კი გადმოცემებში აქვთ თვითონ შემონახული საიდან მოეთესლებოდნენ და თვითონვე აქვთ აღწერილი, მართალს ამბობს აფსუებზე ლორთქიფანიძე მანდ.
ახლაც კი როდესაც იკვლევენ თავიანთ წარმომავლობას, ვერ უვლიან ამ უტყუარ ფაქტებს გვერდს და ირიბად თვითონვე აღიარებენ რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოვიდნენ ტალღებად სხვადასხვა პერიოდებში.
აი მაგალითად:
თვითონვე აქვთ გაკეთებული დნმ ანალიზები გვარების მიხედვით და ზუსტად არის დადგენილი რომელი გვარი საიდან არის მოსული, ანუ რომელი ჩრდილოკავკასიური გვარის განაყოფია, როდის მოხდა დაყოფა, ანუ ტალღებად როდის შემოვიდნენ აქეთ.
თვითონვე საუბრობენ ამაზე თავიანთ A ტელევიზიაში გადაცემებში. smile.gif
აი ამ გადაცემის ბმული, შეგიძლიათ ისიამოვნოთ:
ვიდეოში, თვითონ ეგ "მკვლევარი" ვინმე საიდ ჯონუა (ბაბუამისი ყოფილა ჯოპუა და გადაუკეთებია გვარი ჯონუად, ალბათ ჟოპასთან მსგავსება არ მოსწონდა...), ანუ თვითონ ეს აფსუა რესპონდენტი ამბობს, რომ იკვლიეს Y ქრომოსომის მიხედვით (ანუ მამაკაცის ხაზით წარმომავლობა) და კვლევაზე დაყრდნობით ყველა გამოკვლეული აფსუური განშტოებები (მათთან გავრცელებული ჰაპლოჯგუფები ...) ემთხვევა აბაზინების და ადიღეელების განშტოებებს. უფრო კონკრეტულად კი, აღმოჩნდაო რომ აფსუების გვარები ენათესავებიან აბაზინებს და ადიღეელებს არა უბრალოდ არამედ იმგვარად, რომ საერთო წინაპრები ყავთო!!! მაგალითად, მოჰყავს კონკრეტული გვარები: აფსუა აგირბა, ხუტაბა, ეშბა, ჰაძინბა, და აბაზინური იგირბოვი , ხუტაბოვი, იაშივი, აძინოვი, არიან ერთი ძირის მქონენი და პირდაპირი საერთო წინაპარი ჰყავთ. ასევე, მაგალითად აბაზინური გვარები ლოლოვი, ბიბერდოვი, კვიჩევი, ამათ საგვარეულო გადმოცემაც აქვთ რომ აფსუა გვარი აჩბას ნათესავები არიან და კვლევამაც დაადასტურაო რომ საერთო წინაპარი ყავთო.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია: ჟურნალისტი ეკითხება, დროის განზომილებაში შეგიძლია რომ თქვა ეს და ზოგადად ყველა სხვა გვარები როდის გაიყვნენ რომ გვითხრაო (ანუ ეს საერთო წინაპარი როდის ყავდათო)?
რესპონდენტის პასუხი არის რომ 250 წლიდან, 500 -600 წლამდე და ძალიან ძველი შემთხვევებისას 1000 წელიო.
ანუ დასკვნაა (თვითონ, თავისივე პირით ამბობენ!!!), რომ ესენი ჩრდილოეთ კავკასიაში იყვნენ - საერთო წინაპრით აბაზინები, ადიღეელები, ჩერქეზები რა და მერე მიგრირდნენ აფხაზეთში, იშვიათები 1000 წლის წინ, ძირითადად კი 600-500 წლის წინ და მერე 300-250 წლის წინ.
აი კიდევ მეორე ბმული, სადაც არის გვარი ჯოპუა (იგივე ჯონუა, იგივე ჯაპუა) -ს წარმომავლობის შესახებ (თვითონ წერენ!!! ). ვამახვილებ თქვენს ყურადღებას, რომ ეს მხოლოდ ერთი გვარის მაგალითია. ასეთები არის უმეტესობა მათ გვარზე.
აი ამონარიდი:
в древние времена род Джопуа проживал в районе Сочи (Шәача) в местечке под названием Лес Великанов (Адауқәа рыбна) что в окрестностях Лоо. Оттуда они мигрировали в Цебельду (Ҵабал). Это произошло после какой-то большой войны, когда центральная Абхазия опустела (еибашьра дук ашьҭахь, Аԥсны агәы анҭаҵәы). В Цебельде они осели в окрестностях гор Када (Ҟада) и Адагуа (Адагәа), в этой предгорной части компактно проживали князья Маршан (Маршьан), переселившиеся туда из Ахчипсоу (Аҳҷыԥсоу) около 1680 г. (ახჩიპსოუ არის რუსეთში, სოჩის მახლობლად, კრასნაია პოლიანასთან!!!).
ანუ თვითონვე ამბობენ და დნმ ანალიზებიც ამტკიცებს, მაგალითად, რომ ეს 2 გვარი - ჯოპუა (იგივე ჯონუა, იგივე ჯაპუა) და მარშანი (იგივე მარშანია) არიან აფხაზეთში ჩამოთესლებულები და არა ავტოქტონი ხალხი, ცნობილია, მათი ჩამოთესლებამდელი ადგილებიც, ჯოპუას შემთხვევაში ეს არის სოჩის მახლობლად, ლოოს გარეუბანში ადგილი სახელით - გიგანტების ტყე, ხოლო მარშანის შემთხვევაში ახჩიპსოუ, მდინარე მზიმთას ზედა წელში, კრასნაია პოლიანასთან ახლოს, კრასნოდარის მხარე, რუსეთი!
აი თქვენ სრული ტექსტის ბმულიც, ისიამოვნეთ ისევ:
https://aadna.ru/jonua_wgs/]https://aadna.r...a.ru/jonua_wgs/აქ სხვა გვარებზეც ნახავთ დნმ (Y ქრომოსომის მიხედვით) კვლევებს და საინტერესო შეიძლება იყოს ჩვენთვის სიმართლის დასამტკიცებლად.
This post has been edited by grou on 2 Sep 2026, 13:42