მატიანე
მოიწონეთ ეს გვერდი · 17 ივნისი ·
დღეს საქართველო ევროპაში მოლდოვას, უკრაინასა და სომხეთის შემდეგ ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. საგარეო და საშინაო ვალი კი 16 მილიარდ $-ს წარმოადგენს.
არადა
XIII საუკუნეში საქართველო, თავისი ინტენსიური მეურნეობისა და ფართო აღებმიცემობის წყალობით, ფინანსურად უმდიდრესი ქვეყანა იყო. სპარსელი გეოგრაფის ჰამდალაჰ ყაზვინის ცნობით, საკუთრივ საქართველოს (უყმადნაფიცო ქვეყნებოდ) ყოველწლიური სახელმწიფო სალაროს ფულადი შემოსავალი 3.750.000 ოქროს მანეთს უდრიდა. ამავე ხანაში კი მცირე აზიის შემოსავალიც კი 2.475.000 მან., არაბეთის ერაყის 2.250.000 მან და ფარსის 2.153.460 მანეთს შეადგენდა მხოლოდ.
დასავლეთი ევროპის ქვეყნებიდანაც, ზომბარტით, ინგლისის მეფის შემოსავალი 1300 წელს 4.000.000 ფრანკს, ხოლო საფრანგეთის 1311 წელს 3.000.000 ფრანკს არ აღემატებოდა.
საქარტველოს შემოსავლის ზემოაღნიშნული შემოსავლის თანხა მხოლოდ ფულადი შემოსავალის ოდენობაა. ამას გარდა მას სულადად დაწესებული გადასახადების შემოსავალიც ჰქონდა. მხოლოდ ასეთმა ეკონომიკურმა კეთილდღეობამ მისცა საშუალება საქართველოს და ქართველებს აეტანა ის საშინელი პოლიტიკური და ეკონომიკური განსაცდელი, რომელიც მას მე-18 საუკუნეში დაატყდა თავს, მეტადრე მონღოლთა ბატონობის ხანიდან მოყოლებული.
წყარო: ივანე ჯავახიშვილი.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)