Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(120)
« პირველი
...
99
100
[101]
102
103
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ქართველთა ეთნოგენეზი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5755
წევრი No.: 53657
რეგისტრ.: 17-February 08
#62623524
· 15 Jun 2026, 12:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Gaba
QUOTE
იმერელ ბაგრატიონებში მამრობითად მარტო ერთი ადამიანი გადარჩა და წესით ის ტიპია (ბაგრატიონებზე წინაპრები არ უწერიათ ქართულ პროექტში)
გენეალოგია შეგიძლიათ დაწეროთ? ან სად ვნახოთ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ბასიანი89
Crazy Member
ჯგუფი: Members
ბასიანი89
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2962
წევრი No.: 248905
რეგისტრ.: 23-February 19
#62623740
· 15 Jun 2026, 15:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მნაცაკანა
ჩოხი-ჩოხელი
გავაშელის სოფელი საგურამოს მხარეს უნდა ვეძებოთ. გადმოცემა აქვთ მაქედან მოსვლაზე.
კვეზერელი
ცაგარელი
წერეთელი
ამათზე ოსები ამბობენ ჩვენებიაო.
წერეთელზე არ დადასტურდა და ტყუილი გამოდგა. ალბათ იმ ორზეც ტყუილია.
--------------------
“ ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა."
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14679
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#62623745
· 15 Jun 2026, 15:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბასიანი89
QUOTE
ჩოხი
ეს ჩოხი ჩრ.კავკასიაშიც ხომ არის რაღაც ადგილის სახელი, ჩოხის კულტურა თუ რაღაც მსგავსს არ ეძახიან? არაფერი არ ციცი მაგ კულტურაზე და არც წამიკითხავს-დავინტერესებულვარ. ხო და ეტიმოლოგიურად როგორ იხსნება ეს ორი მსგავსება?
ან ჩოხის რატომ არ აკავშირებენ სიტყვა ჩოხასთან? :დ
--------------------
Pacifism is objectively pro-fascist. This is elementary common sense. If you hamper the war effort of one side, you automatically help out that of the other. Nor is there any real way of remaining outside such a war as the present one. In practice, 'he that is not with me is against me'. - G.Orwell
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5755
წევრი No.: 53657
რეგისტრ.: 17-February 08
#62623860
· 15 Jun 2026, 16:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბასიანი89
იგივე რიგის უნდა იყოს ისტორიული ორბელიც. ორბი ან ორბეთი > ორბ-ელ-ი.
იხ. ასევე:
გოკია (ჯავახეთი) - გოკიელი
მურჯიკანი (ჯავახეთი) - მურჯიკნელი
ოცხე (სამცხე) - ოცხელი
იშხანი (ტაო) - იშხნელი
სავანე (იმერეთი) - სავანელი
ენაგეთი (ქართლი) - ენაგელი
ყანჩაეთი (ქართლი) - ყანჩაველი, ყანჩელი
ბოყვა (რაჭა) - ბოყოველი (ზემო იმერეთი)
კრიხი (რაჭა) - კრიხელი
ხოტევი (რაჭა) - ხოტეველი/ხოტოველი
კეცხოვი (?) - კეცხოველი. შდრ. კეჩხობი (თორი)
კირჩხი (?) - კირჩხელი (აჭარა). შდრ. კირცხი (სამეგრელო)
ინწკირი (?) - ინწკირველი (-ვ-ელ- ორმაგი სუფიქსით?)
ხეთერი (?) - ხეთერელი
ოშხერი (?) - ოშხერელი (რაჭა)
ჩხენკი (?) - ჩხენკელი. შდრ. ჩხეკი (მიკროტოპონიმი რაჭაში)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18156
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#62623898
· 15 Jun 2026, 17:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნოღაიდელი <- ნოღედი ლაზურად მაკრიალი (ქემალფაშა)
--------------------
Pissing outdoors is one of modern man's last true pleasures
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5755
წევრი No.: 53657
რეგისტრ.: 17-February 08
#62623917
· 15 Jun 2026, 17:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kakha.G
QUOTE
ნოღაიდელი <- ნოღედი ლაზურად მაკრიალი (ქემალფაშა)
ნოღადიდი > ნოღაიდი > ნოღაიდელი.
ნოღაიდი მიღებულია ლაზურში გავრცელებული თანხმოვანთა დისიმილაციური დაკარგვის წესით. ნოღადიდი > ნოღაიდი. იხ. ასევე დეკიკე (წუთი) > დეიკე, მკჲაფუფე (ტურები, მკივანები) > მკჲაუფე, მიყონუნ (მყავს) > მიყოუნ, ჭოფუფან (იჭერენ) > ჭოუფან, გინონ (გინდა) > გიონ, მულუნან (მოდიან) > *მულუან > მულვან და სხვ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13753
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#62623986
· 15 Jun 2026, 18:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Gaba @ 13 Jun 2026, 07:44 )
ისე დადიანებს რაც ეხებათ ჯანაშია წერს, რომ დადიანებს რაც მოუვიდათ დინასტიური ჩანაცვლებით დიდი ალბათობით სხვა სამთავროებში მოხდებოდა და ეგ მოსაზრება მოდის იმიდან, რომ სამთავროების ისტორია დაუწერილია და ძალიან ცოტა ინფორმაცია არსებობს. ამავდროულად გაცილებით უარეს პირობებში იყო დასავლეთ საქართველო ვიდრე აღმოსავლეთ საქართველო.
არაფერზე დაფუძნებული ვარაუდია. არც ისე მწირი ინფორმაცია გვაქვს ქართულ სამთავროებზე, მათ ისტორიას ისევე აღწერდნენ ქართველი მემატიანეები, როგორც ვთქვათ იმერეთის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებას. ოდიშში ერთი მმართველი სახლი მეორემ რომ შეცვალა, ისევ ქართული წყაროებიდან ვიცით ყოველგვარი გენეტიკური კვლევების გარეშე. თანაც ისტორიკოსთა კერძო ინტერესთან კი არ გვქონდა საქმე, არამედ 120 წლის შემდეგაც პოლიტიკური არგუმენტი იყო, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა (მაგ. სოლომონ II-ისა და გრიგოლ დადიანის დაპირისპირების დროს).
იგივე რომ მომხდარიყო მაგალითად გურიის სამთავროში, წერილობით წყაროებში და ასევე, პოლიტიკურ ცხოვრებაშიც უდავოდ აისახებოდა. ზოგადად, რა თქმა უნდა, ევროპას ვერ შევედრებით ჩვენი ისტორიის წვრილმანების ყოველმხრივ ცოდნაში, მაგრამ რაც შეეხება XVII-XVIII საუკუნეებს (მე ვიტყოდი XVI საუკუნის მეორე ნახევარსაც) ძალიან დეტალურად შეგვიძლია აღვადგინოთ თითქმის ყველაფერი, რადგან ამ პერიოდებზე ქართული წყაროებიც ბლომადაა და არც მრავალფეროვანი უცხოური ცნობების ნაკლებობა გვაქვს.
* * *
QUOTE
(ვარაზვაჩე @ 5 Jun 2026, 21:42 )
მოვიდა ლუპარიტი, გააბახა ბაგრატის ცოლი, მერე მიუხტა ბაგრატი, გააბახა ლიპარიტის ცოლი, მერე იყო და კახელებმა დედოფლის ტრუსიკი ჰაერში აფრიალეს. ლევან დადიანმა ცხვირი მოაჭრა, ბოლოსდაბოლოს თამარ შერვაშიძეს. მრისხანე ლევან დადიანსაც კი უბედავდნენ ადიულტერს, მერე ამ ლევანმა ტავის ბიძას წაართვა ცოლი. თამარ მუხრანბატონზე აღარაფერს ვამბობ, მეფერუსუდანის აღვირახსნილობაზე. ეს რაც ვიციტ და რაც არ ვიცით?
აქ რაც წერია, ნაწილი სულაც არ არის ფაქტი რომ მომხდარია. ბაგრატისა და ლიპარიტის ამბავი ჩემთვის ძალიან საეჭვოა და როცა ქართულ წყაროებს ვუყურებთ ეჭვის თვალით, არც უცხოურები იწერებოდა მიუკერძოებლად. რუსუდანის აღვირახსნილობაც იმავე ოპერიდან მგონია.
ღალატი რა თქმა უნდა ხდებოდა, მაგრამ ბევრი რამ უტრირებულიცაა, განსაკუთრებით თუკი უცხოელის ჩაწერილია, რომელსაც ადგილობრივი კონტექსტი არ ესმოდა, ანდაც ფიქრობდა რომ რაღაც ეგზოტიკას აღწერდა. აი მაგალითად აიღეთ XVII საუკუნეში საქართველოში მცხოვრები მისიონერების ცნობები - ბევრი საინტერესო ცნობა აქვთ დატოვებული, მაგრამ სხვა ბევრიც სრული სისულელეა. ყბადაღებულ შარდენს გადავხედოთ, უამრავ საინტერესო რამესთან ერთად რამდენი ჭორ-მართალი აქვს არეული ერთმანეთში. საიდან ვიცით ეს ყველაფერი? იმ პერიოდის ქართული წყაროებიც გვაქვს, კიდევ სხვა უცხოურებიც და იოლად დავადარებთ ხოლმე, მაგრამ როცა იმ პერიოდში გადავდივართ, რომელზეც წყარო ცოტაა ან საერთოდ არ გვაქვს, მერე გინდა არ გინდა იმ 1 წყაროთი ხელმძღვანელობ და კაცმა არ იცის იქ ტყუილი რა არის და რა სიმართლე.
This post has been edited by
ingfari
on 15 Jun 2026, 19:33
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5755
წევრი No.: 53657
რეგისტრ.: 17-February 08
#62624160
· 15 Jun 2026, 20:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Gaba
გურიელების გენეალოგიაც ხომ არ იცით? საინტერესო იქნებოდა მათი ტესტის შედეგიც.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18156
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#62624249
· 15 Jun 2026, 21:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მნაცაკანა
ეტიმოლოგიურ ლექსიკონში ნოღა განმატებულია ნოყიერ ადგილად, სიხარულიძით ნოღა დაბას ნიშნავს
ჯანხოთელი <- ჯანხოთი ჯიქეთში
საინტერესოა ბელაქნის მებატონეები გალაჯევები თუ გაიტესტენ? ერთი მხრივ ამტკიცებდენ რომ ვაჩნაძეები იყვნენ, მეორე მხრივ ამბობდენ რომ ჭარიდან გამოსულები და ლეკების უპირველესი საგვარეულიდან იყვნენ, თებელის თოხუმიდან, რუსული ადმინისტრაცია ბუნებრივია ეჭვის თვალით უყურებდა ლეკი მებატონეების ასე მასობრივ "გაქართველებას"
გვაროვნულ თემურ ორგანიზაციაში, როდესაც გვარის/თემის ტერიტორიაზე სახლდებოდი ღებულობდი მის გვარს, ამიტომ მაგ. ხევსურეთში ყველა სოფელში ერთი გვარის ხალხი ცხოვრობდა
ანუ იყვნენ არაბული არაბულები, იყვნენ არაარაბულები რომლებიც არაბულებად ითვლებოდენ და იყვნენ არაბულები რომლებიც არაარაბულებად ითვლებოდენ, ნუ ცხადია რომ არამკვიდრები მკვიდრებს რაღაც გადასახადს უხდიდენ, ასე იბადებოდა ფეოდალიზმი კავკასიაში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5755
წევრი No.: 53657
რეგისტრ.: 17-February 08
#62624444
· 15 Jun 2026, 23:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kakha.G
QUOTE
ეტიმოლოგიურ ლექსიკონში ნოღა განმატებულია ნოყიერ ადგილად, სიხარულიძით ნოღა დაბას ნიშნავს
ნოღა ლაზურად ნიშნავს მჭიდროდ და უხვად დასახლებულ ადგილს, ასევე ბაზრისთვის ხელსაყრელ ალაგს, ბაზარს, ქალაქს. ნოღა-დიდი "დიდი ნოღა, დიდი მჭიდრო დასახლება"
ნოღა (მეგრ.) - ღელედ ქცეული ნამდინარევი ადგილი. ეტიმ. ნოღალი "ნამდინარევი" ("ღალის" უწინდელი მნიშვნელობა მდინარე ყოფილა, რაც ჰიდრონიმებიდანაც ჩანს. ღელის მნიშვნელობის დავიწროვება გვიანდელია მეგრულ-ლაზურსა და ქართულში). ნოღა (მეგრ.) ასევე, კარგად დასახლებული ადგილი.
სარჯველაძე-ფენრიხის ეგ სტატია გაუმართავია. ქვემოიმერული ნოღა გამოჰყავთ ქართზანურიდან, მაგრამ ეგეც და გურული ნოღაც ზანიზმია.
ნოღა (ქვემოიმერ.) - დაბალი, სილიანი და მსუქანი ადგილი, კარგი მოსავალი იცის
ნოღა (გურ.) - ხევი, ღელე, ჭაობიც
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ბასიანი89
Crazy Member
ჯგუფი: Members
ბასიანი89
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2962
წევრი No.: 248905
რეგისტრ.: 23-February 19
#62624550
· 16 Jun 2026, 02:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მნაცაკანა
ბარათელი,თბილელი.
ხვალ გვარების წიგნში ვანახინებ გვარებს რომლებიც -ელი სუფიქსით სრულდება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Gaba
Member
ჯგუფი: Registered
Gaba
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 47
წევრი No.: 277954
რეგისტრ.: 30-March 26
#62624574
· 16 Jun 2026, 03:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
დადიანები მოგიყვანე მაგალითად დინასტიური ცვლილებების დოკუმენტირებული პრეცენდენტისა. აფხაზეთის ან სვანეთის სამთავროების ისტორია ვიცით ლეგენდების გარდა? ბაბა-ციოყ დადეშქელიანამდე რა ხდებოდა ან გელოვანების ჩანაცვლება როგორ მოხდა, ან აფხაზეთში რა ხდებოდა 1800-იანებამდე. თითო თითო ფრაგმენტები ვიცით მარტო. საერთოდ არ გითხარი უსაფუძვლოდ. გენეალოგიას რომ ადგენენ ამ გვარების, ძალიან მცირე რაოდენობის წყალობის წიგნების ან ჩივილის წიგნების (ადრე საბუთებს წიგნები ერქვათ) საფუძველზე აკეთებენ ხოლმე. მაგალითად მიქელაძეების ოჯახში პირველი წევრი მანგასარი აზნაური იყო იმერეთის სამეფოში და ჩივილის წიგნშია ნახსენები 1300-იანებში.
მნაცაკანა
გენეალოგია, რომ გაჩვენო მართო ერთი ადამიანია და პირდაპირ იმაზე მიგიყვანს და მე რა ვიცი იმ ადამიანს სურვილი აქვს თუ არა რო ხალხმა იცოდეს.
This post has been edited by
Gaba
on 16 Jun 2026, 03:26
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5755
წევრი No.: 53657
რეგისტრ.: 17-February 08
#62624601
· 16 Jun 2026, 07:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Gaba
QUOTE
მნაცაკანა გენეალოგია, რომ გაჩვენო მართო ერთი ადამიანია და პირდაპირ იმაზე მიგიყვანს და მე რა ვიცი იმ ადამიანს სურვილი აქვს თუ არა რო ხალხმა იცოდეს.
ბაგრატიონს თუ გულისხმობთ, აზნაურობის მინიჭებამდე დაწერეთ (ანუ მათი, ვინც ჩამოაქვეითეს).
გურიელებზე რას იტყვით?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3678
წევრი No.: 253274
რეგისტრ.: 18-October 19
#62624605
· 16 Jun 2026, 07:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Gaba
QUOTE
კი მაგრამ მაშინ სიდამონ-ერისთავებს რატო უჩივლეს მეორე შტომ
სიდამონიძეები იყვნენ ვანათის აზნაურები. მერე მათ დაიმორჩილეს ხევის ერისთავი თექთუმანიძე და ოსების და ქსნის ერისთავების დახმარებით - არაგვის ერისთავები (შაბურიძეები). საბოლოოდ ჩანს, რომ არაგვის, ქსნისა და პატარა ლიახვის ხეობას ერთი წარმოშობის ხალხი მართავდა. ვანათელ აზნაურ სიდამონიძეს საიდანღაც გაუჩნდა სურვილი, არაგვის საერისთავო დაემორჩილებინა. ალბათ რაღაც შიდა ისტორიული გადმოცემა ჰქონდათ ან თავის სამკვიდროდ თვლიდა, ვინ იცის?
* * *
მნაცაკანა
ბოგვი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) - ბოგველი (კასპში ცხოვრობენ), გლოლა (რაჭა) - გლოველი. მარანელი (მარანი რამდენიმეა). ამაშუკელი - ამაშუკეთი(იმერეთი) , ბარნაველი (ბარნავი, ასპინძა)
This post has been edited by
ვარაზვაჩე
on 16 Jun 2026, 08:10
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5755
წევრი No.: 53657
რეგისტრ.: 17-February 08
#62624611
· 16 Jun 2026, 08:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბასიანი89
QUOTE
თბილელი
ეს ხელოვნური ახალი გვარია. ისტორიულად კი გვაქვს თბილელაშვილი და თბილელისძე. შდრ. ქუთათელაძე.
ძველადაც, ტფილელი გვარად არ შემხვედრია. როგორც ჩანს, გაგვარებას აფერხებდა ის, რომ მაღალი საეკლესიო ტიტული იყო. შდრ. ქუთათელი, რუსთველი, მროველი (<რუისი), ურბნელი, ბოლნელი, ბოდბელი, ალავერდელი, სამთავნელი (<სამთავისი) და მისთ.
·
ციტირება
·
^
3 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (3 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(120)
« პირველი
...
99
100
[101]
102
103
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0605 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.