butkujუაზრობას აწვები დამიჯერე.
იმიტომ კი არა რომ "პო ფაქტუ" მართალი არ ხარ, შეიძლება და ალბათ მასეცაა, არც მე მჯერა რომ აფხაზები XVI ან მაგის ახლო-მახლო საუკუნეებში ჩამოსახლდნენ.
მაგრამ....
ერთ მომენტს არ ითვალისწინებ, როდესაც შენ ამბობ "აფხაზეთი" ამაში გულისხმობ მის ისტორიულ ტერიტორიას ე.ი. სოხუმს დასავლეთით მიწებს, ეს კი დღევანდელი აფხაზეთის 1/3-ია მხოლოდ.
დღეს "აფხაზეთი" არის ის რაც მის შემადგენლობაშია ანუ ტერიტორია ენგურიდან-ფსოუმდე, ხოდა ამის 2/3-ზე ნაღდად ჩამოსახლებული არიან XV-XVIII საუკუნეებში.
ამიტომ როცა იტყვი რომ აფხაზი არაა ჩამოსახლებული, არავის დააინტერესებს კონკრეტულად რა ტერიტორიას გულისხმობ ამაში, ამდენზე არავინ ჩაუღრმავდება დეტალურად ამ საკითხს. აფხაზეთი რიგითი ქართველი, აფხაზი და უცხოელი "ობივატელისთვის" არის ის, რასაც ხედავს რუკაზე.
ამით უბრალოდ მოახდენ აფხაზების ლეგიტიმაციას მთელ დღევანდელ აფხაზეთზე ლეკუხონადან ლესელიძემდე. პროპაგანდისტულ იარაღს აძლევ ხელში.

ხოდა როცა ამბობ რომ აფხაზი ჩამოსახლებულია, ეს არაა ტყუილი რადგან აფხაზეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე აფხაზი არის ზუსტადაც რომ ჩამოსახლებული.
ამით ახდენ იმათ დელეგიტიმაციას ამ მიწაზე. შენ რომ დაიწყო იმის ლაპარაკი "აი აფხაზები ზოგან ჩამოსახლებული არიან და ზოგან 2000 წელია ცხოვრობენ", ამას არავინ მოისმენს. მომაბეზრებელია დაუინტერესებელი ტიპისთვის ასეთი წვრილმანები.
მარტივი და ფართო წრეებისთვის გასაგები გზავნილი უნდა მისცე რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს.