კაეჰ, მოდი სინქრონულად მივყვეთ.
1. რატომ აქცევთ ნახევარ კახეთს ალბანეთის შემადგენლობაში, ან ალბანელების მიწებად რატომ ასაღებთ?
რა მტკიცებულებებია ასეთი რომ კახეთის გარკვეული ნაწილი ქართველების მიერ შემდგომში ათვისებულად მივიჩნიოთ?
აი რატომ? თუ თელავი ქართული იყო, ვითომ სამხრეთ კახეთი, ვთქვათ დედოფლისწყარო რატომ არ იქნებოდა ქართული?
რატო მაინცდამაინც ალბანური?
ეს რა წესია ნახევარი კახეთის ალბანელად გამოცხადება?
2. სამხრეთ საქართველოში "აბეზალოვკაა" რო გინდა თუ არა სომხური მოსახლეობა იყო? დღეს რო არიან ვიცით. ხიზნობა რო იყო კაი ხანი ეგეც ვიცით, მარა ლამის სასომხო ტერიტორიებად რატომ აცხადებთ?
გავიგეთ რო სხვადასხვა იმპერიები გვაწიოკებდნენ და მათთვის მისაღებ ერებს ასახლებდნენ, მარა ამისი ისე გაგება რო სომხურ მიწებად ასაღო, ვფიქრობ დაუშვებელია. დიახაც ქართველებს ხოცავდნენ და ყრიდნენ და თუ ისტორიის გარკვეულ ეტაპზე სომხებს ასახლებდნენ ეს არ ნიშნავს იმას რო სამხრეთ საქართველო სხვა ფერში უნდა მონიშნო.
3. და რატომ ხარ დარწმუნებული რო მეგრელების გარდა თავიდანვე სხვა ქართულენოვანი ჯგუფები არ ცხოვრობდნენ დასავლეთში? აი რატომაც არა? კოლხეთი ვინ დაადასტურა რომ მარტო ლაზე-მეგრელების იყო?
რა წყაროებია ამისი?
აბა ჰეე გისმენ.
დღევანდელი რეალობიდან "ისტორიულ" რუკას რო ხატავ ეგრე სადაა.