#54012665 · 2 Jan 2019, 16:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Perfecto_77ტყვეთა სყიდვის 2 გზა იყო-1) ადამიანისათვის თავისუფლების იძულებით აღკვეთა და გაყიდვა მატერიალური სარგებლის მიზნით და 2) სამხედრო ტყვის გაყიდვა, რაც ერთბაშად იყო მისი დასჯის ფორმაც (დამონება) და მატერიალური სარგებელიც. საქართველოში ერთიც იყო გავრცელებული და მეორეც. მეორე კიდევ უფრო ადრე იყო გავრცელებული, სანამ ოსმალეთის იმპერია შეიქმნებოდა და სტამბულის მონათა ბაზარი ამოქმედდებოდა. მაგ. თამარ მეფემ ვირის ნალის ფასად გაყიდა ბასიანის ომში დატყვევებული ერთი დიდგვაროვანი. აჰა, ამას გაეცანი https://en.wikipedia.org/wiki/Slavery_in_the_Ottoman_Empire QUOTE | ალბათ ამ ნაშრომებშიც იქნება ტყვეთა სყიდვაზე საუბარი: 1) რეხვიაშვილი, მიხეილ. იმერეთის სამეფო (1462-1810 წ.წ.) / [რედ.: ქ. ჩხატარაიშვილი]. - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა., 1989. - 524 გვ. ; 22 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 500-507. - 2 მ. 10 კ., 2000 |
როგორც მახსოვს, არაა მაინცდამაინც დაწვრილებით განხილული და გასაგებიცაა-სხვა იყო ნაშრომის მიზანი.
QUOTE | აღმოსავლეთ ევროპელი მეგობრები მყავს და ისინიც მეუბნებიან, შვილებს ჩვენებიც უგზავნიდნენ ოსმალებსო. ძირითადად ვლახეთზეა საუბარი, ანუ იმ პოლიტიკურ წარმონაქმნზე, რომელიც უშუალოდ ოსმალეთის არ იყო, არამედ ვასალობდა ოსმალოს, ანუ ნახევრად თავისუფალი იყო (ავტონომიური _ როგორც თავად ეძახიან). ანუ როგორც დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები იყვნენ. |
გაგზავნა სხვა რაღაცაა. ეგ იყო ჩვეულებრივი ხარკი, რომელის ოსმალეთს ჰქონდა შეწერილი ქრისტიანი ვასალებისათვის და გულისხმობდა პატარა ბიჭების მოგროვებას იანიჩარის ჯარში სამსახურისათვის. ბიჭები ჩაჰყავდათ ოსმალეთში, ამუსლიმანებდნენ და წვრთნიდნენ.. მეჰმედ ფაშა სოკოლოვიჩი იყო საკმაოდ ცნობილი ფიგურა. პატარა წაიყვანეს ბოსნიელი სერბების ოჯახიდან. https://en.wikipedia.org/wiki/Devshirmeალ. მიქაბერიძის შრომებია მოხსენიებული აქ. მოიძიე და ნახავ რაიმე საინტერესოს. უცხოელი მოგზაურების ცნობებიც გამოსადეგია-კასტელის, არქანჯელო ლამბერტის, ევლია ჩელების..
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|