Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(120)
« პირველი
...
100
101
[102]
103
104
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ქართველთა ეთნოგენეზი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3678
წევრი No.: 253274
რეგისტრ.: 18-October 19
#62624615
· 16 Jun 2026, 08:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
როცა იმ პერიოდში გადავდივართ, რომელზეც წყარო ცოტაა ან საერთოდ არ გვაქვს, მერე გინდა არ გინდა იმ 1 წყაროთი ხელმძღვანელობ და კაცმა არ იცის იქ ტყუილი რა არის და რა სიმართლე.
რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ღალატზე ვსაუბრობთ, სულ რომ არ გვქონდეს წყაროები, მათემატიკური ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქნებოდა ადიულტერის შემთხვევებიც.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5755
წევრი No.: 53657
რეგისტრ.: 17-February 08
#62624616
· 16 Jun 2026, 08:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვარაზვაჩე
QUOTE
ბოგვი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) - ბოგველი (კასპში ცხოვრობენ), გლოლა (რაჭა) - გლოველი. მარანელი (მარანი რამდენიმეა).
თხინვალი (რამდენიმეა) > თხინვალელი
QUOTE
ამაშუკელები სადაურები არიან? იმერეთში კია ამაშუკეთი, მაგრამ ეს ტოპონიმი გვარიდან წარმოებულს გავს თუ არა?
ამაშუკელი იმერული გვარია. ამაშუკეთში ცხოვრობენ და მათი ძირი სოფელია. შესაძლოა, დამფუძნებლის სახელიდან იყოს. ამაშუკ > ამაშუკეთი > ამაშუკელი. შდრ. სვანური საკუთარი სახელი თამაშუკ/თამშუკ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3678
წევრი No.: 253274
რეგისტრ.: 18-October 19
#62624636
· 16 Jun 2026, 09:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩადუნელი? ქართლელები არიან (ხაშური, ბირჯომი).
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5755
წევრი No.: 53657
რეგისტრ.: 17-February 08
#62624687
· 16 Jun 2026, 11:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვარაზვაჩე
QUOTE
ჩადუნელი? ქართლელები არიან (ხაშური, ბირჯომი).
ეგეც. მაგრამ წყარო-ტოპონიმი არ ჩანს.
სხიერი (რაჭა) - სხიერელი (სხიერშივე)
ორკოშინი (კახეთი) - ორკოშნელი (კახეთშივე)
ყანდაურა (კახეთი) - ყანდარელი (ქართლი)
ამაღლება (რამდენიმე) - ამაღლობელი (იმერეთი)
ბოტკო (კახეთი) - ბოტკოველი (კახეთი)
ნაპირი - ნაპირელი (კახეთი)
ციხისი/ციხისა - ციხისელი (რაჭა)
ხიდურა (რაჭა) - ხიდურელი (რაჭა)
იხ. ასევე:
დიდებელი (ქართლი)
კესარელი (იმერეთი)
ხაბარელი (ქართლი)
* * *
ჭიაური (კახეთი) - ჭიაურელი (კახეთი)
მათურა (კახეთი) - მათურელი (კახეთი)
ჟამური (ქართლი) - ჟამურელი (ქართლი)
ყურე - ყურელი (ქართლი)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Gaba
Member
ჯგუფი: Registered
Gaba
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 47
წევრი No.: 277954
რეგისტრ.: 30-March 26
#62624844
· 16 Jun 2026, 14:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მნაცაკანა
გურიელები რამდენადაც ვიცი გადაშენდნენ (ქალები დარჩნენ). დღეს არიან ხალხი გურიელი გვარით, მაგრამ ამათი გენეალოგია არ ვიცი. გურიელების ერთ-ერთი შტო დაკნინებული იყო მიწის ნაკლებობით და აზნაურობა ჰქონდათ იმპერიის დროს მაგრამ დაჟე ეგენიც აღარ არსებობენ.
This post has been edited by
Gaba
on 16 Jun 2026, 14:30
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
FullbackAce
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
FullbackAce
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9628
წევრი No.: 190622
რეგისტრ.: 31-August 14
#62624909
· 16 Jun 2026, 15:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(მნაცაკანა @ 15 Jun 2026, 01:17 )
გვარად ქცეული წარმომავლობის სახელები ჩამოთვალეთ რა. აქაა რამდენიმე:
მსგავსი წარმოებისა ჩანს ხიდეშელი/ხიდაშელი (<*ხიდეში/ხიდაში), გავაშელი (<*გავაში), გორგიშელი (<*გორგიში) თუმცა შესაბამისი ადგილის სახელები ჯერ არაა მიკვლეული.
სოფელი ხიდელშლები ზემო რაჭაშია საკაურას ხეობაში.
ზანდუკელი, - ზანდუკი, მთიულეთი
კარგარეთელი, - გარგარეთი, კასპი
ორბელი, - ორბეთი, ქართლი
--------------------
Русски корабль, иди нахуй!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5755
წევრი No.: 53657
რეგისტრ.: 17-February 08
#62624969
· 16 Jun 2026, 16:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(FullbackAce @ 16 Jun 2026, 15:42 )
QUOTE
(მნაცაკანა @ 15 Jun 2026, 01:17 )
გვარად ქცეული წარმომავლობის სახელები ჩამოთვალეთ რა. აქაა რამდენიმე:
მსგავსი წარმოებისა ჩანს ხიდეშელი/ხიდაშელი (<*ხიდეში/ხიდაში), გავაშელი (<*გავაში), გორგიშელი (<*გორგიში) თუმცა შესაბამისი ადგილის სახელები ჯერ არაა მიკვლეული.
სოფელი ხიდელშლები ზემო რაჭაშია საკაურას ხეობაში.
ზანდუკელი, - ზანდუკი, მთიულეთი
კარგარეთელი, - გარგარეთი, კასპი
ორბელი, - ორბეთი, ქართლი
"ხიდეშლები" ხიდეშელისგანაა ნაწარმოები და არა პირიქით. საუბარია გვარის წყარო-ტოპონიმზე, ანუ ხიდეშზე, რომელიც არაა ჯერ მიკვლეული. ესეც და გავაშიც (გავაშელის წყარო) შესაძლოა სვანური ადგილის სახელები იყოს. შდრ. ჴიდ (სვან. ძღვენი, მოსაკითხი) - ჴიდიშ (ძღვენისა, მოსაკითხისა). გავა (სვან. ძალა, ღონე) - გავაშ (ძალისა).
ორბელი ეწერა ზემოთ.
* * *
QUOTE
ხიდეშელი
ხიდიშელის ფორმითაც დასტურდება ისტორიულადაც და დღესაც.
This post has been edited by
მნაცაკანა
on 16 Jun 2026, 16:39
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#62625105
· 16 Jun 2026, 19:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Gaba @ 16 Jun 2026, 03:20 )
ან აფხაზეთში რა ხდებოდა 1800-იანებამდე. თითო თითო ფრაგმენტები ვიცით მარტო. საერთოდ არ გითხარი უსაფუძვლოდ.
აფხაზეთის სამთავრო არც იყო ქართული პოლიტიკური ერთეული XVII-XVIII საუკუნეებში. უფრო მეტიც, ეს ე.წ. „სამთავრო“ ანტიქართული - სანახევროდ ბარბაროსული - წარმონაქმნი იყო. ამიტომაც ამ პერიოდის ქართულ წერილობით წყაროებს თუ დააკვირდები, აფხაზეთი მხოლოდ სხვა ქართული პოლიტიკური ერთეულებთან ურთიერთობის კონტექსტში ხვდება, მათი შიდა საქმეებს არავინ აღწერს, განსხვავებით გურიისა და ოდიშისაგან.
XIX საუკუნეში ხელახლა დაუახლოვდა აფხაზეთის მთავრის სახლობა ქართულ თავადაზნაურობას, ამიტომ ბოლო მთავარი მიხეილი ქართული კულტურული სივრცის ნაწილად შეიძლება მივიჩნიოთ, მისი ვაჟი გიორგი კი არამარტო ნაწილი, არამედ ერთ-ერთი შემოქმედიც იყო. მაგრამ XVII-XVIII საუკუნეებში აფხაზეთი ქართული სივრციდან გასული იყო. ამ ორი საუკუნის განმავლობაში საქართველო (მისი კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური თუ რელიგიური გაგებით) მთავრდებოდა იქ, სადამდეც სამეგრელოს სამთავროს გავლენა აღწევდა ე.ი. მდ.კელასურზე XVII საუკუნის 80-იან წლებამდე და შემდეგ მდ.ღალიძგაზე, რადგან სამურზაყანოში სამეგრელოს გავლენა მაინც ნარჩუნდებოდა ამა თუ იმ ფორმით.
აქედან გამომდინარე როგორც რომელიმე ყაბარდოელი თავადების საგვარეულო შტოს დადასტურებით აღდგენა არის შეუძლებელი, ასევეა შარვაშიძეების შემთხვევაშიც - არ იყვნენ ისინი ამ დროს ქართული არისტოკრატიის ნაწილი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იმის მიუხედავად, რომ პერიფერიული კავშირები ნარჩუნდებოდა. შესაბამისად იმის, რაც ქართული სივრცის ნაწილი არ იყო სხვებზე ექსტრაპოლირება მცდარი მიდგომაა. ბევრი კი ვწერე, მაგრამ ასეა.
* * *
QUOTE
(Gaba @ 16 Jun 2026, 03:20 )
სვანეთის სამთავრო
სვანეთიც არანაირი სამთავრო არ იყო რეალურად. XIX საუკუნის რუსული წარმოსახვები უფროა, ვიდრე გვიანი შუა საუკუნეებისა და ადრეული ახალი ხანის რეალობის აღწერა.
* * *
საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ არსებობდა შემდეგი ქართული პოლიტიკური ერთეულები:
აღმოსავლეთში - კახეთის, ქართლისა და შემდეგში ქართლ-კახეთის სამეფოები.
სამხრეთში - სამცხე-საათბაგო.
დასავლეთში - იმერეთის სამეფო, შემდეგში ოდიშისა და გურიის სამთავროებიც.
ქართლის, კახეთის, ქართლ-კახეთის, იმერეთის, სამცხის, ოდიშისა და გურიის გარდა სრულყოფილი ქართული პოლიტიკური ერთეული არ არსებობდა დაშლილობის ხანაში. ამ სიის მიღმა რაიმეს ძებნა ფუჭია.
აფხაზეთი ქართული სამთავრო არ ყოფილა და საერთოდ მისი სამთავროობაც გვაროვნული მმართველობის იმ ფორმით, რაც არსებობდა მეტად პირობითია, ოდიშისა და გურიის დონეზე მე არ დავაყენებდი. რაც შეეხებათ დანარჩენებს, ერთ დროს აღმოსავლეთში არაგვის საერისთავო მიუახლოვდა დამოუკიდებელ არსებობას, მაგრამ საამისო მომენტი არასდროს დადგა. დასავლეთში დე-ფაქტო დამოუკიდებლად არსებობდა რამდენიმე ათეული წელი რაჭის საერისთავო, მაგრამ ისიც ურჩი ფეოდალის მამული უფრო იყო, სახელმწიფოებრივი სახე ვერ მიიღო. ზემო სვანეთში უბრალოდ ძალაუფლების ვაკუუმი წარმოიშვა, რაც მის ჩრდილოეთ, უფრო დიდ ნაწილში, თემების დამოუკიდებელ არსებობაში გარდაიქმნა, ხოლო რამდენიმე თემში კი ერთმა საგვარეულომ აიღო ხელში ძალაუფლება, მაგრამ მასაც არავითარი სახელმწიფოებრივი ატრიბუტები არ გააჩნდა. კიდევ იყო სამურზაყანო, სადაც რეალური ძალაუფლება კონკრეტულ თავადებს ეპყრათ, არა სამეგრელოს, ანდაც აფხაზეთის მთავრებს, თუმცა მასაც რაიმე ცალკე სახელმწიფოებრივ ერთეულად ვერ ჩავთვლით.
This post has been edited by
ingfari
on 16 Jun 2026, 20:20
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14710
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#62625176
· 16 Jun 2026, 20:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
აფხაზეთის სამთავრო არც იყო ქართული პოლიტიკური ერთეული XVII-XVIII საუკუნეებში. უფრო მეტიც, ეს ე.წ. „სამთავრო“ ანტიქართული - სანახევროდ ბარბაროსული - წარმონაქმნი იყო. ამიტომაც ამ პერიოდის ქართულ წერილობით წყაროებს თუ დააკვირდები, აფხაზეთი მხოლოდ სხვა ქართული პოლიტიკური ერთეულებთან ურთიერთობის კონტექსტში ხვდება, მათი შიდა საქმეებს არავინ აღწერს, განსხვავებით გურიისა და ოდიშისაგან.
ამას ძალიან ხშირად წერ და შეწყვიტე ეს სისულელე თორე დეზინფორმაციისთვის სასჯელი იქნება.
1. ანტიქართული არ იყო და ვერც იქნებოდა, რელიგიური მოტივები უფრო იყო დაპირისპირების მიზეზი და არა რაღაც ეთნიკური. აფხაზებს თავადაც არ ეცოდინებოდათ რომ ადიღების ენობრივი ნათესავები იყვნენ, დარწმჯნებული ვარ მეგრელებს თვლიდნენ ნათესავებად.
2. აფხაზეთის სამთავრო არ იყო ერთიანი, მაგალითად სამურზაყანო ცალკე იყო და ნამდვილად უფრო პრო-ოდიშური იყო.
3. შეიძლება მუსლიმურ-ბარბაროსული იყო გარკვეული ლოგიკით, მაგრამ ქართულ სამთავროს თუ არ უწოდებ მაშინ ოსმალური სამთავრო იყო თუ ჩერქეზული? :დ ამ სამიდან თუ რომელიმე კატეგორიაში უნდა ჩასვა ეს ქართულია.
ახალციხის საფაშო რომელიც ოსმალური ადმინისტრაცია იყო და ჯაყელები-მუსლიმი ქართველები მართავდნენ ამათზე უფრო იტყვი რომ ანტი-ქართული იყო, ვიდრე აფხაზეთზე. აფხაზეთს ჰქონდა კონფლიქტები ოდიშთან, მაგრამ შენეული გაგებით ანტი-ქართული სამთავრო ნამდვილად არ იყო.
პ.ს. ქართული სამეფო-სამთავროებისგან განცალკევებულად იმიტომ ჩანს, რომ ოსმალური კონტროლისა და გავლენის ქვეშ იყო, ეგ კი არა სოხუმსაც ოსმალები მართავდნენ. თვითონ სამთავრო დაშლილი იყო რამდენიმე ნაწილად და შეიძლება ნაკლებადაც კი უწოდო როგორც პოლიტიკური ერთეული, ძალიან ფრაგმენტული და ფეოდალიზმისგან თითქმის დაცლილი იყო, რაც ბუნდოვანად წარმოაჩენს როგორც პოლიტიკურ ერთეულად.
This post has been edited by
ცერცვა.
on 16 Jun 2026, 20:37
--------------------
Pacifism is objectively pro-fascist. This is elementary common sense. If you hamper the war effort of one side, you automatically help out that of the other. Nor is there any real way of remaining outside such a war as the present one. In practice, 'he that is not with me is against me'. - G.Orwell
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#62625440
· 16 Jun 2026, 23:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ცერცვა. @ 16 Jun 2026, 20:32 )
1. ანტიქართული არ იყო და ვერც იქნებოდა
2.რელიგიური მოტივები უფრო იყო დაპირისპირების მიზეზი
3.არა რაღაც ეთნიკური
1. ზუსტადაც რომ ანტიქართული წარმონაქმნი იყო იმ გაგებით, რომ ყველაფერს, რაც შუასაუკუნეობრივ ქართულ კულტურასა და ცნობიერებას ქმნიდა ანადგურებდა (ზოგჯერ განზრახ, უფრო ხშირად უნებურად) ყველა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დაიკავებდა. მაგალითი? დრანდის, მოქვისა და ბედიის ეპარქიები საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, სამივე მოიშალა XVII საუკუნის ბოლოს, როგორც კი ოდიშმა ენგურსა და კელასურს შორის მდებარე ტერიტორია დაკარგა. იქამდე კი ბიჭვინთა დატოვა აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქმა, ეს ჯერ კიდევ XVI საუკუნეში. ეკლესიას რა როლი ჰქონდა შუა საუკუნეების ქართული ცნობიერების ფორმირებაში ახსნა არ გჭირდება, ისედაც იცი.
2. რომელი რელიგიური მოტივები, თუკი XVII საუკუნეში და მეტწილად XVIII საუკუნეშიც, დიდი ხანი აფხაზეთის მმართველი ე.წ. ელიტა სიტყვით ქრისტიანობას ჩემულობდა, რეალურად კი წარმართი იყო. ამავდროულად, ეს ხელს არ უშლიდათ რომ ქართული ეკლესიისათვის ნებით თუ უნებურად (მათი ველური წესწყობილებიდან გამომდინარე) ისეთი გარემო შეექმნათ, რომ სადაც ფეხს დადგამდნენ იქ პრაქტიკულად მომენტალურად არსებობა შეეწყვიტა. რაც შეეხება ისლამს, ძალიან გვიან შევიდა აფხაზეთში და არასოდეს მოუპოვებია დომინაცია.
3. მერე მე სად დავწერე, რომ ეთნიკური ფაქტორი იყო გადამწყვეტი? მთავარი მიზეზი აფხაზური საზოგადოების ბარბაროსული წყობა იყო (პოლიტკორექტულ ტერმინებს თუ შევეშვებით), რომელიც შეუთავსებელი იყო ქართულ სოციალურ-ეკონომიკურ წყობასთან, აქედან გამომდინარე ქართული ეკლესიისა და კულტურის არსებობასაც გამორიცხავდა თუკი ის საქართველოს სხვა რეგიონების „დონაციაზე“ არ იქნებოდა, შიგნით ამისი რესურსი არ არსებობდა. სწორედ ამიტომ სანამ იმერეთის სამეფო არ დასუსტდა ბიჭვინთა ფუნქციური იყო, შემდეგ იძულებული გახდნენ მიეტოვებინათ. იყო ოდიში? არსებობდა დრანდის, მოქვისა და ბედიის ეპარქიებიც. აღარ იყო ოდიში? აღარც ეს ეპარქიები შემორჩა, რადგან განვითარებით ბევრად დაბალ საფეხურზე მყოფი, დიდწილად წარმართული ელემენტი დაეპატრონა იმ არემარეს.
* * *
QUOTE
(ცერცვა. @ 16 Jun 2026, 20:32 )
4. აფხაზეთის სამთავრო არ იყო ერთიანი
5. მაგალითად სამურზაყანო ცალკე იყო და ნამდვილად უფრო პრო-ოდიშური იყო.
6. შეიძლება მუსლიმურ-ბარბაროსული იყო
7. ამ სამიდან თუ რომელიმე კატეგორიაში უნდა ჩასვა ეს ქართულია.
4. სწორედ ამიტომ დავწერე რომ აფხაზეთი რეალურად არც იყო სრულფასოვანი სამთავრო იმ გაგებით, როგორც ჩვენ ვთქვათ ოდიში და გურია წარმოგვიდგენია.
5. ეს მართალია, აღვნიშნე კიდეც ზევით.
6. მუსლიმური ზუსტადაც რომ არ იყო, ძალიან გვიან შევიდა ისლამი აფხაზეთში და მკაფიო დომინაცია არასოდეს მოუპოვებია, არ გამხდარა იდენტობის განმაპირობებელი და განუყოფელი ნაწილი. ეს ახლა იგონებენ ამას თურქეთის აფხაზები და ის ე.წ. აქტივისტები ვინც აფხაზეთში ჰყავთ.
7. რეალობა ისაა, რომ არც ერთი იყო, არც მეორე, მაგრამ ქართულისაც ბევრი არაფერი ეცხო და თავისი არსებობით აქრობდა ყველა ქართულ კვალს, რომელიც იქ საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. ბარბაროსული წარმონაქმნი იყო, თავისი არსით ანტიცივილიზაცია.
This post has been edited by
ingfari
on 16 Jun 2026, 23:47
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5755
წევრი No.: 53657
რეგისტრ.: 17-February 08
#62625480
· 17 Jun 2026, 00:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ბარბაროსული წარმონაქმნი იყო, თავისი არსით ანტიცივილიზაცია.
ძნელია არ დაეთანხმო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#62625484
· 17 Jun 2026, 00:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ცერცვა. @ 16 Jun 2026, 20:32 )
8. ახალციხის საფაშო რომელიც ოსმალური ადმინისტრაცია იყო და ჯაყელები-მუსლიმი ქართველები მართავდნენ ამათზე უფრო იტყვი რომ ანტი-ქართული იყო, ვიდრე აფხაზეთზე.
8. ახალციხის საფაშო იმპერიის ნაწილი იყო, ამიტომ ის პრემოდერნული ქართველობის მტერი იყო და ეტაპობრივად ყველაფერს შლიდა, რაც ფეოდალურ საქართველოს უკავშირდებოდა. ეს იმპერიის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი იყო. რაც შეეხება აფხაზეთის სამთავროს, ის ბარბაროსული წარმონაქმნი იყო, რომელიც უკვე თავისი სიველურით ქმნიდა იმ პირობებს, რაც ქართველობის ყველა გამოხატულების არსებობას შეუძლებელს ხდიდა. ერთგან მტრულმა იმპერიამ ჩაიბუდა, რომელმაც გეგმაზომიერი და ხანგრძლივი პოლიტიკა გაატარა, მეორეგან კი ანტიცივილიზაცია მოვიდა.
შედეგი? უკანასკნელი ქართული ეპარქია მესხეთში 1680-იან წლებში - დაპყრობიდან 140 წლის შემდეგ - მოიშალა, ეს გრძელი და დამანგრეველი პოლიტიკის შედეგი იყო. აფხაზების მიერ დაპყრობილ ოდიშის ტერიტორიებზე კი მაშინვე გაქრა, როგორც კი იქ აფხაზები გაბატონდნენ, რომელიმე დიდოეთში ხომ ვერ იარსებებდა ვერანაირი ქართული ეპარქია საქართველოდან დახმარების გარეშე? ასეთივე ვითარება იყო XVII-XVIII საუკუნეებში აფხაზების მიერ მიტაცებულ ტერიტორიებზე.
This post has been edited by
ingfari
on 17 Jun 2026, 00:11
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5755
წევრი No.: 53657
რეგისტრ.: 17-February 08
#62625499
· 17 Jun 2026, 00:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
ახლანდელ დაპყრობილ აფხაზეთსაც ზუსტად შეეფერება
QUOTE
ბარბაროსული წარმონაქმნი
QUOTE
თავისი არსით ანტიცივილიზაცია.
როგორც კი ბარბაროსივე სპონსორი რესურსის წოვებას შეუწყვეტს, დამპალი ვაშლივით მოწყდება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#62625508
· 17 Jun 2026, 00:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ცერცვა. @ 16 Jun 2026, 20:32 )
9. აფხაზეთს ჰქონდა კონფლიქტები ოდიშთან, მაგრამ შენეული გაგებით ანტი-ქართული სამთავრო ნამდვილად არ იყო.
9. ეს როგორი აბსურდია იცი? აი დაახლოებით რომ თქვა - „ჭარ-ბელაქნელ ლეკებს კონფლიქტი ჰქონდათ კახეთთან, მაგრამ ანტიქართული წარმონაქმნი რატომ იყო?“ იმიტომ იყო, რომ ამ მიმართულებაზე, ანუ ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთში, ყველაფერ ქართულს განსახიერებდა კახეთის სამეფო, სადაც აღარ იყო კახეთი, იქ აღარც საქართველო არსებობდა.
ზუსტად ასევე ქვეყნის უკიდურეს დასავლეთში ყველაფერი ქართულის გამტარი იყო ოდიშის სამთავრო, სადაც იყო ოდიში იქ საქართველოც იყო (ქართული ეკლესია, ენა, სოციალურ-ეკონომიკური წყობა თუ სააზროვნო სივრცე). სადაც ოდიში აღარ იყო, იქ იმ დროს რეალურად არსებული ქართული სივრცეც სრულდებოდა.
* * *
QUOTE
(ცერცვა. @ 16 Jun 2026, 20:32 )
10. ქართული სამეფო-სამთავროებისგან განცალკევებულად იმიტომ ჩანს, რომ ოსმალური კონტროლისა და გავლენის ქვეშ იყო, ეგ კი არა სოხუმსაც ოსმალები მართავდნენ.
10. ვაჰ, ამ პროთურქულ პროპაგანდას რატომ იმეორებ? მე მაძლევ შენიშვნებს და ამ დროს იმას წერ, რაც ნეოოსმანისტებს გულს გაუთბობს და თან სიმართლეც არაა. ქუთაისში არ იდგა ოსმალური გარნიზონი? ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ჩადგა. ბაღდათში? შორაპანში? ცუცხვათში? ანაკლიაში? რუხში? ფოთში? XVIII საუკუნის დასაწყისში ყველა ეს პუნქტი დაიკავეს. და რა მერე? იმერეთი, ოდიში და გურია აღარ იყო ქართული პოლიტიკური ერთეულები? სინამდვილეში აფხაზეთზე XVII საუკუნეში თითქმის ნულოვანი გავლენა ჰქონდათ ოსმალებს. XVIII-ში გამოჩნდნენ იქ მხოლოდ და არც მაშინ შეედრება მათი გავლენა და ჩარევა იმას, რასაც მაგალითად იმერეთში ცდილობდნენ, რაც ხან გამოსდიოდათ და ხან არა.
სხვა საქმეა, რომ აფხაზეთის სამთავრო ბარბაროსული და წარმართული სივრცე იყო, ამიტომ როცა ე.წ. ელიტამ და მოსახლეობის ნაწილმაც იყნოსა, რომ ისლამის მიღება მომგებიანი იქნებოდა, იოლად დაიწყეს ფორმალური გამუსლიმება ყოველგვარი დაძალების გარეშე. ეს თუნდაც ყველაზე ვერაგი და უპრინციპო იმერელი, მეგრელი და გურული თავადისთვის ძნელად გასაკეთებელი იყო და დიდ იშვიათობასაც წარმოადგენდა, გლეხობისათვის ხომ წარმოუდგენელი იყო. რატომ? იმიტომ რომ მყარ ქრისტიანულ საფუძველზე იდგა აქ მოსახლეობა და პირდაპირი დაპყრობის გარეშე ისლამს ვერანაირად ვერ ჩანერგავდი. უფრო მეტი კონტროლის მქონე სეფიანებსაც იმიტომ არ გამოუვიდათ იგივე ქართლსა და კახეთში. სრული კონტროლი და დიდი დრო, მხოლოდ ასე თუ გამოვიდოდა რამე.
წარმართი აფხაზებისა კი რა მიდიოდა? გუშინწინ სიტყვით ქრისტიანები იყვნენ (როცა საქართველო ზენიტში იყო), გუშინ მუსლიმები გახდნენ (როცა ოსმალური ექსპანსია გაძლიერდა რეგიონში), დღეს კი ისევ ქრისტიანები გახდნენ (როცა რუსეთის იმპერია მოვიდა). რეალურად კი ისევ ხეებს და წმინდა მთებს ეთაყვანებოდნენ და ეთაყვანებიან დღესაც. სხვათაშორის ამიტომაც არის გამორიცხული, როცა ვიღაცებს ჰგონიათ რომ აფხაზებთან ქრისტიანობაც შეგვარიგებს - არ არიან ისინი ქრისტიანები რეალურად, არც მალავენ ამას.
* * *
QUOTE
(მნაცაკანა @ 17 Jun 2026, 00:17 )
ingfari
ახლანდელ დაპყრობილ აფხაზეთსაც ზუსტად შეეფერება
QUOTE
ბარბაროსული წარმონაქმნი
QUOTE
თავისი არსით ანტიცივილიზაცია.
როგორც კი ბარბაროსივე სპონსორი რესურსის წოვებას შეუწყვეტს, დამპალი ვაშლივით მოწყდება.
კიბატონო.
სამწუხაროდ ქართულმა საბჭოთა ისტორიოგრაფიამ ბევრი რამ არ თქვა, მიჩქმალა მითიური ერების ძმობისა და აფხაზების არგაღიზიანების გამო. ამავდროულად, ბევრი სულელური აზრიც განავითარეს, მაგრამ რა არის აფხაზების რეალური ისტორია ეს არ ითქვა, არადა ვინიცობაა ჩამოსახლებულობა-ავტოქთონობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხიც იყოს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14710
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#62625695
· 17 Jun 2026, 02:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
ამხელა დემაგოგიის წაკითხვას აღარ ვაპირებ, ბუტკუჯიც იგივე პოსტოლოგიას იყენებს ხოლმე როცა თავისი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს.
მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს სპეციალურად ამახინჯებ.
QUOTE
7. რეალობა ისაა, რომ არც ერთი იყო, არც მეორე, მაგრამ ქართულისაც ბევრი არაფერი ეცხო და თავისი არსებობით აქრობდა ყველა ქართულ კვალს, რომელიც იქ საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. ბარბაროსული წარმონაქმნი იყო, თავისი არსით ანტიცივილიზაცია.
რომ გაექრო. არ შემოგრჩებოდა ბიჭვინთის, ბედიის და ა.შ. ეკლესიები.
ყველა ბარბაროსული წარმონაქმნი ეგეთი იყო ყველგან.
ქართული სამთავრო იყო(შემიძლია კონკრეტული მაგალითები დავწერო, მაგრამ მეზარება და აზრიც არ აქვს), მაგრამ ცივილიზაციურად, ეკონომიკურად და კულტუტულად გაპარტახებული, შეგიძლია მაგალითისთვის 90-იანების საქართველოს შეხედო თუ რა ემართება ქვეყანას-საზოგადოებას ეკონომიკურ-კულტურული დეგრადაციის შედეგად.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(120)
« პირველი
...
100
101
[102]
103
104
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1464 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.