ვინ წაართვა ნამდვილ აფხაზებს აფხაზობა და მასთან ერთად აფხაზეთი?
ვახტანგ ხარჩილავა
საქართველოს კონსტიტუციაში ასეთი რამ წერია: საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე აფხაზური.
აი, ამ სიცრუეს, ამ გაუგონარ სიყალბეს, აფხაზეთში აფხაზური ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებას ვგულისხმობ, რომელიც საკუთარი ხელით ჩავწერეთ ქართველებმა ქართული სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტში, კონსტიტუციაში, ათეული წლებია ყოველგვარი რეაგირებისა და გაკვირვების გარეშე ისე არხეინად გადავურბენთ, თითქოს რაც წავიკითხეთ, იმდენად უტყუარი ჭეშმარიტებაა, რომ მას კრიტიკულად გააზრება და განსჯა არ სჭირდება.
არადა, როგორ არ სჭირდება, როდესაც აფხაზური ენა, როგორც დამოუკიდებელი ენობრივი ფენომენი, არც არსებობს და არც არასდროს არსებულა.
რაც ახლა ვთქვი, ქართველთა დიდი უმრავლესობისთვის, სტერეოტიპული კლიშეებით გაჯერებული მათი გონებისთვის, ალბათ, დაუჯერებელი რამ არის _ რას ნიშნავს, აფხაზური ენა არ არსებობს? როგორ არ არსებობს, როცა აფხაზები ამ ენაზე საუბრობენ, წერენ და ა. შ.
საქმე ის არის, რომ ენა, რომელსაც ჩვენ და სხვებმაც აფხაზური ენა ვუწოდეთ, აფხაზური კი არა აფსუურიაა და ამის შესახებ ზედმიწევნით კარგად იცის ყველა ენათმეცნიერმა, ყველა ისტორიკოსმა, ასე თუ ისე წიგნიერმა ყველა ადამიანმა.
არ ვიცი, მსოფლიოს ისტორიაში არსებობს თუ არა პრეცედენტი იმისა, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა.
არ ვიცი, იცნობს თუ არა კაცობრიობა მსგავს მაგალითს, როცა ერთი ეთნიკური ჯგუფი ირქმევს სხვის სახელს, მერე ამ თვითნებურად შერქმეული სახელით ფორმდება `ერად~ და თავისი ეთნოსის ენას ამ `ერის~ ენად აცხადებს.
სწორედ ამ გაუგონარმა სიყალბემ შვა მოგვიანებით ერთი ყველაზე საბედისწერო და ტრაგიკული მოვლენა საქართველოს ისტორიაში _ აფხაზეთის ტერიტორიაზე ოდითგანვე მცხოვრებმა აფხაზებმა _ მეგრელებმა, სვანებმა, მესხებმა, ქართებმა, ნელ-ნელა უარი თქვეს აფხაზობაზე, უფრო ზუსტად, აფხაზობაზე კი არა აფსუობაზე თქვეს უარი...
აფხაზეთში მცხოვრები ქართველი კაცისთვის, ანუ აფხაზისთვის რომ გეკითხათ, აფსუობით დაშინებული და დამფრთხალი სასწრაფოდ მოგიგებდა, რომ ქართველია.
კი, ქართველი როგორ არ იყო, მაგრამ იმავე დროს აფხაზიც რომ იყო, ამის თქმა ან ერიდებოდა, ან ამის შესახებ არაფერი იცოდა ამ კაცმა.
_ მე ტომით აფხაზი ვარ, ეროვნებით ქართველი! _ თქვა გიორგი შარვაშიძემ, რითაც ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და თავისი ადგილი მიუჩინა, თუმცა ქართულ უდაბნოში არც მისი ღაღადისისთვის მიუგდია ვინმეს ყური, ისე, როგორც არ მიუგდიათ ყური.
`სამწუხაროდ, ქართველები იმ დემაგოგიაზე წამოვეგეთ, რომლითაც ქართველი და აფხაზი ერთმანეთისგან გაიმიჯნა და სხვადასხვა წარმომავლობის ხალხებად მოინათლა.
უფრო მეტიც, ეს დემაგოგიური ფარსი არათუ გავაპროტესტეთ და უტყუარი არგუმენტებით გავაბათილეთ, არამედ ჩვენი წინდაუხედაობით `დოკუმენტურად~ განვამტკიცეთ და საკუთარ კონსტიტუციაში საკუთარი ხელით ჩავწერეთ ჩვენი ქვეყნისთვის მომაკვდინებელი განაჩენი.
_ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ აფხაზები! _ ადრეც ხშირად გაიგონებდით და ახლაც ხშირად გაიგონებთ ამ ფრაზას.
არადა, ჩვენ უკვე `დავიბრუნეთ~ აფხაზები, დაახლოებით სამასი ათასი კაცი, `დავიბრუნეთ~ და ლტოლვილებად ჩამოვარიგეთ მიტოვებულ სახლებსა თუ ბარაკებში.
სამწუხაროდ, არც არავის უთქვამს მათთვის და არც მათ უთქვამთ, რომ სწორედ ისინი არიან ნამდვილი აფხაზები, აფხაზეთის ძირძველი მკვიდრები.
ჩვენ, ქართველებმა, როდესაც აფხაზს, თავისი ძირით და ფესვით ქართველს, აფხაზი არ დავუძახეთ და აფხაზი სხვა ეთნოსის წარმომადგენელს ვუწოდეთ, ამით ჩვენ თვითონ მოვახდინეთ იმ ტრაგედიის პროვოცირება, რომელიც 90-იან წლებში აფხაზეთის მიწაზე დატრიალდა.
ჩვენ ამ კონფლიქტსაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დავარქვით, თითქოს აფხაზები ქართულ ძალას დაპირისპირებული მეორე ძალა იყო, რაც სრული ნონსენსია, რადგან ამ კონფლიქტში აფხაზები, ანუ აფხაზეთის აბორიგენი მოსახლეობა თვითონვე წარმოადგენდა ქართულ მხარეს.
* * *
საკუთარი ქვეყნის ისტორიაში, თუნდაც მის უახლოეს წარსულში ცუდად ჩახედულ ქართველთაგან ბევრს ჰგონია, რომ გააფხაზებულ აფსუებს განსაკუთრებული პრივილეგიები საბჭოთა პერიოდში სტალინის და ბერიას წყალობით მიენიჭა, თუმცა სინამდვილეში პირიქითაა ეს ყველაფერი.
საქმე ის გახლავთ, რომ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, აფხაზი კომუნისტების ინიციატივით და ძალისხმევით აფხაზეთიც დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა და ასეთი სტატუსით იარსება მან 1931 წლამდე, ანუ იმ პერიოდამდე, როცა აფხაზებმა თვითონ თქვეს უარი დამოუკიდებლობაზე და საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სახით შემოსვლაზე თანხმობა განაცხადეს.
ძნელი სათქმელია, მართლა საკუთარი ნებით თქვეს აფხაზებმა უარი დამოუკიდებლობაზე თუ ამის გაკეთება სტალინმა და ბერიამ აიძულეს.
როგორც ამბობენ, სწორედ მერხეულელმა ბერიამ ითამაშა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ აფხაზებს დამოუკიდებლობა დაეთმოთ და საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სახით შესვლაზე დათანხმებულიყვნენ.
ამ ამბავს წინ უძღოდა აფხაზთა ლიდერის ნესტორ ლაკობას მოულოდნელი გარდაცვალება, რაც ასევე ბერიას ბრალდება _ თითქოს მან მოაწამლინა ურჩი და პრინციპული ლაკობა, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობის გაუქმების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
ასე იყო თუ ისე, აფხაზეთი თავის მშობლიურ წიაღში, საქართველოში დაბრუნდა და როგორც ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ღირსეული წევრი და ამ სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთი თანაავტორი, აქტიურად ჩაება ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში.
მშვიდობიანი თანაარსებობის პერიოდმა ოც წელზე მეტი გასტანა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საბჭოთა იმპერიის სათავეში ქართველთმოძულე ნიკიტა ხრუშჩოვი მოვიდა, ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა.
პატრონისა და მფარველის გარეშე დარჩენილი საქართველო იმპერიის ქართველ თავკაცებზე განაწყენებული არაკაცების შურისძიების და რისხვის ობიექტად იქცა.
სეპარატისტულად განწყობილმა აფსუა აფხაზთა ერთმა ნაწილმა მყისვე ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და მოსკოვისკენ საჩივრების და საპროტესტო წერილების უწყვეტმა ნაკადმა იწყო დენა.
ისინი ქართველებს მათი ეროვნული ინტერესების იგნორირებაში, მათი უფლებების შელახვაში ადანაშაულებდნენ და კრემლისგან შველას და მფარველობას ითხოვდნენ.
კრემლსაც არ დაუყოვნებია და ქართველთა მიერ `დევნილი~ `აფხაზების~ დასაცავად მთელი რიგი ინტრუქციები იქნა შემუშავებული, რომელთა განხორციელებაც საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას დაევალა.
სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ქართველ ისტორიკოსთა ერთი ჯგუფის საეჭვო მეცნიერული ღირებულების პუბლიკაციები, რომლებშიც, ფაქტობრივად, უგულებელყოფილი და მიჩქმალულია პავლე ინგოროყვას, სიმონ ჯანაშიას, ივანე ჯავახიშვილის, ნიკო ბერძენიშვილის მაღალ მეცნიერულ დონეზე ობიექტურად და მოუკერძოებლად, ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით შესრულებული კვლევები.
ყალბისმქნელობას, სინამდვილის თვითნიზნურად დამახინჯების ტენდენციას განსაკუთრებული გასაქანი და ასპარეზი ედუარდ შევარდნაძის, ტიპიური მედროვის და კარიერისტის, ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიეცა.
მან ყველა მოთხოვნა შეუსრულა აფსუა აფხაზებს და კულტურული, ცივილიზებული ერისთვის თანამედროვე ეპოქის შესაბამისი ყველა ატრიბუტი შეუქმნა, დაწყებული უნივერსიტეტიდან დამთავრებული ტელევიზიით.
ცხადია, ეს ყველაფერი ქართული სახელმწიფოს ინტერესებისთვის უაღრესად სახიფათო და საზიანო იყო, მაგრამ კომუნისტური ნომენკლატურა მაშინ ამაზე ნაკლებად ფიქრობდა.
აფსუა-აფხაზებს მადლიერების გრძნობა რომ ჰქონდეთ, ნესტორ ლაკობას და დიმიტრი გულიას ძეგლების გვერდით შევარდნაძის ძეგლიც უნდა დადგან...
* * *
რაც ამ წერილში აფხაზეთისა და აფხაზების შესახებ ითქვა, ცხადია, არც ჩემი აღმოჩენაა და არც ჩემი ფანტაზიის ნაყოფი.
ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის ცნობილი ქართველი საზოგადოებისთვის, თუმცა ამ თემაზე საუბარი იმ აქცენტებით, რომლებიც ამ წერილშია დასმული ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკურ წრეებში თითქმის შეწყდა.
ამ გარემოებას იმით ხსნიან, რომ არ სურთ აფსუა-აფხაზების გაღიზიანება და მათთვის ძალიან მტკივნეული ამ და სხვა თემების წინ წამოწევა, რაც თურმე მომავალში ჩვენი შერიგების ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება გახდეს.
იმაზე კი არავინ არაფერს ამბობს, ამ `წინდახედული~ და `შორსმჭვრეტელი~ პოლიტიკის წყალობით საქართველოს უძველესი ტერიტორია აფხაზეთი რომ დავკარგეთ და საუკუნეების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ნამდვილი აფხაზები, იმავდროულად, ნამდვილი ქართველები, ლტოლვილობისა და დევნილობისთვის რომ გავიმეტეთ.
სიცრუეზე, სიყალბეზე, პრობლემის წაყრუებასა და მიფუჩეჩებაზე აგებული პოლიტიკა, როგორც წესი, ბუმერანგივით ბრუნდება უკან.
ჩვენ დიდ ანგარიშს ვუწევთ მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული აფსუა-აფხაზების აზრს და ამ დროს საერთოდ იგნორირებულია აფხაზეთში მე-8 საუკუნიდან მცხოვრები ქართველი აფხაზების კანონიერი უფლებები.
აფსუა-აფხაზები ისე იქცეოდნენ და ისე იქცევიან დღესაც, თითქოს ისინი იყვნენ აქ, აფხაზეთში, მასპინძლები, ხოლო ჩვენ, ქართველები, მათი ხიზნები, მათი სტუმრები, რომლებიც ცუდად მოიქცნენ და მასპინძლებმა საკუთარი სახლიდან გამოყარეს.
აფსუა-აფხაზთა ამ საქციელს ზურგს უმაგრებდა ფსევდომეცნიერთა მთელი ლაშქრის ფსევდომეცნიერული, სიყალბეზე და სიცრუეზე აგებული `კვლევები~ და პუბლიკაციები, რომლებშიც საქმე ისეა წარმოჩენილი, თითქოს სწორედ ეს აფსუა-აფხაზები არიან აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობა, ხოლო ქართველები ამ ტერიტორიაზე მოგვიანებით გამოჩნდნენ.
ვერ ვიტყვით, რომ ქართველი მეცნიერები, ქართველი საზოგადოება გულხელდაკრეფილი უყურებდა ამ უმსგავსობას და საკადრის პასუხს არ სცემდა ყალბისმქნელებს, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი სიმართლით გადაგვეფარა და გადაგვეძალა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ეს აშკარად ფარისევლური და მზაკვრული პროპაგანდა, რადგან ამ პროპაგანდის უკან საბჭოთა იმპერიის მძლავრი იდეოლოგიური მანქანა იდგა.
მოვიყვანთ მეორე ამონარიდს წერილიდან `ერის ჯარისკაცი _ პავლე ინგოროყვა~, რომელიც `საერთო გაზეთის~ წინა ნომერში დაიბეჭდა.
აკაკი დვალიშვილი იგონებს: `ერთ დღეს გაისმა მთავრობის ტელეფონის ზარის ხმა – ეს გახლდათ ბეჭდვითი სიტყვისა და პოლიგრაფიის მთავარი სამმართველოს უფროსი, ბატონი ბორის ნანიტაშვილი, რომელმაც საიდუმლოდ მამცნო არასასიამოვნო ამბავი: ზემდგომი ორგანოების მითითებით, პავლე ინგოროყვას თხზულებათა მეორე ტომის ბეჭდვა შეჩერებულია და არსებული ტირაჟი დაიჭრებაო. ეს იყო პავლე ინგოროყვას ცნობილი ნაშრომი `გიორგი მერჩულე~ – კერძოდ, მისი მეოთხე თავი `დასავლეთ საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო (`აფხაზეთის სამეფო~) და ცნობები მის შესახებ გიორგი მერჩულეს ძეგლში~.
ბატონმა ბორის ნანიტაშვილმა იცოდა, რომ პავლე ინგოროყვა კულტურის სამინისტროს ბინადარი და ჩემი უფროსი მეგობარი იყო. ამიტომ მაცნობა ყოველივე საიდუმლოდ.
ასეთი ბარბაროსული გადაწყვეტილება საქართველოს ცეკამ მიიღო აფხაზეთის რესპუბლიკის პარტიული ორგანოების დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც აშკარად უჭერდა მხარს მოსკოვი.
...პავლე ინგოროყვას მოსაზრებების გამო სამეცნიერო კამათი დიდხანს არც გაგრძელებულა, რადგან აფხაზმა სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა პოლიტიკური შანტაჟის გზით მისი ჩახშობა მოახერხეს. აფხაზებისა და მათი წამქეზებელი რუსი იდეოლოგების მოთხოვნით `გიორგი მერჩულე~ აიკრძალა.~
* * *
ასე დრამატულად მთავრდებოდა ქართველ მეცნიერთა და ერისკაცთა მცდელობები, როგორმე გაერღვიათ სიცრუის ყრუ კედელი და სიმართლე ემცნოთ მტრისა თუ მოყვარისთვის.
ჩვენ ჯერ ინფორმაციული ომი წავაგეთ, შემდეგ კი წავაგეთ ომიც, ოღონდ წავაგეთ არა აფსუა სეპარატისტებთან, არამედ რუსულ იმპერიასთან.
საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ვერ მოახერხა გარდატეხა შეეტანა აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებულ საინფორმაციო ომში და საერთაშორისო ტრიბუნებიდან ახლა მაინც ეთქვა სიმართლე დანარჩენი მსოფლიოსთვის.
სააკაშვილს და მის ხელისუფლებას საერთოდ არ აწუხებდა აფხაზეთის დაბრუნების პრობლემა, მას აფხაზეთის თემა აინტერესებდა, როგორც რუსეთთან მუდმივი კონფრონტაციის რეჟიმში ყოფნისთვის საჭირო მასალა და, ამდენად, სააკაშვილს და მის გუნდს არც უცდიათ პრობლემის სიღრმეებში ჩაწვდომა და სიმართლის გამომზეურება.
სამწუხაროდ, არც ახალ ხელისუფლებას შემოუთავაზებია რაიმე ახალი ამ მიმართულებით.
ჩვენ დღესაც ხრუშჩოვის, სუსლოვის და ზოგადად, რუსული იმპერიის იდეოლოგიური სამსახურების მიერ სიმართლედ და სინამდვილედ შემოსაღებულ სიცრუეს და დემაგოგიას კრიტიკული ანალიზით კი არ ვპასუხობთ, არამედ მშვიდ პოლიტიკურ განცხადებებს და კომენტარებს ვაკეთებთ, რითაც ამ სიცრუეს და დემაგოგიას კიდევ უფრო ვუხანგრძლივებთ არსებობას და კიდევ უფრო ვშორდებით აფხაზეთის დაბრუნების პერსპექტივას.
ჩვენ აფხაზეთი გვაქვს დასაბრუნებელი და არა აფხაზები _ აფხაზები, როგორც გითხარით, ამ ოცი წლის წინათ `დავიბრუნეთ~, სამასი ათასი დევნილის სტატუსით.
* * *
`მეფე აფხაზთა და ქართველთა~, _ ასე იწყებოდა საქართველოს მეფეთა ტიტულატურა, ხოლო მე-12-13 საუკუნეების საქართველოს, რომელიც მთელ კავკასიას მოიცავდა, `აფხაზეთი~, `ქუეყანაი აფხაზეთისა~ ერქვა, მანამდე კი მე-8 საუკუნის მეორე ნახევრიდან `აფხაზეთი~ დასავლეთ საქართველოს ფეოდალურ სახელმწიფოს ეწოდებოდა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას მეგრელები, სვანები, ქართები შეადგენდნენ.
თუნდაც ერთი წუთით სარწმუნოდ რომ მივიჩნიოთ მოსაზრება, რომ აფხაზები მხოლოდ აფსუები არიან, გამოდის, რომ დასავლეთ საქართველოს, ამ საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას, საუკუნეთა განმავლობაში, ძალზე მცირერიცხოვანი აფსუათა ტომი აკონტროლებდა, ხოლო საქართველოს მეფეები აფსუების მეფეებიც იყვნენ, რაც, რა თქმა უნდა, სრული ნონსენსი და სრული სიბრიყვეა, თუმცა სიბრიყვე უძახეთ და თანამედროვე ქართული სახელმწიფოც და ქართული პოლიტიკაც, მისდა უნებურად, სწორედ ამ სიბრიყვის განმტკიცებას და ერთადერთ ჭეშმარიტებად დამკვიდრებას ემსახურება, როცა, `დიპლომატიური~ მოსაზრებებით, სინამდვილეს ამახინჯებს და ენას იჩლექს.
არ მინდა ამ წერილის პათოსი ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს აფსუების საწინააღმდეგო მქონდეს რამე.
არა, აფსუებს სრული უფლება აქვთ აფხაზებად იწოდებოდნენ, მაგრამ რატომ წავართვით ეს უფლება ქართული წარმოშობის აფხაზეთის ძირძველ მოსახლეობას, ანუ ნამდვილ აფხაზებს?
როდის გადადგამს ნაბიჯს საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით და როდის იტყვიან საქართველოს და აგრეთვე სხვა ქვეყნებში მიმოფანტული აფხაზეთიდან დევნილი ადამიანები, რომ სწორედ ისინი არიან აფხაზები და აფხაზეთი მათი სამშობლოა.
ვოცნებობ იმ დღეზე, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს თბილისში აფხაზეთიდან დევნილთა ხალხმრავალი შეკრება გაიმართება, სადაც მის თითოეულ მონაწილეს ხელთ ეკავება ტრანსპარანტი წარწერით: _ მე აფხაზი ვარ!
სანამ ეს შეკრება გამართულა, მე ახლავე მინდა ამ ისტორიულ შეკრებას ჩემი ხმა შევაშველო და ვუთხრა: _ მე, ქართველი მწერალი ვახტანგ ხარჩილავა, აფხაზი ვარ!
სანამ აფხაზეთს არ დავიბრუნებთ, მინდა ყველა ქართველმა, სადაც არ უნდა იყოს იგი დაბადებული და სადაც არ უნდა ცხოვრობდეს დღეს, ხმამაღლა თქვას: _ მე აფხაზი ვარ!
აფხაზებო, მთელი საქართველოისავ, გაერთიანდით აფხაზეთის დასაბრუნებლად!
butkujაჰა ჩემი არ გჯერავავს კაცოო   ნახე რეებს წერს  ქართველი კაცი წარმოშობით  მეგრელი  ვინმე  ვახტანგ ხარჩილავა ,  გეუბნები რომ აფსუების ჩაოსახლების მოგონილ თეორიას მეგრელები აწვებიან ფეისბუქსზე  და ავცელებენ და  კომენტარებში 100 კაციდან 98  წარმოშობით მეგრელია და წერს რომ აფსუები ჩამოთესლებული არიან ხოლო თავად არიან აფხაზები ასეთ ფორმულირებას აწვებიან და რომ შეეპასუხო და არ დაეთანხმო პირადში გივარდებიან და გაგინებენ და გაბრალებენ რომ რატომ არ მეთანხმები აფსუა ხაროო  

ამ შოვენისტ იდიოტ ვახტანგ ხარჩილავა უყურეთ რაა, აფხაზეთის ისტორიული ქართული მოსახლეობა იყო სვანები და მეგრელები, აფხაზი ქართველი არ არის მაგრამ აფხაზეთი საქართველოა !!!
 აფხაზური ენა აფხაზურად არის აფსუა ბიზშეა როგორ გერმანული ენა გერმანულად არის დოეჩე სპრაჩე გერმანელი ეროვნების ადამიანი არასოდეს იტყვის German language ან გერმან სპრაჩე მისთვის არის გერმანული ენა Deutsche Sprache. ისევე როგორც ჩვენ არასოდეს ვამბობთ ქართულად ჯეორჯიან ლენგვიჯ ჩვენ მშობლიურ ენაზე ვამბობთ ''ქართული ენა'' . აფხაზების მშობლიურ აფხაზურ ენაზე თვითსახელწოდებაა აფსუა, ქართველები მათ აფხაზებს უწოდებენ და ეს ქართული სახელწოდება აფხაზი გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ისევე როგორც ჩვენი თვითსახელწოდებაა მშობლიურ ქართულ ენაზე ''ქართველი ''მაგრამ მთელი მსოფლიო გვიცნობს ჯეორჯიან ფორმით ან გრუზინი ფორმით ან გურჯინ ფორმით ( მუსლიმანური სამყარო ). ასევე აფხაზები მშობლიურ აფხაზურ ენაზე ქართველებს გვიწოდებენ აქირთუა-ს ხოლო საქართველოს აქირთილა ან ქირთილა.
 ამ იდიოტ ვახტანგ ხარჩილავას რომ დავუჯეროთ German სხვა არის Deutsche სხვაა 

 ეხლა შეადარეთ სად დოეჩე და სად გერმან და წადით და გერმანელს უთხარით რომ არა ძმაო თქვენ გერმანელები სხვა ხალხი ხართ და დოეჩელენდელები სხვა ხალხი და მოთრეულები და ჩამოთესლებული არიან საიდღანაც იმ გერმანელს თუ იქიდან სადმე გაასწრებთ მადლობა თქვით 
