#62511282 · 13 Mar 2026, 02:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Kakha.G ბორჩალუს ტომი დებედის პირებზე ცხოვრობდა, დღევანდელი მარნეულის სამხრეთში + ლორე. გაგი/აღჯაყალა იყო ცენტრი.
მაგათ აქეთ ბაიდარის ტომი შემოსახლდა მე-17-ში, ესენიც მარნეულში, ალგეთი-ხრამის პირებზე, ახლაცაა სოფელი ბაიდარი. წყალთაშუა რასაც ერქვა იქ.
ყულარის ტომი შულავრის ხევის სულ ქვედა ნაწილში დასახლდა, მანდვეა ეხლა იმავე სახელის სოფელი. ესენიც მე-17 საუკუნეში მოვიდნენ.
მტკვრის პირებზე, ორივე მხარეს, ყარაიას ბოლოდან (ფოილუ სადაცაა აზერბაჯანში იქიდან) სადღაც დღევანდელ რუსთავამდე დემურჩი-ჰასანლუები დასახლდნენ. ესენი სეზონურად ივრის პლატოსკენაც ადიოდნენ. ესეც მე-17 საუკუნეა, მერე მაგრად შემცირდნენ. აი ამათზე წერს მაგას ვახუშტი, არა კონკრეტულად ბორჩალუებზე.
მაგათ იქით ალაზნის ქვემო წელზე ფადარები, იგივე მუღალები, იყვნენ კიდევ. ესენი თეიმურაზის დროს გამოჩნდნენ დაცარიელებულ მიწებზე, მერე ნადირ-შაჰმა მოქესტა დიდწილად, მაგრამ ჭარ-ბელაქნის აზერები მაგათი შთამომავლებია. მგონი ავარები საერთოდ ფადარებს ეძახიან აზერებს, ისე როგორც ხიზიხს თუ რაღაც ამის მსგავსს ქართველებს ქიზიყელებიდან გამომდინარე.
ხო, კიდევ ნასიბლუები ჩანან მე-18-ში მაშავერის პირებზე. ამათ პირველებს უნდა შეეღწიათ დღევანდელ ბოლნისის რაიონში. საერთოდ მე-18-მდე აზერები მარნეული-გარდაბანის მიდამოებში იყვნენ, დასავლეთისკენ მერე გაიწიეს, რაც სომხით-საბარათიანო დაიცალა ქრისტიანებისგან, ეს კი მე-18-ის 50-იან წლებში მოხდა.
მოკლედ ბორჩალუები ქვემო ქართლის აზერების მცირე ნაწილს ერქვა მე-19-მდე და ბორჩალუც გეოგრაფიულად გაგიდან ლორეს ხევამდე მიწას ერქვა. რუსებმა რომ ჯერ დისტანცია შექმნეს და მერე მაზრა, მაგის მერე დამკვიდრდა ქვემო ქართლის სამხრეთის და მაქაური აზერების კრებსით სახელად.
|