მწარე პოდკასტის ეგ ეპიზოდი ეძღვნებოდა ამ თემა და პირდაპირ კავშირშია და სწორედ მაგ პოდკასტში განიხილა მაგ შოთამ თავისი მოსაზრებები და თითქმის შენს მიერ მოყვანილ არგუმენტებს გასცა პასუხი, რომელი არგუმენტებიც იმისთვის მოიყვანე რომ ფარნავაზის არსებობა დაამტკიცო.
აქედან გამომდინარე აუცილებელია მაგ პოდკასტის ნახვა თუ ობიექტური მსჯელობა გწადია და არა უბრალოდ კლავიატურაზე თითების ტყაპუნი.
სწორედ ეგ პოდკასტი ვახსენე მე როდესაც ამ თემას დავუბრუნდი და შენ გამომეხმაურე.
მე შენთვის შეურაცხმყოფელი პოსტი არ მომიძღვნია და თუ მოლანდებები გაქვს ყველაფერთან ერთად ფსიქოლოგი არ ვარ, რომ დაგეხმარო.
ინტელექტს რაც შეეხება საერთოდ მეეჭვება უკვე ინტელექტი გამარტება იცოდე ისეთ რაღაცებს წერ.
საქმე არის ასე: ჩემი თვითმიზანი არაა ფარნავაზის არ არსებობის დადასტურება და არც რაიმე სახის ინტერესი მაქვს მაგ მხრივ მაგალითად, ისეთი, როგორი ბუტკუჯას აქვს, რომელიც შეპყრობილია კუთხური შოვინიზმით და ყველანაირად ცდილობს ქართლი დააკნინოს.
პროვინციალიზმის მსგავს გამოვლინებაზე გული მერევა. და არც მეგრელი ვარ, რომ ქუჯის ისტორია გულზე მხვდებოდეს.
ჩემი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ ცოტათი მაინც მივუახლოვდეთ ჭეშმარიტებას და ზღაპრებიდან მაქსიმალურად გაიფილტროს ჩვენი ქვეყნის ისტორია.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ყოველგვარი არგუმენტების მოსმენის გარეშე ვიძახი, რომ გინდა თუ არა ფარნავაზი არ არსებობდა და მხოლოდ მროველის გამონაგონია, თუმცა როდესაც მაგ ისტორიას პირველად გავეცანი და ეგ დიდი ხნის წინ მოხდა, ძაან არ მომეწონა, ოღონდ იმიტომ, რომ იქ წერია ნათესავებს ჭამდნენ ქართლშიო და სომხების ქება რომ მიდის, ხოდა ცოტა კრიტიკულად განვეწყვე და შემდეგ ისეთ არგუმენტებს ვისმენდი ეჭვი გამიჩნდა, რომ ეგ ისტორია ზღაპრების კრებულია.
რაც შეგეხება შენ, შენი მოტივაცია პირდაპირ უკავშირდება ბანალურ ნაციონალიზმის გამოვლინებას და ეგ ჩემი სუბიექტური შეფასება არაა, შენი პოსტები ღაღადებენ მაგაზე.
ინტელექტის პრობლემები შენ გაქვს და ასევე ფსიქოლოგიურიც, როგორც ჩანს.
ახლა რაც შეეხება არგუმენტებს ობიექტურად თუ ვაფასებთ ცივი გონებით- ერთადერთი სერიოზული და წონიანი არგუმენტი სწორედ ის წარწერაა.
ის რომ ფარნავაზი მეფედ არ არის აღნიშნული არ არის სერიოზული კონტრარგუმენტი, რადგან მართლა უბრალოდ ვინმეს არ შეადარებდა მეფეს.
ასე რომ, შოთას კონტრარგუმენტი მაგ კუთხით არ არის კარგად არგუმენტირებული. მაგრამ ეგ, რა თქმა უნდა არაა იმის გარანტია, რომ უეჭველი მროველის ფარნავაზე არის საუბარი, რადგან შოთამ კარგად დაასაბუთა რომაულ წყაროებში მოხსენიებული ფარნავაზი შეიძლება გამხდარიყო მროველის ფარნავაზის პროტოტიპი :დ
ყველაზე დიდი არგუმენტი არის არქეოლოგია და შოთამ თქვა რომ არქეოლოგიურად არ დასტურდება, რომ მცხეთაში მროველის ფარნავაზი სადაც არის მოთავსებული იმ პერიოდში რამე იყოო, ახლა სიმართლის დასადგენად გვრჩება მხოლოდ ერთი გზა, ვეძებთ სანდო და ავტორიტეტულ არქელოგებს, რომლებიც ან დაგვიდასტურებენ მაგ ფაქტს, ან უარყოფენ.
თუ შოთა სიმართლეს ამბობს, მაშინ მაგაზე ძლიერი არგუმენტი რომ ეგ ფარნავაზი არ არსებობდა შეუძლებელია იპოვო.
თუ ეგ კაცი იტყუება და მაშინ ისევ აქვს ჩვენ ფარნავაზს შანსები.
მაგ არრიანეს წიგნს რაც შეეხება, ეგ წიგნი არის ფაქტობრივად მხატვრული ლიტერატურა და არა სერიოზული ისტორიული წყარო, ისეთები წერია და ეგ ეპიზოდი ძაან საეჭვო ჩანს.
ამიტომ, როდესაც არ გაქვს ადამიანს წაკითხული და არგუმენტად მოგყავს ეგეთი წყარო, კარგად ჩანს ვის რა პრობლემები აქვს.
