ramstedმაშ 1897 წლის აღწერაში სოხუმის ოკრუგში 25 000 მეგრელი და ქართველია აღნიშნული . თუმცა სამურზაყანოში დაახლ. 19 000 აფხაზით ჩაწერეს და მხოლოდ 17000 მეგრელით . არადა ამდენი ხალხი ვისაც აფხაზური ენა მშობლიურად მიაჩნოდა მის დღეებში არ ყოფილა სამურზაყანოში .
რა ვქნათ მერე ესეც თითიდან გამოწოვილად მივაჩნიოთ ?
ეს სია პირველ რიგში საინტერესოა თემების წყობით ანუ რომელი სიფელი შედიოდა ამა თუ იმ თემში . ასევე იმით გამოირჩევა რომ ზოგი სოფელი მერე დროის განმავლობაში გაქრა , უფრო სწორად მეზობელი სოფლის უბნებად მოიხსენებოდა . ასევე ნიშანდობლივია რომ მითითებულია რამდენი მცხოვრები სახლობდა თითოულ სოფელში.
კიდევ ერთი ცნობა .
ს. აჩიგვარა სოფლად პირველად 1926 წლის აღწერაში ჩანს , მანამდე ის არცერთ რუკაზე არ ფიგურირებს . რუსულ ცარისტულ ცნობარებში მის ადგილას მოხსენებულია ს. ფუწყური და სადგური Царский родник ანუ იმ ადგილას რომელს ადგილობრივი მოსახლეობა დღეს უწოდებს " მაფაშ წყურგილ"