Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(27)
« პირველი
...
17
18
[19]
20
21
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
დაღესტანი
, ენები, ეთნოსები, კულტურა.
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dehumanizer
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Dehumanizer
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13951
წევრი No.: 5760
რეგისტრ.: 20-July 04
#57436682
· 23 Jan 2021, 17:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kakha.G
QUOTE
ქართულად
რისი მიტროპოლიტი იყო?
ingfari
ingfari
QUOTE
1.მე დვალეთი არ მიხსენებია, სხვა რეგიონებს შევეხე (თუშეთი, ხევსურეთი, სხვა მთიანი თემები), სად არიან აქაური მოღვაწეები და რა დასკვნა გავაკეთოთ აქედან?
ის რომ ქართული ფეოდალური კულურის ფორმირებაში მონაწილეობას ნაკლებად იღებდნენცხოვრობდნენ საკუთარი კარჩაკეტილი სათემო ცხოვრებით
QUOTE
2.ჩრდილის ეთნიკური შემადგენლობა უმნიშვნელოა ამ შემთხვევაში. რეგიონი საქართველოში იყო საუკუნეების განმავლობაში, მოღვაწე ვინ ვიცით? ენას და ეთნოსს არ ვსდევ, ასეთებიც გვყავდა და ისეთებიც, ეგ არაფერია.
არავინ
QUOTE
აგერ მეზობელი ქვემო გურიიდან (ალამბარი-ქობულეთი-ჩაქვი-ბათუმი) რამდენი მოღვაწე გვყავს მაგ პერიოდში?
გურიელები,რომელთა სამფლობელოც იყო
mtiuli...
QUOTE
ესეიგი ერთი გაგვახსენდა.
მამამისი?
QUOTE
საერთოდ რაზეა საუბარი. ლაზეთის გარკვეული ნაწილი საქართველოს შემადგენლობაში რო იყო? ეგ ფაქტია
მაგაზე არ ვკამათობ
QUOTE
თუ ლაზების წვლილზე ქართულ საქმეში?
ეგ შედარებითია, იგივე სხვა კუთხეებთან მიმართებაში.
და საინდან დავასკვნათ,რომ საერთოდ იყო?
ლაზი მოღვაწეები გვყავდა?
რაიმე ქართული კულტურის კერა იყო?
რაიმე ძეგლი შეიქმნა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13780
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#57436797
· 23 Jan 2021, 17:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Dehumanizer
1.და ეს (კარჩაკეტილად ცხოვრება) რას ცვლის? მოღვაწე არც მაქედანაა, არც აქედან.
2.ჰოდა რა დასკვნა გამოვიტანოთ იქიდან, რომ ჩრდილიდან მოღვაწე არ გვყავს?
3.ეს არაა ასე, გურიელები წამოშობით ქვემო გურიიდან არ ყოფილან. ხოლო მფლობელობის მხრივ ჭანეთიც (ქართული ნაწილი) ეკუთვნოდათ და ქვემო გურიაც. უბრალოდ ერთი ადრე დაკარგეს, მეორე გვიან. ეს ქვემო გურია კი არის დაახლ.800 კვ.კმ, არც დიდად პატარა ვიდრე ჭანეთი, არც ნაკლებად დასახლებული. ჰოდა ვინ ვიცით მოღვაწე მაქედან 1540-იან წლებამდე?
პ.ს. მე ის მაკვირვებს რატომ ვუყენებთ იმაზე მაღალ მოთხოვნებს ჭანეთს ვიდრე სხვა რეგიონებს და რატომ გვიჩნდება ამგვარი კითხვა კონკრეტულად ამ მხარისადმი. დღეს რომ სახელმწიფო საზღვარი სარფთანაა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად ინტეგრირებული იყვნენ ვიდრე სხვები. ჩოლოქთან რომ იყოს, პრინციპში იგივეს თქმა არ იქნებოდა რთული. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რომ ქობულეთი ნაკლებად ინტეგრირებული იყო სიტყვაზე მე-15 საუკუნეში ვიდრე ჩოხატაური - ასეა აქაც. ისტორიას დღევანდელი საზღვრებიდან არ უნდა ვუყუროთ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dehumanizer
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Dehumanizer
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13951
წევრი No.: 5760
რეგისტრ.: 20-July 04
#57437132
· 23 Jan 2021, 19:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
სხვაგან წავედით
ძირითადი საკითხი არის შემდეგი - იყვნენ თუ არა ლაზები ქართული კულტურის შემოქმედთა შორის
თუ ვამბოთ, რომ კი, რის საფუძველზე ვამბობთ
თუ აღმოჩნდა ერთი კუთხე სადაური მოღვაწის კვალს ვერ მივაგენით, ეგ ნიშნავს იმას რომ ლაზეთშიც ასე იყო?
გასაგებია, რომ სურვილი გავქვს ვიპოვოთ, მაგრამ:
თუ არც მოღვაწე ვიცით
არც ძეგლია
არ გვაქვს ინფორმაცია, რომ ან რაიმე ნივთი შეიქმნა, ან წიგნი გადაიწერა ქართულად
ერთი შუა საუკუნეების ლაპიდარული წარწერაც (რაც თუნდაც მეზობელ დაღესტანში, ჩეჩნეთშიც კი არის) არ არის
---
რის საფუძველზე ვამტკიცოთ, რომ ლაზები ქართული კულტურის შემოქმედთა შორის იყვნენ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ereklebarv
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
ereklebarv
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 25233
წევრი No.: 48407
რეგისტრ.: 3-December 07
#57437573
· 23 Jan 2021, 20:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეხლა რაღაცებს ყვება აკა მორჩილაძე. გადაცემაა. ილია ორბელიანზეც თქვა რაღაცები. შამილს რომ ყავდა ტყვედ, აწვალებდაო. საჭმელს არ აჭმევდაო და მერე მიზეზი უთქვამს - ერეკლეს შვილიშვილი რომ ხარ მაგიტომო.
--------------------
No Mercy, No Mercy for invaders
Condemn their spirits to everlasting fire
Overwhelming infernal desire
Crucify their vanity which they so much admire
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13780
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#57437692
· 23 Jan 2021, 21:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Dehumanizer @ 23 Jan 2021, 19:10 )
თუ აღმოჩნდა ერთი კუთხე
ეგ ნიშნავს იმას რომ ლაზეთშიც ასე იყო?
რის საფუძველზე ვამტკიცოთ, რომ ლაზები ქართული კულტურის შემოქმედთა შორის იყვნენ?
რატომ ერთი? რამდენიმე ჩამოვთვალეთ.
ეს ნიშნავს, რომ თუ მოღვაწეების არ არსებობის გამო ლაზების როლი ეჭვქვეშ დგას, მაშინ ის რეგიონებიც იგივე კრიტერიუმს უნდა დაექვემდებარონ. არადა ამ არგუმენტის გამოყენება მხოლოდ ლაზების შემთხვევაში ხდება. ხოლო თუ იმ რეგიონების როლი ეჭვქვეშ არ დგას, ჭანეთს რატომ ვარჩევთ?
იმავე საფუძვლით, რომლის მიხედვითაც ქვემო გურიაზე, სამცხის ზოგიერთ მხარეზე, აღმ.საქართველოს მთიანეთის მთელ რიგ რეგიონებზე ასეთი ეჭვიც კი არ გაგვჩენია როდესმე.
პ.ს. მე არ ვამტკიცებ გადაჭრით ისე იყო თუ ასე, მაგრამ ერთი რამ ცხადია დღევანდელი რეალობიდან არ უნდა გამოვიდეთ შუა საუკუნეებზე მსჯელობისას. ბევრს ეს მოსაზრება მხოლოდ იმიტომ უჩნდება, რომ დღეს საზღვარი სარფთანაა - რიზესთან რომ იყოს არც კი გაიფიქრებდა ამას. ხოლო ჩოლოქთან რომ იყოს, ვინიცობაა იმის მტკიცება დაეწყო, როგორ იყო ინტეგრირებული ჩოხატაური საერთო ქართულ სივრცეში, განსხვავებით ქობულეთისგან და ამაზე აეგო თეორიები. ეს მიდგომა მიუღებელია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
წერილები: 2768
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09
#57437702
· 23 Jan 2021, 21:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
brdzolisunariani
QUOTE
ლაზეთის ლაზები ცალკე იყვნენ
მოდი, აჯობებს, თავიდან ის განვსაზღვროთ, "ლაზეთსა" და "ლაზეთის ლაზებში" რას/ვის გულისხმობ და ასევე ცალკე ყოფნაშიც რა მოიაზრე.
Dehumanizer
ხოფამდე ჭანეთი რომ შემოდიოდა ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში, არ კამათობ.
საინტერესოა, შენი აზრით რით და როგორ მონაწილეობდნენ ხოფელი ლაზები ქართული ფეოდალური კულტურის ფორმირებაში? გვაქვს თუ არა ხოფის სექტორში ქართული ისტორიისა და კულტურის ძეგლები, საგანმანათლებლო კერა? შემოგვრჩა აქ დაწერილი წიგნი? ვიცით ხოფელი მოღვაწე, რომელმაც წვლილი დაიდო ამა თუ იმ სფეროში? ლაპიდარული წარწერა ხოფიდან?
იტყვი, რომ არა.
ამ შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენია ხოფელი ლაზების ცხოვრება ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში - იყვნენ იზოლირებულად, ეწეოდნენ კარჩაკეტილ ცხოვრებას და ასე მონდომებული მცდელობით არ მონაწილეობდნენ ყველაფერ იმაში, რაც შენ მოგცემდა საშუალებას, დაგესკვნა, რომ ხოფელი ლაზები ქართული სახელმწიფოსა და კულტურის ნაწილი ყოფილან?
QUOTE
ჭანეთი არ იყო მთის მხარის ხეობა, სადაც თავსი და მ=ბოლოში 2 კოშკი იდგა და თემური წყობა იყო
მტელს სანაპირზე ხომ პატარა სავაჭრო დაბები იყო
ჭანეთივით "მთის მხარე" ზღვისპირეთში მეორე არაა - მთელს აღმ. ჭანეთში ორადორი შედარებით გავაკებაა - გონიოსა და ნოღედში. სხვაგან მთელი ზღვისპირეთი პირდაპირ მთის ზოლს ებჯინება.
ჭანეთის (განსაკუთრებით მისი აღმოსავლეთის) განსახლებისა და ადგილობრივი მართვის სპეციფიკურობა სწორედ იმაში გამოიხატებოდა, რომ ის სწორედ ხეობებად/თემებად იყო დაყოფილი და ამგვარადვე იმართებოდა ხევისთავების (შემდგომში ოსმალურად "დერებეი"-დ წოდებული) მიერ. მმართველობის ეს ტრადიციული ფორმა იმდენად ძლიერი და მოუშლელი იყო, რომ თვით მე-19 ს-ის მიწურულამდე მოქმედებდა. ამ მხრივ ჭანეთის ეს ნაწილი დიახაც ძალინ საინტერესო პარალელს პოულობს აღმ. საქ-ოს მთიანეთთან.
რაც შეეხება სანაპირო დაბებს - ეგენი იყო ე.წ. ნოღები, რომლებშიც მცირე (და ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ პერიოდული, სეზონური) ბაზრობები იმართებოდა და შემდგომ თითქმის იცლებოდა ხალხისგან. მათი შედარება საქართველოში ცნობილ არათუ მსხვილ, არამედ საშუალო დონის საქალაქო, საბაზრო ცენტრებთან თუ წერტილებთან არ შეიძლება.
Kakha.G
QUOTE
გერმანე მიტროპოლიტი თავის წერილებში ხაზგაზმით აღნიშნავს რომ ლაზიკა საქართველოს მიწაა, რომ რიზეს საყდარი წმინდა ნინოს დაარსებულია და ა.შ.
კახა, გერმანე სატრაპელის/ოფის მიტროპოლიტი იყო. რიზეში მაგ დროს კათედრა მოშლილი ჩანს.
Dehumanizer
QUOTE
თუ აღმოჩნდა ერთი კუთხე სადაური მოღვაწის კვალს ვერ მივაგენით, ეგ ნიშნავს იმას რომ ლაზეთშიც ასე იყო?
ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ლაზეთშიც ასე იყო და ამის გამო არავის აქვს საფუძველი, თქვას, ლაზები ამა და ამაში არ მონაწილეობდნენო. მარტივი ლოგიკაა.
QUOTE
არც ძეგლია
არ გვაქვს ინფორმაცია, რომ ან რაიმე ნივთი შეიქმნა, ან წიგნი გადაიწერა ქართულად
ერთი შუა საუკუნეების ლაპიდარული წარწერაც (რაც თუნდაც მეზობელ დაღესტანში, ჩეჩნეთშიც კი არის) არ არის
მე მგონი, შენ კარგად უნდა იცოდე, რომ იგივე დაღესტნისა თუ ჩეჩნეთისგან გასხვავებით, ლაზეთში (ლაზურ ლაზეთს რასაც ვეძAხით)
რამე სახის არქეოლოგიური გათხრები და ამგვარი სამეცნიერო ექსპედიციები დღემდე არსად არავის მიერ ჩატარებულა
. არცერთი ციხე-ნაციხარი, ნაეკლესიარი და სასაფლაო გათხრილი, აღწერილი და შესწავლილი არაა. შესაბამისად, ამგვარად საკითხის დასმა, თვითნებური და უსაფუძვლო პასუხი და ამით რამის გადაწყვეტა სერიოზული ვერ იქნება.
თქვენი აზრით, ესენი რას შეიძლება ნიშნავდეს:
1)
1. "არს ქალაქი მცირე რიზა ზღვის კიდეზედ... ხოლო ამის დასავლეთით ჩამოვარდების მცირე მთა, კნინღა ზღვამდე, ჭანეთის მთიდამ. და ესე არს საზღვარი საქართველოსი და საბერძნეთისა... აქა არს რკინის პალო, აქავ არს სატყეპელა. აქ აღაშენა მეფემან არჩილ მოწამემან ციხე შემდგომად ყრუს შემოსვლისა";
2. [ბექას] "ჭანეთი სრულად მოსცა ბერძენმა მეფემან კომნინოსმან"
3. "ოდესმე გურიელს ეპყრა აჭარა და ჭანეთიცა, გარნა არს ესე ორნი აჭარა და ჭანეთი სამცხისანი";
4. "დაჯდა ათაბაკად ყვარყვარე ძე მზეჭაბუკისა, ამას მოუხდა მეფე ბაგრატ იმერეთისა შემწეობითა დადიან გურიელისათა და შეიბნენ მეფე და ათაბაკი და სძლია ათაბაკსა და შეიპყრეს. და პატიმარ ჰყო მეფემან ათაბაკი ყვარყვარე. შემწეობისათვის მისცა მეფემან გურიელსა აჭარა და ჭანეთი, და საათაბაგო დაიპყრა მეფემან იმერეთისამან ბაგრატ".
5. "არამედ გურიელს კნინღა თუ მიუღეს ოსმალთა ჭანეთი. ხოლო ესე მზეჭაბუკ დაეზავა ოსმალთა მორჩილებისა პირსა ზედა. ამით მიუხუნა გურიელსა ბრძოლითა აჭარა და ჭანეთი და დაიპყრა თჳთ. "
6. "ჟამსა ამას მიუღეს გურიელსა ოსმალთა აჭარა და ჭანეთი და აღაშენესთ ციხე ოსმალთა გონიას და ბათომს".
7. "ძე ყუარყუარესი ქაიხოსრო. ამან ქაიხოსრომ იწყო მეგობრობა გარემოსთა მისთა მეფეთა და დაიპყრა საათაბაგო და განაგებდა მორჩილებასა შინა თჳსსა. არამედ ჟამსა ამისსა იწყეს კირთება აზრუმ-ტრაპიზონის ფაშათა საათაბაგოსი და ჭანეთისა"
8. "მხარე [სულეიმან კანონმდებლამდე] ურჯულო ქართველის სამფლობელო იყო" (მე-16 ს. ოსმალური წყარო რიზეს მხარის შესახებ).
9. "საქართველო შვა გაიყვეს. სამცხე და ქართლი და კახეთი ყაენსა, იმერეთი, ოდიში და აფხაზეთი, გურია და ლაზის ქვეყანა ხონთქარსა“.
(ჭანეთის აღმოსავლეთზე ასეთი ცნობები სხვაც/უცხოურიც ბევრია).
2) რაზე შეიძლება მეტყველებდეს ჭანეთის აღმოსავლეთში ისეთი წარჩინებული ქართული საგვარეულოების დამოწმება, როგორებიცაა: დადიანები, ჯაყელები, შალიკაშვილები, ჩიქოვანები, ჩხეიძეები/ჩხეტიები, მხეიძეები/ხეციები, ჩიჩუები/ჩიჩუვები. არის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ გულაბერისძეთა საგვარეულოც აქედანაა წარმოშობით. (შედარებისთვის, შეგიძლიათ მოიყვანოთ აქ დამოწმებული ბერძნულ-ბიზანტიური საგვარეულოები).
3) რაზე შეიძლება მეტყველებდეს აქ ქართული -ვან, -იან, -ვა/-უა, -ია, -ძე, -შვილ სუფიქსებითა და სუფიქსოიდებით წარმოებული გვარსახელების ძირითადულობა? (აქაც, შედარებისთვის შეგიძლიათ მოიყვანოთ აღმ. ლაზებში (მოლაზურე ლაზებში) მასიურად გავრცელებული ბერძნული წარმოების გვარსახელები.)
4) რაზე შეიძლება მეტყველებდეს 1917 წ. სრულიად საქ-ოს საეკლესიო კრების დებულებით სატრაპელის ძველი ეპარქიის (რიზეს, ხოფისა და ათინის ოლქების მომცველი) დასახელება ქართული ეკლესიის სამწყსოდ? (აქაც, შეგიძლიათ მოიყვანოთ ცნობები მაგ. მე-14-17 ს-ებში ამ მხარის სხვა ეკლესიის მიერ ფლობაზე).
--------------------
ჰე, ღმერთო ერთო
hazerik badituzte zilhoak eta zeruko hegastonek, gizonaren semeak ez du ordean non etzan burua!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dehumanizer
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Dehumanizer
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13951
წევრი No.: 5760
რეგისტრ.: 20-July 04
#57437937
· 23 Jan 2021, 22:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
რატომ თვლი, რომ ლაზების მიერ ქართული კულტურის შექმნაში თანამონაწილობა იმდენარ აშკარა რაომ მტკიცებულებაც კი არ ჭირდება?
და რადგან მტკიცებულება არც არის და მაიც აშკარაა, შეგვიძლია დამტკიცებულად ჩავთვალოთ?
BRUTHA
QUOTE
ხოფამდე ჭანეთი რომ შემოდიოდა ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში, არ კამათობ.
არა
QUOTE
საინტერესოა, შენი აზრით რით და როგორ მონაწილეობდნენ ხოფელი ლაზები ქართული ფეოდალური კულტურის ფორმირებაში? გვაქვს თუ არა ხოფის სექტორში ქართული ისტორიისა და კულტურის ძეგლები, საგანმანათლებლო კერა? შემოგვრჩა აქ დაწერილი წიგნი? ვიცით ხოფელი მოღვაწე, რომელმაც წვლილი დაიდო ამა თუ იმ სფეროში? ლაპიდარული წარწერა ხოფიდან?
იტყვი, რომ არა.
ამ შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენია ხოფელი ლაზების ცხოვრება ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში - იყვნენ იზოლირებულად, ეწეოდნენ კარჩაკეტილ ცხოვრებას და ასე მონდომებული მცდელობით არ მონაწილეობდნენ ყველაფერ იმაში, რაც შენ მოგცემდა საშუალებას, დაგესკვნა, რომ ხოფელი ლაზები ქართული სახელმწიფოსა და კულტურის ნაწილი ყოფილან?
მაგაშია საქმე რომ არ არის რაიმე შექმნილი
მთიანი და სანაპირო ნაწილების თაობაზეც გეთანხმები
თუ რამე იცი, კი ბატონი გისმენ
QUOTE
ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ლაზეთშიც ასე იყო და ამის გამო არავის აქვს საფუძველი, თქვას, ლაზები ამა და ამაში არ მონაწილეობდნენო. მარტივი ლოგიკაა.
ხავსს გამოკიდებაა
QUOTE
მე მგონი, შენ კარგად უნდა იცოდე, რომ იგივე დაღესტნისა თუ ჩეჩნეთისგან გასხვავებით, ლაზეთში (ლაზურ ლაზეთს რასაც ვეძAხით) რამე სახის არქეოლოგიური გათხრები და ამგვარი სამეცნიერო ექსპედიციები დღემდე არსად არავის მიერ ჩატარებულა. არცერთი ციხე-ნაციხარი, ნაეკლესიარი და სასაფლაო გათხრილი, აღწერილი და შესწავლილი არაა. შესაბამისად, ამგვარად საკითხის დასმა, თვითნებური და უსაფუძვლო პასუხი და ამით რამის გადაწყვეტა სერიოზული ვერ იქნება.
ექსპედიციები ამ ბოლოდ დროსაც ხომ არის
რამდნეიმე ნაეკლესიარი / ოხვამეც იყო, მაგრამ ამთზე ქართულ წარწერაზე მე არაფერი მსმენია
1-9-ს რაც შეეხება
ზოგადად არ ვკამათობ, რომ ლაზეთის ნაწილი პერიდულად შედიოდა სხვადასხვა ქართული სახელმწიფოსაფრგლებში
QUOTE
2) რაზე შეიძლება მეტყველებდეს ჭანეთის აღმოსავლეთში ისეთი წარჩინებული ქართული საგვარეულოების დამოწმება, როგორებიცაა: დადიანები, ჯაყელები, შალიკაშვილები, ჩიქოვანები, ჩხეიძეები/ჩხეტიები, მხეიძეები/ხეციები, ჩიჩუები/ჩიჩუვები. არის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ გულაბერისძეთა საგვარეულოც აქედანაა წარმოშობით. (შედარებისთვის, შეგიძლიათ მოიყვანოთ აქ დამოწმებული ბერძნულ-ბიზანტიური საგვარეულოები).
3) რაზე შეიძლება მეტყველებდეს აქ ქართული -ვან, -იან, -ვა/-უა, -ია, -ძე, -შვილ სუფიქსებითა და სუფიქსოიდებით წარმოებული გვარსახელების ძირითადულობა? (აქაც, შედარებისთვის შეგიძლიათ მოიყვანოთ აღმ. ლაზებში (მოლაზურე ლაზებში) მასიურად გავრცელებული ბერძნული წარმოების გვარსახელები.)
მიგრაციაზე მხარეებს შორის
QUOTE
4) რაზე შეიძლება მეტყველებდეს 1917 წ. სრულიად საქ-ოს საეკლესიო კრების დებულებით სატრაპელის ძველი ეპარქიის (რიზეს, ხოფისა და ათინის ოლქების მომცველი) დასახელება ქართული ეკლესიის სამწყსოდ? (აქაც, შეგიძლიათ მოიყვანოთ ცნობები მაგ. მე-14-17 ს-ებში ამ მხარის სხვა ეკლესიის მიერ ფლობაზე).
კარგი რა...
მართლა ღირებულ და საინტერესო არგუმენტებს, რარაც სასწაულს რატომ მოაყოლებ ხოლმე
რა სატრეპელას ეპარქია??
როდის შემოდიოდა ქათული საპატრიარქოს სამწყსოში? ვინ იყვნენ ეპისკოპოსები? რომელი ტაძარი იყო კათედრალური?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18161
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#57437962
· 23 Jan 2021, 22:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
BRUTHA
ოფის ანუ რიზეს დასავლეთით რომ ოფია?
--------------------
Pissing outdoors is one of modern man's last true pleasures
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
წერილები: 2768
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09
#57438095
· 23 Jan 2021, 22:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Dehumanizer
QUOTE
მაგაშია საქმე რომ არ არის რაიმე შექმნილი
ჰოდა, მაგას გეკითხები - იზოლირეულად და კარჩაკეტილად ცხოვრობდნენ ქვეყანაში? როგორ წარმოგიდგენია ეს? მით უმეტეს, სასაზღვრო ზონის მოსახლეობისთვის.
QUOTE
ხავსს გამოკიდებაა
ხავს გამოკიდებაც არაა, ხოფასა თუ კუკულათში გადაწერილი სახარება არ გვაქვს და ამიტომ აქაურებს ქართული კულტურის ნაწილად ვერ მივიჩნევთო.
QUOTE
ექსპედიციები ამ ბოლოდ დროსაც ხომ არის
რამდნეიმე ნაეკლესიარი / ოხვამეც იყო, მაგრამ ამთზე ქართულ წარწერაზე მე არაფერი მსმენია
არცერთ იმ ექსპედიციას იქ სადმე გათხრები არ (ვერ) უწარმოებია.
წარწერებზეც ვერაფერს გაიგებდი - არ შესწავლილა ამ მხრივაც.
QUOTE
მიგრაციაზე მხარეებს შორის
სამეგრელოში, აფხაზეთში, სვანეთში, ლეჩხუმში ადგილობრივებში რომ -ვა/-ვან, -ია/-იან, -უა/-უვა, -ძე, -შვილ გვარები გვაქვს, ეგ მიგრაციის შედეგია?
კაი, მიგრაციაა.
მიგრაციამდე რა ფორმის გვარებს ატარებდნენ მაგ. მეგრელები?
QUOTE
რა სატრეპელას ეპარქია??
როდის შემოდიოდა ქათული საპატრიარქოს სამწყსოში? ვინ იყვნენ ეპისკოპოსები? რომელი ტაძარი იყო კათედრალური?
სოტიროპოლის[ა და ალანიის] ეპარქია. შემოდიოდა მას მერე, რაც ეს მხარე 1297-ში ჯაყელებმა მიიღეს კომნენისგან. მიტროპოლიტებიდან ცნობილია გერმანე - სამწყსოდან დევნილი და აფხაზეთის კათლიკოსის საშუამავლო წერილით მოლდოვის მთავრისა და მოსკოვის მეფისთვის დახმარების მთხოვნელი.
კათედრალი იყო ოფის ღვთისმშობლის სახ. ეკლესია. განდევნისას ასევე შემორჩენილი ჰქონდა წმ. თეოდორე ტირონის სახ. ერთი მონასტერიც ზღვისპირად.
Kakha.G
დიახ, ქალაქი ოფი (Of) ტრაპიზონის ილში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13780
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#57438256
· 23 Jan 2021, 23:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Dehumanizer @ 23 Jan 2021, 22:15 )
რატომ თვლი, რომ ლაზების მიერ ქართული კულტურის შექმნაში თანამონაწილობა იმდენარ აშკარა რაომ მტკიცებულებაც კი არ ჭირდება?
ჩემი აზრი ასეთია - რა როლი/თანამონაწილეობა ჰქონდათ ლაზების უახლოეს მეზობლებს იგივე ექნებოდათ მათაც. მაგალითად XIV-XVI სს.-ში დღევანდელი ქობულეთის ან ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას არ მგონია მეტი თანამონაწილეობა ჰქონოდა იმაში რაზეც შენ უთითებ, ვიდრე დღევანდელი ქემალფაშას ილის მოსახლეობას ჰქონდა. ყველა მხრივ ერთ სივრცეში იყვნენ.
ამდაგვარი მიდგომა დიდწილად განპირობებულია იმით, რომ საზღვარი გადის სარფთან. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე შუა საუკუნეებში წარმოსახვითი კულტურული საზღვრის იქ დასმა, სადაც ის არ უნდა ყოფილიყო (არაფერი მიგვითითებს, რომ დღევანდელი საზღვრის აქეთა და იქითა მხარეები რაიმეთი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან) გაუმართლებლად მიმაჩნია. ეს მიდგომა ასეთია - "რაც დღეს აქეთაა ის თავისთავად მოაზრებულია და კითხვა არ ჩნდება, რაც იქითაა აი იმაზე სხვა კრიტერიუმები გვაქვს."
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ალევარი
Super Member
ჯგუფი: Registered
ალევარი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 658
წევრი No.: 256465
რეგისტრ.: 26-April 20
#57438368
· 23 Jan 2021, 23:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Dehumanizer @ 23 Jan 2021, 22:15 )
ექსპედიციები ამ ბოლოდ დროსაც ხომ არის
რამდნეიმე ნაეკლესიარი / ოხვამეც იყო, მაგრამ ამთზე ქართულ წარწერაზე მე არაფერი მსმენია
ბერძნული წარწერები თუა აღმოჩენილი
საქმე ხომ ასე დგას რომ ან საქართველოა ან საბერძნეთი
ერთი ვერსიის პლიუსი მეორის მინუსია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
datunia93
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
datunia93
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 15030
წევრი No.: 163227
რეგისტრ.: 9-March 13
#57438412
· 23 Jan 2021, 23:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კარგი თემაა, ჩავინიშნავ და გადავიკითხავ მოგვიანებით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dehumanizer
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Dehumanizer
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13951
წევრი No.: 5760
რეგისტრ.: 20-July 04
#57438432
· 23 Jan 2021, 23:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
ჩემი აზრი ასეთია - რა როლი/თანამონაწილეობა ჰქონდათ ლაზების უახლოეს მეზობლებს იგივე ექნებოდათ მათაც. მაგალითად XIV-XVI სს.-ში დღევანდელი ქობულეთის ან ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას არ მგონია მეტი თანამონაწილეობა ჰქონოდა იმაში რაზეც შენ უთითებ, ვიდრე დღევანდელი ქემალფაშას ილის მოსახლეობას ჰქონდა. ყველა მხრივ ერთ სივრცეში იყვნენ.
ქობულეთში ხინოს კათედრა იყო
მთიან აჭარაში სხალთის ტაძარი.. გადმოცემით ხულოში დაახლოებით იგივე სტილის უფრო დიდი ტაძერი იდგა
BRUTHA
QUOTE
ჰოდა, მაგას გეკითხები - იზოლირეულად და კარჩაკეტილად ცხოვრობდნენ ქვეყანაში? როგორ წარმოგიდგენია ეს? მით უმეტეს, სასაზღვრო ზონის მოსახლეობისთვის.
ანუ, ვთანხმდებით რომ ლაზებს არ შეუტანით რაიმი წვლილი და უბრალდო მიზეზზე ვკამთობთ?
QUOTE
ხავს გამოკიდებაც არაა, ხოფასა თუ კუკულათში გადაწერილი სახარება არ გვაქვს და ამიტომ აქაურებს ქართული კულტურის ნაწილად ვერ მივიჩნევთო.
არა, ხოფასა თუ კუკულათში გადაწერილი სახარება.. არამედ ზოგადად რაიმე მაინც
მგონი უფრო არ ხვდები, ვიდრე ვერ ხვდები.. მაგრამ მაინც შევეცდები სხვანარად ავხსნა
აი, ლაზებს ძაან ტვინს რომ ვუბურღავთ ქართველობის შეტენვით, უბრალოდ რომ გკითხოს რაიმე ნივთი მითხარი, რაც ლაზეთში შეიქმნა, ან ინახებოდა ... გავქვს რამე... როგორც აფხაზეთიდან ბედიის ბარძიმი და მოქვის სახარება.. სვანეთიდან უამრავი რელიქვია, თვით იქ შენახული ადიშის ოთხთავის ჩათვლით.. სამეგრელოდან ხობში შენახული თამარის ჯვრის ან დადიანის კარზე გადაწერილი ვეფხისტყაოსნის მსგავსი
ერთი არტეფაქტი რაც ამ მხარესთან იქნება კავშირში??
კი, ეგ მხარე ოსმალების ქვეშ მოხვდა... მაგრამ მთელი სამცხდან ხომ გადაარჩინეს უამრავი რელიქვია
QUOTE
არცერთ იმ ექსპედიციას იქ სადმე გათხრები არ (ვერ) უწარმოებია.
წარწერებზეც ვერაფერს გაიგებდი - არ შესწავლილა ამ მხრივაც.
რამეს რომ აღმოაჩენენ, იმედია გაგვაგებინებენ
QUOTE
სამეგრელოში, აფხაზეთში, სვანეთში, ლეჩხუმში ადგილობრივებში რომ -ვა/-ვან, -ია/-იან, -უა/-უვა, -ძე, -შვილ გვარები გვაქვს, ეგ მიგრაციის შედეგია?
კაი, მიგრაციაა.
მიგრაციამდე რა ფორმის გვარებს ატარებდნენ მაგ. მეგრელები?
მეგრელები რა შუაშია?
QUOTE
სოტიროპოლის[ა და ალანიის] ეპარქია. შემოდიოდა მას მერე, რაც ეს მხარე 1297-ში ჯაყელებმა მიიღეს კომნენისგან. მიტროპოლიტებიდან ცნობილია გერმანე - სამწყსოდან დევნილი და აფხაზეთის კათლიკოსის საშუამავლო წერილით მოლდოვის მთავრისა და მოსკოვის მეფისთვის დახმარების მთხოვნელი.
კათედრალი იყო ოფის ღვთისმშობლის სახ. ეკლესია. განდევნისას ასევე შემორჩენილი ჰქონდა წმ. თეოდორე ტირონის სახ. ერთი მონასტერიც ზღვისპირად.
ოფის ტაძარი ქართული კულტურის ძეგლია?
იქ ქართულად წიარვდნენ?
ალევარი
QUOTE
ბერძნული წარწერები თუა აღმოჩენილი
საქმე ხომ ასე დგას რომ ან საქართველოა ან საბერძნეთი
ერთი ვერსიის პლიუსი მეორის მინუსია
ბერძნული წარწერები მთელს საქართველშია აღმოჩენილი
მაგით ვერ იმსჯელებ
This post has been edited by
Dehumanizer
on 23 Jan 2021, 23:50
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13780
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#57438569
· 24 Jan 2021, 00:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Dehumanizer
ჰო, მაგრამ ვინ ვიცით ხინოს ეპისკოპოსებიდან მაგ დროს? მოღვაწეების არ იყოს. ზოგადად საეპისკოპოსო აგერ ზევით დასახელდა ჭანეთში.
რაც შეეხება ხულოს ეკლესიას, ეს გადმოცემა ზაქარია ჭიჭინაძემ არ ჩაიწერა? ჭანეთი მან ასევე მოიარა და შეისწავლა?
აჭარაში სულ ცოტა ნაეკლესიარია შემორჩენილი, 1878 წლის მერეც ოსმალეთში რომ დარჩენილიყო იმათი კვალიც წაიშლებოდა. ჭანეთზე რა უნდა ვთქვათ? ოსმალობა უფრო ადრე დაიწყო და არც როდესმე დასრულებულა დიდწილად. გამუსლიმებამდე ქრისტიანები იყვნენ, უეკლესიოდ არ იქნებოდნენ.
ეს რაც დაწერე არც ამ (მიკრო)რეგიონების განსხვავებულ ყოფაზე მიუთითებს, არც კულტურულ წვლილზე და ა.შ.
რაც შეეხება მათ ქართველობა/არქართველობას დღეს, ეს სულ სხვა თემაა და იმასთან კავშირში არაა რაზეც ჩვენ ვწერთ. 2021-ში რომ ქემალფაშაში არ ქართველობენ, ხოლო გონიოში კი (ან სხვა ახლომახლო ლაზურ თუ არალაზურ სოფელში), ეს იმას ხომ არ ნიშნავს 1521-ში ამ დასახლებებში განსხვავებული იდენტობა ჰქონდათ? ცხადია ის ისეთი არ იყო როგორიც დღეს გვაქვს, მაგრამ ერთნაირი კი იყო ორივეგან.
* * *
რატომ ვიყენებთ რაიმეს განმსაზღვრელად დღევანდელ საზღვარს შუა საუკუნეების რეალობაზე საუბრისას? ეს საზღვარი ხომ ბევრად გვიან დადგინდა, დიდწილად შემთხვევითი, გეოგრაფიულად არაბუნებრივი და ისეთი გარემოებების შედეგია, რომლებზეც გამორიცხულია რაიმე ცოდნოდათ/ევარაუდათ მაგ.600 წლის წინ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
წერილები: 2768
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09
#57438674
· 24 Jan 2021, 01:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Dehumanizer
QUOTE
ანუ, ვთანხმდებით რომ ლაზებს არ შეუტანით რაიმი წვლილი და უბრალდო მიზეზზე ვკამთობთ?
ანუზე მერე ვისაუბროთ. კითხვები დავსვი და პასუხი ვერ მივიღე.
QUOTE
აფხაზეთიდან ბედიის ბარძიმი და მოქვის სახარება.
ბედია და მოქვი - უზარმაზარი საეპისკოპოსოს ცენტრები. ამათ ადრი მეათედი ჭანეთის სოფლებს?
QUOTE
სვანეთიდან უამრავი რელიქვია, თვით იქ შენახული ადიშის ოთხთავის ჩათვლით..
სვანეთს მთელ კავკასიაში გამორჩეული მჭედლობის სკოლა ჰქონდა.
შეგიძლია შეადარო ლაზური ხუროთმოძღვრების (მ.შ. ხალხურის) სკოლა - ნახევარი საქართველოს ხალხური არქიტექტურის შემქმნელი.
QUOTE
ხობში შენახული
ერთ-ერთი ძლიერი ქართული სახელმწიფოს მმართველთა მთავარი საძვალე და დიდი სასულიერო ცენტრი.
QUOTE
დადიანის კარზე
ამავე სახელმწიფოს ცენტრი.
ამათ თავიანთი მნიშვნელობით შენ ვერ შეადრი ჭანურ სოფლებს. ეს იგივეა, ჩამლიჰემშინი შეადარო ქუთაისს და არქაბი ანაკოფიას.
ჭანეთის მხოლდო ნაწილი - მისი აღმოსავლეთი შემოდიოდა ქართულ სამხელმწიფოში და ის ყოველთვის წარმოადგენდა პერიფერიის პერიფერიას. ბედიას, მოქვს, ცაიშს, ჭყონდიდს თუ არტანუჯს ჭანური ხევის სოფლები ან სეზონური ბაზრობები შეადარო, არ იქნება მართებული. ყველას იმ დონე შეჰქონდა წვლილი, რისი გაბარიტებიც ჰქონდა.
ის კი არა, სანამ გურიელებმა იმერეთის მეფისგან განკერძოება არ მოინდომეს, მანამდე არც მთელ გურიაში არსებობდა საეპისკოპოსო კათედრა და მთელი საერისთავო ქუთაისელის სამწყსო იყო.
უკიდურესად სწორხაზოვანი და გაუმართლებელია ის შედარებები ("ბარძიმი არ გვქონდა, ოთხთავი არ გვქონდა და ვერ მივიჩნევთ") რაც შენ აქ მოგყავს.
QUOTE
მეგრელები რა შუაშია?
იმ შუაშია, რომ სამეგრელოში გავრცელებული გვარები, რასაც მეგრულ გვარებს ვეძახით, წარმოებულია ქართული გვარმაწარმოებელი სუფიქსებით და ეს ამ შემთხვევაში უპირობოდ მიანიშნებს იმაზე, რომ აქაური მოსახლეობა პოლიტიკურადაც, კულტურულადაც (მ.შ. ეკლესიურად), ეკონომიკურადაც და სოციალურადაც იყო/არის ერთიანი ქართული ერობის განუყოფელი წევრი და შემადგენელი.
აღმოსავლეთ ლაზეთის ადგილობრივი ლაზური გვარსახელები (დამოწმებული ქართულ, ოსმალურ, ბერძნულ წყაროებში), არათუ მსგავსი, არამედ ერთი-ერთზე იგივეობრივია სამეგრელოს გვარსახელებთან - თავისი წარმოების წესებითაც და ფორმებითაც. თუ მეგრელების შემთხვევაში ეს რამეზე მეტყველებს, სრულიად იგივეზე მეტყველებს ეს ჭანების შემთხვევაშიც. განსხვავება მხოლოდ ერთ რამეშია, რამაც დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება შექმნას ცრუ წარმოსახვა - ჭანეთის მხარეზე კონტროლის დაკარგვა და აქ ქართული კულტურის (და ა.შ.) ჩანაცვლება ოსმალურით/თურქულით, რაც უწყვეტად გრძელდება 5 საუკუნეა.
ლაზი, ვინც თავს ქართველად მიიჩნევს, ქართველია და არანაკლებ ტვინის ბურღვაა "ლაზები ქართველები არ არიან" 24 საათიანი დაუღალავი ღწვა, იმიტომ, რომ ვერავინ დაასახელებს, რატომაა თურქეთის მოქალაქე 50 ლაზის თვითაღქმა უფრო მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქე 1 ლაზის თვითაღქმაზე.
ამასაც შევეშვათ. ძალიან პრიმიტიულად ვიტყვი - დაღესტანზეა თემა და ავიღოთ დაღესტნელები, გინდა უზბეკები, ყაზახები, კომელები, ბალყარელები, ჩუვაშები... არცერთია რუსი. სლავებიც კი არ არიან. ყველა მათგანი, კაი ხანია, გვარსახელს აწარმოებს რუსული სტილით - რუსულად. არ მეტყველებს ეს იმაზე, რომ ისინი ყოფილან/არიან რუსეთის სახელმწიფოს, რუსული კულტურის ნაწილი და მონაწილეობ[დნ]ენ ყოველვე რუსულის შექმნაში იმ დონეზე, რაც მათგან შეიძ₾ება მიიღოს/მიეღო რუსულ სახელმწიფოს?
QUOTE
ოფის ტაძარი ქართული კულტურის ძეგლია?
იქ ქართულად წიარვდნენ?
იქაური მიტროპოლიტი ქართული ეკლესიის ქვემდებარე იყო და მისივე წერილით, კათედრაც კი წმ. ნინოს დაარსებული ყოფილა.
ტაძარი არქიტექტურულად ქართული იყო თუ გოთიკური, ვერაფერს ვიტყვით - არაა შემორჩენილი. ვერც წირვის ენაზე ვიტყვით რამეს. სრულიად დასაშვებია, ყოფილიყო ქართულადაც.
ცნობისთვის, ახტალაში ქართული ეკლესიის კათედრა იქ ერეკლემ მის მიერ ჩამოსახლებული ბერძნულენოვანი გუმუშჰანელი/ქალდი მეტალურგების საფუძველზე აღადგინა და ეპისკოპოსადაც იქიდანვე მოწვეული სოფრონი დასვა. მიუხედავად ენოვანებისა, აქაურობა ქართული ეკლესიის სამწყსოს წარმოადგენდა და არავის მოუვა აზრად, ამის გამო ახტალის საეპისკოპოსო სხვა რომელიმე ეკლესიას (მაგ. კონ-პოლისას) მიაწეროს, ან დაეჭვდეს კათედრის ქართულობაში.
ingfari
QUOTE
რაც შეეხება ხულოს ეკლესიას, ეს გადმოცემა ზაქარია ჭიჭინაძემ არ ჩაიწერა? ჭანეთი მან ასევე მოიარა და შეისწავლა?
ჭიჭინაძემ ლაზეთიც მოიარა. ამაზე ის წერს კიდეც. მაგრამ აჭარის შემთხვევაში თუ სანდოდ ეჩვენებათ მისი ცნობები, ლაზეთის შემთხვევაში, დღეს ლაზობით დაინტერესებულ და ჭიჭინაძის ცნობების მცოდნე წრეებში მისი ეს ცნობები უპირობოდ ფანტაზიად მიიჩნევა.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(27)
« პირველი
...
17
18
[19]
20
21
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0561 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.