assassin23ჯობია, Illustrator-ით გააგრძელო.
სულ სხვა სისტემაა ილუსტრატორი, ვექტორულია.
სანამ გადმოწერ პროგრამას და დაიწყებ, ჯერ კარგად გაეცანი ინფორმაციას, დაგუგლე, ზოგადი წარმოდგენა შეიქმენი და მერე შეუდექი საქმეს.
გრაფიკული დიზაინერის ნომერ პირველი პროგრამა Illustrator-ია და არა - ფოტოშოპი, თუმცა ფოტოშოპი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია
და გრაფიკული დიზაინერების უმრავლესობა ფოტოშოპის და ილუსტრატორის კომბინაციით აკეთებს ხშირად საქმეს.
როგორიცაა მაგალითად ლოგოს შექმნა.
ლოგო კეთდება ილუსტრატორში და შემდეგ ფოტოშოპში MockUp-ებით აძლევენ ბრენდირებულ სახეს.
მით უმეტეს თუ კალიგრაფია, ტიპოგრაფია, ფონტები - ამ საკითხებით ხარ დაინტერესებული
მაშინ ილუსტრატორია (ან მისი ანალოგი corel-ი) ის პროგრამა, სადაც მაგაზე მუშაობენ.
თუ ტექსტებთან, წიგნებთან, პრესასთან, ბეჭდვასთან გექნება შეხება, მაშინ იდეალურია InDesign. ესეც Adobe-ს პროდუქტია.
მოკლედ და კონკრეტულად ესენია გრაფიკული დიზაინერის განუყრელი ტრიო - Photoshop, Illustrator, InDesign.
თუმცა პირველ რიგში მაინც ქაღალდი და ფანქარი - ნებისმიერი გამოცდილი გრაფიკული დიზაინერი ამას გირჩევს - ნებისმიერ გრაფიკულ პროექტზე ფიქრს იწყებ სკეჩებით - ფანქარი და ქაღალდი.
შემდეგ ეტაპზე, სასურველია, ვებ-დიზაინიც ისწავლო, რაზეც მოთხოვნა ელვის სისწრაფით იზრდება და შენს შემოსავალზეც იმოქმედებს დადებითად, თავისთავად.
დასაწყისისთვის ფოტოშოპი და ილუსტრატორიც საკმარისია.
ამათი კომბინირებით ისწავლე კეთება რამეების. მალე აითვისებ.
http://www.99designs.com - აქ დარეგისტრირდი (ცოტა კი გაართულეს, მაგრამ ღირს) და ათვალიერე სხვების ნამუშევრები, სტილი და ა.შ.
აბა შენ იცი, წარმატებები
This post has been edited by tranka on 8 Jun 2016, 02:34