ძალიან სათუოა ყივჩაღთა მონაწილეობა და რატომ
გარნისის ბრძოლამდე ქართველებმა ყივჩაღებთან იომეს 1224 თუ 1225 წელია , დარუბანდიდან შემოიჭრნენ შირვანი აიღეს და განძამდე მოვიდნენ
ივანე მხარგრძელი გავიდა თავისი ლაშქრით და სასტიკად დამარცხდა უამრავი ტყვედ ჩავარდა
ამის მერე შალვა ახალციხელს გზავნის სამეფო კარი რომელმაც მოსტყვევნა და აოტნა

ყივჩაღნი ვიდრე დარუბანდამდის
მაგ წელს კიდევ ორჯერ დამარცხდა ივანე მხარგრძელი და ერთელ ვაბშე ტყვედ ჩავარდა
და ამისმერე ხდება გარნისის ბრძოლა
რამდენად მისაღებია ახლადნაომარი და კონტროლიდან გასული ყივჩაღების სამეფო არმიაში ჩარიცხვა? ჩემთვის მიუღებელია
გარნისი - მემატიანე
„პირველსავე კუეთებასა შინა მამაცად ეკუეთნეს ქართველნი და წარიქციეს მოწინავენი მათნი; გარნა მოწინავეთა მათ თათართასა სხუანი უკუე მხედრობანი მოეშველებოდიან და განამაგრებდიან მათ და არღა აუფლებდენ ქართველთა, რაითამცა შეემუსრათ მეწინავენი მათნი. და ესრეთ მომატებითა ჯართაითა თათართაგან შეიქმნა ძლიერი ზედადასხმაი... ძლიერად ბრძოლობდეს შალვა და იოანე, ახოვანთა და ძლიერთა სრვიდეს“
დახმარების თხოვნა ძირითად ბანაკში
„უწყოდენო სიმხნემან შენმან, დაღათუ ვბრძავთ მტერთა ჩუენთა მამაცად, მაგრა პირისპირ დგომად დიდისა ამის ლაშქრისა მტერთასა თვინიერ შეწევნისა თქუენისა ვერ შემძლებელ ვართო“
„არა ინება შველა ივანე ათაბაგმან, რამეთუ შური დიდი აქუნდა ათაბაგს სიმხნისათვის ორთა მათ ძმათა შალვასი და იოანესი... და არა იხმია სვინიდისი და ორისა კაცის მტერობისთვის მისცა სრულიად საქართველო ოხრებასა“
„მოწყდა ორგნითვე ურიცხვი და უმეტეს თორელნი“,
„ჰოი შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი“
„ყოვლისა საჭურველისა მტერთა ზედა მხმარებელი და დამაშვრალი დიდად ბრძოლისა გამო, ზედადასხმითა მრავლისა ჩინებულისა მხედრისა სპარსთასა შეპყრობილ იქმნა, ხოლო ძმაი მისი იოანე, ყოვლისა საჭურველისა თვისისა დამლეწი მტერთა ზედა, გარემოდგომითა სიმრავლითა სპარსთა მხედართაითა ისრებისა ტყორცითა და შუბებთა ძგერებითა მოკლულ იქმნა, რომლითა საწადელი უსჯულოისა ათაბაგისა იოანესი სრულებასა შინა მივიდა და კმაყოფილებაი მიიღო ამით... რამეთუ ხელთაგან მტერთაისა სუროდა სიკუდილი მათი“.