#60541782 · 10 Jul 2023, 11:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ანა დოლიძემ დაწერა: “დღეს, დიდ მეცნიერს და ისტორიკოსს, ბატონ გოჩა ჯაფარიძეს 81 წელი შეუსრულდებოდა. ბატონი გოჩა ჯაფარიძე ავტორია არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის, მათ შორის არის ,,საქართველო და ეგვიპტის მამლუქები'', რომელშიც კარგად არის აღწერილი თუ რა როლს ასრულებდნენ ქართველი მამლუქები ეგვიპტის მართვაში. ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის ერთად თავმოყრა და ჩვენამდე მოტანა ბატონი გოჩას დამსახურებაა და მისი ღვაწლი განუზომელია. აუცილებელია მისი, როგორც დიდი მეცნიერის სახელი მომავალმა თაობება იცოდეს. გამოვდივარ ინიციატივით და ჩვენი ,,პარტია ანა დოლიძე - ხალხისთვის'' საკრებულოში დააყენებს საკითხს, რომ ერთ-ერთ ქუჩას ბატონი გოჩა ჯაფარიძის სახელწოდება მიენიჭოს. მარადიული ხსოვნა მას, ღმერთმა გაანათლოს მისი სული.”
ხსოვნა იყოს.
|