ეს 91 წლამდე თურმე რომ არ ჩანდა აფხაზეთი რუკაზე საქართველოს შემადგენლობაში.


აფხაზეთი არასდროს იქნება დამოუკიდებელი "სახელმწიფო", ვინაიდან ეს ტერიტორია არასდროს
ყოფილა დამოუკიდებელი ერთეული, მას არასდროს ჰქონია დამოუკიდებელი სახელმწიფოს
ნიშნები, გამოცდილება, რესურსი. ის ყოველთვის საქართველოს შემადგენელი ნაწილი გახლდათ.
აქედან დაიწყეს საქართველოს გაერთიანება ბაგრატიონებმა, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის.
ვითომ დამოუკიდებელი აფხაზეთი რუსეთის დოტაციაზე ზის, არა იმიტომ, რომ რუსეთს მათზე მზე და მთვარე ამოსდის,
არამედ იმიტომ, რომ მთელი საქართველოს თავის ორბიტაში დაბრუნება სურს. რუსები აფხაზეთს
საქართველოს მანიპულირებისთვის იყენებენ. როცა ვიღაც თავისი ინტერესისთვის გიყენებს,
შენ კი დებილივით პირი დაგიღია და გიხარია ეს, გგონია რომ მას გამოიყენებ, რა შეიძლება
გიწოდოს ადამიანმა? ერთი რამ ყველამ კარგად ჩაიბეჭდოს თავში: რუსეთი "ოქროს ურდოს"
შთამომავალია და არც აღმოსავლური ცბიერების ნაკლებობას განიცდის. ზოგიერთს ზღაპრის გმირი
ივანუშკა დურაჩოკი რომ ჰგონია, ის ბოლოს გამარჯვებული გამოდის.
"Русификация Абхазии особенно волновала грузинских патриотов, в1900 году, кутайсский
генерал-губернатор Фёдор Гершелман обьявил, что население "некультурных, ненадёжных"
абхазов надо разбавлять русскими колонистами."
"აფხაზეთის გარუსება არაჩვეულებრივად მიმდინარეობს. დიდ შედეგებს მივაღწიეთ, თუმც საბოლოო
შედეგს ვერ მივიღებთ თუ არ გავყრით ქართველებს, ქართველ მასწავლებლებს, ქართველ მღვდლებს
და არ გავყოფთ ქართველებს აფხაზებისგან"-თ.გერშელმანი
This post has been edited by Phobos on 8 Aug 2020, 12:11