Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(27)
« პირველი
...
5
6
[7]
8
9
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
დაღესტანი
, ენები, ეთნოსები, კულტურა.
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Perfecto_77
Crazy Member
ჯგუფი: Members
Perfecto_77
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4688
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16
#51609535
· 3 Nov 2017, 12:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kakha.G
27 წახურია მგონი.
25, 28, 29, 30, 31 და 32 რა არის? ვერ ვარჩევ.
--------------------
არა არს დაფარულ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18158
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#51611692
· 3 Nov 2017, 18:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
25 აღულები
26 რუთულები
27 წახურები
28 არჩიბები
29 უდები
30 ბუდუხები
31 ხინალუღები
32 კრიწები
საინტერესოა რომ კრიწები საკუთარ თავს ჰერრებს უწოდებენ და ამბობენ რომ მათი წინაპრები არაბობის დროს საინგილიდან მოვიდნენ
ასევე ის რომ არსებობდა ქართული წუქეთი ანუ კახის რნ. და ლეკური წუქეთი ანუ წახური
ესეიგი სიტყვა წუქს ორი მნიშვნელობა ქონდა ქართველი და ლეკი
ალბათ მსგავსი სიტუაცია იყო აფხაზეთში
--------------------
Pissing outdoors is one of modern man's last true pleasures
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#51613680
· 4 Nov 2017, 01:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kakha.G
კრიწული ენა ძალიან ახლოსაა ბუდუხურთან .
და ეს ორივე გაცილებით ახლოს არიან ლეზგიურთან ვიდრე წახურული რუთულური ან კიდევ უდიური. ამიტომ ლინგვისტიკურად ეს იგივეა რომ ფშავები იმერლების შტამომავლებად გავაცხადოთ ))))
--------------------
butkuj -ის ზედა პოსტი რომ დეზინფორმაციაა, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია:
ანდრიი ერმაკის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე პროექტი შეესაბამება უკრაინის ინტერესებს და პატივს სცემს მის წითელ ხაზებს (c) Saturn .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GEORGEXIII
V8 HVAC
ჯგუფი: Members
GEORGEXIII
V8 HVAC
ჯგუფი: Members
წერილები: 55540
წევრი No.: 206754
რეგისტრ.: 23-August 15
#51614162
· 4 Nov 2017, 08:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Natuki23
QUOTE
ერთი ქვეყანა რო ვიყოთ ან უფრო ახლო კავშირი რო გვქონდეს, განსხვავებული რელიგიისდა მიუხედავად
იყო ეგრეც მარა თემურ ლენგმა 1400წელს დაანგრია ეს ერთობა და ბზარი გააჩინა...
--------------------
BMW X5 E53 2000 MT 3.0i 232hp
MITSUBISHI Colt Ralliart Version R 2006 MT 1.5Turbo 154hp
TOYOTA Celica GTFour 1996 MT 2.0 Turbo 255hp
FORD Focus S 2012 MT 2.0 160hp
BMW F30 2015 AT 181hp
ACURA ILX 2012 CVT 1.5 Hybrid 111Hp
HONDA Integra DC2 1996 MT 1.8 Type R 200hp
Kawasaki Zx6r 2005 MT 130hp
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Perfecto_77
Crazy Member
ჯგუფი: Members
Perfecto_77
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4688
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16
#51615301
· 4 Nov 2017, 14:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kakha.G
QUOTE
საინტერესოა რომ კრიწები საკუთარ თავს ჰერრებს უწოდებენ და ამბობენ რომ მათი წინაპრები არაბობის დროს საინგილიდან მოვიდნენ
ეს ინფო საიდან? სად ჩანს ასეთი რამე?
ეს კრიწები, ბუდუხები და სხვები ვინღა არიან? ან იმ ერების ჩამონათვალში რატომ არ არიან?
Kakha.G
QUOTE
29 უდები
ეს ის უდები არიან? ალბანელები?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18158
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#51615532
· 4 Nov 2017, 15:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Perfecto_77
ეგ ინფო გეიბულაევის შრომიდან "აზერბაიჯანის ტოპონიმიკა"
კრიწები ბუდუხები და ა.შ. ლეზღების მონათესავე ხალხია მრავალენოვანი ალბანელი ხალხის ყოფილი ნაწილები
კი უდები ალბანები არიან
butkuj
აქ ლაპარაკია კრიწების ბიოლოგიურ წინაპრებზე ხოლო ენა შეიძლება შეცვლილიყო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Perfecto_77
Crazy Member
ჯგუფი: Members
Perfecto_77
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4688
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16
#51616114
· 4 Nov 2017, 18:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kakha.G
QUOTE
გეიბულაევის შრომიდან "აზერბაიჯანის ტოპონიმიკა"
ლეზღებიც ალბანელების ნაწილი იყვნენ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18158
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#51617228
· 4 Nov 2017, 22:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Perfecto_77
სავარაუდოდ რადგან ლეზღების ნაწილი კავკასიონის აქეთ ცხოვრობს კი
საერთოდ ლეზღურ უდიური დიფერენციაცია თარიღდება ხ.
ძ.წ.15ს.თი რაც ემთხვევვა აღ.ამიერკავკასიური კულტურის ფორმირებას ანუ ამ დროს მოხდა უდების (ალბანები) მიგრაცია დაღისტნიდან ამიერკავკასიაში
მაგრამ ვინ ცხოვრობდა მანამდე აღ.ამიერკავკასიაში?ხურიტები?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#51617584
· 4 Nov 2017, 23:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kakha.G
QUOTE
მაგრამ ვინ ცხოვრობდა მანამდე აღ.ამიერკავკასიაში?ხურიტები?
ალბანელები ))))
უდიური ენის ლექსიკაში და სტრუქტურაში არაფერი ეტყობა რომ მასზე ბევრი ხალხი საუბრობდა ან მას დამწერლობა ქონდეს .
ეკლესიური ტრრმინოლოგია ძირითადად სომხურია და ნაწილობრივ ქართული .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18158
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#51617629
· 4 Nov 2017, 23:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
იოხტურმა არ მეჭამოს ცხოვრებაში
აბა წაიკითხე მაშტოცის ბიოგრაფია თუ არ გჯერა ალბანების უდობის
This post has been edited by
Kakha.G
on 4 Nov 2017, 23:43
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#51618181
· 5 Nov 2017, 00:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kakha.G
რაო მაშტოცმა , სიტყვებიც დაწერა ალბანური ?)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18158
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#51619834
· 5 Nov 2017, 14:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
არ მახსოვს ვისი დაწერილია მაშტოცის ცხოვრება (რამე იყოს ვნახავ)
მაგრამ 5ს.ს წყაროა და იქ მოიხსენიება მაშტოცის მოღვაწეობა გიშში სადაც უდი ხალხი ცხოვრობს
ასევე პტოლემეოსის ოტენე-უტიკი
ვერც იმაში ვერ დაგეთანხმები რომ 9-11ს.ში ალბანელები ასიმილირებულები იყვნენ ჰერეთის სამეფო ასევე არწახი ამ დროს ნახევრად მაინც ალბანელებით დასახლებული ოლქები იყვნენ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Geronti
License to Drill
ჯგუფი: Members
Geronti
License to Drill
ჯგუფი: Members
წერილები: 24829
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05
#51620892
· 5 Nov 2017, 18:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საქართველოს “უცნობი” მეზობლები
ხინალუღები, კრიწები და ბუდუხები აზერბაიჯანის ჩრდილოეთიდან
(კავკასიის ხალხები)
https://www.facebook.com/permalink.php?stor...215457961860126
ხინალუღები
სოფელი ხინალუღი
კრიწები სოფელ ჯეკიდან, გოგონები და ხანდაზმული ქალი. 1880 წ.
This post has been edited by
Geronti
on 5 Nov 2017, 18:36
--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Geronti
License to Drill
ჯგუფი: Members
Geronti
License to Drill
ჯგუფი: Members
წერილები: 24829
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05
#51620992
· 5 Nov 2017, 18:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Perfecto_77
* * *
ეთნოლოგ როლანდ თოფჩიშვილს ჟურნალ "ისტორიანში" სტატიების ციკლი აქვს დაბეჭდილი, რომლებიც დროთა განმავლობაში "ფეისბუკზე" გამოქვეყნდა. მე მაქვს ამ წერილების მისამართების სია და ბარემ დავდებ.
კავკასიელთა ტრაგედია
სამშობლოში დაბრუნებულ ინგუშებს ქართველებმა სახლები უსიტყვოდ დაუცალეს...
https://www.facebook.com/permalink.php?stor...215457961860126
და გამოხმაურება, რომ "კავკასიელთა ტრაგედია" ფილმადაც გადაიღეს
https://www.facebook.com/permalink.php?stor...215457961860126
ქრისტიანული ძეგლები ინგუშეთში
ინგუშებისა და ქართველთა სარწმუნოებრივი ურთიერთობები
(მრავალეთნიკური კავკასია)
https://www.facebook.com/permalink.php?stor...215457961860126
დიდოელები საკუთარ თავს ცეზებს - არწივებს უწოდებენ
XIX საუკუნეში ბევრი დიდოელი ქართულადაც მეტყველებდა...
(კავკასიის ხალხები)
https://www.facebook.com/permalink.php?stor...215457961860126
ადიღელები - თარეშის “დიდოსტატები”
რამდენიმე სურათი ქაშაგების ცხოვრებიდან
(კავკასიის ხალხები)
https://www.facebook.com/permalink.php?stor...215457961860126
ინგუშები
ინგუშებს არც ხანები ჰყოლიათ, არც ბეგები და არც თავადები...
(კავკასიის ხალხები)
https://www.facebook.com/permalink.php?stor...215457961860126
ბალყარები
ისტორიულად დადასტურებულია, რომ დღევანდელი ბალყარეთის ტერიტორიის განსაზღვრულ მონაკვეთში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, სვანები ცხოვრობდნენ...
(კავკასიის ხალხები)
https://www.facebook.com/permalink.php?stor...215457961860126
ყუმუხები
დიდი აბრეშუმის გზა ყუმუხეთზე გადიოდა
(კავკასიის ხალხები)
https://www.facebook.com/permalink.php?stor...215457961860126
ერთი ეთნოსი და ორი ხალხი
ყარაჩაელებისა და ბალყართა წინაპრები ყივჩაღებიც ყოფილან და... სვანებიც
(კავკასიის ხალხები)
https://www.facebook.com/permalink.php?stor...215457961860126
ქართველთა და ყარაჩაელ-ბალყარელთა მეგობრობის ქრონიკები
წარჩინებულ გვართა ნათესაური კავშირები
(ქართულ-ჩრდილოკავკასიური ურთიერთობის ისტორიიდან)
https://www.facebook.com/permalink.php?stor...215457961860126
როგორ გაქრნენ კავკასიელი ალბანელები
ერთ-ერთი დიდი ერის მემკვიდრედ უდიების მცირერიცხოვანი ეთნოსი შემორჩა...
(კავკასიის ხალხები)
https://www.facebook.com/permalink.php?stor...215457961860126
ჩაჩნები
ნაწილი I
(კავკასიის ხალხები)
https://www.facebook.com/permalink.php?stor...215457961860126
ჩაჩნები
ნაწილი II. დასასრული
(კავკასიის ხალხები)
https://www.facebook.com/permalink.php?stor...215457961860126
როდის დასახლდნენ ოსები საქართველოში
ნაწილი I
(ეთნოსთა ისტორიიდან )
https://www.facebook.com/permalink.php?stor...215457961860126
“მთის ჩამოწოლა” შიდა ქართლში
როდის დასახლდნენ ოსები საქართველოში
ნაწილი II. დასასრული
(ეთნოსთა ისტორიიდან)
https://www.facebook.com/permalink.php?stor...215457961860126
* * *
ნიშანდობლივი ნაწყვეტი სტატიიდან: ადიღელები - თარეშის “დიდოსტატები”
მტაცებლობის «თეორია»
XVIII საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ კავკასიაში მყოფი გერმანელი მეცნიერი პეტერ-სიმონ პალასი შაფსუღების შესახებ წერდა, რომ მათ დასამუშავებელი მიწა ძალიან ცოტა აქვთ და ძირითადად თარეშობენ. ამ მხრივ გამოირჩეოდა უორკების სოციალური ფენა, რომლის ფორმირება მოხდა არა მიწის საკუთრების ბაზაზე, არამედ ძირითადად სამხედრო ექსპანსიის შედეგად მოპოვებული ნადავლის, ალაფის საფუძველზე, ე.ი. სამხედრო დემოკრატიის (ჩიფდომის) პირობების გამო.
ადიღელებში თარეშის სისტემა საუკუნეების წინ ჩამოყალიბდა. 30-40-კაციანი და უფრო დიდი ჯგუფები საშოვარზე არა მარტო მეზობელ ქვეყნებში მიემართებოდნენ, არამედ თარეშობდნენ საკუთარ მიწაზეც. ძარცვავდნენ ყველას, იტაცებდნენ ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებოდათ, მათ შორის, ადამიანებსაც. დატაცებულ ქონებასა და ადამიანებს ყიდდნენ თურქებზე, სპარსელებზე... თარეშის მასშტაბის შესახებ წარმოდგენას ყირიმელი ხანებისთვის ხარკის ტყვეებით გადახდის მაგალითი იძლევა, რომელიც ობრი დე ლა მოტრეს მოჰყავს: «ჩერქეზები ყოველწლიურად ხარკს იხდიან 6 ათასი მონითა და ამდენივე ცხენით». საზოგადოებრივი აზრი თარეშს ამართლებდა და მის აუცილებლობასაც ასაბუთებდა. XVIII საუკუნის დასაწყისის იტალიელი მოგზაურის ქსავერიო გლავანის კითხვაზე, რატომ თარეშობთო, ჩერქეზებს უპასუხიათ: «ჩვენს ქვეყანაში არც ფულია, არც ბაზარი; სად ვიშოვოთ ჩვენი ახალგაზრდებისთვის ტანსაცმლის შესაძენად ფული? ჩვენ არ ვამზადებთ არანაირ ქსოვილს, მაგრამ თარეშის შემდეგ აქ საქონლით დატვირთული ვაჭრები მოდიან. ისინი გვამარაგებენ ყველა აუცილებელი და საჭირო ნივთით. ვისაც ყოველწლიურად სამ ბავშვს ვტაცებთ, ამით მათ სულაც არ ვაღარიბებთ. ისინი ყოველწლიურად აჩენენ შვილებს და დანაკარგს ასე ინაზღაურებენ. თარეშით კი ჩვენს ახალგაზრდობას კარგად ჩაცმის საშუალება ეძლევა. თუ ჩვენიანებს მოვტაცებთ ბავშვებს, ისინი სხვა მხარეში მოიტაცებენ. ეს სხვადასხვა მხარეებს შორის უბრალო გაცვლაა. ამით ახალგაზრდობაში საბრძოლო სულს ვავითარებთ».
«წმენდა» აფხაზეთში
ადიღური (და აბაზური) ტომები არც საქართველოს შავიზღვისპირეთს მორიდებიან. XV საუკუნიდან მათი თარეში იმდენად ინტენსიური გახდა, რომ ამან აფხაზეთში მოსახლეობის ცვლა გამოიწვია. აფხაზეთის ძველი მკვიდრი, ქრისტიანი და მიწათმოქმედი მოსახლეობის ნაწილი, ადიღურ-უბიხურ-აბაზური მოდგმის ტომებმა ან თურქეთის ბაზრებში გაყიდეს, ანდა მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა სამხრეთ-აღმოსავლეთით, ენგურს გამოღმა გადმონაცვლა. მოშიშვლებულ, გაპარტახებულ აფხაზეთის ტერიტორიას კი შემდეგ მიგრანტი ადიღელები, უბიხები და აბაზები დაეუფლნენ, რომელთა მიგრაცია ორი მიმართულებით - ზღვის მხრიდან და მთიდან ხდებოდა.
ადიღელთა თარეში არა მხოლოდ მუდმივი იყო, არამედ ორგანიზაციულად სრულყოფილიც. XIX საუკუნის I ნახევრის აფხაზი ეთნოგრაფი სოლომონ ზვანბა წერდა, რომ მოთარეშეებს ჰქონდათ სპეციფიკური, «საიდუმლო» ენა, რომელიც მხოლოდ მათთვის იყო გასაგები. «თარეშის ენის» მთავარი ამოცანა თარეშის საიდუმლოების დაცვა იყო.
მოთარეშე რაზმებს წინამძღოლები ჰყავდათ, რომლებიც პატივით სარგებლობდნენ. მათ ყველა უსიტყვოდ ემორჩილებოდა. ორგანიზაციული თვალსაზრისით თარეშის ყველა დეტალი ზედმიწევნით მოფიქრებული და გათვლილი იყო. რაზმი დასახლებულ პუნქტს თავს გათენებამდე ნახევარი საათით ადრე ესხმოდა. საცხოვრებელ სახლებში შეჭრილი მოთარეშეები იტაცებდნენ ყველაფერს, რასაც მოიხელთებდნენ, წინააღმდეგობის გაწევისთვის კი კლავდნენ. ძარცვა ჩვეულებრივ 30-40 წუთს გრძელდებოდა. მოთარეშეთა უკან დაბრუნებასაც თავისი მკაცრი წესები გააჩნდა. პირველ რიგში უსაფრთხოებას იცავდნენ, რისთვისაც შესაძლოა ნადავლის ნაწილსაც შელეოდნენ. დაბრუნებისთანავე სრულდებოდა საზეიმო რიტუალი, შემდეგ კი ნადავლს იყოფდნენ. ნაწილი ეძლეოდათ ლაშქრობისას დაღუპულთა ოჯახის წევრებსაც. მათ გმირებად მიიჩნევდნენ, მათზე სიმღერებს ქმნიდნენ, ლეგენდებს ყვებოდნენ.
This post has been edited by
Geronti
on 5 Nov 2017, 18:55
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Perfecto_77
Crazy Member
ჯგუფი: Members
Perfecto_77
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4688
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16
#51621063
· 5 Nov 2017, 18:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Geronti
რა მაგარია!
აქვე დავაკოპირებ მაგ ლინკიდან თოფჩიშვილის სტატიას.
საქართველოს “უცნობი” მეზობლები
ხინალუღები, კრიწები და ბუდუხები აზერბაიჯანის ჩრდილოეთიდან
(კავკასიის ხალხები)
თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორია, აქ თურქული მოდგმის სხვადასხვა ჯგუფის მოსვლამდე, სხვადასხვა ეთნოსის განსახლების არეალი იყო, რომელთაგანაც უმრავლესობას ადგილობრივი ალბანელები (თანამედროვე უდიების წინაპრები) წარმოადგენდნენ. მთებსა და მთისწინა ადგილებში დაღესტნურენოვანი სხვადასხვა ხალხი მკვიდრობდა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ირანულენოვანი თალიშები და თათებიც სახლობდნენ. მათი კასპიისპირეთში მკვიდრობა ორჯერ მეტ დროის მონაკვეთს მოიცავს, ვიდრე შუა აზიიდან მიგრირებული თურქულენოვანი ტომებისა. აღარას ვამბობთ ისტორიულ აღმოსავლეთ კახეთზე - დღეს რომ საინგილოს უწოდებენ, რომელიც ქართველთა ეთნოსფეროს წარმოადგენდა.
აზერბაიჯანულმა ეთნოსმა უკანასკნელი საუკუნე-ნახევრის განმავლობაში გეომეტრიული პროგრესიით მოიმატა. დღეს თუ ისინი თავიანთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე 10 მილიონს აჭარბებენ, 1886 წლის მონაცემებით 780 ათასზე ოდნავ მეტი იყვნენ (მაშინდელი მოსახლეობის 54,5%). ეთნოსის ზრდის ასეთი ტემპი არა მხოლოდ ბუნებრივი ზრდის შედეგია, არამედ ეთნიკური პროცესებისაც - მთელი ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა ეთნიკური ერთობის არა მხოლოდ ბუნებრივი, არამედ ძალადობრივი ასიმილაციაც მიმდინარეობდა.
წინამდებარე სტატიაში ხინალუღებს, კრიწებსა და ბუდუხებს გავეცნობით, რომელთაც შაჰდაღის ხალხებსაც უწოდებენ, რადგან ისინი შაჰდაღის მთებში ცხოვრობენ. ხინალუღები, კრიწები და ბუდუხები აზერბაიჯანის მთიანეთის ძირძველი მოსახლეობაა.
ხინალუღები
ხინალუღები შაჰდაღის მთიანეთის მხოლოდ ერთ სოფელში - ხინალუღში მკვიდრობენ. აქედან მომდინარეობს მათი სახელწოდებაც, თუმცა ხინალუღების ენდოეთნონიმი არის კატიდდური, რაც მათსავე ენაზე «თანასოფლელებს» ნიშნავს. ადმინისტრაციულად სოფელი ხინალუღი ყუბის რაიონში შედის. საკუთარ სოფელს ისინი კეტშს უწოდებენ. ყველა წყარო ხინალუღების სხვადასხვა რაოდენობას უთითებს (2 ათასიდან 6 ათასამდე). ამ რაოდენობაში აზერბაიჯანის ბარში განსახლებული ხინალუღებიც იგულისხმებიან, რომლებიც თავიანთი ეთნონიმით არასდროს აღურიცხავთ. აზერბაიჯანელებად აღრიცხავდნენ თვით ხინალუღში მცხოვრებთაც. 1976 წელს სოფელში 2,5 ათასი კაცი ცხოვრობდა, 1886 წელს - 2177 (359 კომლი), 1907 წელს 1917 ხინალუღელი აღირიცხა, 1926 წელს კი მხოლოდ 100.
ხინალუღურ ენას ნახურ-დაღესტნური ენების ცალკე შტოდ მიიჩნევენ. ყველა ხინალუღელი თავისუფლად ლაპარაკობს აზერბაიჯანულად. მისი ანბანი 77 ბგერას შეიცავს (59 თანხმოვანი და 18 ხმოვანი). დღეს ხინალუღური ენა თურქიზმებითაა გაჯერებული.
მართალია, ხინალუღები ძველი ალბანეთის მოსახლეობის შთამომავლები არიან, მაგრამ წერილობით წყაროებში ისინი, ფაქტობრივად, არ იხსენიებიან. მხოლოდ XVIII საუკუნის დასაწყისში ახსენებს მათ მკვლევარი ი. გ. გრებერი. შაჰდაღის მთებში მცხოვრები ხინალუღების (კრიწებისა და ბუდუხებისაც) გადარჩენისა და ჩვენამდე მოღწევის ძირითადი მიზეზი გეოგრაფიული ფაქტორი და ქორწინების ენდოგამიური ფორმაა. მეზობელი კრიწების, ბუდუხებისა და ლეზგებისგან ხინალუღები მაღალი მთების ჯაჭვით გამოიყოფიან.
ხინალუღების სასოფლო თემი XIX საუკუნემდე შემახიის სახანოს შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ ხანს ისინი გადასახადს არ უხდიდნენ. XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის განმავლობაში ხინალუღიდან მუდმივად მიმდინარეობდა მოსახლეობის მიგრაცია. ხინალუღელები დაბლობში გადასახლდებოდნენ. ინტენსიური იყო მათი მიგრაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ხინალუღებსა და შაჰდაღის სხვა ხალხებს აზერბაიჯანის დაბლობში, თათების სოფელ რუსტოვის მახლობლად მიწები ჰქონდათ, სადაც ზამთარში თავიანთ პირუტყვს მიერეკებოდნენ. ასე რომ, შაჰდაღის მთებში მცხოვრები ხალხების აზერბაიჯანის ბართან სამეურნეო-ეკონომიკური კავშირები ტრადიციული იყო. ეს სამეურნეო-ეკონომიკური კავშირები მხოლოდ ცხვრის საზამთრო საძოვრებზე ძოვებით არ შემოიფარგლებოდა. ინტენსიური იყო სავაჭრო ურთიერთობებიც. ხინალუღები პურს ძირითადად ბარში ყიდულობდნენ, მეცხოველეობის პროდუქტებს აქვე ყიდდნენ. მიუშკიურის დაბლობში ხინალუღებს ყიშლაღები ჰქონდათ. ცხვრის ფარებს, მეცხვარეებთან ერთად, ხინალუღთა ნაწილიც თან მისდევდა. აქ ისინი შემოდგომიდან ივნისის დასაწყისამდე რჩებოდნენ. 1921 წლის მონაცემებით, ხინალუღელთა 367 ოჯახს 11 778 ცხვარი და 13 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავდა. ჰყავდათ აგრეთვე თხები, ცხენები, სახედრები.
ხინალუღში მიწათმოქმედებას დამხმარე ხასიათი ჰქონდა. თესავდნენ ქერს, სვილს. მთის კალთებზე ტერასებს აწყობდნენ. 1930-იანი წლებიდან ხინალუღებმა კარტოფილისა და კომბოსტოს მოყვანა დაიწყეს; განვითარებული ჰქონდათ შინამრეწველობა; ამზადებდნენ მატყლის ქსოვილებს, ქსოვდნენ მაღალყელიან წინდებს, თექას; თხის ბეწვისგან თოკებს გრეხდნენ. ჰორიზონტალურ საქსოვ დაზგაზე ხინალუღები მატყლის ქსოვილს (შალს) ქსოვდნენ, რისგანაც სახვევებს (ტოლაღებს) ამზადებდნენ. ასეთ დაზგაზე მხოლოდ მამაკაცები მუშაობდნენ. ვერტიკალურ საქსოვ დაზგაზე ქალები ფარდაგებსა და ხალიჩებს ქსოვდნენ, ხოლო დაზგების გარეშე - ფერად-ფერად წინდებსაც. გარე სამუშაოზე ხინალუღები იშვიათად დადიოდნენ. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გახშირდა ამ სოფლიდან ბაქოს ნავთობის სარეწებზე გასვლა, რათა ცოლის შესასყიდი ფული შეეგროვებინათ. ამ მიზნით, მათ აქ მუშაობა 5-6 წელიწადს უხდებოდათ.
ხინალუღი ტიპური მთის სოფელია. სოფელი მთის ფერდობზე საფეხურებრივადაა შეფენილი. საცხოვრებელ სახლებს ძირითადად ორსართულიანს აშენებდნენ. სწორ სახურავს მიწის სქელი ფენილი ჰქონდა. პირველ სართულს პირუტყვის სადგომად იყენებდნენ, მეორე სართულს - საცხოვრებლად. იატაკს თიხით გლესდნენ. მეორე სართულს რამდენიმე ოთახი ჰქონდა.
ხინალუღელთა ტრადიციული კოსტიუმი აზერბაიჯანულის მსგავსია. მხოლოდ ქალების თავსაბურავი ჰქონდათ ორიგინალური. ის სხვადასხვა ზომისა და ფერის ხუთი თავშლისგან შედგებოდა, რომელთა შორის აუცილებლად თეთრი და წითელი ფერის მოსახვევიც უნდა ყოფილიყო.
ხინალუღელთა საკვები ძირითადად რძის პროდუქტებისგან შედგებოდა: ძროხისა და ცხვრის ყველი, რძე, მაწონი. პურს ხორბლისა და ქერის ფქვილის ნარევისგან აცხობდნენ. საკვებად გამოიყენებდნენ ველურ მცენარეებს. მათი სადღესასწაულო კერძი მოხარშული ხორცი და ბრინჯისა და ლობიოს ფლავია.
XVIII საუკუნესა და XIX საუკუნის დასაწყისში ხინალუღი დამოუკიდებელ სასოფლო თემს (ჯამაათს) წარმოადგენდა, რომელიც კრიწელთა სოფლებსა და ერთ აზერბაიჯანულ სოფელთან ერთად, ერთ მაგალს შეადგენდა. XIX-XX საუკუნის მიჯნაზე თემის მმართველ ძირითად ორგანოს წარმოადგენდა ყრილობა, რომელშიც ყველა ოჯახის უფროსი მამაკაცი შედიოდა. ყრილობაზე ირჩევდნენ მამასახლისს (ქეთხუდი, იუზბაში) და მის ორ მოადგილეს (ვექილი), აგრეთვე მოსამართლეს. ხინალუღელები თავისუფალი მეთემეები იყვნენ, რომლებიც XIX საუკუნეში სახაზინო გლეხებს მიაკუთვნეს. ხინალუღელთა ხანებისადმი დამოკიდებულება მხოლოდ დროდადრო მოლაშქრე მეომართა გაგზავნით შემოიფარგლებოდა. მიწაზე არავითარი ფეოდალური საკუთრება არ ყოფილა. საძოვრები თუ სათემო საკუთრებაში იყო, სახვნელი და სათიბი მიწები ცალკეულ კომლთა საკუთრებას წარმოადგენდა. ჯამაათის მიერ საზაფხულო საძოვრები სოფელში არსებული უბნების მიხედვით იყოფოდა. ბარში საზამთრო საძოვრების იჯარით კი რამდენიმე კომლი ერთად სარგებლობდა.
ხინალუღებში ერთმანეთთან იყო შეთანწყობილი სისხლით ნათესაური, თემურ-გვაროვნული და ტერიტორიულ-სათემო ნიშნები. ხინალუღი ხუთ უბნად იყოფოდა. ყოველ უბანს თავისი სალოცავი და სასაფლაო ჰქონდა.
ხინალუღებს შორის ბევრი დიდი ოჯახი არსებობდა. ხშირად ერთ ოჯახში ოთხი-ხუთი ცოლ-შვილიანი ძმა ცხოვრობდა. დიდი ოჯახის ერთი წევრი თუ საზამთრო საძოვრებზე იმყოფებოდა, საზაფხულო საძოვარზე უკვე მეორე ცვლიდა. მომდევნო წელს ისინი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.
ხინალუღელთა სანათესავო გაერთიანებებს მეხელე და კებელე ეწოდებოდათ. ისინი დაღესტნურ თუხუმებს მოგვაგონებდნენ. მკაცრად იცავდნენ ენდოგამიას - უპირატესობას ანიჭებდნენ ბიძაშვილების, ბიძაშვილ-მამიდაშვილებისა და დეიდაშვილების ერთმანეთზე დაქორწინებას. ხინალუღში არ აღუნუსხავთ არც ერთი შემთხვევა სხვა მხრიდან ცოლის შერთვისა. საქორწინო ასაკი ქალებისთვის 14-15 წელი იყო, მამაკაცებისთვის - 20-21. იშვიათად აკვანში დანიშვნაც იცოდნენ. ახალგაზრდების ბედს მათი მშობლები წყვეტდნენ. გამოსასყიდის გადახდა იცოდნენ ძირითადად პირუტყვით, ცხვრით, ბრინჯით, ზოგჯერ - ფულით. 1912 წლისთვის მაშინდელი ფულით გამოსასყიდი 200 რუბლს შეადგენდა. სამზითვოდ ხინალუღელ გოგონას თავისი ხელით აუცილებლად ხუთი-ექვსი ფარდაგი უნდა დაემზადებინა და 50-60 წყვილი წინდა მოექსოვა. იცოდნენ უმძრახობა. ორი-სამ წელიწადს რძალი მამამთილს არ ელაპარაკებოდა. უმძრახობის ერთ-ერთ ფორმად ქალის მიერ სახის დაფარვაცაა მიჩნეული. ჩადრი არ იცოდნენ. ქალები ატარებდნენ იაშმაგს (ნაჭერს), რომლითაც მხოლოდ სახის ქვედა ნაწილს იფარავდნენ. წარსულში ხინალუღელებმა სისხლის აღება იცოდნენ. სჩვეოდათ ურთიერთდახმარება (მაგალითად, სახლის აშენების დროს), ძმად გაფიცვა; სტუმართმოყვარეობა ისევე მაღალ დონეზეა შესისხლხორცებული, როგორც კავკასიის სხვა ხალხებში.
ხინალუღები სუნიტი მუსლიმანები არიან. მიუხედავად ამისა, შემორჩენილი ჰქონდათ მუსლიმობამდელი რწმენა-წარმოდგენები. იცოდნენ წვიმის, მზის გამოწვევის რიტუალები. არსებობდა ცეცხლის კულტი. გადაუღებელი წვიმების დროს შემდეგ რიტუალს ასრულებდნენ: ხისგან ამზადებდნენ თოჯინას, რომელსაც ქალის ფერად ტანსაცმელს აცმევდნენ. ამ თოჯინას ჭაბუკები მთელ სოფელს შემოატარებდნენ და თან აზერბაიჯანულ ენაზე მღეროდნენ. სიმღერის შინაარსი ასეთი იყო: «ხვალ თქვენ მზე გექნებათ». ჭაბუკებს კვერცხებითა და ტკბილეულით ასაჩუქრებდნენ.
ხინალუღებს აზერბაიჯანულენოვანი ფოლკლორი ჰქონდათ.
კრიწები
კრიწები აზერბაიჯანის შაჰდაღის მთებში მცხოვრები ერთ-ერთი მცირერიცხოვანი ხალხია. ადრე მათ ჯეკებსაც უწოდებდნენ. კრიწების ნაწილს საერთო ეთნიკური თვითშეგნება არც აქვთ. ამიტომ ხშირად უცხო პირებს თავიანთი სოფლების სახელწოდების მიხედვით წარმოუდგებიან ხოლმე. კრიწებით დასახლებული სოფლებია: კრიწი, ჯეკი, ხაფთული, ერგიუჯი და ალიკი. კრიწთა ეს სოფლები ადმინისტრაციულად აზერბაიჯანის ყუბის რაიონში შედის. კრიწულ ენაზე ლაპარაკობენ აგრეთვე ხაჩმაზის რაიონში, სადაც კრიწები შაჰდაღის მთებიდან არიან გადმოსახლებული.
კრიწული ენა კავკასიურ ენათა ოჯახის დაღესტნური ჯგუფის ერთ-ერთი ენაა დამწერლობის გარეშე. დღევანდელი მონაცემებით, კრიწულ ენაზე დაახლოებით 9000 კაცი ლაპარაკობს. სოფელ კრიწში 1800 კაცი ცხოვრობს, ხაფთულში - 1500, ჯეკში - 1300, ალიკში - 1500.
XIX საუკუნეში კრიწებისგან ჯეკებს ცალკე ეთნოსად გამოყოფდნენ. 1886 წელს ჯეკების 1041 კომლი და 8103 სული იყო აღრიცხული, კრიწების - 307 კომლი და 2027 სული. ასე რომ, კრიწების საერთო რაოდენობას სინამდვილეში 1886 წლის საოჯახო სიებით 10130 კაცი შეადგენდა. აღნიშნულ დროს ერგიუჯში 94 ოჯახი (946 სული) კრიწი მკვიდრობდა. 1910 წელს სოფელ ჯეკსა, ალიკში და ერგიუჯში მცხოვრები კრიწები ლეზგიებზე იყვნენ მითვლილი.
კრიწული ენა დიალექტურად სუსტადაა დიფერენცირებული. გამოიყოფა კრიწის, ჯეკის, ხაფთულის და ალიკის მეტყველება (თქმები). ერგიუჯში დღეისთვის ფაქტობრივად აღარავინ ცხოვრობს - მისი უკანასკნელი მცხოვრები აქედან XX საუკუნის 90-იან წლებში აიყარა. ამიტომ ერგიუჯული თქმა დღეს უკვე აღარ არსებობს. სხვადასხვა სოფელში განსახლებულ ერგიუჯელებს თუმცა კი ახსოვთ თავიანთი ენა, მაგრამ მას აღარ იყენებენ, რადგან აზერბაიჯანულს ანიჭებენ უპირატესობას. კრიწული ენის ხმოვანთა სისტემა რთულია, დასტურდება ცხრა ხმოვანი. ლეზგიურ ენათგან კრიწული ენა ყველაზე ახლოს დგას ბუდუხურ ენასთან. კრიწულ ენაში შეიმჩნევა აზერბაიჯანული ენის ლექსიკური ერთეულების, სიტყვათწარმოებითი საშუალებებისა და ზოგიერთი გრამატიკული ფორმის გამოყენება.
კრიწების მთავარი სიმდიდრე მთის საძოვრები და სათიბებია, რაც მეცხოველეობის განვითარების საშულებას იძლეოდა. მეცხოველეობა კი ოდითგანვე კრიწების ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა. მეცხოველეობას ნახევრად მომთაბარე ხასიათი ჰქონდა. ზაფხულში ცხვარ-ძროხა სოფლის მახლობლად მდებარე საძოვრებზე ჰყავდათ, შემოდგომაზე კი აზერბაიჯანის დაბლობში მიერეკებოდნენ. ფარებსა და ნახირთან ერთად მთას კრიწთა დიდი ნაწილიც ტოვებდა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობის ბარში გადასვლას არა მხოლოდ პირუტყვის მოვლა განაპირობებდა, არამედ მთაში პურისა და საწვავის შეტანის სიძნელეებიც.
კრიწებში მიწათმოქმედებას მეორეხარისხოვანი ადგილი ეკავა. მთის ფერდობებზე ტერასებს აწყობდნენ. პურის დიდ ნაწილს ბარში ყიდულობდნენ, რადგან მთაში მოწეული ქერი მხოლოდ რამდენიმე თვეს ჰყოფნიდათ. მებაღეობა და მებოსტნეობა მაღალმთიანეთის ბუნებრივი გარემოს გამო, ფაქტობრივად, განუვითარებელი იყო. იგივე ითქმის შინამრეწველობაზეც. მხოლოდ ფარდაგებს, ხალიჩებსა და წინდებს ქსოვდნენ.
კრიწთა დასახლება შეჯგუფებული და ტერასისებრი იყო. სოფელში ერთი მთავარი ქუჩის გარდა, ქუჩები არ არსებობდა. ერთმანეთზე მიკრულ სახლებს შორის მხოლოდ ვიწრო გასასვლელებია დატოვებული. სოფლები უბნებად იყოფოდა. სახლები ორსართულიანი ჰქონდათ, რომელთა პირველ სართულებს სამეურნეო მიზნით გამოიყენებდნენ, მეორე სართულს - საცხოვრებლად. შეძლებულ მეცხვარეთა სახლებს რამდენიმე ოთახი ჰქონდა, რომელთაგან ერთი სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი. საცხოვრებლებს კერის საშუალებით ათბობდნენ. საწვავად წივას იყენებდნენ. ავეჯი არ ჰქონდათ. საოჯახო საგნებს, ლოგინსა და ჭურჭელს კედლებში მოწყობილ სხვადასხვა ზომის ნიშებში ინახავდნენ. ჭურჭელი ძირითადად სპილენძისა ჰქონდათ.
კრიწების ტანსაცმელი, ფაქტობრივად, არ განსხვავდება აზერბაიჯანელთა სამოსისგან. XIX საუკუნემდე კრიწებში დიდი ოჯახები იშვიათობას არ წარმოადგენდა. ქორწინება ენდოგამიური იყო. ქალიშვილებს სოფლის გარეთ არასდროს ათხოვებდნენ, უპირატესობა კი თოხუმის შიგნით დაქორწინებას ენიჭებოდა. ქორწილი ექვს-შვიდ დღეს გრძელდებოდა. კრიწებმაც იცოდნენ უმძრახობა. პატარძალი ერთ წელიწადს დედამთილ-მამამთილს არ ელაპარაკებოდა. კრიწები სარწმუნოებით მუსლიმი სუნიტები არიან. შემორჩენილია მუსლიმამდელი რწმენა-წარმოდგენებიც.
ბუდუხები
ბუდუხები აზერბაიჯანის შაჰდაღის მთებში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხია. ადმინისტრაციულად ბუდუხების სოფელი ბუდუხი ყუბის რაიონს ეკუთვნის. ბუდუხები აზერბაიჯანის ბარის რამდენიმე სოფელშიც ცხოვრობენ, სადაც მთიდან გვიან არიან გადასახლებული. ბუდუხები საბჭოთა პერიოდში ცალკე ეთნოსად არ აღირიცხებოდნენ; მათ აზერბაიჯანელებად წერდნენ. დღეს ბუდუხთა რაოდენობა დაახლოებით 3 ათასი კაცია. 1886 წელს ბუდუხების რაოდენობა 2625 კაცს (369 კომლი) შეადგენდა. 1910 წელს სოფელ ბუდუხში 2165 კაცი მკვიდრობდა, თუმცა ისინი ლეზგიებისადმი იყვნენ მიკუთვნებული. ბუდუხური ენა კავკასიურ ენათა ლეზგიურ ჯგუფს განეკუთვნება. ის უმწერლობო ენაა. გენეტიკურად ახლოსაა კრიწულ ენასთან. 1950-იან წლებში ბუდუხში თუ 500 კომლი იყო, დღეს მათი რაოდენობა მხოლოდ 50-ის ფარგლებშია, რაც გზების ცუდი მდგომარეობით აიხსნება. სოფელში აღარც ერთი მაღაზია აღარაა. პროდუქტების საყიდლად 50-კილომეტრიან უგზოობის გადალახვა უხდებათ. სამწუხაროდ, ბუდუხების ძველი ტრადიციები და ენა არავის აინტერესებს.
ბუდუხების ძირითადი სამეურნეო საქმიანობა მეცხოველეობაა. სოფელ ბუდუხის ირგვლივ მდიდარი საძოვრები და სათიბები არსებობდა. უპირატესობას მეცხვარეობას ანიჭებდნენ. 1929 წელს სოფელ ბუდუხში 11 220 სული ცხვარი ჰყავდათ. ისინი ცხვრის ფარებით მომთაბარეობდნენ, მიწათმოქმედებას დამხმარე ხასიათი ჰქონდა. ქსოვდნენ ფარდაგებს, ხალიჩებს, გრძელყელიან და ჩვეულებრივ წინდებს.
ბუდუხი ექვსი უბნისგან შედგებოდა და ერთ სასოფლო თემს წარმოადგენდა. ქორწინება მშობლების ნება-სურვილის თანახმად ხდებოდა. იცოდნენ გამოსასყიდის გადახდა. ქორწინება ენდოგამიური იყო. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ქალებისთვის საქორწინო ასაკი 14-15 წლით განისაზღვრებოდა, მამაკაცებისთვის - 18-20 წლით. დანიშნული ახალგაზრდები ხშირად სამი-ხუთი წლის შემდეგ ქორწინდებოდნენ. ამ ხნის განმავლობაში სასიძოს მხარე, ყველა დღესასწაულზე, ქალის ოჯახს საჩუქრებს უგზავნიდა. დანიშნული გოგონა საქმროს ნათესავებისგან თავს საგულდაგულოდ მალავდა. უფროსი ძმის გარდაცვალების შემთხვევაში, უცოლო უმცროსი ძმა აუცილებლად ქვრივ რძალზე უნდა დაქორწინებულიყო. იგივე წესი ვრცელდებოდა დაქვრივებულ მამაკაცზე - ის ცოლის გაუთხოვარ უმცროს დას ირთავდა. ბუდუხები მუსლიმი სუნიტები არიან. შემორჩენილი იყო წარმართული რწმენა-წარმოდგენებიც.
(ავტორი: როლანდ თოფჩიშვილი)
ჟურნალი “ისტორიანი”, 2013 წლის მარტი, ნომერი #3/27
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(27)
« პირველი
...
5
6
[7]
8
9
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0505 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.