ronald_wesleyროცა შესაბამის დოკუმენტებს გიდებენ და გეუბნებიან, მასე კი არა, ასეაო,
შენ კი მაინც ერთიდაიმავეს იმეორებ, ამას ფსიქოლოგიაში ეწოდება
პერსევერაცია და ეს მოვლენა ითვლება ფსიქოლოგიურ დარღვევად. მიაკითხე
სპეციალისტს, სერიოზულად, ნიშნის მოგების გარეშე.
1991 წელს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა რეფერენდუმი ერთი
კითხვით: "თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა
1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?"-ამ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთისა
და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქის მოსახლეობამ. რეფერნდუმზე მივიდა ამომრჩეველთა
90 % და "დიახ" მომხრეთა რიცხვი იყო 99%. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე
მიიღო უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი 9 აპრილს. ამ დოკუმენტის საფუძველზე მიგვიღეს
გაეროში. დამოუკიდებელი საქართველო არის სამართალმემკვიდრე 1918 წლის 26 მაისის საქართველოს
დამოუკიდებლობის აქტისა. -საერთაშორისო სამართლისთვის ესაა იურიდულად სრულიად გამართული
დოკუმენტი, რომელსაც წყალი არ გაუვა, რასაც რეფერნდუმი უმყარებს საფუძველს. ასე რომ, დღეს ეს
მინდა და ხვალ ისე მსურს, ასე არ ხდება. დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა თუ ვინმეს სურს,
შექმნას საკუთარ ისტორიულ სამშობლოში. სწორედ ამაზე საუბრობს მიტინგზე ზვიად გამსახურდია.
ვინც მას იცნობდა, კარგად იცის, რომ მისთვის არ იყო დამახასიათებელი საუბრის დროს კულტურული
ფორმიდან ამოვარდნა. სიტყვები, რომელსაც შენ იყენებ აქ "ჩამოთესლება" და "წათესლება", სავარაუდოდ
შენი უფროსი ახლობლებისგან გაქვს გაგონილი, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს, ისევე როგორც სხვა დანარჩენი.
https://www.youtube.com/watch?v=Wq_LTL9CcxMთურმე რუსეთის სახელმწიფოებად დაშლის რუკა გიდევს ყდად სოციალურ ქსელში. რუსეთი ადრე თუ გვიან
რომ დაიშლება, ამას სულ არ სჭირდება ნათელმხილველობა და ხელების ქნევა. ყველა იმპერია საბოლოოდ იშლება.
ასეთია ისტორიის კანონი. ყველაზე გამართული იმპერიაც კი, როგორიც იყო რომი, ისიც კი დაიშალა.
რუსეთი დაიშლება იმიტომ რომ ყველა ტერიტორია ნოვგოროდ-სუზდალის გარდა ძალადობრივი გზით აქვს მიერთებული
და იმ ტერიტორიებს თავისი პატრონები ჰყავს.
ახლა ერთი ეს აგვიხსენი: რა პარალელს ნახულობ ჩვენსა და რუსეთს შორის? გამოდის რუსეთი იმპერიაა
და სამართლიანად უნდა დაიშალოს, მაგრამ მაგ ლოგიკით ჩვენც იმპერია ვართ და დაშლა მოგვიწევს თურმე.
ეს სიმღერა სახაროვისა და დუგინის ოპერიდანაა და მეტად ნაცნობია. საქართველომ ტერიტორიები უკვე
საკმაოდ დაკარგა, არავისი არაფერი მიუერთებია. ოთხივე მეზობელს მიტაცებული აქვს ჩვენი კუთვნილი
ტერიტორია: საინგილო, ლორე, ტაო-კლარჯეთი, სოჭის ტერიტორია. მადა ჭამაში მოდის, სხვებმა რაღა
დააშავეს, არა?! ამ პატარა ტერიტორიის შესანარუნებლად ჩვენი წინაპრების განუზომელი სისხლია დაღვრილი.
ხედავ, სოჭელებმა შენზე უფრო უფრო მეტი იციან.
იმ შენს რუკას კარგად არ დაჰკვირვებიხარ ეტყობა, ვინაიდან იქ არ ჩანს კავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
იქ ნაჩვენებია კავკასიის კონფედერაცია. იმ რუკის შემდგენიც კი მიმხვდარა, რომ ამ მცირე ხალხებს, რომლებსაც
დამოუკიდებელი სახელმწიფოს მართვის გამოცდილება და რესურსი არ გააჩნია, დამოუკიდებლად არსებობა გაუჭირდება.
ამას გარდა, მათი მდებარეობაც არაა დამოუკიდებლობისთვის დიდად მომგებიანი, გასასვლელი არ აქვთ დასავლეთისკენ.
ამიტომაა, რომ საღად მოაზროვნე კავკასიელები ჩვენზე ამყარებენ იმედებს. სწორედ ამ იდეას ემსახურებოდა გამსახუდიას
შემოთავაზებული "კავკასიური სახლი". საქართველო ყოველთვის იყო კავკსიის ცენტრი და მისი გასაღები. ესაა ჭიშკარი
ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ გზაზე. ვეჭვობ, რომ ამ ყველაფერს მიხვდე მანამდე, სანამ ფსიქოლოგს არ მიაკითხავ.
This post has been edited by Phobos on 11 Aug 2020, 02:20