Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
1
[2]
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
საქართველოს გაერთიანების მცდელობები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#59768872
· 30 Oct 2022, 20:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლუარსაბ I-მა და სიმონ I-მა სეფიანებს სისხლი გაუშრეს 1541-1569 წლებში, იგივე გაიმეორა სიმონ I-მა 1579-1599 წლებში ოსმალების წინააღმდეგ. ორივე სახელმწიფომ დიდი რესურსები დახარჯა მათ წინააღმდეგ ომში და სერიოზული დანაკარგებიც მიიღო. დასახულ მიზანს სრულად ვერცერთმა მიაღწია.
ეს ყველაფერი გაკეთდა მხოლოდ ქართლის რესურსებით. რა იქნებოდა ლუარსაბს და სიმონს მთელი საქართველოს ან დამატებით თუნდაც კახეთის სამხედრო და მატერიალური რესურსი რომ ჰქონოდათ?
თეიმურაზ I-მა 1614-1617 და 1632-1648 წლებში სისხლი ანთხევინა სეფიანებს. არ დავსვამ კითხვას რა იქნებოდა ქართლიც მისი რომ ყოფილიყო, რადგან 1625 წლის აჯანყების მაგალითი გვაქვს. მაგრამ რა მოხდებოდა მარაბდის ბრძოლაში იმერეთის, ოდიშისა და გურიის ლაშქარსაც მონაწილეობა რომ მიეღოთ, გიფიქრიათ?
სოლომონ I 1755-1784 წლებში ძირითადად იმერეთის, ეპიზოდურად გურიის, იშვიათად სამეგრელოს და მხოლოდ ერთხელ სამურზაყანოს რესურსით ომობდა ოსმალეთის წინააღმდეგ. მთელი დასავლეთ საქართველო ერთიანად რომ ჩაბარებოდა გამეფებისას ისეთი ენერგიული პიროვნება იყო ბევრად მეტს მიაღწევდა.
დაბოლოს, ქართლ-კახეთი და იმერეთი (ფართო გაგებით) ერთი მონარქის ქვეშ რომ ყოფილიყო, ასპინძასთან მოპოვებული გამარჯვება ეპიზოდურ მოვლენად არ დარჩებოდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2345
წევრი No.: 267536
რეგისტრ.: 14-August 22
#59768917
· 30 Oct 2022, 21:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამიტომ განსაკუთრებით მიყვარს გიორგი
ბრწყინვალე. ჯერ მონღოლები გაყარა საქართველოდან, შემდეგ ერთი წლის თავზე კი ცივთან ამოჟლიტა ყველა ოპოზიციონერი დიდებული.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#59768978
· 30 Oct 2022, 21:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Aleksandre166
დიდი მეფე იყო, მაგრამ გაუმართლა კიდეც.
ა) საილხანო დაიშალა.
ბ) მთელი აღმოსავლეთ საქართველო მიიღო საკუთარი ძალაუფლების ქვეშ 1310-იან წლებში. დასავლელი ბაგრატიონები ერთმანეთს ებრძოდნენ.
ლუარსაბს, სიმონს, თეიმურაზს, ერეკლეს, სოლომონს ბევრად ცუდი სასტარტო პირობები ჰქონდათ როგორც საგარეო ისე საშინაო პოლიტიკური კუთხით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
George_Bush
მე ♥ ნავთობი
ჯგუფი: Members
George_Bush
მე ♥ ნავთობი
ჯგუფი: Members
წერილები: 2365
წევრი No.: 251055
რეგისტრ.: 11-June 19
#59769080
· 30 Oct 2022, 22:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვფიქრობ ამ თემისთვის რელევანტური უნდა იყოს და ბარემ იდოს ეს პოდკასტიც აქ.
--------------------
"They misunderestimated me."© George Bush
"You know, one of the hardest parts of my job is to connect Iraq to the war on terror."© George Bush
"I'll be long gone before some smart person ever figures out what happened inside this Oval Office."© George Bush
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Popper
Crazy Member
ჯგუფი: Members
Popper
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2142
წევრი No.: 268051
რეგისტრ.: 8-October 22
#59769233
· 30 Oct 2022, 22:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საქართველოს ბოლო საუკუნეების ისტორიაში ყველაზე გადამწყვეტი იყო ბაზალეთის ბრძოლა.
ამ ბრძოლის შესახებ სწორი წარმოდგენა არ არსებობს სინამდვილეში არც ისტორიოგრაფიაში და არც საზოგადოებაში.
წარმოდგენილია როგორც მხოლოდ ფეოდალური კოალიციების ბრძოლა.
სინამდვილეში, ეს იყო ოსმალეთის და ირანის გენერალური დაჯახება საქართველოში, თავიანთი ქართველი პროქსების ხელით.
ამასთან, ოსმალეთის პროქსების ნაწილი და საკმაოდ სერიოზულიც, უკვე გამუსულმანებული იყო, მათ შორის გიორგი სააკაძეც. ეს უკანასკნელი ფაქტი საერთოდ მიჩქმალულია. :დ არადა, არსებობს, იმდროინდელი სულთანის წერილი სააკაძისადმი, საიდანაც აშკარად ჩანს, რომ იმ დროისთვის, დაახლოებით 1625 წელი, თუ სწორად მახსოვს, გიორგა სუნიტურ ისლამზე იყო გადასული, ნუ ფორმალურად მაინც და სულთანი ამ წერილში შიიტებს გმობს და რაფიდიტებს უწოდებს, რაც მიუთითებს, რომ ირანში გიორგამ შიიტობა მიიღო ასევე ფორმალურად მაინც და შემდეგ ოსმალური ორიენტაციის კვალდაკვალ გადავიდა სუნიზმზე.
და გიორგას ლაშქარში ბევრი იყო გამუსულმანებული ქართველი ფეოდალი, მათ შორის სამცხიდან.
ანუ ეს იყო ფაქტიურად ქრისტიანული და მუსლიმანური საქართველოს გენერალური ბრძოლა, რომელიც ერთადერთია ამგვარი სახით ისტორიაში. ამავე დროს, თავად სააკაძე აშკარად ჩანს, რომ მაინც მერყეობდა და ისლამი ძირითადად ფორმალურად ჰქონდა მიღებული და არ იყო ჩამოყალიბებული, განსხვავებით სამცხის ბევრი ფეოდალისგან, რომლებიც იმ დროს უკვე მართლმორწმუნე მუსლიმები იყვნენ. ამიტომ ვერ იბრძოდა მთელი ძალით, როგორც სჩვევოდა და ამან დაღუპა კიდეც. ამავე დროს, თეიმურაზა და მისი კამანდა გამწარებული იბრძოდნენ.
სწორედ რელიგიური დაპირისპირებით არის განპირობებული ის სისასტიკე, რითაც თეიმურაზას ბანაკი გაუსწორდა ტყვედ ჩავარდნილ სააკაძელებს.
ახლა რა მოხდებოდა, ვთქვათ, სააკაძეს რომ გაემარჯვა და მუსულმანურ (ოსმალურ) ორიენტაციას. რა თქმა უნდა, ამაზე მსჯელობა ახლა წმინდა წყლის სპეკულაციაა და ნაკლები აზრი აქვს, ბებიის და ბაბუის მსგავსად, მაგრამ თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ საქართველო გაერთიანებულიყო ოსმალეთის ქვეშ და როგორც აჭარა და სამცხე გამუსულმანდა, იგივე პროცესები წასულიყო, მაშინ სულ სხვა ისტორია გვექნებოდა.
მაგრამ იმდენად გრძელი ისტორია აქვს ქრისტიანობას საქართველოში, რომ ეს სცენარი არ განხორციელდა, განსხვავებით ჩრდილოეთ კავკასიისგან, სადაც მოსახლეობა სწორედ მაგ პერიოდში ძირითადად ისლამზე გადავიდა.
This post has been edited by
Popper
on 30 Oct 2022, 22:37
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
big_V
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
big_V
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19645
წევრი No.: 37832
რეგისტრ.: 7-July 07
#59769811
· 31 Oct 2022, 01:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Aleksandre166
QUOTE
მაგ კაცმა ბევრი კარგი რამ გააკეთა, ამიტომაც უწოდეს დიდი. მთელი ცხოვრება თემურის მიერ დანგრეულ ტაძრებსა და ციხე-სიმაგრეების აღდგენაზე ზრუნავდა, დაპყრო ლორე და გაწმინდა შავბატკნიანებისგან.
"დიდი", რომ ლამაზი თვალების გამო არ შეარქვეს, ეგ ორჯერ ორი ოთხია.
მაგრამ ფაქტია, რომ (რეალურად) მისი ქმედების გამო დაიშალა საქართველო.
ზედმეტი ძალაუფლება მისცა შვილებს, მერე ვერ მოთოკა, დაიხურა ანაფორა და წავიდა სალოცავად.
და ეკლესიების აღდგენას, ჯობდა ეკონომიკისთვის (რეალურად გლეხობისთვის) მიეხედა.
ნუ ეხლა, მაგაზე დავა წყლის ნაყვაა, მოხდა და მოხდა.
QUOTE
ხუტლუბუღას იმხელა ძალაუფლება ჰქონდა, რომ მეფესავით იქცეოდა.
როგორც მახსოვს, მეფეებს პაიკებივით ცვლიდა ეგ შობელძაღლი.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(2)
1
[2]
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0923 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.