Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(16)
« პირველი
...
8
9
[10]
11
12
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ეთნონიმი "მარგალი"
, .
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ბასიანი89
Crazy Member
ჯგუფი: Members
ბასიანი89
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2962
წევრი No.: 248905
რეგისტრ.: 23-February 19
#61418117
· 22 Jul 2024, 07:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
კელასურამდე? აფსილები სად ცხოვრობდნენ?
--------------------
“ ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა."
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
J.R.R.Tolkien
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
J.R.R.Tolkien
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7042
წევრი No.: 267674
რეგისტრ.: 30-August 22
#61418129
· 22 Jul 2024, 08:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სულხან-საბა რომ წერს თავის ევროპაში მოგზაურობაზე გურული, მეგრელი და აფხაზი შემხვდა თურქეთშიო და იქ უწერია ყველაზე მეტად იმან გამაკვივრა, რომ აფხაზი ქართულად საუბრობდა კარგად და ქართული ენა იცოდაო.
მოკლედ, ცხოვრობდა ეგ ხალხი ამჟამინდელ აფხაზეთში ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც კოლხეთი ატრაკებდა, ოღონდ სოხუმს იქეთ, ალბათ.
ეგ ვითომ აფხაზები რომ ქართველები იყვნენ და ჩამოთრეული ხალხია ეგ აფსუა, შემოგვიგდეს რუსებმა და ჩვენმა გენიალურმა ისტორიკოსებმა გადაყლაპეს ეგ სატყუარა.
აფსუებს ბოლომდე ვერ გაამტყუნებ, აი ჩვენც მაგარი მიქარული გვაქვს, უბრალოდ გენოციდი რომ მოგვიწყვეს რუსების დახმარებით მაგას არ აქვს გამართლება, თორემ უბრალოდ ომის გაპრავება შეიძლება. ასე რომ, მაგ ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ ომით არის შესაძლებელი.
რაც შეეხება ერთად ცხოვრებას- მაგის შანსი არ არის დიდი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14699
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#61418327
· 22 Jul 2024, 11:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
საერთოდ სხვა ეპოქაზე ვსაუბრობდით.
საერთოდ ეგ აფხაზების თემა მე-17 საუკუნეშიც საკმაოდ უცნაური ამბავია, ჩელები წერდა მეგრულად საუბრობენო და აფხაზები ალბათ უბრალოდ პოლიტიკური სახელწოდება იყო სამთავროს გამო, თორე არანაირი აფსუა ხალხი არ იყო და შესაძლოა ელიტის გავლენით მოხდა მეგრულის ჩანაცვლება აფხაზური ენით.
* * *
ბასიანი89
სხვა ეპოქაზე წერს და ეგ აფსილები გამორიცხულია აფსუები ყოფილიყვნენ, რა უნდოდათ ვიღაც აფსუა ხალხს გალ-სამეგრელოში?
ჩემი აზრით სახელის დამთხვევა ან მითვისებასთან გვაქვს საქმე, როგორც ხეთები ან არაბებმა რომ პალესტინელები დაირქვეს და ა.შ.
აბაზგები ჩრდილო კავკასიაში იყვნენ და მერე ჩამორეკეს ბიზანტირლებმა ქვევით სავარაუდოდ ან უბრალოდ გაძლიერებამ ან სხვა ფაქტორებმა გამოიწვია მათი ჩამოსვლა ქვემოთ. :დ
პ.ს. ის რუკები რომ დევს ინტერნეტში აბაზგები და აფსილები სად ცხოვრობდნენ, არის მიხატული ძალიან გვიან და ეტყობა იმდროინდელი პოლიტიკური სიტუაციის გავლენა. ანუ აბასგია სებასტოპოლისამდე რომ არის ეგ არის იმის გადამღერება კელასურამდე რომ ჰქონდა ლევან დადიანს სამთავრო, ზუსტად ერთ-ერთშია და მაგ პერიოდის რუკაა ეგ(მე-17 საუკუნის).
This post has been edited by
ცერცვა.
on 22 Jul 2024, 11:38
--------------------
Pacifism is objectively pro-fascist. This is elementary common sense. If you hamper the war effort of one side, you automatically help out that of the other. Nor is there any real way of remaining outside such a war as the present one. In practice, 'he that is not with me is against me'. - G.Orwell
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13766
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#61418375
· 22 Jul 2024, 11:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აფხაზებს ირეკლავთ სარკისებურად?
არაერთი მკაფიო ცნობა გვაქვს, რომ XVII საუკუნის პირველ ნახევარში აფხაზურ-მეგრული ენობრივი საზღვარი იდო მდ.კოდორზე. დასავლეთით სამეგრელოს სამთავროს ეკუთვნოდა დღევანდელის გულრიფშის მუნიციპალიტეტის სამხრეთი (დრანდის ეპარქია), მაგრამ მოსახლეობა იქ უკვე აფხაზური იყო. ამის შესახებაც პირდაპირი ცნობებია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ბასიანი89
Crazy Member
ჯგუფი: Members
ბასიანი89
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2962
წევრი No.: 248905
რეგისტრ.: 23-February 19
#61418393
· 22 Jul 2024, 11:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ას
ცერცვა.
გვარ აბშილა-ვას ჰაპლოც ნახე. ისე საინტერესოა თორემ არაფერი მტკიცებულება ეგ არაა.
ცნობა რომ ლაზებისგან განსხვავებული ენა აქვთ. მე მგონია რომ გენეტიკურად მეგრელების იდენტური მარა აფხაზურზე გადასული ტომი იყო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13766
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#61418396
· 22 Jul 2024, 11:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(butkuj @ 22 Jul 2024, 06:52 )
კელასურამდე მეგრელები ცხოვრობდნენ 1672 წლამდე .
რატომ ცრუობ? სხვებს აბრალებ, რომ აფხაზების ჩამოსახლების თეორიები მოიგონეს და ამით დაამახინჯეს სინამდვილეო, თვითონ უფრო უხეშ ტყუილს წერ. კოდორს იქით XVII საუკუნეში უკვე აფხაზები ცხოვრობდნენ, ამის თაობაზე არაერთი ცნობა არსებობს. უდიდესი ალბათობით XVI საუკუნეშიც. ის რომ კოდორი-კელასურის მონაკვეთი ოდიშს ეკუთვნოდა იმას კი არ ნიშნავს, რომ მოსახლეობაც ქართული იყო. ასე დღევანდელი ჯავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაც ქართლ-კახეთის შემადგენლობაში შემოდიოდა ერეკლე II-ის დროს, მაგრამ მოსახლეობა უკვე ოსური იყო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14699
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#61418400
· 22 Jul 2024, 12:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
არაერთი მკაფიო ცნობა გვაქვს, რომ XVII საუკუნის პირველ ნახევარში აფხაზურ-მეგრული ენობრივი საზღვარი იდო მდ.კოდორზე.
ჩელები მაინც ნახე, რა ენობრივი საზღვარი კოდორი, კელასურის ზემოთ მცხოვრებ აფხაზებსაც მეგრულენოვან ხალხად ასახელებს.
ბასიანი89
კაი ნუ მაძებნინ3ბ შენ დამიწერე აფშილავას ჰაპლო.
ზოგადად, აფხაზები სვანებთან და რა უცნაურიც არ უნდა იყოს ლეჩხუმელებთან ჯგუფდებიან, მეგრელები იმერლებთან...
* * *
ingfari
აგერ ლინკი დარწმუნდე იმაში რომ წრ გატყუებ. :დ
https://books.google.ge/books?id=-bLyDwAAQB...epage&q&f=false
This post has been edited by
ცერცვა.
on 22 Jul 2024, 12:04
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13766
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#61418455
· 22 Jul 2024, 12:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცერცვა.
არკანჯელო ლამბერტი გსმენია? 17-18 წელი იცხოვრა საქართველოში, აქედან 14-15 სამეგრელოში. 1630-1640-იანი წლები გაატარა ოდიშში. დეტალურად აღწერა ყველაფერი. მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული ენობრივი საზღვარი კოდორზე. იმასაც წერს, რომ დრანდა ოდიშშია, მაგრამ აფხაზების ქვეყანაში მდებარეობს, ანუ პოლიტიკური კუთვნილება სამეგრელოსია, ეთნო-ლინგვისტურად აფხაზურია. სხვათა შორის ლამბერტი ერთადერთი წყარო არ არის.
გუმისთა-კელასურის მონაკვეთში აფხაზები მართლაც ჩამოსახლებული უნდა იყვნენ, მაგრამ ეს დანამდვილებით XVII საუკუნეზე ადრეა მომხდარი, დიდი ალბათობით XVI-ზეც. რომ დაწერ XVII საუკუნეშიც ქართველები ცხოვრეობდნენ მანდო ამოგიღებენ არაერთ წყაროს და სახეზე აგაფარებენ, ამით რეალური ჩამოსახლების ფაქტსაც გაგიბაიბურებენ და არასერიოზულ მეზღაპრედაც წარმოგაჩენენ.
ასე მაგალითად, მინახავს ძალიან „ჭკვიანი“ ქართველები, სომხები ჯავახეთში გენოციდის დროს რომ ჰგონიათ შემოსახლებული და ამას წერენ, მერე რომელიმე სომეხი დაუდებს XIX საუკუნის აღწერას და იქვე პირს დააღებინებს. 1830-იან წლებში რომ შემოვიდნენ იმ ფაქტს კი მიჩქმალავს და უკეთაც გამოჩნდება ვიდრე ეს ქართველი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14699
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#61418469
· 22 Jul 2024, 12:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
დადე წყარო და შევადაროთ რა პრობლემაა, ოღონდ ვიღაც ისტორიკოსების დასკვნების ციტირებების გარეშე, პირდაპირი თარგმანი მაჩვენე ლამბერტის, რასაც ამტკიცებ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13766
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#61418476
· 22 Jul 2024, 12:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცერცვა.
ინგლისურად რად გინდა, ქართულადაც არის ნათარგმნი. ოღონდ ეგ არაფერს ცვლის. ჩაჩების ტომში შერვაშიძეების დაქვემდებარებაში მყოფი აფხაზები იგულისხმებიან, ჰოდა ესენი დღევანდელი სოხუმისა და გუდაუთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. მათ შორის რაღაც ნაწილს მეზობლების ენაც რომ სცოდნოდა ამაში გასაკვირი არაფერი იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა იყვნენ წმინდა წყლის აფხაზები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14699
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#61418484
· 22 Jul 2024, 12:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
ნუ აგრძელებ უაზრო კამათს, მაჩვენე რასაც ამტკიცებ(მე მაინტერესებს) ან არა და მორჩა ამდენ პრეტენზიულ კამათს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13766
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#61418491
· 22 Jul 2024, 12:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ცერცვა. @ 22 Jul 2024, 12:23 )
ingfari
დადე წყარო და შევადაროთ რა პრობლემაა, ოღონდ ვიღაც ისტორიკოსების დასკვნების ციტირებების გარეშე, პირდაპირი თარგმანი მაჩვენე ლამბერტის, რასაც ამტკიცებ.
„ყველაზე უკანასკნელი მდინარე არის კოდორი, რომელიც უნდა იყოს (ძველთა) კორაქსი, რადგან კოლხიდის საზღვრებია (ძველთა სიტყვით) ერთის მხრით ფაზისი და მეორეს მხრით – კორაქსი; როგორც ფაზისი ჰყოფს სამეგრელოს გურიისაგან, ისე კორაქსი ჰყოფს მას აფხაზეთისაგან, და როგორც ფაზისის გაღმა მეგრული იცვლება ქართულად, ისე კორაქსის გაღმა – იცვლება აფხაზურად. აქედან ცხადია, რომ მეგრელების კოდორი ძველებური კორაქსია, რადგან კოდორს გადაღმავე ცხოვრობენ აფხაზები თავისის განსაკუთრებულის ენით.“
არკანჯელო ლამბერტი, „სამეგრელოს აღწერა“.
ესეც იგივე ავტორი სამეგრელოს ეპარქიების შესახებ: „პირველი საეპისკოპოსო ეკლესია არის დანდრის (Dandra) ტაძარი, აბასხების საზღვრებს შიგნით. იგი ღვთისმშობლის სახელობისაა, ეპისკოპოსს უწოდებენ დანდრელს (Dandreli).“
არკანჯელო ლამბერტი, წმინდა კოლხეთი“.
* * *
QUOTE
(ცერცვა. @ 22 Jul 2024, 12:29 )
ნუ აგრძელებ უაზრო კამათს, მაჩვენე რასაც ამტკიცებ(მე მაინტერესებს) ან არა და მორჩა ამდენ პრეტენზიულ კამათს.
მოთმინება იქონიე.
პ.ს. ნახე?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14699
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#61418498
· 22 Jul 2024, 12:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
ამდენი პრეტენზიული კომენტარი ამისთვის გააკეთე? სად წერია მანდ რომ აფხაზურად საუბრობენ კოდორამდე? სამთავროს საზღვარზე საუბრობს, რომელიც შერვაშიძეებმა გააფართოვეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13766
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#61418508
· 22 Jul 2024, 12:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ცერცვა. @ 22 Jul 2024, 12:35 )
ამდენი პრეტენზიული კომენტარი ამისთვის გააკეთე?
სად წერია მანდ რომ აფხაზურად საუბრობენ კოდორამდე?
შენ წარმოიდგინე და კი.
აქ: „და როგორც ფაზისის გაღმა მეგრული იცვლება ქართულად, ისე კორაქსის გაღმა – იცვლება აფხაზურად.“
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14699
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#61418514
· 22 Jul 2024, 12:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
ეგ არის ძალიან ზოგადი ტექსტი და ინფორმაცია, ჩელების კი ძალიან კონკრეტული.
ჩელებთან არ წერია აფხაზურად და მეგრულად ლაპარაკობენო, პირდაპირ არის დაწერილი მეგრულად მოლაპარაკე ხალხიაო.
პ.ს. ნუ, მეორე საკითხია ან ერთის თარმანი რამდენად ზუსტია ან მეორესი....
ორიგინალი ტექსტის გარეშე რთული იქნება მსჯელობა.
This post has been edited by
ცერცვა.
on 22 Jul 2024, 12:44
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(16)
« პირველი
...
8
9
[10]
11
12
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0342 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.