#59104309 · 8 Apr 2022, 00:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (chukius @ 3 Apr 2022, 13:25 ) | QUOTE | გამსახურდია რომ არ ჩამოეგდოთ ?, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ?
|
უფრო დიდი ომი იქნებოდა, ამჯერად უკვე რომელიმე მეზობელ სახელმწიფოსთან, ან რამდენიმესთან ერთად.
|
ვისთანაც უნდა ყოფილიყო იყო კიდეც - რუსეთთან, ჰიბრიდული ცხინვალსა და აფხაზეთში. აზერბაიჯანთან და სომხეთთან არანაირი ომი არ იქნებოდა არცერთ შემთხვევაში, თურქეთთან ხომ მითუმეტეს. * * *
QUOTE (laplandia @ 3 Apr 2022, 03:18 ) | 6 მილიონი მოსახლეობა |
საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით ის იქნებოდა, რაც ახლაა. შესაძლოა კონფლიქტების არარსებობის შემთხვევაში +0.3-0.4 მილიონით მეტი, არაუმეტეს. მილიონამდე ადამიანი ყველა შემთხვევაში დატოვებდა საქართველოს. მათ ნაწილს აქ მხოლოდ საქ.სსრ-ის არსებობის შემთხვევაში სურდა ცხოვრება (რუსების, უკრაინელებისა და ბელარუსების დიდი ნაწილი + სომხების ნაწილი + აზერების, ქურთებისა და ოსების მცირე ნაწილი). გარდა ამისა, ბერძნებისა და ებრაელების რეპატრიაცია გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ შემთხვევაში. რამდენიმე ასეული ათასი ქართველიც წავიდოდა, რადგან უცხოეთში ცხოვრების ბევრად მაღალი დონე იყო და არის, ასეთ პირობებში ემიგრაცია ნორმალური და მოსალოდნელი ამბავია.
This post has been edited by ingfari on 8 Apr 2022, 00:40
|