#62499483 · 4 Mar 2026, 21:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პიროვნული გარჩევები უსაგნო საქმეა. ზოგს ჩლუნგი და გაუნათლებელი მცოდნედ მიაჩნია, ზოგს პირიქით, ზოგსაც ყველა მოსწონს. ეს არაფერს ცვლის. არსებითად იმსჯელეთ კოლეგებო.
| QUOTE | საქართველოში გვყავს ვინმე სერიოზული მცოდნე ამ სფეროში ანუ გენეტიკურ კვლევებში ?
მაგალითად, მწარე პოდკასტში ან სადმე დიდი აუდიტორიის პლატფორმაზე რომ მივიდეს და კარგა და გარკვევით ისაუბროს, არის ეგეთი ტიპი ? |
კი, მარა საეჭვოა, მანდ მივიდეს. მდარე ხარისხის პოდკასტია, ჯერჯერობით. * * *
| QUOTE | | უნგრელებს რაც შეეხება მათი ურალიდან გამოსვლისას მათში ურალური კომპონენტი 80% რომ ვივარაუდოთ, პანონიაში დასახლებისას ურალური კომპონენტი 20% იქნებოდა, ამას მოყვა მონღოლების და ოსმალების შემოსევები, რომელსაც ზუსტად მადიარები შეეწირენ, ასე რომ პანონიაში მოსვლისას უნგრელები პანონიაში უმრავლესობა იქნებოდა. |
ბევრი სცენარი შეიძლება იყოს, თუ რატომ არ ტოვებენ ზოგჯერ ენის მიმტანი ხალხები ავტოსომურ კვალს "მემკვიდრე" ხალხებში. ჰაპლოებსაც კი კანტიკუნტად. აქვე გვაქვს მაგალითი: სარმატულ ენოვანი ოსები. სარმატ-სკვითების უახლოესი ავტოსომური ნათესავი აღარავინაა დღეს. ყველაზე ახლოს მდგომებიც კი საკმაოდ შორეულები არიან და ოსები მათზე კიდევ ბევრად შორს. სარმატული მამისეული ჰაპლოებიც უმნიშვნელოდ დასტურდება ოსებში. დამფუძნებლის ეფექტიანი მამისეული კვალი ბალყარებსა და ჩეჩნებშია. ანუ ვისგანაც ოსებს ენა აქვთ, მათი უშუალო მეკვიდრეები მეზობლებში უფრო დაიკვირვება, რომლებსაც ენა არ გადაეცათ.
|