RexxaRრა წერია არასწორიო ^_^ ვეღარ შემოვედი აქ, არ ვიცოდი ამდენი თუ დაიწერა. შევეცდები ჩავყვე და პასუხები დავწერო მერე.
იქ რაც წერია 80% არის ტყუილი. უპირველესად იმიტომ, რომ ისტორიული ფაქტებია დამახინჯებული და საკუთარ მიზანზე მორგებული. აბსოლუტური ბოდვაა დიდი უმეტესობა! ამას არანაირი პატრიოტული და ნაციონალური ამბების გამო არ ვწერ, უბრალოდ ტყულია. ამას სათითაო პუნქტებად სჭირდება ჩამოყოლა და დასაბუთება ცხადია, მაგრამ ეხლა, ამ შუაღამეს ასე სპონტანურად ხომ ვერ ვიზამ ამას, ხოდა ვცადოთ იქნებ და სათითაოდ გავიაროთ ნელ-ნელა, მეც აქ დავწერ თუ რამე ადეკვატურ სამუშაო ფორმატში იქნება მსჯელობა და თუ მოვახერხე დროის ამბავში. ამიტომ იქნებ ვინმემ იცოდეს ეს ვიკიპედიის ამბები და მასალებს მეც დავდებდი აქ, რომ ერთად შევიყვანოთ იმ სიცრუეების გასაბათიელებელი არგუმენტები თავისი წყაროებით.
თქვენ კი , ყველას მივმართავ, ვინც არ მეთანხმება ვთქვათ, თუ არ შეწუხდებით რა, ძალიან მინდა გთხოვოთ, მომავალში, იქნებ წყაროებიც დადოთ, გინდა იყოს სომხური, უბრალოდ დადოთ რა ზუსტი სათაური , გვარი ავტორის, იქნება ეს ისტორიული პირი, თუ თანამედროვე მკვლევარი, ნაშრომის სათაური და ასე.შ, რომ თქვენ არგუმენტებზე პასუხის გაცემა შეიძლებოდეს, თორემ ისე არ გამოვა სერიოზული საუბარი. იქნებ თქვენ ხართ მართალი, ან სხვა , ვინც ამტკიცებს იმის საპირისპიროს , რასაც მე ვწერ
წინასწარ მადლობა
* * *
პ.ს. ძალიან მადლობელი ვიქნები სომეხი ისტორიკოსების ნაშრომების რუსულ, ან ქართულ ვერსიებს თუ ფლობთ ონლაინ, პდფ ან ვორდის სახით, ან ნებისმიერი მკვლევარის შრომებს, რომელიც ამ თემას ეხება - თუ ჩამიგდებთ. ზემოთ სადღაც მხითარ გოშიო და ზაქარიაო გაიჟღერა და მერე? რა შუაშია მხითარ გოში, ან ვინ თქვა, მაგალითად, სადღაც შემხვდა სომხურ საიტზე, რომ მხითარ გოში ზაქარიას მასწავლებელი იყო ! ესე ხომ მეც შემიძლია ვთქვა, რომ სალადინი იყო ზაქარიას ბავშვობის ნაცნობი . რაღაც წყარო არ სჭირდება რაიმეს მტკიცებას? მიუთითონ არ შეიძლება? ამაზე ვინმემ შეიძლება იკამათოს?

) ვიზე, რაზე დაყრდნობით იწერება ეს ყველაფერი?
რაც მე მოვიძიე ინტერნეტში საერთოდ გაუგებარია რაზე დაყრდნობით იწერება ასევე , რომ არსებობს ვერსია , რომ ზაქარია და ივანე თავს თვლიდნენ სომხებად!

ეს ხომ ახალი თეორიაა ? უბრალოდ არ შეიძლება ასეთი რამის წერა წყაროების მოშველიების გარეშე საჯაროდ. ორად ორი ვერსია არსებობს (თუ რამე სხვა იცით, დაწერეთ), თუ სადაურები იყვნენ მხარგრძელები. ორივე ქართული წყაროებიდან (ისტორიანნი და აზმანნი შარავანდედთანი და მეორე რამდენადაც მახსოვს ჟამთააღმწერელი, თუ არადა ვიპოვნი მერე თუ საჭირო გახდა) , სადაც საუბარია მის სპარსულ (!) წინაპრებზე, ართაქსერქსეზე, მეორეგან ქურთებზე, თუმცა ეს მეორე ვარაუდი უფროა. ქართული წყაროს ავტორს, რომ ნდომოდა რაიმე მიზეზით დაემალა, რომ ისინი სომხები იყვნენ, რატომ დაწერდა იქვე, რომ ისინი " ხოლო სარწმუნეობით იყვნენ სომხები"?
ასევე საინტერესო იქნება თქვენთან ასეთი კითხვა: სანამ თამარმა არ უბოძა ანისი ზაქარიას, იქამდე ფლობდა თუ არა მიწებს ძველი სომხეთის რაიმე ისტორიული სამფლობელოებიდან სარგისი, ამირსპასალარი, მათი მამა? ქობაირის მონასტერი, სანაინი, რომელიც მათი საგვარეულოს საძვალე იყო აქ არ ითვლება, რადგან ის ფაქტიურად საქართველოს სამეფო მიწებში შედიოდა, ისევე როგორც ახტალა მონასტერი, სადაც 13 ასურელი მამის ხატია და მთელი ფრესკები ქართული ასომთავრულითაა ნაწერი (თუ მეშლება რამე, სადმე, შემისწორეთ კი ბატონო. ასევე ყველა საფლავის ქვა სანაინში, არადა იქ უამრავი ქვაა - ქართულ, ასომთავრულ ენაზეა დაცული), თან იმდროინდელია ერთი განსაკუთრებული წარწერა. ეს მერესთვის იყოს.
ზახარიანე" - როცა ამ დინასტიაზე მიუთითებენ სომხები, წერენ, რომ ის სწორედ ამ სარგისის მამის - ზაქარიას დაარსებულია ( ასე მახსოვს, თუ გინდათ ესეც სომხურ წყაროებში გადავამოწმოთ) . ხოდა თუ ზაქარიას და ივანეს ბაბუის - ზაქარიას დაარსებულია ზახარიდების დინასტია, რაღაცას ხომ უნდა ფლობდნენ იქამდე უკვე? აბა რისი დინასტიაა მაშინ, უმიწებოდ, უტიტულოდ? გიორგი მესამის დროს, ვხედავთ, რომ სარგის მხარგრძელი დემნა უფლისწულის ბანაკთან მოიაზრება რაღაც მომენტში და გადმოდის თამარის მხარეს ბრძოლის წინ. ანისს გადასცემს უკვე თამარი ბრძოლის მერე. ანუ შაჰინშაჰის ტიტული, შანშეს ტიტული იქამდე მათ არ აქვთ! სომეხთა მეფეების სატახტო ქალაქი მათ იქამდე არ აქვთ.
ასევე ჩემთვის საინტერესო იქნებოდა იმ ქვის შესახებ საუბარი, რომელიც თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე, რომელიღაც მონასატერის კედელშიაო, რომ წერია დაცული, ვერ ვიხსენებ ეხლა სახელს, მაპატიეთ, გეცოდინებათ. სომეხი ისტორიკოსების თქმით, ამ ქვის წარწერაშია ხო მგონი საუბარი, რომ ზაქარია და ივანე თავის თავს ბაგრატუნებად თვლიანო, თუ რაღაც ასეთი

აი ეს ქვა სადაა იქნებ მითხრათ, ან ფოტო არაა , ან ზუსტი მისამართი თუ არსებობს? არ გამოვრციხავ, რომ რაიმე ასეთი იყოს ცხადია, უბრალოდ ხომ შეიძლება ამ წყაროს დასახელება? საიდუმლოა მისამართი? ან მათი დედის შესახებ ცნობები სადაა დაცული? იქნებ მომაწოდოთ რა , ძალიან მჭირდება მართლა, ირონიის გარეშე, ძალიან მადლობელი ვიქნები. იქნებ ვცდები, მინდა ვიცოდე ეს წყაროები მეც

თან ხომ სხვაც ნახავს მერე, იქ ვიკიპედიაში კი მიდის სრულიად უსაფუძვლო, უწყაროებო, უაზრო მტკიცება ტყუილების და სრული ბოდვა (!) თან ბოლოს ქვემოთ მოყვანილია სამი წყარო

) სამივე ავტორი მეოცე საუკუნის ბოლო მეოთხედში წერს, ანუ სამივე თანამედროვე სომეხი მკვლევარის ციტატებია მოყვანილი წყაროებად

)) და ისინი საიდან რას იღებენ ეს ვინ იცის საერთოდ. ამიტომ ვწერ, ან იმ ხალხს მოვთხოვოთ დასახელება რაზე დაყრდნობით იგონებენ ამ ყველაფერს, ამ ვიკიპედიის მცოდნე ხალხის დახმარებით, ან აქ დაიდოს საპირისპირო არგუმენტები, თუ მე ვცდები! ეს ხომ თამაში არაა არა?
This post has been edited by sumbumbula on 8 Jan 2025, 01:20