#61966213 · 16 Mar 2025, 17:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არმაზი სინსკრეტული ღვთაება იყო და თავისში ითავსებდა წინა აზიის მრავალი ღვთაების ფუნქციებს. შიდა ქართლში შეკრებილი და მოსახლე მრავალი ეთნიკური ელემენტების ღვთაებათაგან, უნიჭიერესმა მეფემ ფარნაბაზ I-მა შექმნა ერთი, რომელსაც ერთი ღვთაებასაგან სახელი შერჩა, მეორესგან ფორმა, მესამესგან დანიშნულება და სხვა. ღვთაებათა ტრიადა არმაზი, გაცი და გაიმი გვაგონებს ჭექა-ქუხილის ღმერთის თეშუბის ტრიადას -ხაცი და ნამნისთან ერთად. აღწერილობა კერპისა ზედმიწევნით ემთხვევა არესის ქანდაკებას, რომელიც ზალზედ გავრცელებული იყო სკვითებში (ბუნ-თურქებში). სახელი ხეთური არმასისა უნდა იყოს და მუშქებსა და თაბალებს უნდა მოეტანათ ქართლში. რაც შეეხება სომხურ არამაზდს, თუ არ ვცდები ის მცირე სომხეთის დედაქალაქ ანი-კემახში იდგა და სულაც არ იყო არმენიის (დიდი სომხეთის) ღვთაება. მცირე სომხეთის მოსახლეობის სომხურობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა.
|