ამაში დარწმუნებულები ვართ??
ტოპონიმების გარდა სხვა რამე არის შემორჩენილი დღევანდელ რაჭაში? მაგალითად სვანური სიტყვები რაჭულ კილოკავში? ან რაიმე მსგავსი ისტორიის მქონე ქრისტიანობამდელი სალოცავი, ან რაიმე ადათწესი რომელიც მხოლოდ ამ ორ რეგიონს ახასიათებს? ასევე თქმულებები, მითოლოგია, ხალხური სიმღერები, ამ ჩამოთვლილ ჩვეულებებში, მაგალითად ქალღმერთ დალს თუ იცნობენ და სცემენ პატივს რაჭველები??
რაჭაში ვგულისხმობ სოფელ უწერას ზემოთ, რიონის სათავემდე ხეობის გარდა. ეგ ტერიტორია სვანებისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადასასვლელი ხიდი იყო დვალეთში და ზოგადად ჩრდილო კავკასიაში.
აი გურიას აშკარად ეტყობა რომ ყოფილი ზანურენოვანი რეგიონია.
და თუ როდესმე რაჭა სვანურენოვანი იყო, მაშინ იმერეთისგან განსხვავებული ენა რატომ ექნებოდათ? რიონის ხეობა გეოგრაფიულად გაცილებით ინტეგრირებულია იმერეთთან ვიდრე სვანეთთან. და პირიქით, მგონი იმერეთიც ყველაზე მჭიდროდ რაჭასთანაა დაკავშირებული ვიდრე სხვა მეზობელ რეგიონებთან.
This post has been edited by Laughing-Buddha on 17 Jan 2026, 17:14