vaxustiარასწორადაა დასმული კითხვა. რას ნიშნავს "ჯობია"?
adobe ორ, ერთნაირი ფუნქციონალის პროგრამას ხომ არ გამოუშვებდა. ორივეს, თავ-თავისი დანიშნულება აქვს.
premiere არის ვიდეო editing პროგრამა. ე.ი. არსებული მასალის რედაქტირებისთვისაა განკუთვნილი.
ანუ, მოსახერხებელია, ვიდეოს და აუდიოს ორგანიზება, ნაწილებად დაყოფა, დაჭრა, შეწებება, გადაადგილება.
აქვს, მარტივი ეფექტების დამატების შესაძლებლობა, როგორიცაა მაგალითად მოახლოება, ვიდეოს ამოტრიალება, ობიექტებზე ფერის შეცვლა და ა.შ.
ხოლო after effects-ს იყენებენ, უფრო კომპლექსური სამუშაოს შესასრულებლად და რთული ეფექტების შესაქმნელად.
მისი საშუალებით, ვიდეოს შეგიძლია დაადო ცეცხლის, აფეთქების, სროლის ეფექტები, რომელიც რეალურად გადაღებული არც არის, მაგრამ პროგრამით ქმნი.
ასეთ შემთხვევაში, შენ მთლიანაც ცვლი გადაღებულ პროდუქტს და ამატებ ბევრ არარსებულ, შექმნილ ობიექტს, განსხვავებით premiere-საგან, რომლის მთავარი დანიშნულებაც, არსებულზე მოქმედებაა
after-ის შესაძლებლობები
http://tv.adobe.com/watch/ae-me/how-after-...man-3-oblivion/და ზოგადად, ფანტასტიკის ჟანრის ფილმებს, უმეტესად, ხელითა ქმნიან
https://www.youtube.com/watch?v=6bNtiD8v7Ssრათქმაუნდა, after მეტ შრომას და შემოქმედობითობას (ე.წ. კრეატივს) მოითხოვს და შესაბამისადაც ფასდება.
თუმცა, ეს ორი პროგრამა, ერთად გამოიყენება. სადაც ეფექტებს ამატებ, იქ დაჭრა დალაგებაც გჭირდება, ფერის შეცვლად და ა.შ.