Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(12)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ქართული ეთნოჯგუფების ურთიერთშერევა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#53718661
· 4 Nov 2018, 00:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
annavita
სვანეთშიც არის არასვანური წარმოშობის გვარები, უბრალოდ ისინი სვანებად თვლიან თავს.
ალთა
არაა ასე, ქართლელები მშვენივრად არსებობდნენ XIX საუკუნემდეც ამ სახელით და ფეოდალური პარტიკულარიზმი არანაკლებ ახასიათებდათ ვიდრე სხვებს, "ახალი ქართლის ცხოვრება" ამის მშვენიერი დადასტურებაა.
BesoK
გურიაში არანაკლები აჭარელია, ვიდრე აჭარაში გურული, მთელ რიგ სოფლებში ცხოვრობენ კომპაქტურად.
რაც შეეხება დევნილებს ეს შევარდნაძის უდიდესი დანაშაულია, იმის ნაცვლად რომ სასოფლო ზონებიდან გამოდევნილი ადამიანები დაესახლებინა სოფლებში, რაც მათთვის უფრო ბუნებრივი იქნებოდა, ხოლო სახლების და ნაკვეთების შესყიდვა უფრო იაფი....აიღო და სასტუმროებში, სანატორიუმებში და ბაღებში 10-20 კვადრატულებში გამოკეტა არაადამიანურ პირობებში.
არადა ეს დემოგრაფიულ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გამოასწორებდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ალთა
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ალთა
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1099
წევრი No.: 245291
რეგისტრ.: 8-September 18
#53718743
· 4 Nov 2018, 00:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
რაც შეეხება დევნილებს ეს შევარდნაძის უდიდესი დანაშაულია, იმის ნაცვლად რომ სასოფლო ზონებიდან გამოდევნილი ადამიანები დაესახლებინა სოფლებში, რაც მათთვის უფრო ბუნებრივი იქნებოდა, ხოლო სახლების და ნაკვეთების შესყიდვა უფრო იაფი....აიღო და სასტუმროებში, სანატორიუმებში და ბაღებში 10-20 კვადრატულებში გამოკეტა არაადამიანურ პირობებში.
არადა ეს დემოგრაფიულ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გამოასწორებდა.
სამწუხაროდ მიშამაც იგივე ქნა 2008 წლის ომის მერე..
სპეციალურად აშენებული სოფლები დევნილებისთვის..
როცა ამ ხალხის სადმე დასახლება შეიძლებოდა (ქვემო ქართლში ან ჯავახეთში)..
მაგრამ მეორეს მხრივ, ალბათ დევნილებსაც ურჩევნიათ თავიანთ მიწებთან ახლოს იყვნენ და არ სურთ შორს
QUOTE
არაა ასე, ქართლელები მშვენივრად არსებობდნენ XIX საუკუნემდეც ამ სახელით და ფეოდალური პარტიკულარიზმი არანაკლებ ახასიათებდათ ვიდრე სხვებს, "ახალი ქართლის ცხოვრება" ამის მშვენიერი დადასტურებაა.
არ ვიცი..
თუმცა, სახელიდან - ''ქართლის ცხოვრება'' - ჩანს რომ ქართლი საქართველოსთან იგივდებოდა
This post has been edited by
ალთა
on 4 Nov 2018, 00:24
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#53718772
· 4 Nov 2018, 00:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ალთა
ჯავახეთში ნაკლებად, მანდ ისეთი კლიმატია მთიელი ქართველების და აჭარლების გარდა სხვას გაუჭირდება.
აი ქვემო ქართლში კი უნდა დაესახლებინა, მითუმეტეს მანძილიც არაფერი ისეთი არაა, თბილისთანაა ახლოს თანაც, კლიმატიც იგივეა.
* * *
ხან იგივდებოდა და ხან არა. მანდ უფრო რთულად იყო ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.
ზოგადად "ახალი ქართლის ცხოვრებას" თუ წაიკითხავ ნახავ რამდენად მიკერძოებულია სწორედ მაგ მხრივ.
ეს არაა არც გასაკვირი, არც დასაძრახი, უბრალოდ ასე იყო და ამაში უცნაურიც არაფერია კაცმა რომ თქვას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ალთა
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ალთა
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1099
წევრი No.: 245291
რეგისტრ.: 8-September 18
#53718816
· 4 Nov 2018, 00:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
არის ''ახალი ქართლის ცხოვრების'' ახალქართულოვანი ვერსია სადმე?
რა უცნაურად ჟღერს
მაგრამ ეხლა, რასაც გადავხედე ინტერნეტში, ყველგან ძველქართულადაა..
მადლობა!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Carver
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Carver
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10345
წევრი No.: 105662
რეგისტრ.: 23-November 09
#53718839
· 4 Nov 2018, 00:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(kanian_U @ 3 Nov 2018, 21:06 )
ყოველთვის მაინტერესებდა, თუ შემორჩნენ ის ძველი მესხები და ჯავახები და რა გვარებს ატარებენ.
როგორც აქ ითქვა, ძირითადი ნაწილი სხვა კუთხეში გადასახლდა და იდენტობა დაკარგა..
ingfari
დიდი ალბათობით, რუსთავიც მიქსი იქნება, ქვემო ქართლელების უმცირესობით, ასეა?
QUOTE
ქართლელი როგორც ასეთი არ არსებობდა ისტორიაში..
ქართველთა ეთნარქის ქართლოსის უშუალო შთამომავლები
ყველაზე მეტად პატრიოტული თვითშეგენების ხალხი ქართველებს შორის, ყველაზე ნაკლები კუთხური სეპარატიზმით..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kanian_U
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
kanian_U
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11516
წევრი No.: 118391
რეგისტრ.: 14-July 10
#53718894
· 4 Nov 2018, 00:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Carver
საქართველოში მხოლოდ ორი ქალაქი არსებობს ყოველგვარი კუთხური იდენტობის გარეშე, თბილისი და რუსთავი.
როცა რუსთავი აშენდა, მთელი საქართველოდან შეყარეს ახალგაზრდობა, გადაამზადეს რუსეთის მეტალურგიულ ქარხნებში და დაასახლეს რუსთავში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#53718899
· 4 Nov 2018, 00:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ალთა
ეგ ძველი ქართული არაა, XVIII საუკუნეშია დაწერილი და ჩათვალე თანამედროვე ქართულია თითქმის.
Carver
რუსთავში ახლა ყველა ეთნოგრაფიული ჯგუფის ქართველი ცხოვრობს, ისე ყველაზე მეტი მანდ დასავლეთ ქართველები იქნებიან, თავიდან იმერლები და რაჭველები, 1990-იანებიდან უკვე მეგრელებიც. არიან კახელებიც და რავიცი ყველა, მათ შორის ქართლელებიც. თბილისივით მიქსია რა.
აი ეს ყველაზე მეტად პატრიოტიზმის ზომვა ძალიან უმადური რამეა. რითი, რა კრიტერიუმით დგინდება ეგ? არამგონია რამე კრიტერიუმი არსებობდეს რაც სხვა კუთხის ქართველებს არ აქვთ, ან არ ქონიათ.
დღეს არსებობს ქართველი და მორჩენილია ამით, კუთხის, რაიონის, სოფლის, უბნის რკვევა ანაქრონიზმია.....ანუ საინტერესოა წმინდა ცნობისმოყვარეობის კუთხით, მაგრამ რამე დამატებითი მნიშვნელობის მინიჭება უაზრობაა.
This post has been edited by
ingfari
on 4 Nov 2018, 00:45
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Carver
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Carver
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10345
წევრი No.: 105662
რეგისტრ.: 23-November 09
#53718989
· 4 Nov 2018, 01:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
აი ეს ყველაზე მეტად პატრიოტიზმის ზომვა ძალიან უმადური რამეა. რითი, რა კრიტერიუმით დგინდება ეგ?
პატრიოტიზმში ის ვიგულისხმე, რომ ერთიანი საქართველოს ცნობიერება ქართლელებს უფრო შემორჩათ ვიდრე სხვებს თქო.. ჩემი აზრია, ჩემი დაკვირვებაა..
ალბათ იმიტომ, რომ უპირველეს ბაგრატიონებად ქართლის ბაგრატიოები ითვლებოდნენ (მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი საქ.უკანასკნელი მეფე კახთა მეფე გახდა)
ერთიანობის დაშლის შემდეგაც ქართლი კიდევ დიდი ხანი ცდილობდა საქ. გაერთიანებას ხან კახეთის, იმერეთის, ხან მესხეთის მიერთების მცდელობით..
ამას ვერ ვიტყვით სხვა კუთხეებზე (რამდენიმე მომენტის გარდა) რომლებიც საფუძვლიანდ ჩაეფლნენ კუთხურ სეპარატიზმში და ლოკალურ პრობლემებში..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#53719064
· 4 Nov 2018, 01:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეტყობა ბევრი იდეოლოგიურ-ანგაჟირებული წიგნები წაკითხული გაქვს )
ქართლი ცდილობდა ქართლის გაფართოებას სხვა რეგიონების ხარჯზე . როგორც სხვა სამეფოები .
ქვეყნის გაერთიანების მცდელობას ქონდა ადგილი ერეკლე II დროს 1790 წ. მაგრამ ვერ გავქაჩეთ და სპარსელებთან წავაგეთ , მის მერე რუსეთმა ლუკმა ლუკმად შემოიერთა კუთხეები .
--------------------
butkuj -ის ზედა პოსტი რომ დეზინფორმაციაა, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია:
ანდრიი ერმაკის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე პროექტი შეესაბამება უკრაინის ინტერესებს და პატივს სცემს მის წითელ ხაზებს (c) Saturn .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#53719106
· 4 Nov 2018, 01:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Carver @ 4 Nov 2018, 01:01 )
ალბათ იმიტომ, რომ უპირველეს ბაგრატიონებად ქართლის ბაგრატიოები ითვლებოდნენ (მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი საქ.უკანასკნელი მეფე კახთა მეფე გახდა)
ერთიანობის დაშლის შემდეგაც ქართლი კიდევ დიდი ხანი ცდილობდა საქ. გაერთიანებას ხან კახეთის, იმერეთის, ხან მესხეთის მიერთების მცდელობით..
თვითონ თვლიდნენ თავის თავს, თორემ კახეთის და იმერეთის ბაგრატიონები ნაღდად არ იზიარებდნენ მაგ აზრს.
რასაც ქართლი ცდილობდა იმას სხვებიც ცდილობდნენ, კახეთის და იმერეთის მეფეები XVI საუკუნის შუამდე თავის თავს საქართველოს მეფეებად თვლიდნენ და ტიტულატურაშიც ყველაფერი შექონდათ.
იმერთის მეფე ალექსანდრე II-ს ჰქონდა მცდელობა ქართლი აეღო 1510 წელს, მერე კახეთის მეფე გიორგი II-ს 1511-1513 წლებში, უფრო მერე კახეთის მეფე ალექსანდრე II თავის თავს მოსკოვის ელჩებს საქართველოს მეფედ წარუდგენდა..... ასე რომ მანდაც ისევე იყო ყველაფერი როგორც ქართლში, განსხვავებას ვერ იპოვი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ალთა
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ალთა
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1099
წევრი No.: 245291
რეგისტრ.: 8-September 18
#53719240
· 4 Nov 2018, 01:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
ეგ ძველი ქართული არაა, XVIII საუკუნეშია დაწერილი და ჩათვალე თანამედროვე ქართულია თითქმის.
ძნელად კი იკითხება და..
QUOTE
ასე რომ მანდაც ისევე იყო ყველაფერი როგორც ქართლში, განსხვავებას ვერ იპოვი.
სად ქართლი თბილისითა და მცხეთით,
სად კიდევ კახეთი თელავით თუ იმერეთი ქუთაისით..
სულ სხვა განზომილებაა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Carver
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Carver
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10345
წევრი No.: 105662
რეგისტრ.: 23-November 09
#53719336
· 4 Nov 2018, 02:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
თვითონ თვლიდნენ თავის თავს, თორემ კახეთის და იმერეთის ბაგრატიონები ნაღდად არ იზიარებდნენ მაგ აზრს.
პრინციპში ერთიანი საქ. ბაგრატიონების პირდაპირი შთამომავლები ქართლის მეფეები იყვენენ, არცაა გასკვირი რომ მასე თვლიდნენ თავს..
+ თბილისის - საქართველოს დედაქალაქის - ფლობის ფაქტორიც.. ( გასაგებია, რომ ძირითადად თვითონაც ვერ ფლობდნენ..)
ზოგადად, გეთანხმები, მეც ავღნიშნე, რომ იყო მცდელობები კახეთ-იმერეთიდან, მაგრამ ქართლის მეფეები უფრო აქტიურად იღწვოდნენ.. ისევ ვიმეორებ, ჩემი დაკვირვებაა და არა მტკიცებითი ფორმა..
პს. თემას რაც შეეხება, ინტერნეტ წყაროები თუ არ იტყუებიან 3.600.000 (ბოლო აღწერიდან) ქართველიდან დაახლოებით 460.000 აჭარელი ყოფილა... ასეთი პატარა კუთხისთვის, რომელსაც არც თუ მშვიდი ისტორია ჰქონდა, თითქმის ქართლის და კახეთის მოსახლეობის ტოლფასია.. და ამ დროს აჭარაში ბევრი გურულია.. გამოდის ძალიან მჭიდროდ დასახლებული მხარეა..
როგორც ჩანს ადიგენშიც ბევრნი არიან აჭარლები..
This post has been edited by
Carver
on 4 Nov 2018, 02:18
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#53720208
· 4 Nov 2018, 12:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩარვერ
QUOTE
თემას რაც შეეხება, ინტერნეტ წყაროები თუ არ იტყუებიან 3.600.000 (ბოლო აღწერიდან) ქართველიდან დაახლოებით 460.000 აჭარელი ყოფილა... ასეთი პატარა კუთხისთვის, რომელსაც არც თუ მ
და 1200 000 თბილისელი , ხოლო სულ 13000 სვანი და 120 ხევსური ))))
აჭარის მცხოვრები და აჭარელი სხვადასხვა რამეა .
იქ ბევრი გურული, რაჭველი და იმერელ-მეგრელი ცხოვრობს .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3412
წევრი No.: 215505
რეგისტრ.: 10-March 16
#53720275
· 4 Nov 2018, 12:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საინტერესოა ლეონტი მროველის დროს დანახული ქართველობა.
ლეონტის ქართველთა ეთნარქების მიხედვით - შიდა ქართლელები (მცხეთოსი), მესხ-კლარჯელები (ოძრხოსი) და ჯავახ-არტანელები (ჯავახოსი) ძმები არიან, ხოლო კახელები (კახოსი) და ქვემო ქართლელები (კუხოსი, გაჩიოსი და გარდაბოსი) ბიძაშვილები.
ანუ კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი, არტანი და შიდა ქართლი - ერთი ხალხია. სავარაუდოდ ძველი მესხების შთამომავლები. (მცხეთიდან შავ ზღვამდე)
ქვემო ქართლი და კახეთი (თიანეთი, ახმეტა, თელავი და საგარეჯო) - იბერიელების შთამომავლები
* * *
butkuj
QUOTE
ხოლო სულ 13000 სვანი და 120 ხევსური ))))
80 ათასი სვანი
900 ათასი იმერელი.
300 ათასი გურული, 400 ათასი აჭარელი (ქობულეთელებს თუ მივათვლით, თვითნონ არ აჭარლობენ).
600 ათასი მეგრელი
500-500 ათასი კახელი და ქართლელი
200 ათასი აღმ. მთიელი
* * *
სამცხეში დაახლოვებით მესამედი მესხია, ანუ სადღაც 15-20 ათასი ადამიანი. მაგდენივე, ან ოდნავ მეტი იმერელ-რაჭველ-აჭარელი.
ბორჯომში ძირითადად ქართლელები
ხაშური, ქარელი, გორი, კასპი - ქართლელები
მცხეთა - შერეული
ახალგორი - ქართლელები და მთიელები
ქვემო ქართლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სვანები და აჭარლები არიან ძირითადად ჩასახლებული.
ჩრდ-აღმ ნაწილში აღმ მთიელები. ასევე ადგილობრივი ქართლელები
მარტყოფში ქართლელებია უმეტესობა.
კახეთს რაც შეეხება:
ახმეტა - ნარევი, უმეტესობა მთიელები
თელავი - უმეტესობა კახელები, ასევე არიან მთიელები და იმერლები
გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი - კახელები
დედოფლისწყარო - კახელები და მთიელები
ყვარელი - უმეტესობა იმერელი, ასევე კახელებიც
ლაგოდეხი - იმერლები
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#53720890
· 4 Nov 2018, 15:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mtiuli...
კარგად ჩამოწერე, პატარა შესწორებებს შევიტან.
1.მარტყოფი, ნორიო, სართიჭალა გარე კახეთია, მანდ მცხოვრები ხალხი ჩვეულებრივი კახელებია, არიან მერე ჩასული მთიელებიც.
2.ახმეტაში უმეტესობა მაინც ალბათ კახელია. მთიელებიც არიან, მაგრამ ყველა დიდი სოფელი გარდა ზემო და ქვემო ალვანისა კახურებია.
3.საგარეჯოში, სიღნაღში და დედოფლისწყაროში აჭარლებიც არიან საკმაოდ.
4.ყვარელში უმეტესობა ერთმნიშვნელოვნად კახელია, ამ ბოლო დროს მგონი აჭარლებიც ჩასახლდნენ ცოტა.
5.ბორჯომში მეეჭვება უმეტესობა ქართლელი იყოს, მგონი მანდაც იმერლები ჭარბობენ (იმერული წარმოშობის ხალხი).
6.მეგრელები 800 000 უფრო სწორი რიცხვი იქნება.
7.ქვემო ქართლი ისეთი მიქსია, მანდ ლამის ყველა ეთნოგრაფიული ჯგუფის ქართველი ცხოვრობს.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(12)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0287 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.