მოკლედ რა ხდება:
თუ სახელსაც დაუკვირდები - VRay
PhysicalCamera - გეუბნება , რომ კამერის პარემეტრები ფიზიკური (რეალური) კამერის ანალოგიურია.
ძალიან ბევრი პარამეტრი აქვს, მაგრამ მე მხოლოდ სამი გითხარი შენი პრობლემის გადასაჭრელად, რადგან სწორედ ეგ სამი მოქმედებს სინათლეზე:
f-number - ნიშნავს focal numbers - ფოკუსის რიცხვი, ანუ ფოკუსის რადიუსი. თუ ფოტოკამერასთან გაქვს (ან გქონია) შეხება, მაშინ გეცოდინება დიაფრაგმის მნიშვნელობა (სურათზე) - რაც უფრო ღიაა დიაფრაგმა მით მეტი შუქი შედის ობიექტივში და მით უფრო ნათელი და ნაკლებ მკვეთრი გამოდის გამოსახულება. არსებობს დიაფრაგმის, იგივე f-number-ის სტანდარტული მნიშვნელობები (სურათზე);

exposure - ექსპოზიცია, იგივე დაყოვნება, ეს კი ნიშნავს - ფარდა რაც უფრო დაყოვნებულია, მით უფრო ნათელი და მკვეთრი გამოდის გამოსახულება, და თუ მოძრაობაა გადაღებული მაშინ საერთოდ ფანტასტიკა კადრები გამოდის (შენ თავად დარწმუნდი სურათზე). ექსპოზიცია ხასიათდება დროით, უფრო სწორად ფარდის დახურვის დროით, რომელსაც ფოტოაპარატებზე (კინოკამერებზე), ასევე აქვს სტანდარტული მნიშვნელობა, ხოლო Vray PhysicalCamera-ში ამას განსაზღვრავს shutter speed-ის მნიშვნელობები:

P.S. ფარდა ეს რაც ჩხაკუნობს გადაღებისას;

Film speed (ISO) - ფირის შუქმგრძნობელობა, გეცოდინება კოდაკის ფირები: 100-იანი, 200-იანი და ა.შ.

დაბალი მნიშვნელობები გამოსახულებას ამუქებენ, ხოლო მაღალი ანათებენ. რეალშიც მოღრუბლულ ამინდში, და ოთახში გადაიღე 400-იანი ფირით

გახსოვდევს ყველა ეს პარამეტრი ერთად უნდა აკონტროლო, თუ არენდერებ გარეთ, მაშინ იხმარე f-number-ის მაღალი, ხოლო shutter speed-ის და Film speed (ISO)-ის დაბალი მნიშვნელობები და პირიქით. ინტერიერში white balance იხმარე custom და თეთრი.
წესით exposure არ უნდა გამორთო არასდროს, რადგან ფიზიკური კამერის გამოყენებისას ამის გარეშე შეუძლებელია, უბრალოდ მის მნიშვნელობაშია განსხვავება.
რა ხდება შენს შემთხვევაში: ჯობია არენდერო 2.2 გამით, რადგან ციფრული კამერები ამ გამაზე მუშაობენ, მაქსის გამა კი Default რეჟიმში არის 1.8; გამა 2.2 რენდერისას საშუალებას მოგცემს ამოანათო ბნელი კუთხეები, რომელთა ამოსანათებლად დამხმარე განათებას იყენებ და რენდერი უფრო გამართული გამოვა ფიზიკური თვალსაზრისით, ამასთან აღარ დაგჭირდება exposure-ის გათიშვა

წარმატებები
This post has been edited by სეპია on 26 Jul 2008, 00:36