#52145148 · 9 Feb 2018, 00:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
zindiosama ნუ მეტ-ნაკლებად მასეა. ესენია ვალუები: 1.ფილიპ VI-საშუალოზე სუსტი მეფე, ასწლიანი ომის პირველ ეტაპს კარგად გაუძღვა, მაგრამ კრესის ბრძოლაში და კალეს ალყის დროს ყველაფერი ჩააფლავა. 2.ჟან II-უკომენტაროდ. შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მეფე იყო საფ.ისტორიაში. პუატიეს კატასტროფა, სამეფოს განადგურების პირზე მიყვანა. 3.შარლ V-უძლიერესი და უჭკვიანესი მეფე, ეშმაკი და პროგრესული იდეებით, ქამელეონი, ინგლისელების რისხვა. 4.შარლ VI-სულით ავადმყოფი იყო, ასე რომ მთლად მისი ბრალიც არაა, ასე გამოვიდა. 5.შარლ VII-საშუალოზე უკეთესი მეფე, ასე თუ ისე მოიგო "ასწლიანი ომი", ბევრი რამეც დაემთხვა მაგრამ მაინც დადებითად ფასდება უდავოდ. 6.ლუი XI-საფრანგეთის ისტორიაში საუკეთესო მეფე, ამაზე ძლიერი მეფე არასდროს ყოლიათ არც მანამდე არც მერე. საფრანგეთის როგორც ევროპის უძლიერესი სამეფოს შემქმნელი. ბურგუნდიის საჰერცოგოს მესაფლავე. 7.შარლ VIII-საშუალოზე სუსტი მეფე. მამის ინერციამ უშველა, ბრეტონი შემოიერთა, მაგრამ იტალიური კამპანია ბრწყინვალედ ჩააფლავა. 8.ლუი XII-საშუალოზე სუსტი მეფე. იტალიაში ისევე ჩაეფლო როგორც წინამორბედი, პრაქტიკულად უშედეგოდ. 9.ფრანსუა I-საშუალოზე ძლიერი მეფე. ბევრი ეომა კარლ V-ს, ბევრჯერ დამარცხდა, ოსმალეთის მოკავშირე. ჯამში დადებითი როლი აქვს საფრანგეთის ისტორიაში. 10.ანრი II-საშუალოზე ძლიერი მეფე, ჯამში წარმატებული მმართველობით, კალე აახია ინგლისელებს. 11.ფრანსუა II-მცირეწლოვანი, მალევე მოკვდა, ვერაფერს იტყვი ამაზე. 12.შარლ IX-უსუსტესი მეფე, ამის დროს ბოლომდე ეფლობა საფრანგეთი რელიგიური ომების ჭაობში, "ბართლომეს ღამე". 13.ანრი III-ჟან II-ზე უარესი(ის პირადად მამაცი მაინც იყო), უსუსტესი, უუნარო, საფრანგეთის ქაოსში ჩამფლობი და გამფარჩაკებელი.
ჯამში 13-დან 5 ძლიერი მეფე(აქედან ორი-შარლ V და ლუი XI უდიდესი მეფეები), 8 სუსტი მეფე(აქედან 1 გიჟი, 1 ღლაპი, 3 "ასატანად" სუსტი, 3 დეგენერატი). ამ დინასტიამ ასე თუ ისე შეძლო და მოიგო "ასწლიანი ომი" და განდევნა კონტინენტიდან ინგლისელები, თითქმის დაასრულა ფრანგული მიწების კონსოლიდაცია(ბურგუნდიის და ბრეტონის საჰერცოგოები მოისპო, სხვა საშუალო და მცირე მიწებიც აიღეს), მაგრამ ამ პროცესში უდიდესი ზარალი მიიღო საფრანგეთმა მეფეების არაომპეტენტურობის გამო, ვერ გაუმკლავდნენ შიდა რელიგიურ დაპირისპირებას, დაასრულეს სრული გადაგვარებით და გზა ბურბონებს დაუთმეს.
მეორე მხრივ ბურბონებსაც რომ შევხედოთ იქაც ორი ძლიერი მეფე იყო სულ(ანრი IV, ლუი XIV), დანარჩენები ან უუნაროები(ლუი XIII, ლუი XVI, ლუი XVIII, ლუი-ფილიპი) ან დეგენერატები(ლუი XV, შარლ X) იყვნენ. თუმცა საფრანგეთი მაინც წინ წავიდა როგორც იმათ ისე ამათ ხელში, ძლიერი სახ.აპარატის შექმნის გამო პირველ რიგში.
This post has been edited by ingfari on 9 Feb 2018, 01:06
|