები. მათ გარდა სხვა თიურქული ტომებიც იყვნენ იქ, ძირითადად ალაზნის ნაპირებზე.
QUOTE
დაიმორჩილეს ადგილობრივი გლეხობა
ეს ადგილობრივი გლეხობა იმდენად მცირერიცხოვანი და დანარჩენი საქართველოსგან ისე მოწყვეტილი იყო, რომ სხვაგვარად ვერ მოხდებოდა.
QUOTE
რუსეთს და მის პროფესიულ არმიას
რუსეთი არმიას არ ვადარებ, საქართველოს ფეოდალურ ლაშქარიც კი ბევრად დისციპლინირებული იყო. ყვარლის კამპანია 1755-ში ამის დასტურია, ასევე იმავე 1800 წელს რუსებზე არანაკლები წვლილი ქართველებმა შეასრულეს იოანეს და ბაგრატის ხელმძღვანელობით.
QUOTE
შემდეგ ახალციხეში გადავიდა და იქედან იმერეთში
ეს იმის შედეგი იყო რაც ზევით დავწერე, ორმხრივი დარტყმის ქვეშ ვიყავით. ოსმალეთმა ბაზა მისცა მათ, ამიტომ გაფართოვდა თავდასხმების გეოგრაფია. თვითონ ომარ-ხანიც უნარიანი კაცი იყო, მაგრამ როგორც კი მოკვდა, მასთან ერთად ხუნძახიც ფაქტობრივად დასრულდა.
QUOTE
აი ბოლო 5 საუკუნე
ამაშია საქმე, ეს ამბები რაც ჩვენ გვეხება XVII-XVIII საუკუნეებში იყო, მეტი წყაროა და უფრო უკეთ ვიცით რა ხდებოდა. თორემ XIII საუკუნის ბოლოს ოსები გორში რომ ჩაბუდდნენ ის წლები უკეთესი არ იქნებოდა ჩვენი შიდა მდგომარეობის, გეოგრაფიისა და ალანიის განადგურების გათვალისწინებით. მაგრამ იმაზე წყარო ცოტაა და მახსოვრობა კი წაშლილი. მერე კიდევ მხოლოდ ჩვენი გამოცდილებით ხომ არ ამოვალთ - ყაბარდო მართლა დიდი იყო, მართლა ნაყოფიერი დაბლობი და მთისწინა ტერიტორიები ეკავათ, დომინირებდნენ მთელ ჩრდ.კავკასიაზე. ამას მე პირადად მთებში ამოკეტილ წარმონაქმნებთან ვერ გავათანაბრებ, რომლებიც დიდ ანგარიშში არავის სჭირდებოდა.
QUOTE
არ გააკეთებინეს რუსებს ის დაღესტანში , რაც ადიღეებს
ადიღებს ისეთი კარგი და სტრატეგიული ტერიტორიები ეკავათ, მანდ ეგენი კი არა ვისაც არ უნდა ეცხოვრა მაინც აყრიდნენ რუსები და თვითონ აითვისებდნენ. მაგათი განადგურების მიზეზი ის იყო, რომ მეტისმეტად კარგ და საჭირო ადგილზე ცხოვრობდნენ. დაღესტნის მთებში რუსი არ წავიდოდა საცხოვრებლად და სტრატეგიული მნიშვნელობაც არ ჰქონდა მაქაობას. დაიმორჩილეს და მორჩა, დიდად არ აწვალებდნენ იმის მერე.
პ.ს. მსმენია დაგებს მასაში საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აქვთ ქართველების მიმართო, რამდენად მართალია არ ვიცი. მაგრამ ინტელექტში ძალიან უჭირთ, აი ამ ჭარ-ბელაქანზე ამდენი ვწერეთ და რა გამოვიდა? იმისთვის იწვალეს, რომ ბოლოს გააზერდნენ. თანაც აზერებს ძალაც არ უხმარიათ, უბრალოდ ასე გამოვიდა. ძლიერ წნეხში ჰყავთ ეგენი მთელ აზერბაიჯანში რამდენადაც ვიცი, დღეს თუ არა ხვალ თოღრულ ბეგზე და ალფ-არსლანზე ამოუვათ მზე.
* * *
brdzolisunariani
QUOTE
როგორ, იგივე გზას ხუნძები გადიოდნენ და გეოგრაფია დამხმარე მომენტი იყო , ხოლო ჩვენ რომ გაგვევლო იგივე გზა შემაფერხებელი იქნებოდა ?
ზევიდან ქვევით და ქვევიდან ზევით სხვადასხვა რამაა.
მაგრამ მანდ მთავარი ისაა, რომ იქ რაიმე დიდი პოლიტიკური ცენტრი არ არსებობდა - აი აიღე და გაიმარჯვე. ისეთი გეოგრაფიის რეგიონის დამორჩილებას, როგორიც დაღესტანია სჭირდება არა ერთი ან რამდენიმე წარმატებული რეიდი (არაფერს გამოიღებს დიდ ანგარიშში), არამედ სისტემური და მეთოდური ომის წარმოება. ეს არ გაუკეთებია ნადირ-შაჰს, ალბათ მიხვდა, რომ როგორც მას უნდოდა ისე არაფერი გამოვიდოდა, ამიტომ შეეშვა ბოლოს. სანამ რუსებმა არ გაიაზრეს ასეთი ომის საჭიროება, იქამდე რეიდს რეიდზე აწყობდნენ და დიდი ვერაფერი შედეგი ჰქონდათ. ეგეთი სისტემური ომის წარმოების რესურსი, არც ფინანსური და არც ადამიანური ცხადია საქართველოს არ გააჩნდა - განა ამაში ორი აზრი შეიძლება იყოს?
საქართველოს ჰქონდა იმის რესურსი, რომ აღეკვეთა მათი თავდასხმები და ამას სავარაუდოდ ვიზამდით კიდეც XIX-ში, რეგულარული არმია და მტკიცე ხელისუფლება იყო საჭირო. აქ საუბარი არაა, რომ დაღესტანს დავიპყრობდით, ეგ გამორიცხულია და არც არავის მოუვიდოდა ეგეთი აზრი თავში.
* * *
QUOTE
(brdzolisunariani @ 21 Jan 2021, 17:53 )
შედეგი და მიზეზი უნდა ყოფილიყო ის რომ დაესუსტებინა იქაური ფეოდალიები, იმის თავი რომ აღარ ჰქონოდათ რასაც გვიკეთებდნენ ამდენი საუკუნის მანძილზე .
აი ამაში არ გეთანხმები, სხვამხრივ პრინციპში ერთსა და იმავე აზრზე ვართ მეტ-ნაკლებად.
ჩვენი პრობლემა არ იყო რაიმე არსებული, წარმოსახვითი თუ ახლა XX-XXI საუკუნეებში მოგონილი იქაური ფეოდალიები. ჩვენი პრობლემა იყო მათი გეოგრაფია და ცხოვრების წესი. რა უნდა დაგვესუსტებინა, როცა ასეთი 1 ან რამდენიმე დასასუსტებელი ცენტრი არც არსებობდა და რომც ეარსება იმის ადგილზე მასეთივე გაქანების სხვაც უცებ გაჩნდებოდა?
გადმოდის სიტყვაზე 100, 500 ან 1000 დიდოელი ლეკი (ან რომელიმე სხვა)..... ამათ ფეხებზე ჰკიდიათ ყველა ავტორიტეტი, თავისუფლები არიან და თავის თემის იქით დიდად არავის აღიარებენ და აინტერესებთ. რაოდენობისა და გაქანების გათვალისწინებით დათარეშობენ ქართლ-კახეთში და ამას იმეორებენ პერმანენტულად - იქ სოფელს დააწიოკებენ, აქ ხალხს გაიტაცებენ და ნახირსაც ხელს გააყოლებენ. რომელი რეიდით და კვაზიპოლიტიკური ცენტრის გაანადგურებით აჩერებ ამ პროცესს?
ნურსალ-ბეგი, ომარ-ხანი და ა.შ. ტიპები გასაგებია, ეპიკური ამბების წარმოსახვისას ესენი უფრო მნიშვნელოვნად ჩანან, დიდი ბრძოლები და რამე..... მაგრამ თუ ზარალს შევხედავთ, ეს ყოველდღიური "კრიმინალური ქრონიკები" იყო ძირითადი და უმთავრესი პრობლემა. უფრო მარტივად რომ ვთქვა 10, 20 და 30 წელში ერთხელ მოწყობილი მასშტაბური გამოლაშქრება ახლოსაც კი ვერ მოვა თავისი ზარალით ყოველდღიურ წვრილ და საშუალო თავდასხმებთან. ის ერთია, ასე თუ ისე ჩაივლის და მორჩება.... ეს სულ გრძელდება. ერთხელ ძაღლმა დაგკბინოს ჯობია, ვიდრე ოცდაოთხი საათი კრაზანები გეხვეოდნენ და ვერ იშორებდე.
პ.ს. ამდენი ბოლოს როდის ვწერე ფორუმზე აღარ მახსოვს. კარგი საუბარი გამოვიდა.
This post has been edited by
ingfari
on 21 Jan 2021, 19:30
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ბასიანი89
Crazy Member
ჯგუფი: Members
ბასიანი89
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2963
წევრი No.: 248905
რეგისტრ.: 23-February 19
#57431196
· 21 Jan 2021, 22:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
roko-toko ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო რაღაცეები გიწერია.
დაღესტნის და ყაბარდოს შედარებას რაც შეეხება ასე მგონია რომ სამხედრო მხრივ დაღესტანი უფრო ძლიერი იქნებოდა მაგრამ განვითარებით ალბათ ყაბარდო. დაახლოებით დუდაევ მასხადოვის ჩეჩნეთი და შევარდნაძის საქართველო რომ შევადაროთ მასე იყო ალბათ. საქართველო სამხედრო მხრივ სუსტი მაგრამ ჩეჩნეთზე ბევრად განვითარებული იყო შევარდნაძის დროსაც კი.
--------------------
“ ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა."
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3412
წევრი No.: 215505
რეგისტრ.: 10-March 16
#57431615
· 22 Jan 2021, 00:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბასიანი89
QUOTE
დაღესტნის და ყაბარდოს შედარებას რაც შეეხება ასე მგონია რომ სამხედრო მხრივ დაღესტანი უფრო ძლიერი იქნებოდა
რუსეთს არანაკლები წინააღმდეგობა გაუწიეს ადიღეებმა. დაღესტნელები უფრო ველურები და სასტიკები იყვნენ, ყაბარდოელები მაგათთან შედარებით რაინდები იყვნენ, ქცევის კოდექსით და ა.შ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
roko-toko
Crazy Member
ჯგუფი: Members
roko-toko
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4820
წევრი No.: 84793
რეგისტრ.: 17-February 09
#57432594
· 22 Jan 2021, 13:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მამა
ჩემი აზრით ლაზების შედარება ჰერებთან არასწორია ბევრი მიზეზის გამო, ლაზები თითქმის არ ყოფილან საქართველოს შემადგებნლობაში, ნუ ძველი კოლხეთის რაღაც პერიოდს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, შემდგომ პონტო, რომის იმპერია, ბიზანტია იყო გამორიუცხულია, ერთადერთი თამარის დროს იყო პოლიტიკური გავლენა და მაშინაც არ იყვნენ ჩვენს ფარგლებში, ტრაპიზონის იმპერიაში შედიოდნენ და მათი ხელით რაღაცეებს ვახერხებდით იმ პერიოდში.
ფაქტობრივად ჩვენს შემადგენლობაში არ ყოფილან, ქართული სახელმფიწოს მშენებლობაში წვლილი არ შეუტანიათ, არც ეკლესიურად იყვნენ დაკავშირებული მცხეთასთან , აი ეს არის უმთავრესი სამი ფაქტორი და ამის ფონზე ის , რომ უმეტესობა იძახის ლაზი ვარო და არავის აკავშირებს თავის თავს, ნაწილი იძახის თურქი ვარო და მცირე ნაწილი აკავშირებს მეგრელებთან ნათესაობას კიდე კარგი მდგომარეობაა მაშინ, როცა ქართულ სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია ამ ხალხში, რაღაცეების გასაღვიძებლად .
რაც შეეხება ჰერებს და ამ კუთხეს თავი, რომ დავანებოთ წინა პერიოდს უკვე არჩილი და მირის ერისთავობისას, როდესაც არჩილმა დღეის გაგებით ჩაატარა ადმინისტრაციული რეფორმა და დაყო ქვეყანა საერისთავოებად, მათ შორის დასავლეთ საქართველოში , სადაც 12 წელი იჯდა ქუთაისში ფაქტობრივად მეფედ, დადასტურებულად გვაქვს და ვიცით არჩილს კახეთში და ჰერეთშიც აშენებული აქვს ეკლესია მონასტრები და ციხცეები, ძალით მონათლა ნუხპატელებიო.
ადგილზე გვაქვს ჰერეთის სამთავრო , შემდგომ სამეფო და ბოლოს კახეთ-ჰერეთის სამეფო, სანამ ერთიან საქართველოს შემოუერთდებოდა, რომელიც ბევრად დიდ ტერიტორიას მოიცავდა ვიდრე დღევანდელი მარტო ბელაქანი, ზაქათალა და კახის რაიონი, შედიოდა კამბეჩავანიც და სუჯეთიც, ასევე დღევანდელი ქალაქი შაქიც.
მართალია იქ ადგილზე იყო რელიგიური , ასე ვთქვათ მიწოლები სომხეთიდან და ქართლიდანაც, ხშირად სამეფო დინასტიის კუთხითაც, ხან ერთი მძლავრპობდა ხან მეორე, თუმცა ამ კუთხითაც მოხდა გარდატეხა დინარა დედოფლის შემდგომ, დინარა იყო ადარნასე მესამეს ქალიშვილი, ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონების წარმომადგენელი, ანუ რეალურად ჰერეთის მეფემ დედის დინარა დედოფლის მეშვეობით ჩაატარა რელიგიური რეფორმა,
ბოლომდე ჩააჩოჩა მონოფიზიტობა, აღიარა მართლმადიდებლობა და ეკლესიურადაც დაექვემდებარა მცხეთას, ეს ფაქტობრივად ნიშნავდა სომხური პოლიტიკური ორიენტაციის საბოლოო მარცხს და ბოლომდე გადმოსვლას ქართლზე ეკლესიურადაც.
აი მინიმუმ აქედან მოყოლებული, რაიმე არაქართუზლზე საუაბრი ამ მხარეში არასერიოზულია, მათ შორის ეთნიკურ და რელიგიურ დონეზეც, ნუ შემდგომ ერთიან ქართულ სახელმწიფოში ყოფნისას და შემდგომ კახეთის სამეფოში მინიმუმ 600-800 წელზეა საუბარი, ვფიქრობ არასწორია, ვიცნობ იქაურ ქართველებს და ძაან მაგარი ხალხია, თავისებური კილო აქვთ კახურის მსგავსი, მაგრამ მაინც სხვანაირი, ბევრი ადგილობრივი ჰერული გვარით.
უამრავი მონასტერი შენდება იქამდეც და მერეც მაგ მხარეში, ყუმის ბაზილიკა , ლექეთის, პატარა ალავერდის კახში, კასრის ეკლესია, მადლის ეკლესია, ქურმუხის ეკლესია, რომელიც 19 საუკუნეში ძველი დანგრეული ტაძრის ადგილას ააშენეს და შუა საუკუნეებში მაქ საეპისკოპოსო კათედრალი იყო, რომელსაც ექვემდებარებოდა ჰერეთის მთიანეთისა და წახურის (დღეს დაღესტანში) მრევლი.
იგივე გიშის ეკლესია, რომელიც დღევანდელი შაქიდან 4 კმ-ზეა და იყო წუქეთის საერისთავოს ცენტრი, როგორც მუსხელიშვილი წერს ვციტირებ ,
გიში, წუქეთის საერისთავოს ცენტრი, ფეოდალურ საგვარეულოს - გიშელთა, იგივე გრიგოლისძეთა, რეზიდენცია. მდებარეობდა გიშის წყალზე (ახლანდელი მდინარე ქიშჩაი, აზერბაიჯანი). იქვე იყო საეპისკოპოსი კათედრალი. გიში პირველად XII საუკუნეში იხსენიება, თუმცა გაცილებით ძველი პუნქტი უნდა იყოს. ვარაუდობენ, რომ იგი „ეპისტოლეთა წიგნის“ ქართულ საეპისკოპოსთა ნუსხებში (VI ს.) უნდა იხსენიებოდეს. „განგება დარბაზობისას“ მიხედვით აღმოსავლეთ საქართველოს ეპისკოპოსთა შორის გიშელი რიგით 35-ე იყო. XVI საუკუნეში გიში ელისუს სასულთნოს შემადგენლობაში შევიდა. გიშში შემორჩენილია X–XI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი - შირიმის ქვით ნაშენი მცირე ზომის გუმბათიანი ეკლესია. გუმბათის ყელი მრგვალია, შესასვლელი, როგორც ჩანს, XIX საუკუნეშია განახლებული. გადაკეთებისა და შელესილობის მიუხედავად, შეინიშნება ძველი ეკლესიის კვალი (დეკორაციული ლილვები გუმბათქვეშა თაღებთან, შიგა გუმბათქვეშა კარნიზის თაროს ქვეშ და სხვა).
მუსხელიშვილი დ., ქსე, ტ. 3, გვ. 173, თბ., 197
მოსახლეობის კუთხითაც რუსეთიის იმპერიის 1886 წლის აღწერით , სულ იყო ზაქათალის ოკრუგში 74 449 კაცი, აქედან 12 430 მითითებულია ინგილო (16,7 %); 40 225 ავარი და წახური (54,03 %) და 21 090 მითითებულია კავკასიელი თათარი (28,33 %); ასევე 5,36 % წარმომადგენელი, რომლებიც მიეკუთვნებიან მართმადიდებლურ რწმენას , ვფიქრობ აქ ქართველები და ნაწილი რუსები იგულისხმენბიან, შეიძლევა ვცდები.
ესიც საგულისხმოა საქართველოს ოკუპაციისა და გასაბჭოების შემდეგ კი, რუსეთის კომპარტიის კავბიუროს ზეწოლის შედეგად, საქართველოს რევკომი დათანხმდა ზაქათალის ოლქის აზერბაიჯანის სსრ-სადმი გადაცემას. ეს ფაქტი დაფიქსირდა 1921 წლის 5 ივლისის საქართველო-აზერბაიჯანის დელეგაციათა კონფერენციაზე (დადგენილების მე-4 პარაგრაფი), შემდეგ იურიდიულად გაფორმდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სსრ-ებს შორის 1921 წლის 15 ნოემბერს ხელმოწერილ სასაზღვრო შეთანხმებით (მე-3 მუხლი). თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზაქათალის ოლქი იურიდიულად საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში 6 თვის განმავლობაში შედიოდა.
QUOTE
თორემ XIII საუკუნის ბოლოს ოსები გორში რომ ჩაბუდდნენ ის წლები უკეთესი არ იქნებოდა ჩვენი შიდა მდგომარეობის, გეოგრაფიისა და ალანიის განადგურების გათვალისწინებით. მაგრამ იმაზე წყარო ცოტაა და მახსოვრობა კი წაშლილი.
ეს უფრო ცალკეული შემთხვევაა, როცა დედაწულიანად ოსების გარკვეული ნაწილი შემოვიდა საქართველოში დარუბანდის მხრიდან, ბერქა ყაენისგან მიწოლილი შიმშილის და ქვეყნის დაქცევას გამოქცეული, მონღოლებმა მიიღეს სათავისოდ ჭკვიანურად, რამოდენიმე სტრატეგიულ ადგილაას დაასახლეს, მაგალითად მუხრანთან ქართველი მთიელების შესაკავებლად , დმანისში და მისცეს სრული ძალაუფლება, შექმნეს მონღოლური პოლიციის ოსურ რაზმი, რომელსაც მეთაურობდა ბაყათარი ოვსთა მთავარი, აი როცა 1293 წლიდან დავით მეფე ქეღათუ ყაინს ლაშქრობაში ეხმარებოდა იქიდან სრულად აიშვეს.
იმ დონემდე გათამამდნენ შემდგომ მონღოლებთან ერთად იბრძოდნენ აჯანყებული დავით მერვის წინაარმდეგ, ქართლს აოხრებდნენ , სპობდნენ , კახა გამრეკელს ქართლში ძამის ციხეე წართვეს, 1304 წელწს ბექა ჯაყელმა დაატორმუზა, თორემ მადა ფართოთ ქონდათ გახსნილი , მაგათ მოსაშორებლად , მაგათ ბუდეებზე წასულ ქართველებს კი მონღოლები ატორმუზებდნენ, არ აძლევდნენ უფლებას.
იგივე როცა ოსებმა გორი აიღეს , 1290 იან წლებში ჰამადა სურამელი ხელმძღვანელობდა გორის გათავისუფლებას და მათ გაყრას, მაგრამ ისევ მონღოლების ჩარევით ალყა მოხსნა გორს და შეეშვა.
ფაქტია ვერავიწ წაუვა , როგორც ძაღლებს ქართველების წინააღმდეგ ისე იყენებდნენ მონღოლები ოსებს, დღეს ეგ ფუნქცია რუსებმა იკისრეს
სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მარტო იმის გამო ვცემ დიდ პატივს გიორგი მეხუთეს , რაც მაგან მაშინ ოსების გაყრით ქნა, როგორც კიბო ქართულ სხეულზე ისე იყვნენ, ცოტაც რომ დაცლოდატ წარმოდგენა არ მინდა, დღესაც იგივე პრობლემა რომ გვაქვს , ეგაა გასაგიჟებელი, ჭკუას ვერ ვსწავლობთ, ისევ ჩვენივე გულუბრყვილობით და სიშტერით
This post has been edited by
roko-toko
on 22 Jan 2021, 14:36
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18166
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#57432917
· 22 Jan 2021, 14:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დაღესტნელები რაც შეეხება ავარებს და ლაკებს ქართველებისადმი არაკეთილმოსურნე ხალხია, ესენი ძირითადად სოფლებიდან ჩამოსული ხალხია, რომლებიც წყდებიან ტრადიციებს და ისლამის ან რუსული იდეებს გავლენის ქვეშ ექცევიან.
ამავე დროს დაღესტანს როგორც ქვეყანას საკუთარი მოსახლეობის გამოკვების არანაირი საშუალება არ აქვს.
თან უნდა გვახსოდეს რომ შიდ დაღესტანში არსებობს რამდენიმე ურთიერთ ანტაგონისტური ეთნოსები.
აქ ინგფარმა სწორად დაწერა უბირი და არასიმპატიური ხალხია, სხვა საქმეა რომ აზერები ჩვენზე მეტად სძულთ და სომხებს საერთოდ ადამიანებად არ თვლიან.
ლეკების საკითხი ფეოდალურ საქართველოში რამდენიმე ეტაპად იყოფა
1) 1549წ კახთა მეფე ლევანმა ლეკები ფიფინეთში (ჭარში) ჩამოასახლა
2) 1562-1604წ როდესაც სპარსეთი და ოსმალეთი ჩამოსახლებულ ლეკებს დაცვის სიგელებს აძლევენ
3) თეიმურაზის და არჩილის მეფობა როდესაც ქართველები ლეკებს იმორჩილებენ
4) 1675წ დან როდესაც ლეკები დამოუკიდებლობას მოიპოვებენ
ლეკები იმთავითვე არ წარმოადგენდენ დამოუკიდებელ ძალას, ლეკების საშუალებით, კარგად ვიცით, რომ მათ ოსმალეთი აფინანსებდა და საკუთარ ტერიტორიაზე ინახავდა მათ, ოსმალეთი ებრძოდა ზოგადად სპარსულ სამყაროს, ანუ ოსმალეთის გარეშე ლეკები შეიძლება მაქსიმუმ ქიზიყის და გაღმამხარის პრობლემა გამხდარიყო.
როგორ უნდა ებრძოლა ფეოდალურ ქვეყანას ამ გამოწვევასთან? ანუ დავუშვათ თებელში რომ 50 კაცი შეიყრება და გადაწყვეტს; დღეს კაი ამინდია საქართველოზე თავდასასხმელად, ამ საფრთხეს ფეოდალური ქვეყანა როგორ უნდა გამკლავებოდა? საიდან უნდა სცოდნოდათ შილდას დაესხმებოდენ თავს თუ გავაზს? ან იქნებ კავთისხევი ხოვლესკენ წასულიყვნენ? ვის უნდა გაეწია წინააღმდეგობა ლეკებისთვის სოფელში? მაქსიმუმ 4-5 კაცს, ყველა სოფელში ხომ 50 კაცს ვერ დააყენებდენ.
ფეოდალური ლაშქარი სწრაფად არ იკრიბებოდა, დღეს რომ დაგჭირვებოდა მაქსიმუმ ხვალ შეკრებილიყო და ზეგ მისულიყო ადგილზე.
ამ საფრთხის გასანეიტრალებლად
საჭირო იყო რეგულარული ჯარი.
რაც შეეხება მასშტაბურ თავდასხმებს აქ ფეოდალური ქვეყანა კარგად იგერიებდა გვაროვნულ ტომებს რადგან
1) მასშტაბურ თავდასხმას ვერ დაფარავ, 2000 კაცის შეგროვებას დრო უნდა, ამასობაში ვინმე აუცილებლად მოიძებნება ვინც მტერს შეატყობინებს შენი მზადების შესახებ, შედეგად ქართველებმა კარგად იცოდნენ როდის და სად დაესხმოდა თავს ლეკების ლაშქარი და მომზადებული ხვდებოდნენ.
2) ფეოდალური ლაშქარი არაა დისციპლინის ნიმუში მაგრამ გვაროვნულ ლაშქარს დისციპლინით ბევრად ჯობს.
3) ლეკების პრობლემა იყო რომ მათ ერთი პირი არ ჰქონდათ, ისინი ერთიანდებოდნენ მხოლოდ საერთო საფრთხის წინ, ხოლო სხვა შემთხვევაში თალა რომ ქართველებთან ძმაკაცობდა ჭარი იბრძოდა, ბელაქანს კი ნეიტრალური ეჭირა და პირიქით, ესეც შედეგია გავაროვნული არა ფეოდალური საზოგადოების, ლეკების ლიდერებს ქართველები ბელადებს უწოდებდენ, რატომ? იმიტომ რომ ეს იყო პრიმიტიული გვაროვნულ ტომობრივი საზოგადოება, არაერთი შემთხვევა ვიცით რომ მაგ. ნურსალ ბეგი მჭადისჯვარის მარცხის გადაყვა, უფრო სწორად გადააყოლეს, ესეა გვაროვნულ საზოგადოებაში, შენი ძალაუფლება პირდაპირ კავშირშია იმ ადამიანურ და მატერიალურ რესურსთან რომელიც გაგაჩნია, და როგორც კი მას გაფლანგავ დენი ბიძაშვილები საიქიოში გაგისტუმრებენ და შენ ადგილს დაიკავებენ, ხოლო მუდმივ გამარჯვება არავის შეუძლია, ამიტომ ლეკებს ბელადები მართავდენ და არა თავადები როგორც დაუშვათ ყაბარდოს.
ლეკების საკითხის გამწვავება პირდაპირ კავშირში იყო ფეოდალურ ჩიხთან რაც საქართველოში შეიქმნა, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო საქართველოში არ შეიქმნა ახალი საზ.ფენა რომელიც საქართველოს გააერთიანებდა ახალი საზ.ფორმაციის ბაზაზე.
კიდევ ერთი მიზეზი იყო ცეცხლმსროლელი იარღის ფართო დანერგვა, რის შედეგად გლეხის და აზნაურის საბრძოლო შესაძლებლობები გათანაბრდა.
მთავარი მიზეზი ლეკების უბატონო თემების ჩამოყალიბებაში იყო ქართველი გლეხის პოზიცია, რომელმაც ლეკებში უბატონობა დაინახა და მათ მიემხრო, იხილეთ კონსტანტინე იმამყულიხანის წერილები ვახტანგ 6 თან.
ისევ უნდა ვთქვა რომ ფეოდალიზმს აქვს იმის რესურსი რომ უსასრულოდ გაგრძელდეს, მაგრამ შენს ირგვლივ სამყარო წინ მიდის და როგორც რეჩპოსპოლიტას დაემართა ერთ მშვენიერ დღეს დაწინაურებული მეზობლები უბრალოდ შეგჭამენ.
რაც შეეხება იმას რომ რუსეთი ლამის 60 წელი ებრძოდა დაღესტანს ამაში დაღესტანის სიძლერეზე მეტი რუსეთის სისუსტეა, მართალია ნაპოლეონის ომების შემდეგ რუსეთი ტოპ სახელმწიფოებში შეიყვანეს მაგრამ ის ტოპ სახელმწიფო არ იყო, არც ეკონომიკურად, არც ტექნოლოგიურად, სოციალურად ხომ საერთოდ ანაქრონიზმი იყო, შედეგადაც ბრიტანეთის უბრალო საქსპედიციო კორპუსმა დაამარცხა რუსეთის იმპერია, არ შეეძლო რუსეთს ევროპის ქვეყნებთან 1-1 ზე ომი, ეს 1მ.ო მ და რუსეთ იაპონიის ომმაც დაამტკიცა.
This post has been edited by
Kakha.G
on 22 Jan 2021, 14:32
--------------------
Pissing outdoors is one of modern man's last true pleasures
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(27)
« პირველი
...
14
15
[16]
17
18
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0920 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.