მეგობრებო, ვიპოვე რამოდენიმე კარგი წიგნი და მინდა გაგაცნოთ.
საკმაოდ ბევრი წიგნი დავტესტე და მე ესენი მომეწონა.
ვისაც გსურთ სამოყვარულო დონეზე იცოდეთ ისტორია საქართველოს და კაცობრიობის ამ ორ წიგნს გირჩევთ.
მოკლედ, დავტესტე საქართველოს ისტორიული ნარკვევები, რომელიც 1973წელს არის გამოცემული და საკმაოდ დიდია.
ჰოდა, ძაან ბევრი ბოდიალია და ისეთი თემებია განხილული თუ პროფესიულ დონეზე არ აპრებთ შესწვლას ისტორიის- ჩემი აზრით არ გამოგადგებათ. გლეხების ყოფა და ფეოდალები როგორ ჩაგრავდენ მუშათა კლასს, მსგავსი სისულელეები არ ვიცი თუ გაინტერესებთ, მე დამღალა და მივატოვე.
აი, ამ წიგნს გირჩევთ საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან თანამედროვეობის ჩათვლით_ვ.სილოგავა,კ.შენგელია
მოკლედ, და ზედმეტი ბოდიალობის გარეშე არის ასახული ჩვენი ქვეყნის ისტორია.
საეჭვო თეორიებიც არის განხილული და არც იმას უარყოფენ, რომ დამწერლობა ქრისტიანობის მიღების შემდეგ შევქმენით.
400გვერდიანია თითქმის და ძირითად თემებს მოიცავს.
ინტერნეტში უფასო პდფ წიგნების ჯგუფები რომ არის ფეისბუქსზე, იქ დევს და გადმოწერთ თუ სურვილი გაქვთ.
ამას დაუმატეთ ჯავახიშვილის წიგნები და კიდე ერთი კარგი წიგნი ვნახე ქართველთა სამხედრო ისტორია, სადაც დეტალურად არის განხილული ჩვენი შეიარაღება და საბრძოლო ხელოვნება. ეგეც დევს.
მსოფლიო ისტორია ვისაც გსურთ და რუსული ინცით ან ინგლისური ამ წიგნს გირჩევთ.
აი, აქ უფასოა რუსული ვერსია და გადმოწერეთ.
ასევე დეტალურად არის განხილული ყველაფერი ზედმეტების გარეშე.
http://kyiv-heritage-guide.com/sites/defau...20604%D1%81.pdfგადმოწერეთ და დატკბით!
შემდეგ თუ უფრო გსურთ ცოდნის გარღმავება
რომის ისტორიაზეა კარგი წიგნები და ასევე შუასაუკუნეების ევროპის შესახებ.
მე ძირითადად ბრძოლები მაინტერესებს :დ
მოკლედ, ეს წიგნები დაგეხმარებათ სამოყვარულო დონეზე იცოდეთ ისტორია და ვიღაც ტიპებმა არ დაგაბოლონ :დ