ვარაზვაჩემეგრელი ნამდვილად ნიშნავს ეგრ-ის მკვიდრს. მისი კანონზომიერი მეგრული შესატყვისია მ-არგ-ალ-ი (<*მ-აგრ-ალ-ი). ჩრდილო-ზანურში მომხდარი ფონოტაქტიკური ცვლილებების გამო დაუშვებელი შეიქნა გრ, ქრ, კრ ტიპის მიმდევრობები და აგრ-ისგან მივიღეთ არგ- ძირი. აქედანვე გვაქვს არგ-ვ, არგვეთი და მარგველიც. როგორც ჩანს, მეგრული -ათ და -ელ სუფიქსები ჩანაცვლდა -ეთ და -ელ სუფიქსებით. *არგ-ვ-ათ-ი > არგ-ვ-ეთ-ი, მ-არგ-ვ-ალ-ი > მ-არგ-ვ-ელ-ი. -ვ არის ნაშთი თვისების და წარმოშობის აღმნიშვნელი ქართ-ზანური -ვ' სუფიქსისა. იხ.
ეთნონიმი "მარგალი" (post #61397429)მეგრელების ძველი თვითწოდება მაგრალი დაცულია ძველბერძნულში, კლავდიოს პტოლემეოსთან Μάνραλ ფორმით. *მაგრალ-> *μαγραλ > μανραλ. გამას თუკი მოკლე ფეხს დაუსვამ, ან გაეცრიცება, ნიუს ემსგავსება.
იხ. ასევე:
ეთნონიმი "მარგალი" (post #61384053)სამეგრელო და საქართველო მე-11 ს-დან გვხვდება. ეთნონიმებიდან სა- პრეფიქსით გეოგრაფიულ სახელთა წარმოების მოდა, სავარ. მე-9 ს-დან იწყება "საბერძნეთით". ამგვარად მივიღეთ სასარკინოზეთი, სასომხითი/სასომხითო/სასომხეთო, სამცხეთი/სამცხე (<*სამესხეთი/*სამესხე).
გეოგრაფიული სახელიდანაც კი გააჩინეს ახალი სახელები. იხ. "საეგრო" და "საქართლე". საქართლის ერისთავი იხსენიება 1213-1223 წ.წ. ლაშა-გიორგის სიგელში. ქართლის ერისთავთ-ერისთავის ხელქვეითი ჩანს. როგორც ჩანს დვანის ფრონესა და ქსანს შორის მდებარეობდა. საქართლის ორი ციხეა ცნობილი: ყორნისის ჩრდილო-დასავლეთით 8 კმ-ში, დვანის ფრონის სათავეში. საქართლის წყალი ჩამოუდის, ფრონის შესართავი. მეორეა "საქართლის ციხე" ქსანზე.
რეტროსპექტიულად, ძველ პერიოდში ნაგულისმევ ლაზიკეს ძველქართულად სამეგრელოდ თარგმნიდნენ ხოლმე.
და [ერეკლე მეფესა] ჰყვა მისთანა ცოლი თჳსი: და მიიწია რაჲ ტრაპეზუნტედ. სანახებთა მათ სამეგრელოჲსათა: უშვა ძჱ რომელსა უწოდა ერაკლე. (ნიკიფორე კონსტანტინოპოლელის ისტორიის გიორგი მთაწმინდელისეული თარგმანი. ხელნაწ. 1042 წ. კონსტანტინეპოლის სპარსულ-ავარული ალყის ამბავი: 626 წ.)
და [ნეტარი მაქსიმე] ესრეთ გუემულნი ექსორია-ყვნეს სამეგრელოს და მიერ განიყვნეს (დიდი სჳნაქსარი, აგვისტოს თვის მაქსიმე აღმსარებლის ჟამი. ხელნაწ. 1040-1065 წ.წ. მაქსიმე აღმსარებელი: 580–662 წ.წ.)
მეგრელი ძველქართულში:
აღესრულა კურთხეული მამფალი სტეფანოზ, ღმრთისა მიერ ქართველთა და მეგრელთა ერისთავ-ერისთავთა უფალი, ატენის 835 წ. წარწერა.
იოანე უღირსმან ეპისკოპოსმან ქალაქისა პეტრონისამან ქუეყანისაგან მეგრელთაჲსა განვასაზღვრე და წარვწერე (დიდი სჯულისკანონი. ხელნაწ. მე-12 ს.)
თეოდორე უღირსმან ეპისკოპოსმან ფასოჲსამან სოფელსა შინა მეგრელთასა განვასაზღვრენ და წარვწერენ (დიდი სჯულისკანონი. ხელნაწ. მე-12 ს.)
დაიბანაკა ქალაქსა ჯიხანქუჯისასა, ქუეყანასა მეგრელთასა, სანახებსა ჭყონდიდისასა, რომელ არს მეგრულითა ენითა მუხა დიდი (წამებაჲ დავით და კონსტანტინესი. ხელნაწ. მე-12 ს-ის I ნახ.)
[წარმოვიდა ანდრეა იერუსალჱმით და] მიიწია უკუე ქალაქად ტრაპეზუნთად, რომელი-იგი შჱნ არს სოფელსა მეგრელთასა (მიმოსლვაჲ ანდრია მოციქულისაჲ. ხელნაწ. მე-13 ს.)
* * *