ღამის ქარიშხლისგან, გარეთ რომ ანგრევს ყველაფერს, ძილი გატყდა. თვალებდაყვლეპილ წოლას რამეს წაკითხვა ჯობს. გადმოვიღე წიგნი-ალბომი ქართველ მწერლებზე, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის ფოტოებით. ამჯერად აკაკი წერეთელზე შევჩერდი. პერფორმანსი: “მძინარე” აკაკი და მის სარეცელთან მდგომი ოთხი “ანგელოზი”. რა კრეატიულ რაღაცეებს ჩითავდა ხოლმე ეს კაცი.
რევოლუცია ჭადის ჭამა არ გეგონოს. (გურულ მეამბოხეთა გამოთქმა)