#59220871 · 13 May 2022, 17:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Kakha.G
| QUOTE | | სტრაბონი? პარიადრს იქით კოლხეთის უდაბნოაო. |
რა ადგილას ყვება ამას, არ მახსოვს, მაგრამ სხვა თუ არაფერი, სტრაბონსა და პროკოპის 6 საუკუნე შორავთ.
| QUOTE | | პროკოპიდან ჩანს რომ ლაზები ძირითადად სამეგრელო ქუთაისის რაიონში არიან კონცენტრირებულები და მას იცავენ. |
დიახ, შეიძლებ ასეც ითქვას, ხოლო ომიანობის ძირითადი სცენა რიონ-ჭოროხის შუამდინარეთზე მოდის - სწორედ მერმინდელ გურიაზე.
| QUOTE | | კი მაგრამ ეწერი ხომ მეგრულ ტოპონიმიკაშიც დასტურდება? ეწერფერდი და მაგდაგვარები, |
მეგრულ ტოპონიმიაში არაიშვიათია ისეთი მწიგნობრიზმები, რომელთა მეგრული შესატყვისი გამქრალია (ან არც არსებულა). დავამატებ, რომ "აჭარა" სხვაგანაც გვხვდება დას. საქართველოში (ზესტაფონი, ლეჩხუმი). გულრიფშისა და ჭანეთის მაჭარა-ც შესაძლოა ამავე ძირისა იყოს.
| QUOTE | | ან ზემო აჭარა ეწერია? |
სახელის/ტოპონიმის განვრცობა-გაფართოება ჩვეულებრივი და ხშირი მოვლენაა. ესეც სხვა თუ არაფერი.
butkuj
| QUOTE | | ერთი "ეწერი" სახელი ვერ მოიძებნება აღმ. საქართველოში . |
სუსტი არგუმენტია. აღმ. საქართველოში მასე "ბაბუასაც" ვერ გაიგებ და კიდევ ბევრი ეგეთი. საპირისპიროც გვაქვს.
| QUOTE | | ეწერ იგივე ენწერ მგონი უფრო ქართული "მწირი"-ს მეგრული შესატყვისი ჩანს . |
ეწერ-ისა და მწირ-ის შესატყვისებას ფონეტიკური დაბრკოლებები ახლავს.
--------------------
ჰე, ღმერთო ერთო
hazerik badituzte zilhoak eta zeruko hegastonek, gizonaren semeak ez du ordean non etzan burua!
|