აფხაზური წარმოშობის ორი ტერმინი სვანურში: ფუსტ და აფსაათ
სვანურ მითოლოგიაში ცნობილია პერსონაჟი სახელით აფსაათ. იგი დასტურდება: აფსათ||აფსაასტ||აფსაასდ ფორმებითაც.
გადმოცემით, აფსაათი ფრინველთა მეფეა. გავრცელებული რწმენის თანახმად იგი ფრინველებზე ნადირობას განაგებს. ზოგიერთი გადმოცემით აფსაათი არის ნადირთა მწყემსი, რომელსაც აბარია ნადირობა...
ეს სახელწოდება ნასესხები ჩანს აფხაზურიდან:
აფსაატ (apsaat’w): ფრინველი (იხ. თ. გვანცელაძე: ’აფხაზური და ქართული ენების შემსწავლელთათვის” ტ.1 თბილისი 2003. გვ. 174). ადიღეურ-აფხაზური წარმომავლობის სიტყვაა.
შდრ.
აბაზური: ფსსვია-ჭი - ფრინველი, ფსსვია-: ფრენა
ადიღეური: ბზუვუ - ფრინველი
ჩერქეზული: ბზუვ - ფრინველი
უბიხური: ბზაა-ფა - ფრთა
(იხ. Сервер баз данных СтарЛинг Copyright 1998-2003 С. Старостин:
http://starling.rinet.ru/cgi-bin/main.cgi?flags=eygtnnl)ერთ სვანურ გადმოცემაში, რომლის თანახმადაც აფსაატი არის ფრინველი, ნათქვამია: ”აფსაათ ლი ძღუდ ფრინველ... მასმა, ერე აფსაათ ლიმარ ფრინველარე მეფე...”: აფსაათი არის დიდი ფრინველი... მსმენია, რომ აფსაათი ყოფილა ფრინველების მეფე... (ა. შანიძე, მ. ქალდანი: სვანური ენის ქრესტომათია - თბილისი 1978, გვ. 240)
სვანური ლოცვა აფსაასტის (აფსათ||აფსაათ||აფსასდ) მიმართ ასე ჟღერს:
"ო-ო, დიდაბ აჯჴად, აფსაასტს
დიდაბუ აჯჴედა! სი ხი
სვევი მუჰდი, სი ჯამზირიდ
კვანჭიილარს, სი ლახო
ნიშგვეჲ მუმპერის ხოჩა
სვევ, აფსაასტ, დიდაბუ აჯჴედა".
ო-ო, დიდება მოგსვლოდეს, აფსასტს
დიდება მოგსვლოდეს! შენ ხარ
სვის მომცემი, შენ გწირავთ
კვანჭილებს, შენ მიეცი
ჩვენს ფრინველთა მონადირეს კარგი
სვე, აფსასტო, დიდება მოგსვლოდეს.
მთქმელი ტარას ნაკანი, სეტი, 1936 წ. (ვ. ბარდაველიძე: სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი. I: ახალი წლის ციკლი - ტფილისი 1939)
ეჭვსგარეშეა, რომ აფსაათი არის აფხაზური ელემენტი სვანურში.
არანაკლებ საინტერესოა ფუსტ||ფუსდ||ფუსთ ცნება:
ფუსტ სვანურად ნიშნავს უფალს. მას ქართველური ეტიმოლოგია არ ეძებნება. იგი უნდა მომდინარეობდეს აფხაზური ა-ფსტ-დან (a-pst’wy), რაც ეტიმოლოგიურად სულიერსა ნიშნავს.
აფს (apsy): სული
-ტ()||-ტი (t’w(y)||t’wi): სუფიქსი აწარმოებს ატრიბუტებს და აღნიშნავს წარმომავლობას, წყაროს, მასალას, თვისების ქონას... აფსაბარა (apsabara): ბუნება - აფსაბარა-ტ (apsabara-t’w): ბუნებრივი; ახჲ (ax`): ოქრო - ახჲ-ტი მაცაზ (ax`-t’wy macwaz): ოქროს ბეჭედი; არაძნ (aradzny): ვერცხლი - არაძნ-ტ მაყა (aradzyn-t’w maq’a): ვერცხლის ქამარი; არა (ara): აქ - არა-ტი (ara-twy): აქაური; ამილათ (amilat): ერი - ამილათ-ტ (amilat-t’wy): ეროვნული; აფასა (apasa): წინათ - აფასა-ტი (apasa-t’wi): უწინდელი; ახაჰ (axahw): ქვა - ახაჰ-ტ გარა (axahw-t ‘w gwara): ქვის ღობე და სხვ.
ა-ფს-ტ (apsy-t’wy): სულიერი, ცხოველი. შდრ. animal (ლათ.): სიცოცხლის მქონე, ცხოველი (a living being, an animal). anima: სული
აფხაზურში ა-ფსტ (a-pst’wy) დღეს მხოლოდ ცხოველსღა (თანამედროვე ქართული გაგებით) აღნიშნავს (იხ. თ. გვანცელაძე: ’აფხაზური და ქართული ენების შემსწავლელთათვის” ტ.1 თბილისი 2003. გვ. 175). მისი თავდაპირველი მნიშვნელობა დავიწროვებულია და მან ისევე იცვალა სემანტიკა, როგორც ქართულმა ცხოველ-მა, რაც ძველქართულში სულიერს, სიცოცხლის მქონეს აღნიშნავდა ზოგადად. შდრ. ღმერთი ცხოველი:
ეფუცა მას საულ ღმრთისა მიმართ და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი! არა შეგემთხჳოს შენ ბოროტი სიტყუასა ამას ზედა. (მეფეთა 1: 28:10 მცხეთური ხელნაწერი)
*ა-ფსტ [*a-psy-t’wy](აფხ.) > ა-ფსტ [a-pst’wy] (აფხ.)> ფუსტ (სვან.)...
ფუსდ ღერმეთ: უფალი ღმერთი. შდრ. ღმერთი ცხოველი...
ფუსდ ჯგირაგი: უფალი წმინდა გიორგი
ქრისდე ფუსდ მაცხვაარ: ქრისტე უფალო მაცხოვარო
ფუსდ-იდან ნაწარმოებია ზმნაც: ლი-ფსვნ-ე (<ლი-ფსვდ-ე)
ლიფსვნე: ფლობა, ბატონობა...
მუფსვდი||მუფსვნი: (მუ-ფსვდ-ი >> მუ-ფსვნ-ი) - მფლობელი
მაფსვდი: მა-ფსვდ-ი: მეუფე
ლაფუსთ: ლა-ფუსთ - სასუფეველი
ჩემი აზრით, აფსაათ და ფუსტ ტერმინების არსებობა სვანურში მიანიშნებს უძველეს ენობრივ კონტაქტებზე სვანურ და აფხაზურენოვან მოსახლეობათა შორის. ამ ურთიერთობის ფესვები შორეულ წარსულში უნდა იკარგებოდეს...
ეტიმოლოგიებიკიდევ ორი აფხაზურიდან შეთვისებული ელემენტი სვანურში: ჯირა||ჯიჰრა (მუხა) და მუს (თოვლი)
ჯირა||ჯიჰრა: ჯი-რა||ჯიჰ-რა - მუხა.
ძირი არის ჯი-. ნასესხები ჩანს აფხაზურიდან.
ა-ჯჲ (აფხ.): მუხა
-რა მცენარეთა დასახელების მაწარმოებელი სუფიქსია. შდრ. წიფ-რა (წიფელა), ცხვიმ-რა (ცხემლა, რცხილა), ზესხ-რა (ცაცხვი), ჰებ-რა (ბალი) და სხვ.
სვანურში, ისევე როგორც ქართულში, მუხის აღმნიშვნელი ქართველური ძირი დავიწყებულია. ქართველური ძირი ცოცხალია მეგრულ-ლაზურში: ჭყონი (მეგრ.) - ჭკონი (ლაზ.). ქართული ფორმა ტოპონიმებშიღა შემორჩა: წყნ-ეთ-ი (<წყან-ეთ-); წყან-არ-ა (ლანჩხუთში), წყან-ი-შურ-ი (აჭარაში) (იხ. ჰ. ფეინრიხი, ზ. სარჯველაძე: “ქართველურ ენათა შედარებითი ლექსიკონი” - თბილისი 2000)
მუს: მუ-ს - თოვლი.
ძირი არის -ს-. ნასესხები ჩანს აფხაზურიდან
ა-ს (a-sy) (აფხ.): თოვლი
ს (sy) (აბაზ.): თოვლი
ვა-ს (wa-sy) (ადიღ.): თოვლი
ვა-ს (wa-s) (ყაბარდ.): თოვლი
(იხ. Сервер баз данных СтарЛинг Copyright 1998-2003 С. Старостин:
http://starling.rinet.ru/cgi-bin/main.cgi?flags=eygtnnl)მუ- წარმომავლობით არის იგივე პრეფიქსი, რომელიც გამოიყოფა მაგალითად მუხვბე-ში (მუ-ხვბ-ე: ძმა ძმისთვის, ლა-ხვბ-ა: ძმები, სა-ხუბ: საძმო. შდრ. ჯუმილ: ძმა დისთვის), ან მუჩხიმ-ში (მუ-ჩხიმ: ცხიმიანი). მუს-ს თავდაპირველად თოვლიანის მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. მან გამოდევნა თოვლის აღმნიშვნელი ქართველური ძირი .
ფუძესთან პრეფიქსის შეხორცება უცხო არაა სვანურისათვის. შდრ. ლამარია: ლა-მარია - ღვთისმშობელი; ლადეღ: ლა-დეღ - დღე (ქართ.) - დღა (მეგრ.-ლაზ.)...
ქართველური ძირი შემონახულია თოვის აღმნიშვნელ ზმნაში: ლი-შდვ-ე: თოვა; შდუ(ვ)ე: თოვს
შდუვ- საერთო ქართველური *ს'თოვ- ძირიდან მომდინარეობს.
შდრ.
ლი-შდვ-ე (სვან.) - თოვ-ა (ქართ.) - თუ-ალ-ა (მეგრ.) - ო-მთვ-ალ-უ (ლაზ.)
შდუვე (სვან.) - თოვს (ქართ.) - თუნს (მეგრ.) - მთუმს (ლაზ.)
? (სვან.) - თოვ-ლ-ი (ქართ.) - თ-ირ-ი (მეგრ.) მთუ-რ-ი||მთვ-ირ-ი (ლაზ.)
საერთო ქართველურ *ს’თ-ს ქართ-ზანურში თ-, ხოლო სვანურში შდ- შეესაბამება:
შდრ.
შდუგვ (სვან.) - თაგვ- (ქართ.) - ? (მეგრ.) - მთუგ- (ლაზ): თაგვი
დოშდ-ულ (სვან.) - თთუე (ძვ. ქართ.) - თუთა (მეგრ.-ლაზ.): თვე, მთვარე
ეშდ (სვან.) - ათ- (ქართ.) - ვით- (მეგრ.) - ვიტ- (ლაზ.): ათი
ვოშთხ (სვან.) - ოთხ- (ქართ.) - ოთხ- (მეგრ.-ლაზ.): ოთხი
ვო-ხუშდ (სვან.) - ხუთ- (ქართ.) - ხუთ- (მეგრ.-ლაზ.): ხუთი
და სხვ. (შდრ. ჰ. ფეინრიხი, ზ. სარჯველაძე: “ქართველურ ენათა შედარებითი ლექსიკონი” - თბილისი 2000)
ჩემი აზრით ჯირა||ჯიჰრა (მუხა) და მუს (თოვლი) ფუძეების არსებობაც უძველეს ენობრივ კონტაქტზე უნდა მიანიშნებდეს სვანურ და აფხაზურენოვან მოსახლეობათა შორის...
ეტიმოლოგიები * * *
Homo_Georgicusარამგონია ეცხოვრათ, მაგრამ ალანებს ეკუთვნიდათ რაღაც პერიოდი. რომაელებმა/ბიზანტიელებმა გადასცეს