მისი დონის 2-3 მეფე გვყავდა სულ. კაცმა სამჯერ დაამარცხა მუსლიმური კოალიცია და უმეტესწილად თავად გადადიოდა ყოველთვის შეტევაზე. სამწუხაროდ, მამამისსაც კი უფრო აფასებენ, რომელიც ოქროს ხანის მეფეებიდან ყველაზე სუსტი მეფე იყო, მის დროს საქართველომ დაკარგა დვინი (ანისიც და შირვანიც, მაგრამ ისინი ყმადნაფიცად დარჩნენ) სადაც ქართველ მეომრებს მუსლიმებმა თავები მოკვეთეს და მეჩეთის მინარეთებზე დააწყვეს. გიორგიმ დვინის აღების შემდეგ ისინი თბილისში გადმოასვენა. ის ოჯახური კონფლიქტიც დემეტრეს გამო მოხდა, ჯერ ძმა გააგდო, მერე დავითს უარი უთხრა მეფეობაზე (შესაძლოა რაღაც მიზეზიც ჰქონდა) და აპირებდა გიორგის გამეფებას.

საბოლოო ჯამში, დემეტრე არ იყო ცუდი მეფე, უმეტესწილად შეინარჩუნა მამის დანატოვარი.
* * *