Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(7)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
-თა ქართული თუ აფხაზური სუფიქსი?
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3678
წევრი No.: 253274
რეგისტრ.: 18-October 19
#59827909
· 18 Nov 2022, 17:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბზიფთაც არის რიწის გზაზე, რაჭული სოფელი იყო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14710
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#59827918
· 18 Nov 2022, 18:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kakha.G
კაცო ეგ ლინგვისტ-ისტორიკოსებმა უნდა გამოიკვლიონ.
გაგრას ძველი სახელი ხომ არის გაგარი.
თა სუფიქსი ქართულია, მაგრამ აფხაზებს ხომ აქვთ ფშ სუფიქსი, შეიძლება ფშ-ს დამახინჯებული/შეცვლილი ფორმაა ფს ანუ ქართულ-აფხაზური მიქსი ჩანს ეგ სახელი.
--------------------
Pacifism is objectively pro-fascist. This is elementary common sense. If you hamper the war effort of one side, you automatically help out that of the other. Nor is there any real way of remaining outside such a war as the present one. In practice, 'he that is not with me is against me'. - G.Orwell
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3678
წევრი No.: 253274
რეგისტრ.: 18-October 19
#59829435
· 19 Nov 2022, 11:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ ბზიფთას, ადრე ბზიფისხევი რქმევია, ახლა ვნახე ვიკიპედიაში.1955 წელს გადაურქმევიათ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#59830298
· 19 Nov 2022, 18:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცერცვა.
QUOTE
ბიჭვინ-თა, გუდაუ-თა, მცხე-თა, გურიან-თა....
იალთა , ალუშთა , ჯაკარტა , მისურათა ))))
--------------------
butkuj -ის ზედა პოსტი რომ დეზინფორმაციაა, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია:
ანდრიი ერმაკის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე პროექტი შეესაბამება უკრაინის ინტერესებს და პატივს სცემს მის წითელ ხაზებს (c) Saturn .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14710
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#59830719
· 19 Nov 2022, 20:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
ეს ცინიზმია თუ რას გულისხმობ?
მცხეთას, გურიანთას, ბიჭვინთას და ა.შ. მსგავს სუფიქსებთან ერთად მსგავსი მნიშვნელობები აქვს, უბრალოდ შემთხვევითი მსგავსება კი არ არის, მით უმეტეს რომ ქართულში თა სუფიქსი ჩვეულებრივ სასაუბრო ენაში გამოიყენება დღესაც. მაგალითისთვის დაგიწერ რომ არ მკითხო სად გამოიყენება დღეს თა სუფიქსიო: კანონთა კრებული და ა.შ.
პ.ს. იალტა, ლუშტა, მისურატა.
ქართული კიდე ვერ აითვისე?
This post has been edited by
ცერცვა.
on 19 Nov 2022, 20:47
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#59833748
· 20 Nov 2022, 22:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცერცვა.
ბიჭვინთა არ არის ქართული სახელი , სუფიქსიც არაქართულია .
პიტიუნთ -იდან მომდინარეობს .
გურიანთა < გურიანთ +მთა .
ასე რომ ჯერ პირველადი ფორმებია დასაზუსტებელი.
რაც შეეხება -თა აფხაზურში . ეს ჩვეულებრივი მოვლენაა რომელიც აისახება აფხაზურ ტოპონიმებში : აბაა-თა , ჭირუ-თა და ა.შ.
მაცესთა, ბზიფთა < მაცეფსთა, ბფიფსთა .
აფსთა - ხევი
This post has been edited by
butkuj
on 20 Nov 2022, 22:33
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14710
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#59833780
· 20 Nov 2022, 22:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
რომც ჰქონდეს აფხაზურს თა სუფიქსი, კითხვა ისმის საიდან აქვს. ადიღეურს აქვს ეგ სუფიქსი?
მაგრამ მე მტკიცებულების გარეშე არ მჯერა რომ თა სუფიქსი აქვს აფხაზურს.
კონკრეტულ წინადადებას დაწერ სადაც თა სუფიქსი არის გამოყენებული აფხაზურში?
მაგალითისთვის მეფე აფხაზთა ქართველა ან ეს იყო ხალხთა დიდი გაერთიანება და ა.შ.
ესე ქალაქებს-სოფლებს რომ აქვს თა ეს არაფერს ამტკიცებს, უნდა დაიდოს ფაქტი რომ ეს თა აქვს აფხაზურს და იმას ნიშნავს რასაც ქართულში...
QUOTE
მაცეფსთა, ბფიფსთა .
ესენი არ გამიგია, მაგრამ ზემოთ კახამ დაწერა გაგრაფსთა.
ეს ფშ/ფს ხომ აფხაზური სუფიქსებია?
ხო და კითხვა არ გიჩნდება სახელწოდებას ორი სუფიქსი რატომ აქვს? რათ უნდა მაგალითად გაგრაფს დამატები თა სუფიქსი თუ ორივე აფხაზური სუფიქსია? ლოგიკაშიც კი არ ჯდება 2 სუფიქსი.
This post has been edited by
ცერცვა.
on 20 Nov 2022, 22:57
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5755
წევრი No.: 53657
რეგისტრ.: 17-February 08
#59833898
· 20 Nov 2022, 23:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ბიჭვინ-თა,
ბიჭვინტა ბიჭვინთად როდის იქცა, ხომ არ იცით?
QUOTE
-თა ქართული თუ აფხაზური სუფიქსი?
გუდაუთაში აფხაზურია. ქართული ბრუნვის ნიშანი -თა და აფხაზური ადგილის აღმნიშვნელი -თა სხვადასხვა რამეს ნიშნავს და წარმოშობაც განსხვავებული აქვსთ.
აფხაზურის რაობა იხ. თ. გვანცელაძე "აფხაზური და ქართული ენების შემსწავლელთათვის" 1. თბ. 2003, გვ. 47
https://mokvi.files.wordpress.com/2013/04/t...n-grammar-i.pdf
"ადგილის აღმნიშვნელი -თა სუფიქსი", გვხვდება, როგორც მარტივი -თა, ასევე რთული -ს-თა, რ-თა > -თრა ფორმებით. ბზიფ-თა - ბზიფის ხეობა, აუსუ-რთა - სამუშაო ადგილი, ამხუ-ს-თა - საყანე, აჟვ-თრა -საძროხე და სხვ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14710
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#59833940
· 20 Nov 2022, 23:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მნაცაკანა
QUOTE
"ადგილის აღმნიშვნელი -თა სუფიქსი", გვხვდება, როგორც მარტივი -თა, ასევე რთული -ს-თა, რ-თა > -თრა ფორმებით. ბზიფ-თა - ბზიფის ხეობა, აუსუ-რთა - სამუშაო ადგილი, ამხუ-ს-თა - საყანე, აჟვ-თრა -საძროხე და სხვ.
ვიცი ეს და არ მჯერა ამ სისულელეების. თავად ავტორი ასკვნის რომ ადგილის აღმნიშვნელიაო, იგივენაირად ქართულშიც გამოიყენებ ადგილის აღსანიშნავად. იმერთა, აფხაზთა და ა.შ. ადგილის აღმნიშვნელად გამოიყენებ ტოპონიმს.
რომ დაარქვა სოფელს მნაცაკანთა ან მნაცაკანართა/მნაცაკანრთა ან მნაცაკანასთა/მნაცაკანსთა, არ იქნება ადგილის აღმნიშვნელი(მნაცაკანების ადგილი)? :დ
ამაზე ვწერდი ზუსტად თავში. სუფთა ქართულ თა-ს გავს, რომელიც სიტყვებზეა დამატებული.
პ.ს. შეიძლება ძალიან სისულელეს ვწერ, მაგრამ ეს რომ წავიკითხე "იბერიულ-კავკასიური საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი ერთ-ერთი დამფუძნებელი" სკეპტიკურად განვეწყვე.
This post has been edited by
ცერცვა.
on 20 Nov 2022, 23:55
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18168
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#59833992
· 20 Nov 2022, 23:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცერცვა.
ქურჯი-ბა ადიღეურად ქართველები, пацан-ва რუსულ უკრაინულად ბიჭები, ეს ენების კონტაქტის შედეგია თუ კონვერგენციის არ ვიცი.
--------------------
Pissing outdoors is one of modern man's last true pleasures
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
წერილები: 2768
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09
#59835372
· 21 Nov 2022, 15:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
QUOTE
ბიჭვინთა არ არის ქართული სახელი
ბიჭვინთა
და მისი წინამორბედი
ბიჭვინტა
-ც უკვე ამ სახით სწორედ რომ ქართული სახელია.
მნაცაკანა
QUOTE
ბიჭვინტა ბიჭვინთად როდის იქცა, ხომ არ იცით?
მთლად ძველიც არ ჩანს. ვახუშტიც კი, მგონი, "ბიჭვინტას" იყენებს.
ალბათ ტრაპეზუნტა > ტრაპეზონთა//ტრაპიზუნთა//ტრაპიზონთა-ც იგივე მოვლენაა. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს თანიან[ებ]ი "ბიჭვინთა"-ზე ადრინდელი უნდა იყოს.
"ბიჭვინთა" სომხურ წყაროებში როგორაა?
--------------------
ჰე, ღმერთო ერთო
hazerik badituzte zilhoak eta zeruko hegastonek, gizonaren semeak ez du ordean non etzan burua!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5755
წევრი No.: 53657
რეგისტრ.: 17-February 08
#59835387
· 21 Nov 2022, 15:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცერცვა.
ბზიფთასა და აუსურთაში "ბზიფების" და "შრომების" გვაქვს? გვანცელაძე მანდ უბრალოდ ენობრივ ფაქტს აღწერს, რომ ადგილის აღმნიშვნელი სუფიქსია და რთული ვარიანტებიც გააჩნია.
ისე, გვანცელაძეზე ეჭვის მიტანა ქართული კვალის მიჩქმალვაში სასაცილოა. ძირითადად ქართულ კვალს ეძებს აფხაზურსა და სხვა ენებში და პოულობს. ხანდახან მაშინაც კი, როცა ასეთი კვალი არაა.
შენი მსჯელობა წააგავს აფხაზებისას, რომლებიც "სამურზაყანოში" ქართულ სა- პრეფიქს ხსნიან, როგორც აფხაზურ პირველი პირის ნაცვალსახელს სა-.
პიტიუნტზე შენგან დაწუნებული გვანცელაძე ამტკიცებს, რომ მაგის პირველწყაროა ქართული ბიჭვინთა და სულაც არ ადარდებს, რომ ძირიც და სუფიქსიც ბერძნულია (შდრ. ტრაპეზუნტი, კერასუნტი, აქეუნტი და ა.შ.). ასევე ის, რომ ქართული ფორმა ბიჭვინტაა და ბიჭვინთად გადაკეთება საკმაოდ ახალი ამბავია.
* * *
BRUTHA
ბრუტუს, არ ჭირდება აფხაზეთის ქართულობას სიყალბეებით მტკიცება. ისედაც საკმაოდ ნათელი ფაქტია. ბიჭვინტა კი, დიაღ, ქართულია. თუმცა, სავსებით შესაძლებელია იყოს ბერძნული პიტიუნტას ქართული ფონეტიკური გადამღერება. ეს საქართველოს არამცთუ არ უმცირებს ლეგიტიმაციას აფხაზეთში, პირიქით, კიდევაც უმყარებს, ვინაიდან ქართული ენის ამ კუთხეში გამოყენების სიძველეს აჩვენებს.
This post has been edited by
მნაცაკანა
on 21 Nov 2022, 15:46
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
BRUTHA
hotz
ჯგუფი: Members
წერილები: 2768
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09
#59835403
· 21 Nov 2022, 15:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მნაცაკანა
უკვე ამ სახით
მეთქი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14710
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#59835540
· 21 Nov 2022, 16:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მნაცაკანა
QUOTE
ისე, გვანცელაძეზე ეჭვის მიტანა ქართული კვალის მიჩქმალვაში სასაცილოა. ძირითადად ქართულ კვალს ეძებს აფხაზურსა და სხვა ენებში და პოულობს. ხანდახან მაშინაც კი, როცა ასეთი კვალი არაა.
რაღაც ვერ ვიჯერებ მაგ ფაქტს, რომ ქართულს ეძებს(მით უმეტეს აფხაზურ-ქართული ნდობის აღდგენაში და მსგავს ბლა ბლაში მონაწილეობს).
თა სუფქსის აფხაზურად გასაღება ჩემში მაგ ეჭვს იწვევს, მით უმეტეს ეგ რთული ფორმები სთა, რთა ზემოთაც დავწერე როგორ შეიძლება ქართულად დაწერო და ადგილის აღმნიშვნელიც იყოს. რა მე მოვიგონე თუ შენთვის არ ჟღერს ადგილის აღმნიშვნელად ან ქართულად? : )
ის ლოგიკა არ მესმის ბიჭვინთა თუ ქართულია, სოხუმი თუ ქართულია ყველა დანარჩენი აფხაზური რანაირად არის? :დ
ბიჭვინტა იყო თუ ბიჭვინთა რა მნიშვნელობა აქვს, შენი აზრით თა-დ აფხაზებმა გადააკეთეს? : ))
This post has been edited by
ცერცვა.
on 21 Nov 2022, 16:36
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#59835841
· 21 Nov 2022, 18:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცერცვა.
აფხ . აბაა-თა
სადაც ძირი "აბაა" - კოშკი , ციხე .
ხოლო -თა აქ იმავე ფუნქცია აქვს როგორც ქართულს "სა" . ანუ "სა-ციხე, ციხ -ისი" .
ადიღურში მსგავსობის ძებნას აზრი არ აქვს .
აფხაზური და ადიღური იმდენად დაშორებულია რაც ქართული და სვანური .
ანუ გაცილებით მეტად ვიდრე ქართული და მეგრული.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(7)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0335 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.