Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(27)
« პირველი
...
19
20
[21]
22
23
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
დაღესტანი
, ენები, ეთნოსები, კულტურა.
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
brdzolisunariani
პავა
ჯგუფი: Members
brdzolisunariani
პავა
ჯგუფი: Members
წერილები: 4853
წევრი No.: 154517
რეგისტრ.: 27-September 12
#57440805
· 24 Jan 2021, 18:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
BRUTHA
სამწუხაროდ ,
ეგ აღმ.ჭანეთის მიწების საკუთრება დამოკიდებული იყო იმაზა , რამდენად ძლიერი იყო მიმდებარე სახელმწიფოები. ვინც ძლიერი იყო ის იღებდა ,რამე ადგილობრივი ქართული/ლაზური ფეოდალური ერთეული იქ არ იყო .
თუ მესხეთს შეეძლო ამ მიწების აღება აკეთებდა ამას
ან გურია აკეთებდა ამას , ცოტა მცირედ მარა მაინც ...
ეს ნამდვილად იყო .
უბრალოდ,
ლაზეთი საქართველოსთვის არატრადიცული კუთხეა .
ალბათ ამიტომ არის რომ ამაზე მიდის საერთოდ საუბარი .
მისი ტერიტორიის რაღაც ნაწილი თუ შემოდიოდა ქართულ სახელმწიფოში, ეს პროცესი დამოკიდებული იყო იმაზე, რამდენად ძლიერი იყო მისი მომიჯნავე საქართველოს ფეოდალი.
როგორც მაგალითად ისტორიული ჰერეთი ,
ან სოჭი-გაგრის დაყოლება-აყოლება ზღვისპირეთი .
პროცესები სხვანაერია ამ კუთხეებისა და ერთმანეთს როგორც წესი არც გავს
საერთო ისაა რომ საქართველოს არ ეყო დრო და ძალა რომ ეს მიწები ტრადიციულ კუთხეებად ექცია .
სხვანაერად რომ ყოფილიყო ისტორია რა თქმა უნდა , ისინი (ლაზები) ისეთივე ქართველები იქნებოდნენ როგორიც აჭარის ლაზები არიან .
ანუ,
ოდიშის ქართულობა არ იყო იმაზე დამოკიდებული ,რამდენად შეეძლო იქ ქართული კულტურის დაცვა მაგალითად იმერეთს , ვინმე სხვას
ოდიში ისედაც იყო ქართული, თავადვე იყო ტრადიციული კუთხე , ტრადიცული ქართული მმართველობის სისტებით
ასევე იყო გურიაც
ქართლიც
კახეთიც
მესხეთიც
სვანეთიც
აფხაზეთიც კი
ისინი გინდ ერთად და გინდაც ცალკე მაინც იყვნენ ქართული კულტურის მატარებლები და დამცველებიც , რადგან ბუნებრივად იყვნენ ასეთნი, ერთი კულტურისა და ოდესღაც ერთი სახელმწიფოს ნაწილები (ანუ საქ.სამეფოს დაშლის შემდეგ).
ლაზეთში ეს ვერ მოესწრო ვერ გაკეთდა ...
სამწუხაროდ კიდევ 1ხელ.
თორემ , ლაზების გარკვეულ სოფლებსა თუ მხარეებს რა თქმა უნდა აკონტროლებდნენ ქართველი ფეოდალები
საუბედუროდ ოსმალომ ესეც მოსპო შემდეგ .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
წერილები: 2768
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09
#57440896
· 24 Jan 2021, 19:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
brdzolisunariani
ისევ არასწორი შედარებები.
QUOTE
აღმ.ჭანეთის მიწების საკუთრება დამოკიდებული იყო იმაზა , რამდენად ძლიერი იყო მიმდებარე სახელმწიფოები.
ზუსტად ასევე სხვა სანაპირო მხარეებიც.
ინგფარისა არ იყოს, "საკითხი ამგვარად მხოლოდ ჭანეთის შემთხვევაში ისმევა, უცნაურია."
QUOTE
მისი ტერიტორიის რაღაც ნაწილი თუ შემოდიოდა ქართულ სახელმწიფოში, ეს პროცესი დამოკიდებული იყო იმაზე, რამდენად ძლიერი იყო მისი მომიჯნავე საქართველოს ფეოდალი.
ეს იგივე წარმატებით შეიძლება ითქვას ტაოზე, კლარჯეთზე, ქვემო ქართლის დიდ ნაწილზე, სხვაზეც. ძლიერი იყო ქართული სახ-ფო? ფლობდა მას. სუსტი იყო? ართმევდა ბიზანტია. ან სომხური სამეფოები ანაც ისლამური წარმონაქმნები. ამის შესაბამისად იწყებოდა/ვითარდებოდა იქ კულტურული და ა.შ. მდგომარეობა. ეს ვერ იძლევა საფუძველს, ასეთი მხარეები საქართველოსთვის არატრადიციულ კუთხეებად აცხადო.
QUOTE
ჰერეთი ,
გასაკვირია.
ჰერეთი, ასეთად ჩამოყალიბების შემდეგ, სრულიად ბუნებრივი და ტრადციული კუთხე იყო.
QUOTE
სოჭი-გაგრის დაყოლება-აყოლება ზღვისპირეთი
ასევე გასაკვირი.
გაგრის კუდზე რომაა ბიჭვინთა, დაგვიწყნია.
QUOTE
ქართლიც
კახეთიც
ესენი კუთხეები კი არა, კავკასიის მასშტაბებით, უზარმაზარი სახელმწიფოები იყვნენ.
მათი შედარება ჭანეთის მეოთხედ ნაწილთან გასაოცარია. კრიტიკა საიდან შეიძლება დაიწყო, ვერც ვხვდები, იმდენად უცნაური შედარებაა.
QUOTE
მესხეთიც
მესხეთი ცალკე მხარე/კუთხე არაა. მესხეთი (იგივე საათაბაგო) არის, ასე ვთქვათ, კუთხეთა ერთობლიობა, გაერთიანებული, ამ შემთხვევაში, ჯაყელთა ხეისუფლების ქვეშ. თვით მესხეთში შემავალი კუთხეები ქმნიდნენ საერისთავოებს. მათ შორის ერთ-ერთში - კლარჯეთისაში, შედიოდა ჭანეთის ქართული ნაწილი.
ცალკე ერთი ხევი თუ კუთხე ფიზიკურად ვერ იქნებოდა ის, რადაც შენ წარმოგიდგენია.
--------------------
ჰე, ღმერთო ერთო
hazerik badituzte zilhoak eta zeruko hegastonek, gizonaren semeak ez du ordean non etzan burua!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18156
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#57440899
· 24 Jan 2021, 19:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეროვნებები არის სახელმწიფოების შექმნილი ქიმერები
500წ რომ კახელები საქართველოს გარეთ ყოფილიყვნენ ქართული შეგნება ექნებოდათ?
--------------------
Pissing outdoors is one of modern man's last true pleasures
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dehumanizer
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Dehumanizer
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13951
წევრი No.: 5760
რეგისტრ.: 20-July 04
#57441145
· 24 Jan 2021, 20:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mtiuli...
QUOTE
მაგის გამო გადაუსვით ხაზი ლაზების ქართველობას. ჩემთვის მაგით არ განისაზღვრება ქართველობა, ვინ რა წვლილი შეიტანა. მერე ამოიჩემეთ ფუტკარაძე და გიტყდებათ ლაზებისთვის ქართველის დაძახება. ხოდა სარფელისთვის ქართველობა სულ არ ტეხავს და იგივე იქნებოდა ხოფელისთვისაც. გათურქებული ლაზების გამო, თურმე ლაზები უნდა გავრიყოთ, ეგ მხოლოდ მათი გადასაწყვეტი არაა.
"იქნებოდა" -ეგაა პრობლემა... ჩვენ ხომ ისტორიაზე ვსაუბრობთ და არა მხატვრულ ლიტერატურაზე
BRUTHA
QUOTE
როდესაც ჯიუტად განაგრძობ არაერთგვაროვანი სიდიდეების შედარებას ერთმანეთისთვის და მათ გაზომვას ერთი საზომით, თან, ამ შემთხვევაში, არსებული ფაქტები და ქრისტიანობაში ზოგადად მიღებული ტრადიცია დაგყავს "შენ რა სერიოზულად გჯერა?"-ზე, ამ შემთხვევაში საკითხისადმი შენი პირადი სუბიექტური დამოკიდებულება ხდება აშკარა, რაც ჩემთვის გასაგებია.
ამის შემდეგ მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლას დიდი მნიშვნელობა მაინცდამაინც არ აქვს, მაგრამ მაინც:
შენს მოსაზრებებს დიდ პატივს ვცემ.. მაგრამ ეს "შენ რა სერიოზულად გჯერა?" - სრულიად გულწრფელად გკითხე
QUOTE
მიუთითებს - დასავლეთ საქართველოს ტრადიციული ხალხური არქიტექტურა, რომელიც ამ ფორმით დასაბამს ამ მხარიდან იღებს და განვითარებისა და დახვეწის უმაღლეს საფეხურსაც აქ აღწევს. ერთეული, გარემოს შესაბამისად ტრანსფორმირებული ნიმუშები დამოწმებულია აღმ. საქართველოშც.
ცნობისთვის, ამ ლაზური სკოლის ერთადერთი მეტოქე იყო რაჭული სკოლა.
არ ვიცი, რატომ და როგორ უნდა განსაზღვრავდეს კულტურაში წვლილის დადებას მაინცდამაინც ცალკეული ნივთური ნაკეთობა - ბარძიმი იქნება ეს, საცეცხლური თუ ხატის კარედი.
ლაზეთში რაც ტიპიურ ლაზურ სახლად ითვლება, ეგ ჩვენში ნაკლებად დამკვიდრდა
ხელოსნები კი გამდოდიოდნენ, მაგრამ ასე აღმ. საქართველოს მთიანეთსაც აქვს საერთო ჩრ. კავკასიასთან
QUOTE
არც ჩემს და არც შენს "მჯერა-გჯერაზე" არაა ეს დამოკიდებული. ქრისტიანობაში მიღებული ტრადიციაა ამა თუ იმ [პირველ]კათედრის დაარსება მოციქულთა/მოციქულთასწორების მიერ.
ამ შემთხვევაში ოფისა და ალანიის (იგივე სოტიროპოლისა და ალანიის) მიტროპოლიტ გერმანეს წერილით ირკვევა მისი კათედრის დაარსება "ივერთა განმანათლებლის" მიერ. შენ გჯერა თუ მე მჯერა, ეს აქ სრულიად უმნიშნელოა.
რას წერდა გერმანე ეგ ერთია და რა იყო რეალურად ეგ სხვა
ingfari
QUOTE
რა კავშირი აქვს 1921 წელს დადგენილ საზღვარს 1521 წლის რეალობასთან? რა სხვაობა იყო დღევანდელ ქემალფაშასა და ჩაქვში მცხოვრებთა შორის სახელმწიფოს მშენებლობისა თუ კულტურული წვლილის მხრივ?
საერთოდ არ ვუკავშირებ "ლაზების წვლილს" დღევანდელ საზღვარს
Kakha.G
მადლობა
საინტერესო დოკუმენტებია
მაგრამ აქ, ალანიაც ვითომ და ქართულ მიწად გამოდის
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13766
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#57441608
· 24 Jan 2021, 22:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Dehumanizer @ 24 Jan 2021, 20:34 )
საერთოდ არ ვუკავშირებ "ლაზების წვლილს" დღევანდელ საზღვარს
მაშინ რაშია სხვაობა ჭანებისა და ქვემო გურულების (აქ კიდევ ბევრი სხვაც შეიძლება იყოს) წინაპრებს შორის 500-700 წლის წინ? რატომაა ერთი ავტომატურად მიღებული და თავისთავად მოაზრებული, ხოლო მეორემ ჯერ განაცხადი უნდა შემოიტანოს, მერე გამოცდაც ჩააბაროს და ბოლოს ჯვარედინი დაკითხვაც გაიაროს?
ჩვენ არ განვიხილავთ
დღევანდელობას
. ვსაუბრობთ იმ საუკუნეებზე, როცა ამ მიკრორეგიონებს შორის არავითარი საზღვარი არ იდო, ერთ სივრცეში იყვნენ და „წვლილიც“ ერთნაირი იყო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dehumanizer
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Dehumanizer
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13951
წევრი No.: 5760
რეგისტრ.: 20-July 04
#57441882
· 24 Jan 2021, 23:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
მაშინ რაშია სხვაობა ჭანებისა და ქვემო გურულების (აქ კიდევ ბევრი სხვაც შეიძლება იყოს) წინაპრებს შორის 500-700 წლის წინ?
ქვემო გურიაში ხომ გითხრი, იყო კათედრალი, სადაც იჯდა ეპისკოპოსი, ლიტურგიის და კულტურის ენა იყო ქართული
გარდა ხინოსი, იყო თეთროსანის ტაძარი, რომელიც კულტურის კერა იყო.. ფსალმუნების გადაწერეს
რამე მსგავსი გვაქვს ჭანეთში?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18156
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#57442035
· 25 Jan 2021, 00:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ოფშკვითი რატომ ქვია სოფელს? საქართველოში 7 ხოფი-ოფი იყო. 2 ლაზისტანში, 1 სამეგრელოში, 2 აფხაზეთში და 2 იმერეთში.
Dehumanizer
რიზე ოფიდან აღმოსავლეთით ყველა ტაძარი თითქმის სრულიად განადგურებულია, რატომ? იმიტომ რომ ისინი მცხეთის და არა კონსტანტინოპოლის სამწყსო იყო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ereklebarv
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
ereklebarv
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 25233
წევრი No.: 48407
რეგისტრ.: 3-December 07
#57442103
· 25 Jan 2021, 00:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლაზებმა იციან საერთოდ ლაზური? ცოცხალია ეგ ენა? ინტერნეტში წამლად 1 ვიდეოს ვერ იპოვი, სადაც ლაზურად ლაპარაკობენ. არის კურსების ვიდეო სადაც ძლივსძლივობით "აი ემ ა თეიბლ" დონის ფრაზებს ამბობენ და არის კიდევ ერთადერთი ვიდეო სადაც საქართველოდან ჩასული მეგრელი ელაპარაკებათ და მეგრულად ლაპარაკობს თუ ლაზურად ეგეც საკითხავია...
მგონი იმერხეველებივით არიან 5 კაცი რომ შეიკრიბება ხოლმე და ხუთმა კაცმა ჯამში 20 სიტყვა რომ იცის ქართულად.
This post has been edited by
ereklebarv
on 25 Jan 2021, 00:37
--------------------
No Mercy, No Mercy for invaders
Condemn their spirits to everlasting fire
Overwhelming infernal desire
Crucify their vanity which they so much admire
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13766
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#57442193
· 25 Jan 2021, 01:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Dehumanizer @ 24 Jan 2021, 23:33 )
ქვემო გურიაში ხომ გითხრი, იყო კათედრალი, სადაც იჯდა ეპისკოპოსი, ლიტურგიის და კულტურის ენა იყო ქართული
გარდა ხინოსი, იყო თეთროსანის ტაძარი, რომელიც კულტურის კერა იყო.. ფსალმუნების გადაწერეს
რამე მსგავსი გვაქვს ჭანეთში?
ჩვენ კათედრალის დაარსების ზუსტი თარიღი არ ვიცით, სავარაუდოდ XV საუკუნის ბოლო (?) უნდა იყოს. არც მის ეპისკოპოსებზე და მათ მოღვაწეობაზე გვაქვს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია იმ პერიოდში, როდესაც ჭანეთი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ჯერ კიდევ შემოდიოდა. ეპარქია ჭანეთში კი BRUTHA-მ ხომ დაასახელა. რაც შეეხება ფსალმუნს, XVI საუკუნისაა ე.ი. იმ პერიოდის როდესაც ჭანეთი იკარგება/უკვე დაკარგულია. ინტერნეტში ძალიან ზედაპირული ძებნა ამ ინფორმაციას გვაწვდის. მოკლედ არაფერია ისეთი, რაც ორ მიკრორეგიონს შორის სხვაობაზე მიგვითითებდა.
კულტურული „წვლილის" ძიებაში ვინიცობაა საქართველოს არამცირე ნაწილი ცარიელზე დაგვრჩეს, თუკი ზედა ზღვრად XVI საუკუნის 40-იან წლებს ავიღებთ, როდესაც ჭანეთი დაიკარგა.
ერთადერთი რასაც კონკრეტულად ჭანეთისადმი ამგვარი მიდგომა ეყრდნობა 1921 წელს გავლებული საზღვარია - „ეს რეგიონი შიგნითაა და ავტომატურად მოაზრებულია. ის რეგიონი გარეთ დაგვრჩა, კეთილი ინებოს დაგვიმტკიცოს.“ სხვა არგუმენტს ვერ ვხედავ. ასეთი დამოკიდებულება გაუმართლებელია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3412
წევრი No.: 215505
რეგისტრ.: 10-March 16
#57442605
· 25 Jan 2021, 10:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kakha.G
QUOTE
ეროვნებები არის სახელმწიფოების შექმნილი ქიმერები
99% ეგრეა. ლაზეთი ქართულ სივრცეში რო დარჩენილიყო, ჩვეულებრივი ქართველები იქნებოდნენ და არავინ დაუწყებდა კათედრალების და მოღვაწეების ძებნას მათ ქართველობაში დასარწმუნებლად. ფაქტია რაც დარჩა საქართველოს ფარგლებში არიან კიდეც, კათედრალების გარეშეც.
QUOTE
500წ რომ კახელები საქართველოს გარეთ ყოფილიყვნენ ქართული შეგნება ექნებოდათ?
ფერეიდნელები 400 წლის მერე მაინც ქართველობენ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#57442622
· 25 Jan 2021, 10:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kakha.G
QUOTE
ოფშკვითი რატომ ქვია სოფელს? საქართველოში 7 ხოფი-ოფი იყო. 2 ლაზისტანში, 1 სამეგრელოში, 2 აფხაზეთში და 2 იმერეთში.
ანუ ოფშკვითი ყველაზე ახალგაზრდა ოფი/ხოფი გამოდის ?
რა განათლებული ყოფილან იმერელი გლეხები აფხაზეთის ხუაფ/ხიფზე რომ წარმიდგენა ქონდათ
--------------------
butkuj -ის ზედა პოსტი რომ დეზინფორმაციაა, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია:
ანდრიი ერმაკის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე პროექტი შეესაბამება უკრაინის ინტერესებს და პატივს სცემს მის წითელ ხაზებს (c) Saturn .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dehumanizer
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Dehumanizer
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13951
წევრი No.: 5760
რეგისტრ.: 20-July 04
#57443592
· 25 Jan 2021, 15:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kakha.G
QUOTE
რიზე ოფიდან აღმოსავლეთით ყველა ტაძარი თითქმის სრულიად განადგურებულია, რატომ? იმიტომ რომ ისინი მცხეთის და არა კონსტანტინოპოლის სამწყსო იყო.
ამაზე რაიმე ცნობა გვაქვს?
ingfari
QUOTE
ჩვენ კათედრალის დაარსების ზუსტი თარიღი არ ვიცით, სავარაუდოდ XV საუკუნის ბოლო (?) უნდა იყოს. არც მის ეპისკოპოსებზე და მათ მოღვაწეობაზე გვაქვს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია იმ პერიოდში, როდესაც ჭანეთი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ჯერ კიდევ შემოდიოდა. ეპარქია ჭანეთში კი BRUTHA-მ ხომ დაასახელა. რაც შეეხება ფსალმუნს, XVI საუკუნისაა ე.ი. იმ პერიოდის როდესაც ჭანეთი იკარგება/უკვე დაკარგულია. ინტერნეტში ძალიან ზედაპირული ძებნა ამ ინფორმაციას გვაწვდის. მოკლედ არაფერია ისეთი, რაც ორ მიკრორეგიონს შორის სხვაობაზე მიგვითითებდა.
რომელი ეპარქია? წმინდა ნინოს დაარსებული სატყელეპასი?
რომ ვიკითხო კიდევ ამის მართლა გჯერათ-თქო გეწყინებათ მერე და ვერ გავიგე რა ვქნა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18156
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#57443938
· 25 Jan 2021, 17:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
სოფლებს ფეოდალები აარსებდენ, ან რატომ არ უნდა ცოდნოდათ რამდენი ხხოფი-ოფია საქართველიში გლეხებს?
Dehumanizer
რა ცნობა? რიზე ოფის იქით ყველა ეკლესია მოქმედი იყო 1922წ მდე, აქეთ ერთი ეკლესია დაასახელე რომ დანგრეული არ იყოს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
წერილები: 2768
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09
#57444362
· 25 Jan 2021, 19:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Dehumanizer
ეპარქია წმინდა ნინოს დაარსებულია თუ რაჟა სარჩიმელიასი, რა მნიშვნელობა აქვს? :დ
ეპარქიის მწყემსის წერილი არსებობს - დასტურდება სამიტროპოლიტოს არსებობა, მისი კუთვნილება, 1640-იანებში ჯერაც მოქმედი საკათედრო ტაძრის სახელიც კი. აქ წერტილი. ახლა ამ ფაქტისა ვის სწყინს და ვის არ ეჯერება, მეცნიერებისთვის სრულიად უნიტერესოა.
შენ შენი დაჯერება-დაუჯერებლობებით აღმ. ჭანეთი რომელი კულტურის ნაწილად მიგაჩნია, ბერძნულის, სომხურის, არაბულის, კიდევ რომელიმე სხვის?
და რის საფუძველზე?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dehumanizer
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Dehumanizer
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13951
წევრი No.: 5760
რეგისტრ.: 20-July 04
#57444368
· 25 Jan 2021, 19:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kakha.G
QUOTE
რა ცნობა? რიზე ოფის იქით ყველა ეკლესია მოქმედი იყო 1922წ მდე, აქეთ ერთი ეკლესია დაასახელე რომ დანგრეული არ იყოს.
აქეთ ეკლესიები დაინგრა იმიტომ რომ ფაქტიურად მრევლი აღარ დარჩა და არა იმის გამო ვის ექვემდებარებოდა
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(27)
« პირველი
...
19
20
[21]
22
23
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0416 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.