ronald_wesley"უმეცრება ყველა დანაშაულის დედაა"- ბალზაკი
როცა მტანჯველ, სასურველ თემას ხსნი და ყურმოკრული, გაგონილი
ამბებით ცდილობ სასურველის რეალობად გასაღებას, ამას სახელად უმეცრება
ჰქვია. უმეცრება კი როგორც დანაშაულის, ისე ფანატიზმის საფუძველია.
არ გირჩევ სასურველისა და უმეცრების გამო ფანატიზმში გადავარდნას.
უმეცრების მტერი ცოდნაა, რომელსაც წიგნის გარეშე, ყურმოკვრით ვერ მიიღებ.
ამ ყურმოკრული ამბებით ცდილობ დაუმტკიცო მთელ დუნიას, რომ აფხაზეთი
არასდროს ყოფილა საქართველო?!
აბა, ახლა მე მომისმინე: ციტატა, რომელიც ვითომ სააკაშვილს ეკუთვნის ან ყურმოკრული
გაქვს, ან განგებ აყალბებ. მიუხედავად იმისა სააკაშვილი ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს,
ის ამ სიტყვებს არ და ვერ იტყოდა თუნდაც იმიტომ, რომ მან იცის, რომ ეს ასე არ არის. დედა კი ისტორიკოსი ჰყავს. სააკაშვილმა თქვა ეს:
"აფხაზეთი არ არის ქვეყანა. იგი არასოდეს ყოფილა ქვეყანა - ქვეყანა აქ მხოლოდ ერთი იყო ყოველთვის - საქართველო.
ეს არ არის ქვეყანა, ეს საქართველოს ოკუპირებული ნაწილია, საიდანაც აფხაზებს საუკეთესო ნაწილი წასულია".
https://www.ghn.ge/news/46692საკუთარი უვიცობით რამდენი ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანს სხვისთვის, ამის საუკეთესო მაგალითი ხარ.
ახლა იქნებ აგვიხსნა, აფსუები, ან თუნდაც შენებურად აფხაზები, როდის გახდნენ ქრისტიანები,
რა ენაზე ლოცულობდნენ და კითხულობდნენ სახარებას, რომელი ენა იყო იმ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენა და რომელ ენაზე
მიმდინარეობდა ადმინისტრირება? აფხაზეთის ტერიტორიაზე რომელი ტაძარია აგებული მათი ხელით და სად ნახე აფსუურ
ენაზე გაკეთებული თუნდაც ერთი წარწერა ამ ტაძრებზე? შენი უმეცრებიდან გამომდინარე, თურმე აფხაზეთი მხოლოდ თამარის
დროს ყოფილა საქართველოს ნაწილი. აბა გადავხედოთ აფხაზეთში არსებულ ტაძრებს, რომელიც შენნაირთა და რუსების გამოისობით
ახლა სავალალო მდგომარეობაშია, შლიდნენ ფრესკებსა და წარწერებს კვალის მოსპობის მიზნით და ახლაც იგივეს აგრძელებენ.
სწორედ ამ საკითხს ეხება შენს მიერ აბუჩად მოხსენიებული საქართველოს პირველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წერილი ფაზილ ისკანდერს:
"უკანასკნელ ხანებში აფხაზეთის ისტორიის ზოგი ფალსიფიკატორის მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს თანამედროვე
აფხაზეთის ასსრ-ს ტერიტორია მუდამ ადიღეური მოდგმის აფსუების ტომის კუთვნილება იყო (რომელთაც დღეს შეცდომით “აფხაზებს” უწოდებენ),
ხოლო ქართველებმა ვითომდაც XX საუკუნეში “დაიპყრეს” აფხაზეთი. ამასთან დაკავშირებით მე შეგახსენებთ თქვენთვის კარგად ცნობილ
ბესლეთის XII საუკუნის ხიდს სოხუმში, რომელიც თამარ მეფის ეპოქაშია აგებული. ამ ხიდზე მიკრულია განმარტებითი დაფა, რომელზეც წერია,
რომ ხიდი ძველქართული არქიტექტურის ძეგლია და მასზე შემონახულია ქართული წარწერა, მაგრამ სიტყვა “ქართული” წაშლილია
(არსებობს ფოტო ამ დაფისა). ვის დასჭირდა ამ სიტყვის წაშლა? ცხადია იმას, ვინც ესოდენ გულმოდგინედ აყალბებს აფხაზეთის ისტორიას
და ავრცელებს ხმებს მისი ვითომდაც გვიანდელი “დაპყრობის” შესახებ ქართველთა მიერ. ამგვარი ადამიანები ჩქმალავენ იმასაც, რომ ამ ხიდის
გარდა მთელს აფხაზეთში უამრავი ქართული ძეგლია და რომ არაქართული ძეგლები აქ საერთოდ არ მოიპოვება (რუსული ძეგლები ჩნდება XIX-XX საუკუნიდან),
რაც იმაზე მიუთითებს, რომ აფხაზეთი მუდამ საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო, ხოლო თავად სიტყვა “აფხაზეთი” იყო სახელწოდება
დასავლეთ საქართველოსი ისევე, როგორც ეგრისი და კოლხეთი, აფხაზები ქართული ტომის სახელწოდება იყო, ხოლო ამ მხარის დღევანდელი მკვიდრნი,
ადიღეური აფსუები აქ ჩამოსახლდნენ XVII-XVIII საუკუნეებში, შეერივნენ ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას და მიიღეს “აფხაზების” სახელწოდება.
ეს თანამედროვე ისტორიოგრაფიის ანბანური ჭეშმარიტებებია; ასე, რომ ამის დამალვა ან საწინააღმდეგოს მტკიცება მიგვითითებს მხოლოდ უმეცრებაზე ან ისტორიის ბოროტგანზრახულ ფალსიფიკაციაზე."
https://lessonsgeo.wordpress.com/1988/04/01...83%98%E1%83%9A/ილორის წმინდა გიორგის ეკლესია_საგულისხმოა, რომ ილორის წმ. გიორგის ეკლესიის წარწერებში წარმოდგენილია
ქართული დამწერლობის განვითარების სამივე საფეხური: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული. წარწერები
ტაძრის მშენებლობის პერიოდით, XI საუკუნის I მეოთხედით თარიღდება და საინტერესოა იმ მხრივ, რომ დამწერლობის
სამივე სახე ერთი და იმავე დროით თარიღდება; ერთი და იგივე პირი ჩანს ამ წარწერების ამომკვეთიც.
ილორის ეკლესია 2008-მდე და ახლა რუსების მიერ გაუბედურებული

ესეც ილორის წმინდა გიორგის ხატი. ხატის ლუსკუმაზე მოთავსებულია 15 სტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერა,
რომელიც მოგვითხრობს ბედიელი მიტროპოლიტის კირილე ჟუანისძის მიერ ილორის ტაძრისადმი წმინდა გიორ¬გის ხატის შეწირვის ამბავს.


ბედიის მონასტერი_ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს ააგო
გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა. აქაც სავალალო მდგომარეობაა.
ვითომ რესტავრაციის დაწყებით გადაღებილია მონასტრის კედლები და ისტორიული ფრესკები – ბაგრატ III–ს გამოსახულება.

ბაგრატ მე-3 ახლა უკვე წაშლილი ფრესკა

ეს მოქვის ტაძარია, სადაც შემორჩენილ ფრესკაზე ნათლად ჩანს ქართული წარწერა

ვფიქრობ, კმარა. გაგრძელებაც შეიძლება, მაგრამ დიდ ადგილსა და დროს წაიღებს.
აი, ამიტომ არ ეკუთვნით საქართველოს ტერიტორიის დაქუცმაცება!
"უმეცარი განათლებულთან შედარებით დიდ უპირატესობას ფლობს: ის ყოველთვის კმაყოფილია საკუთარი თავით"-ნაპოლეონი