ეგა ტეკორ-დიგორიც გაყალბებული დათარიღებაა და "სომხური კვლევაა" ჩატარებული:
როგორც ვხედავთ, ამ ხნის განმავლობაში სომეხ მეცნიერთა დამოკიდებულება ტაო-კლარჯეთის ქართული არქიტექტურის მიმართ არ შეცვლილა. ამიტომ საჭიროდ ვცანით, აკად. სიმონ ჯანაშიას აღნიშნული ნაშრომის გამოქვეყნება ქართულად, რომელიც იმდენად მაღალ მეცნიერულ-პოლემიკურ დონეზეა შესრულებული, რომ ფაქტიურად დღემდე მასზე პასუხი არ არის გაცემული. იგი ინარჩუნებს მეცნიერულ აქტუალურობას და მაღალ აკადემიურ დონეზე მხილებულია ტაო-კლარჯეთის ქართული არქიტექტურის გამყალბებლები.
ისტო¬რიის, როგორც მეცნიერების, ლიკვიდატორები ჩვენს შორის ჯერ კიდევ ბოგინობენ. ასეთ ფიქრს აღძრავს ამას წინათ გამოსული ნ.მ. ტოკარსკის წიგნი „ძველი სომხეთის არქი¬ტექტურა“ (სომხეთის სსრ მეცნიერებათა აკადემია, ისტორიის ინსტიტუტი, პასუხისმგებელი რედაქტორი ი.ა. ორბე¬ლი, ერევანი, 1946).
ავტორის მანკიერი მეთოდოლოგია, ტენდენციურობა, გადმოცემის ულაზათო სტილი, განზრახვანი, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ მეცნიერული გამოკვლევის ამოცანებთან, - აი, რა განგვა¬ცვიფრებს ამ წიგნში, რომელიც, რასაკვირველია, შემთხვევით ატარებს გამორჩეული სამეცნიერო დაწესებულების მარკას.
ამგვარ მეცნიერულ ნაშრომში აუცილებელი პირობითობა და ჰიპოთეტურობა მოცემულ შემთხვევაში იმ ზღვრამდეა მიყვანილი, როცა რეკონსტრუქცია ყოველნაირ აზრსა და მნიშვნელობასაა მოკლებული.
მრავალი სხვა წინააღმდეგობა და ლოგიკური შეუსაბამობა ავტორისათვის სრულიად შეუმჩნეველი რჩება. მაგალითად, იგი ამტკიცებს, თითქოს „სომეხი ხუროთმოძღვრები არ ჩერდებიან სამნავიან კამაროვან ეკლესიად - დარბაზად ბაზილიკის გადაკეთებისას მიღწეულ შედეგებზე. ისინი ბრწყინვალედ გადაწყვეტენ გუმბათით დაგვირგვინებული საეკლესიო შენობის შექმნის ამოცანასაც“ (გვ. 58). რას ემყარება ეს საპასუხისმგებლო განცხადება? მხოლოდ ერთმანეთის გამომრიცხავ მიხვედრებსა და გამოგონებებს და არც ერთ ფაქტს. ფაქტების უქონლობა როდი აცბუნებს ავტორს - იგი ახერხებს მათ შეცვლას. „სათუოა, რომ ნაგებობის გუმბათოვანი ფორმა, - განაგრძობს ტოკარსკი, - მხოლოდ საეკლესიო მშენებ¬ლობასთან დაკავშირებით გამომუშავებულიყო; უნდა ვივა¬რაუ¬დოთ, რომ გუმბათების აღმართვის ტექნიკას არქიტექტორები (რომელი? - ს.ჯ.) კარგად იცნობდნენ გაცილებით ადრე. ის გარემოება, რომ სომხეთში ჯერჯერობით არ არის აღმოჩენილი VI საუკუნეზე ადრე აგებული გუმბათოვანი შენობები, ვერ გამოდგება საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად, რადგან ძნელი სავარაუდოა, რომ სასანიდურ სპარსეთთან მჭიდროდ დაკავში¬რებულ ქვეყანაში (და არა მხოლოდ დროებით დამორჩი-ლებულში), არ სცოდნოდათ სასანიდელ მბრძანებელთა ნებით აღმართული შესანიშნავი სასახლის ტიპის ნაგებობების შესახებ, რომლებიც (ესე იგი, ნაგებობები და არა მბრძანებლები! - ს.ჯ.), აქამდე აღტაცებას ჰგვრის ხელოვნების ყველაზე მომთხოვნ შემფასებელს“ (იქვე), უბრალოა და ნათელი: სომხეთში არ შემონახულა VI საუკუნემდე აგებული, გუმბათოვანი ნაგებო¬ბები, თუმცა, სამაგიეროდ ისინი მეზობელ სპარსეთს შემორჩ¬ნენ. სომხეთმა კი განიცადა სპარსეთის არა მარტო პოლი¬ტიკური, არამედ კულტურული გავლენაც; ამიტომ, ძნელი სავა¬რაუდოა, რომ სომხეთს სპარსეთიდან არ გადმოეღო ნაგებობის გუმბათოვანი ფორმა. ასეთ შემთხვევაში, გუმბათოვან ნაგე¬ბობათა დამუშავების საქმეში პირველობა სპარსელ ხუროთ¬მოძღვრებს ეკუთვნით! თუმცა, ტოკარსკის მსგავს დაბრკო¬ლებებს ანგარიშს არ უწევს და აღუშფოთებლად განაგრძობს: „ ჯერ კიდევ არაა გარკვეული, თუ სადაა (სპარსეთსა თუ სომხეთში) უფრო ადრე გამოყენებული არქიტექტურაში კონუ¬სური აფრის, ანუ ტრომპის სახელით ცნობილი ის თავისებური ფორმა გუმბათზე ნახევრადკონუსის სახით კამაროვანი გადასვლისა... რომელიც ოდენ VII საუკუნის შუა ხანებში იქნა მკვეთრად განდევნილი დასავლეთიდან შემოსული სფერული აფრით“. ამრიგად, თუმცა გუმბათი, საერთოდ, სომხებმა სპარსელებისაგან ისესხეს, მისი ძირითადი ელემენტის - კამაროვანი გადასვლა კონუსური აფრის ფორმით - წარმო¬მავლობა ჯერაც გამოცანად რჩება; ის შეიძლება სპარსული წარმოშობისაც, სომხური წარმოშობისაც, თავის სხვა ფორმით კი - სფერული აფრის ფორმით, სომხების მიერ ნამდვილად გადმოღებული იყო უკვე დასავლეთელ ხალხთაგან. დომხალი ამით არ თავდება. უშუალოდ მომდევნო ფრაზაში უკვე გვიმტკიცებენ, რომ გუმბათი,საერთოდაც, შეიძლება წმინდა სომხური წარმომავლობისა იყოს: „აგრეთვე, ძნელი სავარაუ¬დოა, რომ ხუროთმოძღვრებს, რომლებიც ყოველ სოფელში ხვდებოდნენ სახლებს, ბოძებზე შეყენებული ხის კარვისებური სახურავით, აზრად არ მოსვლოდათ გუმბათი“ (აქ, ისე როგორც ყველა ქვემოთ მოყვანილ ციტატაში, ხაზგასმა ჩემია - ს.ჯ.). აქ ეს ყველაფერი ერთ გვერდზე მოგვაწოდეს!
რა თქმა უნდა, ასეთი მეთოდით, ყოვლისშემძლე ფორ¬მულების დახმარებით: „საეჭვოა, რომ“, „უნდა დავუშვათ“, „ძნელია ვივარაუდოთ“, და ასე შემდეგ (აქ ისინი ერთი აბზაციდანაა ამოწერილი, მაგრამ მთელი წიგნი მსგავსი ფორმულებითაა აჭრელებული), რასაც ისურვებთ, ყველაფრის „დამტკიცება“ შეიძლება.
მართლაც, ყურადღებიანი მკითხველი იოლად შეამჩნევს, რა უსუსურია ტოკარსკის მტკიცებანი.
სომხური არქიტექტურის ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლი სრულიად ზედაპირულად არის აღწერილი. ვერ შეხვდებით ძეგლთა უტყუარ ანალიზს. ესოდენ დიდი მნიშვნელობის მქონე მათი დათარიღება, მეტწილად,სულაც არ გახლავთ დასაბუთებული, ან დასაბუთების ძალიან უცნაური მცდელობაა. ასე მაგალითად, ერერუიქის ბაზილიკის აღწერისას დასაწყისში, ნათქვამია, რომ ის მიეკუთვნება „ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი ეკლესიების“ (გვ.49) რიცხვს, შემდეგ გაკვრით მოგვიგდეს, რომ „მოგვიანებით აქ ახალი კარიბჭე აღმართეს.... V საუკუნეში აგებული ბაზილიკის კარიბჭეები განკუთვნილი იყო“ (გვ. 52) და ასე... შემდეგ ტეკორის ტაძრის შესახებ გვეუბნებიან: „ იმავე დროს (ესე იგი, ერერუიქის ბაზილიკის აგების დროს - ს.ჯ.) ჩვეულებრივ უსადაგებენ ტეკორში (დიგორში) ტაძრის აგებასაც“ (გვ.53),
stst...
ახპერ ერთი ჩემი ლანძღვა დადე რა...მაინტერესებს როგორ ვილანძღები სომხებზე?
დაიცადა აკადემიკი ჯანაშიაც სომეხმა საყვარელმა მიატოვა სომეხ ისტორიის გამყალბებლებს რო გამხელ(ს)თ?
ან ილია?(არადა ილია მართლა მიატოვა სომეხმა შეყვარებულმა ჭაბუკობაში

)
This post has been edited by kardinali100 on 18 Apr 2019, 17:58