ვარაზვაჩე
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3532
წევრი No.: 253274
რეგისტრ.: 18-October 19
|
#59452981 · 27 Jul 2022, 16:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართული სახელმწიფოები შეძლებისდაგვარად უმკლავდებოდნენ კარზე მომდგარ სპარსეთსა და თურქეთს. მოსახლეობა წყდებოდა მტერთან ბრძოლებში, საქართველოში საგრძნობლად შემცირდა მცხოვრებთა რიცხვი. დაცარიელებულ ბარის რეგიონებში მთიდან ჩამოსული მოსახლეობა სახლდებოდა. მოსახლეობაშემცირებულ და დაცარიელებულ მთის ფერდობებს კავკასიოანის ჩრდილო კალთებიდან გადმოსულნი იკავებდნენ.
მთიდან მოსახლეობის ბარში ჩამოსვლა მთაგორიანი ქვეყნებისათვსი ჩვეულებრივი და კანონზომიერი პროცესია. მთის მწირი ბუნება სათანადოდ ვერ უხრუნველყოფს მზარდ ჭარბ მოსახლეობას და ნამატი ბარში ჩამოდის. მშვიდობიან ვითარებაში ეს პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, სახელმწიფო ხელისუფლება მეტ-ნაკლებად აკონტროლებს მას, მაგრამ, როდესაც სახელმწფო სუსტდება და ამ პროცესს ვეღარ არეგულირებს, იქმნება მძიმე ვითარება. ასე შეიქმნა კახეთში ჭარ-ბელაქნისა და თალას ე.წ. უბატონო თემები, შიდა ქართლის მთიანეთსა და შემდეგ მთისწინა ზოლში და ბარშიც - ოსთა კომპაქტური მოსახლეობა, კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე - ჩრდილეთიდან ჩამოსული მოსახლეობა.
ჩვენ არ ვიცით რა ეწოდებოდა იმ ხალხს იქ, თავის თავდაპირველ სამშობლოში, აქ რომ დასახლდნენ, სავარაუდოა, რომ ქართველებმა აქ მოსახლე «აფხაზების» გამო მათაც «აფხაზები» უწოდეს.
ამ დროიდან იწყება აფხაზეთში ქრისტიანობის პოზიციების შერყევა, რასაც აპირობებს ერთი მხრივ, მთიდან ჩამოსული მოსახლეობის მიერ თავისი წარმართული რწმენების ჩამოტანა, მეორე მხრივ, თურქთა გაბატონება, რომელნიც აქ ისლამის გავრცელება-დამკვიდრებას ცდილობდნენ.
ქართული და უცხოური წერილობითი წყაროებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ ხდება XV საუკუნიდან მოყოლებული ქართული და ქრისტიანული პოზიციების შევიწროება დასავლეთ საქართველოში.
სამეგრელოს სამთავროდან აფხაზეთის სამთავროს გამოყოფის შემდეგ მიმდინარეობს გამუდებული შინაფეოდალური ბრძოლა მფხაზთა მთავრები XVII საუკუნის ბოლოს იპყრობენ სამეგრელოს ნაწილს მდინარეებს - კოდორსა და ენგურს შორის და აფხაზეთის სამთავროს უერთებენ. ეს ის მიწა-წყალია, რომელიც სამურზაყანოს სახელწოდებათაა ცნობილი. ამ დროიდან იწყება ამ მხარის «გააფხაზება», «გააფხაზების» ეს პროცესი კარგადაა ასახული ქართულ, ძირითადად დოკუმენტურ, და უცხოურ წერილობით წყაროებში. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა ცნობა აქ აფხაზების საგანგებოდ ჩამოსახლების შესახებ 50 . ი. ანთელავას მითითებულ წიგნში მოაქვს XIX ს-ის ბოლოს სოფ. ბედიაში ნაპოვნი და გაზეთ «კვალში» (1987 წ. №20) გამოქვეყნებული დოკუმენტი. ამ დოკუმენტში, რომელიც XIX ს-ის ათიან წლებში უნდა იყოს შედგენილი, ვკითხულობთ, რომ XVII საუკუნეში ძმებმა რსოტომ, ჯიქეშია და ყვაპუ შერვაშიძეებმა აფხაზეთის სამთავროში გაიყვეს სამფლობელოები. როსტომს ერგო მდ. ბზიფიდან მდ. კორდორამდე, ჯიქეშიას - მდ. კოდორიდან მ. ღალიძგამდე. ხოლო უმცროს, ყვაპუს - მდ. ღალიძგადან მდ. ენგურამდე, რომელიც «благадаря смутному времени, было относительно безлюдна. Поэтому Квапу из Бзыбы, т.е. владения старшего брата, переселил несколько княжеских и дворянских фамилий, как-то: Анчабадзе, Эмухвари, Иналишвили, Маргания, Званбая, Лакербая и Акиртава» 51 .
მართალია, დოკუმენტი XIX ს-ის დასაწყისისაა, მაგრამ რადგან მასში მოთხრობილი ეთანხმება XV – XVIII სს-ის ქართული და უცხოური წერილობითი წყაროების ცნობებს, ნდობას იმსახურებს. ამ მხრის გააფხაზების პროცესი საკითხის სპეციალურ ლიტერატურაშიც არის განხილული. შედარებით სრულად ეს პროცესი წარმოჩენილია ზემოთ ნახსენებ ირაკლი ანთელავასა და ზურაბ ანჩაბაძის მონოგრაფიებში. * * * XV საუკუნის შემდეგ აფხაზები თავდასხმებს იწყებენ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ოლქებზე, უპირატესად სამეგრელოზე. ვახუშტი ბაგრატიონს აღწერილი აქვს XVII - XVIII ს-ის I მეოთხედში აფხაზების თითქმის ყველა თავდასხმა გურია-სამეგრელოზე 52 . ასეთ თავდასხმებზე უცხოური წერილობითი წყაროებიც მოგვითხრობენ, მაგ., შარდენი. ლამბერტი< 53 . XV საუკუნის დოკუმენტებით აშკარაა, რომ სოხუმი (ცხუმი) სხვაა, აფხაზეთი - სხვა 54 . XVII საუკუნის შუა წლებში, არქანჯელო ლამბერტის ცნობებით, დრანდა, მოქვი, ილორი, ბედია ეგრისშია 55 .
ყურადღებას იმსახურებს ის გარემოებაც, რომ XVII საუკუნეში უცხოელები ბიჭვინთას აფხაზეთში არ ათავსებენ.
იტალიელი მისიონერი ძამპი, რომელის თხზულება შარდენმა თავის «მოგზაურობის» წიგნში შეიტანა, მოგვითხრობს რა დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის შესახებ, წერს: ამ კათალიკოსის ძალაუფლება ვრცელდება ოდიშში, იმერლების, გურულების, აფხაზთა და სვანთა ქვეყნებში. მისი სამიტროპოლიტიო საყდარი არის ბიჭვინთაში, აფხაზთა ახლოს 56 , ეს ცნობა იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ ის მოსახლეობა, რომელიც თავისი ყოფით, რწმენით განსხვავდება სამეგრელოს და დანარჩენი დასავლეთი საქართველოს მოსახლეობისაგან, ბიჭვინთაში ჯერ არ არის დამკვიდრებული და ამიტომ უცხოელ დამკვირვებელს ის «აფხაზეთად» არ მიაჩნია.
XV საუკუნის ძეგლი «მცნება სასჯულო» გვაუწყებს, რომ «აფხაზეთი ქრისტიანობისაგან სრულიად მიდრეკილ იყუნეს, ქრისტეს მცნებათაგან განშორებულ იყუნეს» 57 . ეს ქრისტეს მცნებისაგან განშორებული აფხაზები არიან, რომ ესხმიან თავს სამეგრელოს. XVII ს-ის პირველი ნახევრის დოკუმენტში («მამულების მფლობელობის განახლების სიგელი ლევან დადიანისა ხობის საყდრისადმი») აღნიშნულია, რომ «მას ჟამსა უღმერთოდ და უსჟულოებად მიიქციეს აფხაზნი»,რომ «აფხაზთა გარყუნეს სჯული და კათალიკოზობა» 58 . იმავე დოკუმენტური მასალიდან კარგად ჩანს, თუ როგორ ვიწროვდება დასავლეთ საქართველოს ქრისტიანული ეკლესიის იურისდიქციის ფარგლები, როგორ იკარგება ეს ქვეყანა ქრისტიანობისა და ქართველობისათვის. თუ არქანჯელო ლამბერტის და სხვა უცხოელი ავტორებისათვის XVII საუკუნის შუა წლებში დრანდა, მოქვი, ილორი, ბედია ეგრისშია, ბიჭვინთა აფხაზეთი არაა, XVI ს-ის დასასრულსა და XVII საუკუნის დასაწყისში ქართული დოკუმენტური მასალით ენგურს გაღმა სოფელი ნიჟანელი ჯერ კიდევ მეგრული სოფელია. ეგრისში ნიჟანეული 1626 წლის აფხაზეთის საკათალიკოსოს დიდი დავთრის მიხედვით 59 ; ოდიშში ნიჟანეული 1939 წლის დოკუმენტებითაც 60 . მაგრამ მდგომარეობა საგრძნობლადაა შეცვლილი უკვე XVIII ს-ის დასაწყისში. 1712 წლის დოკუმენტში კათალიკოსი გრიგოლ ლორთქიფანიძე წერს: «ნაჟანევს სოფელი აფხაზს აეყარა. სამოცი მოსახლე კაცი ნეფსაძე კათალიკოზს ყვაპუ შარვაშიძისათვის მიებარებინა. უფროსი ერთი დაკარგულიყო», ვინც მოახერხა კათალიკოზმა წამოიყვანა და ხობსა დახიბულაში დაასახლა. ჩამოთვლილია გვარები და ყველა მეგრული (ქართულია) 61 . ასე თანდათან კარგავენ ქართველები პოზიციებს ისტორიულ სამეგრელოში და მათ მომხდური აფხაზები იკავებენ. ეს დოკუმენტი ერთ საინტერესო გარემოებაზეც მიანიშნებს, მომხდურ აფხზთაგან დარბეულ ქართველ გლეხებს კათალიკოსი შერვაშიძეს მიაბარებს, ის მომხდურ აფხაზებს სხვები არიან და შერვაშიძე სხვაა, ისიც ცდილობს ამ მომხდურთაგან თავის დაცვას. თავდაცვა თანდათან ძნელდება. სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი (1611 – 1657) საგანგებო კედელს აგებს აფხაზთაგან თავდასაცავად. ამ კედლის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი წერს: «შევლო ზღუდე დიდმა ლევან დადიანმა, აფხაზთა გამოუსვლელობისათვის» 62 . არქანჯელო ლამბერტის რუკაზე ამ კედელს აფხაზთაგან დასაცავი კედელი აწერია 63 . * * * ყურადსაღებია ის გარემოება, რომ XVII საუკუნემდე აფხაზებით დასახლებულ ქვეყანას სოციალურად და სარწმუნოებრივ-კულტურულად არავინ ანსხვავებდა საერთოდ საქართველოს და საკუთრივ დასავლეთ საქართველოს დანარჩენი მოსახლეობისაგან. უცხოელები, რომელნიც ანგარიშგასაწევ დაკვირვებებს გვაწოდებენ, სწორედ ამ თვალსაზრისით ცხუმს XIII – XIV სს-ის ქართულ ქალაქად თვლიან. არაბი მწერალი აბულფიდა ცხუმს საქართველოს ქალაქს უწოდებს, ხოლო ცხუმის კათოლიკე ეპისკოპოსი პეტრე გვერალდი 1330 წელს დაწერილ წერილში ცხუმის მცხოვრებლებად თვლის ქართველებს და აგრეთვე მუსლიმანებსა და ებრაელებს 64 . რაც იმას ნიშნავს, რომ იმდროინდელ ცხუმში ან საერთოდ არ იყვნენ საკუთრივ აფხაზები, ან თუ იყვნენ, რადგან ისინი ენით, სარწმუნოებით, ცხოვრების წეთის არ განსხვავდებოდნენ ქართველებისაგან, უცხოელისათვის ისინი ქართველები იყვნენ და არა აფხაზები. ასევე უნდა აიხსნას ცნობა ბიჭვინთის შესახებაც. ანგარისგასაწევია ის გარმოება, რომ პიტერო გერალდი «ქვემო იბერიის» კათოლიკე ეპისკოპოსად იწოდება. XIV ს. ცხუმში მონეტას ჭრის სამეგრელოს მთავარი ვამეყ დადიანი, რომელიც მთავრად 1384 - 1396 წლებში იყო. XV საუკუნის იტალიურ რუკებზე მდ. კელასურის შესართავთან დატანილია «მეგრული პორტი», მაგრამ XVII საუკუნისთვის მდგომარეობა შეცვლილია. იტალიელი ჯოვანი ჯულიანო და ლუკა, რომელმაც 1630 წ. იმოგზაურა დასავლეთ საქართველოში, წერს: «აფხაზები გაფანტულნი არიან ზღვის სანაპიროზე. მათი ცხოვრების წესი ისეთივეა, როგორც ჩერქეზებისა... აფხაზების ენა ძალიან განსხვავდება მათი მეზობელი ხალხების ენისაგან. მათ არ აქვთ არავითარი დაწერილი კოანონები და დამწერლობის გამოყენებაც არ იციან. რწმენით ქრისტიანები არიან, რაიმე ქრისტიანული წეს-ჩვუულების გარეშე. ტყეები მათ ემსახურებათ როგორც მყუდრო ადგილი, როდესაც ისინი აირჩევენ ერთ ადგილს საცხოვრებლად, მერე მას არ ტოვებენ. იცვამენ ჩერქეზების მსგავსად, მაგრამ თმებს იკრეჭენ სხვანაირად, ვიდრე ჩერქეზები... რადგანაც მათ არ აქვთ სხვა საცხოვრებელი ადგილი, გარდა ტყისა, ამიტომ ჰყავთ მცირე რაოდენობის ჯოგი და აქვთ მცირე მასალა თავიანთი ტანისამოსისი დასამზადებლად. ისინი კმაყოფილდებიან თაფლისაგან გაკეთებული ღვინოთი და ტყეში გაზრდილი ნაყოფით. ხორბალი მათთან არ მოდის. მარილს აქ არ ხმარობენ» 65 .
ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ჯოვანი და ლუკა, როდესაც აფხაზებზე იწყებს საუბარს, განაკვეთის სათაურში მათ უწოდებს «აბაზას» («Abbazza») 66 , ხოლო ტექსტში ხმარობს ტერმინებს «აბკასა» და «აბაცა» 67 . ეს «აბაცა» ხომ არ არის «აფსუა»?
არქანჯელო ლამბერტის თანახმად, რომელიც XVII საუკუნეში ოც წელიწადს ცხოვრობდა დასავლეთ საქართველოში, აფხაზები არ ცხოვრობდნენ ქალაქებსა და ციხეებში. ერთი გვარის რამდენიმე ოჯახი შეიყრებოდა ერთად, დასახლდებოდნენ მაღლობ ადგილზე, სადაც ააშენებდნენ სილით დახურულ ფაცხებს, თავდაცვის მიზნით ირგვლი ღობეს და ორმაგ თხრილს შემოავლებდნენ. საინტერესოა, რომ მათ სხვა კი არ ერჩის, ისინი თვით ესხმიან ერთმანეთს თავს და ძარცვავენ 68 .
XVII ს-ის 50-იან წლებში საქართველოში იმყოფებოდა ცნობილი თურქი ისტორიკოსი და გეოგრაფი ევლია ჩელები, რომლის აღწერილობიდან კარგად ჩანს იმდროინდელი აფხაზების ყოფა და კულტურა. ამ დროისათვის აფხაზეთში უკვე საკმაოდ ფეხმოკიდებულია ისლამი, მაგრამ მისი სიტყვეით აფხაზები «ყურანს არ იცნობენ და არც რამე სარწმუნოება აქვთ» 69 .
როგორც მოტანილი ცნობებიდან ჩანს მართებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრება იმდროინდელ აფხაზეთში, წინანდელთან შედარებით, მეზობელ ქართველთაგან განსზვავებული ყოფის დამკვიდრების, მათში ქრისტიანობის მოშლის შესახებ, რაც გამოწვეული უნდა იყოს მოსახლეობის ეთნიკური შედგენილობის ან ნაწილობრივ (ნ. ბერძენიშვილი ), ან მთლიანად ახალი ეთნიკურნი ჯგუფით, აფსუებით შეცვლით (პ. ინგოროყვა), ჩრდილ კავკასიიდან მოსახლეობის ჩამოსვლით. * * * აფსუების (ან მათი ნაწილის) აფხაზეთის მიწაზე მოსულობის თვალსაზრისს გარკვეულწილად ეხმიანება მათი გადმოცემები. ამ გადმოცემათა სხვადასხვა ვარიანტები არსრებობს, ზოგის თანახმად ისინი აფხაზეთში ეგვიპტიდან, აბისინიიდან არიან მოსულნი, ზოგი ვერსიის თანახმად ისინი არმენიაზე გავლით ჯერ ყუბანში დასახლდნენ, საიდანაც სიცივისაგან შეწუხებულნი აფხაზეთში გადმოვიდნენ და სხვა 70 . ამ თვალსაზრისით საინტერესოა გადმოცემა აფხაზეთში აცანების, ჯუჯა ხალხის შესახებ, რომელნიც გაწყდნენ და რომელთაგან მხოლოდ ქვის სადგომები «აცანგუარების» ნაშთებიღა დარჩა 71 , რაც შემდგომში ახალი მოსახლეობის მოსვლას გულისხმობს. ამასვე ეხმაურება ცნობილი აფხაზური ხალხური ლექსი «აირგ შენ მხოლოდ ზღვისპირეთს ძარცვავ», რომლის თანახმად აფსუათა მითოლოგიის ომის ღმერთი აირგი მაღალ მწვერვალებს დარაჯობდა და ზღვისპირეთს საძარცვად ჩამოდიოდა 72 . და სხვა. ეს გადმოცემები, რასაკვირველია, არ იძლევა აფსუათა ჩამოსახლების ეპოქის განსაზღვრის შესაძლებლობას, არ არის გამორიცხული, რომ მათში სხვადასხვა დროს მიმდინარე პროცესებია ასახული, მაგრამ ზემოთ განხილულ ცნობებთან ერთად, რომელნიც აშკარად მიუთითებს XVI – XVIII სს. აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები, ეს გამოცემებიც იმსხაურებს ყურადღებას.
ევლია ჩელები, რომელმაც XVII ს-ის 40-იან წლებში (1640 – 1647 წლები) იმოგზაურა საქართველოში საგანგებოდ მოგვითხრობს აბაზას ქვეყნის შესახებ და ჩამოთვლის ყველა იმ ტომს, რომელიც ამ ქვეყანაში შავი ზღვის სანაპიროსა და მთებში მოსახლეობდა (ჩაჩები, არლანი, ჩანლები, გეჩიები და მრავალი სხვა) და აფსუებს არ იხსენიებს. ჩანს, ისინი ვერ მოხვდნენ ჩელების ყურადღების სფეროში, შესაძლებელია ჯერ კიდევ მცირერიცხოვანნი იყვნენ, შეიძლება ის აბაზას სწორედ აფსუებს უწოდებს. ჩელებისათვის აფხაზეთი აბაზას ქვეყანაა 73 . მათი ენაც აბაზას ენაა 74 . ხოლო XIX ს-ის 80-იან წლებში ცნობილი მეცნიერი უსლარი წერს, რომ აფსუა - აფხაზებია 75 .
რა ხდება, რითაა გამოწვეული ასეთი ცვლილებები? ამ კითხვაზე, როგორც უკვე ითქვა, ქართულ ისტორიოგრაფიაში პასუხი გაცემულია. აღსანიშნავია, რომ აფხაზთა ჩრდილო კავკასიიდან მოსულობის იდეა ქართველ მეცნიერთ არ ეკუთვნით. ამაზე ჯერ კიდევ XIX ს. წერდნენ მკვლევარები, მაგ.: «Афхазцы не всегда обитали там, где теперь живут; а предания их многие исторические данные и обычан их указывают, что они пришли с севера и потеснили картвельские племена, пака не остановились у Ингури». 76
|