Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(91)
« პირველი
...
43
44
[45]
46
47
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
აფსუა ხალხის კულტურა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#55838589
· 13 Feb 2020, 20:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kakha.G
ბზიფურში ზ' არის რომელიც აბჰუურში ჟ გამოითქმება.
--------------------
butkuj -ის ზედა პოსტი რომ დეზინფორმაციაა, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია:
ანდრიი ერმაკის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე პროექტი შეესაბამება უკრაინის ინტერესებს და პატივს სცემს მის წითელ ხაზებს (c) Saturn .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
წერილები: 2768
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09
#55838713
· 13 Feb 2020, 21:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
QUOTE
რა არ მოგეწონა კერძოდ ?
მოწონება არაფერ შუაშია. ადამიანს უწერია უაზრობები. თუნდაც მხოლოდ საკუთარ გვარზე ავიღოთ. ოღონდ ქართველად არ გამოჩნდეს და При этом и первая часть антропонима "Маан" - "Ма" являлась у хеттов названием великой Богини - матери богов,... ათასი ასეთი კიდევ.
QUOTE
მასე გადმოცემების მიხედვით სამურზაყანოელი სირგინავების და კიკორიების წარმომავლობაა დადგენილი.
მასე გადმოცემებით ერთ გვარზე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და გამომრიცხავი სამი და ოთხი ვერსია გამიგია. აქ როგორ ვქნათ, გემოვნებით დავადგინოთ, რომელია სწორი?
QUOTE
იქნებ ზოგ რამეში მოიტყუებენ თანამედროვე აფხაზი ავტორები
))
Kakha.G
QUOTE
კი მაგრამ ამ გვარების წარმომადგენლებს ზუგდიდში თუ არა გალში ხო უნდა ეცხოვრათ?
რატომ ასე "უნდათი"? ზოგი გვარი არათუ სოფელში, სოფლის ერთ უბანშიღა იყო ლოკალიზებული. გააფსუვდა. რა უნდა დავასკვნათ?
არაერთი გვარია, მაგ., მხოლოდ აბაშაში დამოწმებული. გაიმერელდნენ, ვთქვათ.
არის ე.წ. ქალაქური გვარებიც, მაგ. ფოთში. გაგურულდნენ, ვთქვათ. არ ცხოვრობენ სენაკში, ან ზუგდიდში, ან ჩხოროწყუში. რა დავასკვნათ?
This post has been edited by
BRUTHA
on 13 Feb 2020, 21:15
--------------------
ჰე, ღმერთო ერთო
hazerik badituzte zilhoak eta zeruko hegastonek, gizonaren semeak ez du ordean non etzan burua!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#55838976
· 13 Feb 2020, 22:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
BRUTHA
QUOTE
თუნდაც მხოლოდ საკუთარ გვარზე ავიღოთ. ოღონდ ქართველად არ გამოჩნდეს და При этом и первая часть антропонима "Маан" - "Ма" являлась у хеттов названием великой Богини - матери богов,... ათასი ასეთი კიდევ.
მასეთი დებილიზმები შენს კოლეგებსაც ჩვევიათ ზოგადად )
უსაყვედურებ ? არამგონია.
თუ მთლად მეზღაპრე ყოფილიყვნენ დაწერდნენ რომ ყველა აბჟუური აფხაზური გვარი ადგილობრივია და მეგრელი პაპებმა გვარი გადაუკეთეს . მარა არ წერს ?
ზნაჩიტ უნდა отделять зёрна от плевел.
იცი კიდევ რისი თქმა მინდოდა
კაკაბაძეს წიგნში "აფხაზეთის საკათალიკოსოს გლეხების დავთარში" წერია სოფკების სახელები დღევანდელ აფხაზეთში - ხოირი , ნაჟანეული, ხაუჟელი , ტყავრუ , თილითი , ჭალა და ა.შ. გაქვს ისეთი წვდომა მაგ დედანთან , არა კაკაბაძის წიგნი, არამედ დედანში როგორ წერია ეს სოფლები ? იცი რატომ გეკითხები ? ს. თხინის მიდამოებში იქ სადაც ს. თილითი უნდა ყოფილიყო აფხაზურ ტოპონიმიკაში წერია ს. თხინის უბანი "თილითი"-ს ნაცვლად "ფლыთ".
და კიდევ ლამბერტის რუკაზე რომ წერია marzcheuli ზუსტად "მარცხეული" უწერია კაკაბაძეს . ეჭვი შემეპარა. იქნებ კაკაბაძემ ცოტა სხვანაირი ინტერპრეტაცია გააკეთა და დედანში ვერ გაშიფრა სახელწოდება და ან ლამბერტის რუკაზე ნახა ისე ჩაიწერა ან უბრალოდ გაიაზრა თანამედროვე სახელების მიხედვით ? და ზოგი - ღაჩუ , ხაუჟელი და სხვ. საერთოდ გაურკვეველი დარჩა.
This post has been edited by
butkuj
on 13 Feb 2020, 22:32
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
წერილები: 2768
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09
#55839247
· 13 Feb 2020, 23:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
QUOTE
ზნაჩიტ
ზოგჯერ დანაშაულზე წასწრებულ ბაღანასავით ხარ. ))
QUOTE
წვდომა მაგ დედანთან
სამწუხაროდ, არა.
ამ სოფლების სახელთაგან ზოგის სისწორე მეც მეეჭვება. ხოირი, მაგალითად.
QUOTE
მასე გადმოცემების მიხედვით სამურზაყანოელი სირგინავების და კიკორიების წარმომავლობაა დადგენილი.
კიკორიებზე ამ საცოდაობას გულისხმობ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#55839567
· 14 Feb 2020, 00:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
BRUTHA
QUOTE
სამწუხაროდ, არა.
ამ სოფლების სახელთაგან ზოგის სისწორე მეც მეეჭვება. ხოირი, მაგალითად.
ნუთუ ისე მიუწვდომელია ?
მე ვფიქრობ რომ ბევრი ტოპონიმი ცოტა სხვანაირად ჩაწერილი იყო ნუ მაგალითად ს. ღალიძგას ნაცვლად "ხალისგი " თუ რაღაც ამგვარი . კაკაბაძემ გაშალა რუკა და მიხვდა რომ ღალიძგაა . თუმცა ხოირის , ხაუჟელის ,ტყავრუს შემთხვევაში მან უბრალოდ ვერ ნახა რუკაზე და თავისებურად გაიაზრა ან ლამბერტის რუკაზე ნახა ტურხარუ , მარცხეული და თილითი . რამდენად ზუსტია ლამბერტისეული სახელები ვინ იცის . თუმცა ლამბერტის ს.ცაგერას ადგილას ტგვანა უწერია როდესაც ნამდვილი სახელია დღვანა , კვიტაულის ნაცვლად პიტაურო წერია და ა.შ.
QUOTE
კიკორიებზე ამ საცოდაობას გულისხმობ?
არა კანეშნო . ჯერ ერთი რომ საბჭოთა პერიოდში ინალ-იფას ან ძიძარიას ნაშრომში წერია მათი გადმოცემების შესახებ . ესენი კაკალიები ყოფილან და ყარაჩაიდან მომდინარეობს მათი გვარი . ერთი ძმა ს.ჭლოუში დასახლდა და კაკალია გახდა , მეორემ ს. ჩხორთოლში და კიკორია გახდა ,მესამე გურიაში წასულა და კიკალეიშვილი გახდა.
სხვათაშორის პ. ცხადაიას " სამურზაყანოს გეოგრაფიული სახელების" წიგნში მსგავსი შინაარსის გადმოცემები წერია . ეს წიგნი ფრაგმენტულად დევს გუგლში და რამოდენიმე ასეული სკანი მაქვს ბიბლიოთეკაში.
ნიუჟელი ამ წიგნზე არაფერი გსმენია ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18168
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#55850784
· 16 Feb 2020, 22:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეოტი მეომარი ძ.წ.2-3ს.
--------------------
Pissing outdoors is one of modern man's last true pleasures
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
წერილები: 2768
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09
#55851768
· 17 Feb 2020, 04:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
QUOTE
ტყავრუს შემთხვევაში
ყველაფერი სწორად მგონია
ხოირი და ხაუჟელი კი უნდა იყოს ცოტათი შერყვნილი.
QUOTE
არა კანეშნო . ჯერ ერთი რომ საბჭოთა პერიოდში ინალ-იფას ან ძიძარიას ნაშრომში წერია მათი გადმოცემების შესა
სწორედ ინალ-იფაა ავტორი იმ ზემო სკრინზე რასაც კითხულობ.
და სწორედ მაგაზე მოგახსენებდი, რომ ამ კატეგორიის "მეცნიერების" ჯერ კიდევ და სწორედ საბჭოური ხანის "ნაშრომები" ძალიან საეჭვოა, კულტურულად რომ ვთქვათ.
QUOTE
მესამე გურიაში წასულა და კიკალეიშვილი გახდა.
კიკალეიშვილები და კიკალიშვილებიც სულ მეგრელები ვიცი, ვინც მინახავს და მომისმენია.
QUOTE
მსგავსი შინაარსის გადმოცემები წერია
მსგავსი შინაარსის გადმოცემები რამდენიმენაირი შეიძლება იყოს. მეცნიერის თუ მკვლევრის გემოვნებაზეა, რომელს შეიტანს (თუ სულაც თავად არ იგონებს ან არ უკვეთავენ) ის შრომაში და ასე "გაამეცნიერულებს". თან, ხომ იცი, კაი ძალა აქვს უკვე მეცნიერის გვარ-სახელით, ამა და ამ "იზდაწელსტვო"-ს ქვეშ ქაღალდზე, ბეჭდურად გამოცემულ "მსგავსი შინაარსის გადმოცემებს".
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#55852538
· 17 Feb 2020, 12:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
BRUTHA
ხომ დავწერე ზემოთ отделять зёрна от плевел ?
იმ ზღაპრებს შორის მას სიმართლეც უწერია . წინააღმდეგ შემთხვევაში ჯოპუებს , კვიწინიებს , კიუტებს და დოპუებს ადგილობრივი წარმოშობით დაწერდა რომლებს მეგრელი მღვდელებმა გვარები გადაუკეთეს )
მაგრამ ხედავ არ დაწერა.
კიკორიებზე , კაკალიებზე და კიკალიებზე იმეორებს პაატა ცხადაია თავის წიგნში "სამურზაყანოს გეოგრაფიული სახელწოდებანი" . მე ფრაგმენტულად მაქვს დასკრინებული ეს წიგნი სადღაც 150 მდე snipper view პატარა სკრინი. და შენ შეგიძლია თბილისში საჯარო ბიბლიოთეკაში ამ წიგნის ნახვა. ცხადაიას 10 წიგნი აქვს გამოშვებული სამეგრელოს ტოპონიმიკაზე ყველა რაიონზე და ასევე რაჭის ტოპონიმიკა. სამწუხაროდ პდფ ფორმატში მარტო ჩხოროწყუს რნია .
დანარჩენის გადმოყვანა ეზარებად ალბათ მუქთახორა ბეზდელნიკებს. აფხაზებმა ლამის მთელი მათი არქივი უკვე დიდი ხანია გააციფრეს და ჩვენებმა ერთ და იგივე წიგნებს 100 ჯერ აქვეყნებენ .
არამარტო ხოირი და ხაუჟელი. მაინც და მაინც დღეს გამქრალი ტოპონიმები არასწორად ეწერა დედანში ? მგონი რომ ნახევარზე მეტი შერყვნილი ფორმით წერია და კაკაბაძემ რაც მიაგნო რუკაზე ის გამოასწორა და ზოგი ვაბშე ლამბერტის რუკაზე მოძებნა და გადმოაწერა - მარცხული და თილითი .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
წერილები: 2768
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09
#55855264
· 17 Feb 2020, 23:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
QUOTE
მაგრამ ხედავ არ დაწერა.
ჸაიტ! უჯინი სი! ))
QUOTE
კიკორიებზე , კაკალიებზე და კიკალიებზე იმეორებს პაატა ცხადაია
პაატა ცხადაიას უზარმაზარი შრომა აქვს გაწეული, მართლა შრომა რასაც ქვია, მაგრამ თუ მან ერთგან სხვისი შეცდომა (ან ფაქტად შემოსაღებული სიყალბე) გაიმეორა, ეს იმ შეცდომას ვერაფერს შველის.
ცხადაიამ ჯუნის ონიანის მოსაზრებაც გაიზიარა სვანური გვარების დაბოლოებაზე, მაგრამ არც ეგაა მართებული.
* * *
QUOTE
არამარტო ხოირი და ხაუჟელი. მაინც და მაინც დღეს გამქრალი ტოპონიმები არასწორად ეწერა დედანში ?
ჩამოწერე, რომლებს გულისხმობ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#55855399
· 17 Feb 2020, 23:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
BRUTHA
მე პირადად ვიცნობ კიკორიებს . და ისინი იმეორებენ ცხადაიას სიტყვებს .
არის აგრეთვე შაკაიების გადმოცემა . ესენი იყვნენ გურული ნაკაშიძეები . დასახლდნენ ს. ბედიაში , ჩხორთოლში და გახდნენ შაკაიები.
ასევე გადმოცემა გვარ ბუავაზე რომლებიც იმავე ს. ბედიაში (აფხ.აგუ-ბედია) ცხოვრობენ . ესენი არიან რაჭველი ბუაძეები და გადმოსახლდნენ 200-250 წლის წინ.
ასევე პ.ცხადაიას უწერია გვარი ბულისქერიების წარმომავლობაზე - ესენი წარმომავლობით არიან ს.მერხეულიდან (გულრიფშის რნი) და 300 წლის წინ დასახლდნებ ს. მუხურში და ოქუმში.
მუჰაჯირთა სიას თუ დაუკვირდებით ს. მერხეულში მართლაც ბევრი აბლასკირ/ბლასკირ გვარის არიან .ასე რომ არაფერი ამაში გასაკვირი არ არის .
რა თქმა უნდა ყველა გვარის წარმომავლობის დადგენა მარტო გადმოცემების მიხედვით არ შეიძლება მაგრამ უმეტესწილად სინამდვილეს შეესაბამება .
ვიმეორებ , აფხაზ მეცნიერებს რომ უნდოდათ ამ გადმოცემების თავის სასარგებლოდ გამოყენება იმდროსვე დაწერდნენ კვიწინიების ,ჯოპუების და კაკალიების ადგილობრივ აბჟუურ წარმომავლობაზე . მითუმეტესად რომ მაგ დროს ქართველ მეცნიერებს ფეხებზე ეკიდათ აფხაზეთის ამბავი( სხვათაშორის დღესაც კიდიათ) .
კსტატი, ჯოპუები წარმომავლობით ს. კალდახვარიდან არიან უბან აჯაპჰუნი - დან .
* * *
QUOTE
ჩამოწერე, რომლებს გულისხმობ.
ბიჭო , ნუთუ ასე ძნელია დედნის ნახვა ?
არ დავიჯერებ . მე მოსკოვში 20 წლის წინ სად არ შევსულვარ რომელ დახურულ ბიბლიოთეკაში ლაზური და მეგრული გრამატიკების მოსაპოვებლად ყოველგვარი საბუთების გარეშე და შენ არ შეგიძლია თბილისში " აფხაზეთის საკათალიკოსოს გლეხებიდ დავთრის ნახვა "?
შეამოწმე , დარწმუნებული ვარ რომ შერყვნილად წერია ბევრი ტოპონიმი .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
წერილები: 2768
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09
#55855605
· 18 Feb 2020, 00:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
QUOTE
მე პირადად ვიცნობ კიკორიებს . და ისინი იმეორებენ ცხადაიას სიტყვებს .
წიგნიდან ამოკითხულის, წიგნური ცნობის გახალხურება ხომ გაგიგია?
სხვათა შორის, დღეს გალში მეგრულ გვარებზე (საკუთრივ მეგრული წარმოშობისაზე და არა "ზუხბაიას" ტიპის გვარებზე; რაც შემხვედრია და რაც საინტერესოა) ვრცელდება ისეთი "ცნობები", რომლებიც მანადე არ დამოწმებულა - ასე წარმოიდგინე, მეგრული გვარების რუსულ წარმოშობაზე. სულ არ აინტერესებს მაგის მთქმელს, გამგონეს და დამჯერს, ესა თუ ის გვარი შენ დავთარში გიმოწმდება თუ ეკლესიის კარნიზქვეშა წარწერაში. ჩემში ეს ყველაფერი ეჭვს იწვევს. მით უმეტეს, ეჭვს გამოიწვევს აფხაზეთში დამოწმებული მეგრული გვარების პაგალოვნად აფსუურად გამოცხადება ვიღაც 135 წლის ჩაბირხან შაყრჷლის ან 140 წლის ახრა ანქვაბის გადმოცემების საფუძველზე. კიდევ მით უფრო, რომ თავად ეს შაყრჷლები და ანქვაბები ჯერ გამეგრელებული იმერლები და გურულები ჩანან (შეყრილაძეები და მექვაბიშვილ-მიქვაბიები), და მერე გააფსუებული, ოსმალეთს რომ რუსეთისთვის ეძლია, მერე კიდევ გათურქებამდე რომ ნახევარი მეტრი აშორებდა, ისეთები. მერე ამ "შაყრჷლ"-ის გვარზე, მივა შენი შალიკო ინალ-იფა, კიდევ ძიძარია, მაანი მასეთები და გამომიცხადებს წმინდა აფსუური "-ჷლ" სუფიქსით წარმოებული გვარსახელიავო და გამიპიწკინებს უძველესი აფსუური გვარსახელების მაწარმოებელ სუფიქსთა ჩამონათვალში, თავის გადმოცემებიანად, ჩაბირხანის ცოლის ძმის საოჯახო არქივებიანად და მაგალითებიანად, რომ ამ ვიღაც საუკუნენახევრის ჩაბირხანის ბაბუის მამა, მის სამ ძმასთან ერთდ (ძმა 3 უნდა იყოს აუცილებლად!) ფხუდან (რომელიც შეიძლება ლაბის ხეობასაც კი გულისხმობდეს თურმე) გადმოსახლებულა ჯგერდაში. თურქულ "ოზგან"-ს აფსუური "-ან" მაანთროპონიმებელი სუფიქსით წარმოებულ უძველეს გვარებში ჩამიწერს, გვერდით მიუსკუპებს მეგრული "მარღანია"-დან მიღებულ ასევე "მაან"-ს, სვანური "ქალდანი"-დან მიღებულ "ქარდან"-ს, რახან ესენიც "-ან"-ით მთავრდებიან. მეტი სანდოობისთვის, ამათ გვერდით ბუავა-ბუაძის ტიპის ისტორიებს მიუწერენ, ერთი-ორი მათაც ექნებათ ნამდვილი ცნობა იმ გადმოსახლებებზეც და მეტი რაღაა საჭირო? ბუტკუჯი წაიკითხავს. "ოო, უყურე შენ. რახან ბუავა რაჭიდანაა მოსული და ამას შალვა არ მალავს, ზნაჩიტ, კიკორია-მიკორიებიც სუყველა მასეა."
QUOTE
ვიმეორებ , აფხაზ მეცნიერებს რომ უნდოდათ ამ გადმოცემების თავის სასარგებლოდ გამოყენება იმდროსვე დაწერდნენ კვიწინიების
კვიწინიას მაგალითზე იმსჯელე - გვარი, ჩანს, მომდინარეობს სვანური "კვიციანი"-სგან, ჯერ გამეგრელების გზით. ნაღდად ვერ იქნება ადგლობრივი ოჩამჩირული გვარი. ვიღაც აფსუა ჩამოსახლებულა ფსხუდან და აქ, ოჩამჩირის რომელიღაც სოფელში მიუღია კვიწინია-ს გვარი. რახან ცოცხალი თავით გამორიცხავ, რომ ქორთუ პაპებმა დაანათლეს ეს გვარი, უნდა ვიფიქროთ, რომ ვიღაც ადგილობრივი მეგრელი კვიწინიას მამულში დასახლებულა და მისგან მიუღია ეს გვარი. მაგრამ ისე მოხდა, რომ ეს კვიწინია, ერთიანად ყველა გააფსუვდა. კახასი არ იყოს, ისე, რომ საკუთრივ ეს ფორმა იმ კონკრეტული მიკროუბნის გარეთ, სხვაგან არსად გვხვდება სამეგრელოში. და ასეთი ვითარებაა უამრავ გვარზე - კოღონიაზე, თანიაზე, ქარდიაზე, ხარაზიაზე, წვინარიაზე და ა.შ.; ისედაც მაინც არ უნდა დაგაეჭვოს ამან?
QUOTE
ასევე პ.ცხადაიას უწერია გვარი ბულისქერიების წარმომავლობაზე - ესენი წარმომავლობით არიან ს.მერხეულიდან (გულრიფშის რნი) და 300 წლის წინ დასახლდნებ ს. მუხურში და ოქუმში.
მე კიდევ ოქუმელი ბულისკერიებისგან ვიცი, გუდაუთიდან ყოლიათ წინაპარი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#55855637
· 18 Feb 2020, 00:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
BRUTHA
კვიწინიები ცხოვრობენ მარტო ს. ათარაში . მთელი ეს სოფელი 80% მათია . ჯოპუებს , კაკალიებს უკავიათ ს. ჭლოუს 50% . მაგდენი მეგრელი რომ მანდ ყოფილიყის მოსულ აფხაზებს გაამეგრელებდნენ . ამიტიმ ეს წარმოუდგენელია და ვერ უძლებს კრიტიკას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
წერილები: 2768
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09
#55855667
· 18 Feb 2020, 00:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
QUOTE
მაგდენი მეგრელი რომ მანდ ყოფილიყის მოსულ აფხაზებს გაამეგრელებდნენ . ამიტიმ ეს წარმოუდგენელია
გამარჯობა შენი. მეც მაგას გეუბნები. )) კვიწინიები ადგილზე გააფსუებული მეგრელებია მეთქი და არა საიდანღაც ჩამოსული აფსუები. ხელი ამას - მათ ასე ერთიანად გააფსუებას სწორედ მაგან შეუწყო, რომ ისინი ასე ერთ, ძალიან ვიწრო მიკროუბანში სახლობდნენ.
ერთი რამეა დასაშვები - ამ ნასვანარ მეგრელ კვიწინიებს მართლა შემოხიზნოდა ვინმე აფსუას ოჯახი ფსხუდან იქნება თუ "აფსხუდან". ამ შემოკედლებულმა აფსუამაც (დიდი ალბათობით უგვარომ) მიიღო კვიწინიას გვარი და მერე ეს განაზოგადა შენმა ინალ-იფამ ყველა კვიწინიაზე, რომ ყველას წინაპარია ფსხუდან და აქ დასახლებისას მიიღეს კვიწინიას გვარი.
This post has been edited by
BRUTHA
on 18 Feb 2020, 00:50
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#55855698
· 18 Feb 2020, 00:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
BRUTHA
რეებს წერ რა .
მაშ კიუტებიც მეგრელებია რომლებს ლამის მთელი ს. კინდღი ეკავათ ,ზანთარიებს და ბარგანჯიებს მთელი ს. ტამიში და ცხენწყარი.
სანგულიებს, კაკალიებს და ჯოპუებს მთელი ს.ჭლოუ . მარტო ს.ჯგერდა დარჩა აფხაზური ?)
ცხადაიას წიგნი გაქვს ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
წერილები: 2768
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09
#55855733
· 18 Feb 2020, 01:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
ზანთარიები ვინაა? )) ათაქუმიდან ჩამოსახლებული ჟანები არიან, -თ და -რ აფსუური გვარმაწარმოებელი სუფიქსებით რომ გაუფორმდათ გვარი?
სანგულია-ს ეტიმოლოგიაზე რას ფიქრობ?
* * *
QUOTE
ცხადაიას წიგნი გაქვს ?
"სამურზაყანოს გეოგრაფიული სახელწოდებანი" მქონდა გადაღებული. დამეკარგა. ხელახლა არ გადამიღია. სხვები, ზოგი წიგნად მაქვს.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(91)
« პირველი
...
43
44
[45]
46
47
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0477 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.