აფხაზთა მეფეთა დივანი - ერთერთი ცნობილი გენეოლოგიური დივანია სადაც ჩამოთვლილია აფხაზთა სამეფოს მმართველები მე-6 საუკუნიდან მე-10 საუკუნამდე . მასში 22 მმართველის სახელია ნახსენები ანოსიდან დაწყებული ბაგრატით დამთავრებული . ამ ნუსხაში მმართველების სახელები ჩაწერილია ცოტათი უცნაურად . მაგალითად,კონსტანტინეს ნაცვლად კოსტანტი ,იუსტინიანეს ნაცვლად - ისტვინე . თუმცა ბოლო მმართველების სახელებში კონსტანტინე ხვდება. ძირითადათ ამაზე წერდნენ შემდგომინდელი მკვლევარები მთელი მე-20 ს. მანძილზე და სხვა რამეზე ნაკლებად ამახვილებდნენ ყურადღებას . არადა ანოსი , ღოზარი , ბარნუკი - ვინები იყვნენ საერთოდ ? დოსითეოს ნოტარას ჩანაწერებში რომელიც წიგნში გამოვიდა 1715 წ. მოხსენებულია აფხაზთა მეფეთა სია , სადაც ბარნუკის ნაცვლად წერია "კაბარნუკი" . როგორც ცნობილია მე-7 ს. ბოლოს ლაზიკის არქონტად ბიზანტიურ წყაროებში ნახსენებია "ლაბარნუკი" . ამრიგად ამ სიგელში პირველ მეფეებად განიხილებოდნენ ლაზიკის მეფეები მ.შ. ლაბარნუკი , ხოლო ღოზარი დიდი ალბათობით იგივე გუბაზია . ქართულ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში მეფე გუბაზის სახელი მოიხსენება "ღობაზიანოს"-ის ფორმით რაც აშკარად ბერძნული წყაროდან მიღებული ფორმაა სადაც გ=ღ .
დოსითეოსის ტექსტში ღოზარ - Γόζαρ , ბარნუკი - Καπαρική.
დანიელ მესვეტეს ქართულ ვერსიაში ვკითხულობთ :" მათ დღეთა შინა მოვიდა ღობაზიანოს მეფე აფხაზთა ხილვად ნეტარისა ლეონ მეფისა ბერძენთაისა. და წარიყვანა იგი' მეფემან და აღვიდა იგი წმიდისა მის თანა. და იხილა რაი უცხოი იგი ხილვად და მოქალაქობა ან- გელოზებრივი ღობაზიანოს,"
აქ მეფე ღობაზიანოსი იგივე გუბაზია . ხოლო ბერძნულ ორიგინალში ნახსენები ლაზთა მეფეს ნაცვლად ის მოიხსენება როგორც აფხაზთა მეფე . ანუ აფხაზი გაიგივებულია ლაზთან იგივე მეგრელთან . ეჭვიც არ მეპარება რომ ეს სიგელი ანუ დივანი შედგენილი მე-10ს. ბოლოს ან მე-11ს. შეიცავს თავიდან ნახსენები ლაზ მეფეთა სახელებს ასევე ზოგ შემთხვევაში ბიზანტიელ იმპერატორების სახელებს , როგორიცაა ისტვინე ანუ იგივე იუასტნიანე და სხვ . , როდესაც ადგილობრივი მეფე არ ყავდათ . ასევე საინტერესოა პირველი მეფის "ანოს"-ის ვინაობა . დოსითეოსის წიგნის რუსულ თარგმანში ანოსი დაწერილია როგორც - Анъ.დოსითეოს წიგნში - Ανω .მგონი ესაა არასწორად ინტერპიტირებული გუბაზის ანუ ღობაზიანოსის სახელის გააზრება როგორც ღობაზი-ანოსისა.
თორე "ანო" სახელის ფორმით ვის და როდის ერქვა ?
გამოდის რომ "აფხაზთა მეფეთა დივანი" შეიცავს ლაზმეფეთა სახელებს , შერეული ბიზანტიის მეფეთა მმართველების სახელებთან და მხოლოდ მის მეორე ნაწილში სადაც მითითწბულია აფხაზთა მეფეთა მმართველობის წლეები წერია ამ მეფეთა სწორი სახელები . ლეონამდე არაა მითითებული რამდენი წელი მართავდა ის აფხაზეთის სამეფოს .
ასევე უნდა აღნიშნოს , რომ გენეალოგია იწყება პირველი ქრისტიანი მეფეებისგან , თორე მანამდეც ყავდათ მმართველები იგივე ლაზიკას სანამ ოფიციალურად არ მიიღეს ქრისტიანობა .
ეს დივანი ადასტურებს მოსაზრებას რომ ლაზიკის ტახტზე ასული აბაზგიის მმართველებმა განაგრძეს ამ სახელმწიფოს არსებობა ახალი სახელწოდებით - აფხაზთა სამეფო . ისევე როგორც კოლხეთის გამაგრძელებლები იყვენენ ლაზები , რომლებიც მოიხსენებიან როგორც კოლხების ერთერთი ტომი მდ. ფაზისის და ჭოროხს შუა .მათ ზევით სახლობდნენ ზანები ფაზისისი და ქობოსის (ენგურის შუა), მათ იქით ეგრები ენგურს და კოდორს შუა , იქით აფსილები მათ უკან აბაზგები . როდესაც ლაზიკაში სამეფო გაუქმდა მე-7 ს. ბოლოს მემკვიდრეთ ჩაითვალა აბაზგიის მეფე , რომელმაც ტახტი ანაკოფიიდან ქუთაისში გადაიყვანა .
თუმცა აფხაზი მეფეები ეთნიკურად არ იყვნენ ქართველები ესენი აგრძელებდნენ კოლხეთ-ლაზიკის სახელმწიფოებრიობის არსებობას .